„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიოანტის 2014/15 წლები სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების ფორვარდი პრიმერას საუკეთესო მოთამაშედ აქამდეც აღიარებულა.
„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიოანტის 2014/15 წლები სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების ფორვარდი პრიმერას საუკეთესო მოთამაშედ აქამდეც აღიარებულა.
საფეხბურთო პორტალმა Football Daily-მ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2014-15 წლების სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
როგორც „Football Espana“ იტყობინება, ლიგამ პრიმერა დივიზიონის შემდეგი სეზონის გათამაშების დაწყება თხუთმეტი აგვისტოსთვის დაგეგმა. ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება უცნობია.
გარდა ამისა, გასარკვევი სატელევიზიო უფლებების საკითხიცაა. კლუბები პაკეტების გასაყიდად უკვე შემდეგი სეზონისთვის და არა 2016/17 წლების სეზონისთვის არიან მზად.
„მარკას“, „ტელეფონიკისა“ და „მედიაპროს“ ცნობით, კლუბებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრიმერას პრეზიდენტ ხავიერ ტებასთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელში ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში გატანილი ათი საუკეთესო გოლია აღბეჭდილი.
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის უკანაკსნელი, 38-ე ტურის მიმოხილვას.
პრიმერა დივიზონის დასკვნით ტურში ვაკანტურ ევროსაგზურთან ერთარ სეგუნდა დივიზიონის “საგზურის” ბედიც გადაწყდა.
მალაგაში ადგილობრივმა კლუბმა “სევილიას” უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა 2:3 დათმო. ამ გამარვჯებით “სევილიამ” ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ვერ შეძლო, “მალაგას” კი ევროპის ლიგის საგზურის შანსიც არ დაუტოვა.
უკანასკნელ ტურში მნიშნველოვან გამარჯვებასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა “ვალენსიამ”. “ღამურებმა” “ალმერიასთან” სტუმრად 3:2 მოიგეს და მასპინძლები სეგუნდა დივიზიონში გაუშვეს. “ალმერიასთან” ერთად მომდევნო სეზონში ქვედა დივიზიონში მოუწევთ თამაში “კორდობასა” და “ეიბარს”.
შთამბეჭდავი გამარჯვებით დაასრულა სეზონი მადრიდის “რეალმა”. “სამეფო კლუბმა” გათამაშების უკანასკნელ ტურში “სამეფო კლუბმა” “ხეტაფეს” უმასპინძლა და 7:3 მოიგო. მასპინძელთა შემადგენლობაში გაიბრწყინა კრიშტიანუ რონალდუმ, როელმაც 34-ე წუთზე ჰეთთრიქი შეასრულა, ბომბარდირის ტიტული მოიპოვა და მეორე ნახევარში ადგილი 16 წლის დებიუტანტს, მარტინ ოდეგაარდს დაუთმო.
“დეპორტივოს”, რომელიც უკანასკნელ ტურში ქვეყნის ჩემპიონთან ჩადიოდა სტუმრად, პრიმერაში ადგილის შესანარჩუნებლად მინიმუმ ქულის მოპოვება სჭირდებოდა და დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა კიდეც. თუმცა, ლა კორუნიელებისთვის ყველაფერი ძალიან ცუდად დაწიყო. პირველი ტაიმის შემდეგ კატალონიელები ლეო მესის დუბლით 2:0-ს იგებდნენ. შესვენების შემდეგ კი “დეპორმა” 9 წუთიან მონაკვეთში შეძლო გათანაბრება და საბოლოოდ უძლიერესთა შორის შეძლო დარჩენა.
ტურის ყველა მატჩი
23.05 | 20:30 | ბარსელონა | 2:2 | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:00 | გრანადა | 0:0 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ბილბაო | 4:0 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ალმერია | 2:3 | ვალენსია | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | სელტა | 3:2 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ეიბარი | 3:0 | კორდობა | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | რაიო ვალეკანო | 2:4 | სოსიედადი | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ლევანტე | 0:0 | ელჩე | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | მალაგა | 2:3 | სევილია | დაწვრილებით | |||
23.05 | 22:30 | მადრიდის რეალი | 7:3 | ხეტაფე | დაწვრილებით |
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის უკანაკსნელი, 38-ე ტურის პრევიუს.
ტურის მატჩი
ტურის ცენტრალურ შეხვედრად მალაგაში გასამართი ადგილობრივი კლუბისა და “სევილიას” დაპირისპირებაა. სევილიელების მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა, ხოლო “მალაგა” ბოლო ტურის წინ ევროპის ლიგაზე ოცნებობს.
ხავი გარსიას გუნდს წარმატების მისაღწევად “სევილიასთან” გამარჯვება და ამავდროულად “ბილბაოს” წარუმატებლობა სჭირდებათ. ახლა გუნდებს შორის სხვაობა ორი ქულაა, ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობა “მალაგას” აქვს. ამიტომ, ანდალუსიელები დღეს ბასკებთან სტუმრად გამგზავრებულ “ვილიარეალსაც” უგულშემატკივრებენ.
მსგავსი ვითარებაა “სევილიას” შემთხვევაშიც, რომელსაც საკუთარ გამარჯვებასთან ერთად “ვალენსიას” წაფორხილება სურთ, რომელიც ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ “ალმერიას” ესტუმრება.
წყვილში ფავორიტის სტატუსს სპეციალისტები “სევილიას” ანიჭებენ, თუმცა გუნდებს შორის ისეთი სხვაობა არ არის, რომ სტუმრებმა შეხვედრის ბედი იოლად გადაწყვიტონ.
ბრძოლა ადგილის შესანარჩუნებლად
დაძაბულობაა ცხრილის ქვედა ნაწილში სადაც “კორდობას” გავარდნას უკვე ყველა შეეგუა, აი დარჩენილ 2 ადგილზე კი 4 “პრეტენდენტია”.
ყველაზე იოლი მეტოქე გასავარდნ ზონაში მყოფ “ეიბარს” ჰყავს, რომელიც “კორდობას” მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში დარჩენის კარგი შანსი აქვს, რადგან კონკურენტებს საკმაოდ რთული მეტოქეები ჰყავთ ბოლო ტურში.
“გრანადა” მადრიდის “ატლეტიკოს” მიიღებს. მართალია, სიმეონეს გუნდი დიდი ალბათბით თურანის, ტორესისა და მანჯუკიჩის გარეშე ითამაშებს, თუმცა მასპინძებს ბანგურას და ხავი მარკესის სახით საკამოდ სერიოზული დანაკლისი აქვთ. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ კოლუნგა და მურილიო.
რთულად არის “დეპორტივოს” საქმეც, რომელიც გასავარდნ ზონას გრანადელების მსგავსად 2 ქულით უსწრებს, მაგრამ დღეს “ბარსელონას” ესტუმრება და ნათელია, რომ წარმატების მინიმალური შანსი აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ვალენსიას” სახით რთული მეტოქე ჰყავს “ალმერიასაც”, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება თუ გადაარჩენს.
ტურის ყველა მატჩი
23.05 | 20:30 | ბარსელონა | -:- | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:00 | გრანადა | -:- | ატლეტიკო | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ბილბაო | -:- | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ალმერია | -:- | ვალენსია | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | სელტა | -:- | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | მადრიდის რეალი | -:- | ხეტაფე | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ეიბარი | -:- | კორდობა | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | რაიო ვალეკანო | -:- | რეალ სოსიედადი | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ლევანტე | -:- | ელჩე | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | მალაგა | -:- | სევილია | დაწვრილებით |
„არსენალის“ ნახევარმცველმა ალექსის სანჩესმა „ბარსელონაში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.
„როდესაც „ბარსელონას“ ფერებს ვიცავდი, გასაგები იყო, რომ საშინაო შეხვედრებში თამაში უფრო გვიადვილდებოდა, რადგან ჩვენ თავდაჯერებულები ვიყავით. ამის წყალობით „ბარსელონა“ ყოველთვის იმარჯვებდა. ასეა თუ ისე, პრემიერლიგაში ეს საკმარისი არ არის. აქ მეტოქე ბოლომდე იბრძვის.
პრემიერლიგაში აუტსაიდერთან ანგარიშით 0:3 წაგება სავასებით რეალურია. ამაში გასაკვირი არაფერია. აქ გულშემატკივრებისა და საზოგადოების დიდი ზეწოლა იგრძნობა, რაც ძალიან მომწონს“, – განუცხადა ჩილელმა „მეთოფეთა“ ოფიციალურ საიტს.
Fanebi.com წარმოგიდგენტ პრიმერა დივიზონის 37-ე ტურის მიმოხილვას.
ვილიარეალი – მალაგა
“მალაგამ” სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩის მოგება ვერ შეძლო და ევროსაგზურის მოპოვების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.
ხავი გარსიას გუნდის ვილიარეალში სტუმრობა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გუნდები ანგარიშის გახსნას მატჩის უკანასკნელ წუთებამდე ვერ ახერხებდნენ. პირველი გოლი მხოლოდ 82-ზე გავიდა და მისი ავტორი ჟერარ მორენო გახდა, რომელმაც 87-ზე მასპინძელთა უპირატესობა ორამდეც გაზარდა. დარჩენილ წუთებში “მალაგამ” სერხი დარდერის ძალისხმევით მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო და ბოლოს წინა ტურში მეშვიდე პოზიცია “ბილბაოს” დაუთმო, რომელმაც სტუმრად “ელჩეს” სძლია.
ესპანიოლი – რეალი
ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ მადრიდელებმა ჯავრი “ესპანიოლზე” იყარეს. “სამეფო კლუბმა” ბარსელონაში მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო.
ხუთივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. ანგარიში კი 59-ზე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. მასპინძებმა 73-ზე გაათანაბრეს, თუმცა სულ რაღაც 6 წუთში მარსელომ სტუმრები კვალვ დააწინაურა. 83-ე და 90-ე წუთებზე კი კვლავ რონალდუს ჯერი დადგა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საკუთარი ჰეთთრიქით მართალია “ბარსას” საჩემპიონო ზეიმი ვერ შეაფერხა, მაგრამ ბომბარდირთა დავაში ლეო მესის ბოლო ტურის წინ 4 გოლით გაასწრო.
ატლეტიკო – ბარსელონა
“რეალის” ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ “ბარსელონას” ჩემპიონობის მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა.
ესპანეთის პრიმერადივზიონის 37-ე ტურში კატალონიელებმა მადრიდის “ატლეტიკო” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 65-ე წუთზე ლეო მესიმ გაიტანა.
“ბარსელონამ” 93 ქულას მოუყარა თავი. კატალონიურ გუნდს უახლოესი მადევარი მადრიდის “რეალი” 4 ქულით ჩამორჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ “სამეფო კლუბს” ბოლო ტურში “ბლაუგრანასთან” გათანაბრების თეორიული შანსიც აღარ აქვს. მესამე პოზიციაზე 77 ქულით “ატლეტიკო” გახლავთ.
ამრიგად, “ბარსელონა” ისტორიაში 23-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ტურის ყველა მატჩი
17.05 | 21:00 | ვილიარეალი | 2:1 | მალაგა | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ვალენსია | 1:1 | სელტა | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ესპანიოლი | 1:4 | რეალი | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ხეტაფე | 1:1 | ეიბარი | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | კორდობა | 1:2 | რაიო ვალეკანო | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | სოსიედადი | 0:3 | გრანადა | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ატლეტიკო | 0:1 | ბარსელონა | ვიდეო | |||
17.05 | 21:00 | დეპორტივო | 2:0 | ლევანტე | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | ელჩე | 2:3 | ბილბაო | დაწვრილებით | |||
17.05 | 21:00 | სევილია | 2:1 | ალმერია | დაწვრილებით |
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 36-ე ტურის მიმოხილვას.
რეალი – ვალენსია
ტურის ცენტრალური მატჩში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ვალენსიას” უმასპნიძლა და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. შეხვედრა, რომელიც მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა 2-2 დასრულდა, რაშიც დიდი როლი ვალენსიელთა კიპერს, დიეგო ალვესს მიუძღვის, რომელმაც “რეალის” ფეხბურთელებს რამდენიმე ურთულესი ბურთი აუღო და მათ შორის რონალდუს დარტყმული 11 მეტრიანიც.
თუმცა, მანამდე “ვალენიამ” ორი ბურთით მოახერხა დაწინაურება. მე-19 წუთზე ანგარიში პაკო ალკასერმა გახსნა, 7 წუთში კი უპირატესობა ორამდე ხავი ფუეგომ გაზარდა. მატჩის 45-ე წუთზე რონალდუს გაცუდებული პენალტის დრო დადგა, თუმცა გოლის გატანა “რეალმა” მაინც შეძლო და შესვენების შემდეგ 11 წუთში პეპემ სხვაობა შეამცირა. 84-ზე ისკომ ულამაზესი დარტყმით გაათანაბდა და დარჩენილი წუთები მადრიდელთა კარნახით წარიმართა, მაგრამ ტაბლოზე ანგარიშ აღარ შეცვლილა.
ამრიგად “ვალენსიასთან” სეზონში მეორედ ვერმოგებული მატჩის შემდეგ, პრიმერას დასრულებამდე ორი ტურით ადრე “რეალი” “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩა და საჩემპიონო შანსები ძალიან შეიმცირა.
ბარსელონა – სოსიედადი
მორიგი სამი ქულა უპრობლემოდ მოიპოვა “ბარსელონმ”. გასულ ტურში კატალონიელებმა “რეალ სოსიედადს” უმაპინძლეს და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევრის დებიუტში, ნეიმარის გოლით გაიხსნა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი პედრომ ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში გაათანაბრა.
ამ გამარჯვებით კატალონიელებმა პირვლეობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე “რეალთან” სხვაობა 4 ქულამდე გაზარდაეს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსას” ჩემპიონობის გაფორმება უკვე დამდეგ ტურში შეეძლება.
ლევანტე – ატლეტიკო
ტურის კიდევ ერთი ვალენსიურ-მადრიდული დაპირისპირება ბერნაბეუზე დაფიქსირებული შედეგის მსგავსად, 2:2 დასრულდა.
“ლევანტესა” და “ატლეტიკოს” შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე დავიდ ბარალის გოლით მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა მადრიდელებმა წონასწორობა სამ წუთში სიკეირას გოლით აღადგინეს. მეორე ტაიმში „ლევანტე“ კვლავ დაწინაურდა – 63-ე წუთზე თავი უჩემ გამოიჩინა. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე თავისი გუნდი შესაძლო მარცხისგან ფერნანდო ტორესმა იხსნა.
საბოლოოდ, 2:2 და „ატლეტიკო“ 77 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, „ლევანტე“ კი 36 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.
ტურის ყველა მატჩი
08.05 | 22:45 | ეიბარი | 0:2 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
09.05 | 18:00 | გრანადა | 2:0 | კორდობა | დაწვრილებით | |||
09.05 | 20:00 | ბარსელონა | 2:0 | სოსიედადი | ვიდეო | |||
09.05 | 22:00 | რეალი | 2:2 | ვალენსია | ვიდეო | |||
09.05 | 23:55 | ბილბაო | 1:1 | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
10.05 | 14:00 | ლევანტე | 2:2 | ატლეტიკო | ვიდეო | |||
10.05 | 19:00 | ვილიარეალი | 1:0 | ელჩე | დაწვრილებით | |||
10.05 | 21:00 | ალმერია | 1:2 | მალაგა | დაწვრილებით | |||
10.05 | 23:00 | სელტა | 1:1 | სევილია | ვიდეო | |||
11.05 | 22:45 | რაიო ვალეკანო | -:- | ხეტაფე | დაწვრილებით |
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 36-ე ტურის პრევიუს.
რეალი – ვალენსია
ტურის ცენტრალური მატჩი სანტიაგო ბრნაბეუზე შედგება, სადაც მადრიდის “რეალს” “ვალენსია” ესტუმრება. სტუმრები ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვიან, მასპინძლები კი ჩემპიონობას უმიზნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდს მიზნად გამარჯვება აქვს დასახული.
თუმცა, ანჩელოტის საქმეს ჩემპიონთა ლიგის ფაქტორი ართლებს, სადაც მადრიდულ კლუბს “იუვენტუსთან” პირველი მატჩი წაგებული აქვს და რამდენიმე დღეში განმეორებითი შეხვედრა უწევს. ამ რთულ პერიოდში “ვალენსიასთან” შეხვედრა იოლი ნამდვილად არ იქნება.
“ვალენსიას” მინიმუმ ქულის მოპოვების კარგი შანსი აქვს. თუმცა, წყვილში ფავორიტებად რა თქმა უნდა მადრიდელები ითვლებიან და მადრიდული კლუბის გამარჯვების გარდა ნებისმიერი შედეგი სენსაციად ჩაითვლება.
ბარსელონა – სოსიედადი
“ბაიერნთან” დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ “ბარსელონამ” საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცეს. გათამაშების ასეთ მნიშვნელოვან სტადიაზე ამხელა სხვაობით მოგებაც კი არაფერს ნიშნავს, რაც კატალონიაში უნდა ესმოდეთ და ფეხბურთელთა ნაწილის ფიქრებიც სწორედ გერმანიაში გასამართ მატჩზეა. ამ დროს კი კატალონიელები საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, “სოსიედადს” ხვდებიან, რომელსაც ფავორიტებთან დამაჯერებელი თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.
თუმცა, წმინდა სპორტული კუთხით სტუმარტა შანსები წარმატებაზე ძალიან მცირეა. “ბარსელონა” სეზონის დასკვნით ნაწილს შესანიშნავ ფორმაში ხვდება და ყველა ტურნირზე ფავორიტის რანგშია.
ლევანტე – ატლეტიკო
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ “ატლეტიკოსთვის” სეზონი თითქოს დასრულდა. პრიმერაში მესამე პოზიციაც მადრიდულ კლუბს ფაქტობრივად გარანტირებული აქვს, ვინაიდან კონკურენტები განსაკუთრებული სტაბილურობით არ გამოირჩევიან. ამიტომ, მოტივაციის მხრივ სიმეონეს გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს. ყველას ესმის, რომ “ატლეტიკოს” სეზონის ბოლომდე მიყვანა და დასვენება სურს.
“ლევანტეს” კი გარკვეული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. ვალენსიელები ელიტაში დასარჩენად აგრძელებენ ბრძოლას. გასულ ტურში გუნდი სან-სებასტიანში დამარცხდა და სახიფათო ზონას მიუახლოვდა.
ლუკას ალკასეთან ერთად “ლევანტემ” ძალიან მოუმატა და ახლა უკვე “ატლეტიკოსთანაც” კი გუნდი უშანსოდ არ იქნება. რა თქმა უნდა მასპინძლები ფავორიტები არ არიან, მაგრამ ბრძოლის გამართვა ნამდვილად შეუძლიათ.
ტურის ყველა მატჩი
08.05 | 22:45 | ეიბარი | -:- | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
09.05 | 18:00 | გრანადა | -:- | კორდობა | დაწვრილებით | |||
09.05 | 20:00 | ბარსელონა | -:- | სოსიედადი | დაწვრილებით | |||
09.05 | 22:00 | რეალი | -:- | ვალენსია | დაწვრილებით | |||
09.05 | 23:55 | ბილბაო | -:- | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
10.05 | 14:00 | ლევანტე | -:- | ატლეტიკო | დაწვრილებით | |||
10.05 | 19:00 | ვილიარეალი | -:- | ელჩე | დაწვრილებით | |||
10.05 | 21:00 | ალმერია | -:- | მალაგა | დაწვრილებით | |||
10.05 | 23:00 | სელტა | -:- | სევილია | დაწვრილებით | |||
11.05 | 22:45 | რაიო ვალეკანო | -:- | ხეტაფე | დაწვრილებით |
Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის მიმოხილვა.
სევილია – რეალი
ტურის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა და საკმაოდ დაძაბული და ამასთან ერთად უხვგოლიანიც გამოდგა. ანდალუსიაში სტუმრობა მადრიდულმა კლუბმა მძიმე, მაგრამ წარმატებული იყო.
შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც პირველი ტაიმის ორ წუთიან მონაკვეთში მოახერხა საკუთარი გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება და ორი გოლის გატანა. თუმცა, შეხვედრაში ინტრიგის დაბრუნება “სევილიამ” შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე, ბაკას მიერ გატანილი პენალტით შეძლო.
69-ე წუთზე რონალდუმ მესამეც გაიტანა და სტატუს ქვო აღადგინა და საბოლოოდ გამარჯვების მთავარი შემოქმედიც გახდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც “სევილიამ” შეძლო სხვაობაის შემცირება იყო, რაც იბორამ 79-ე წუთზე მოახაერხა.
კორდობა – ბარსელონა
ტურის უხვგოლიანი მატჩების რეკორდი “ბარსელონამ” დააფიქსირა. კატალონიელებმა აუტსაიდერი “კორდობა” არ დაინდეს და მეტოქის კარში მისსავე მოედანზე 8 გოლი გაუტანეს.
“ბარსამ” მეტოქის რბევა 42-ე წუთზე დაიწყეს, რასაც სათავე რაკიტიჩმა დაუდო. ტაიმის ბოლო წუთზე კი უპირატესობა სუარესმა გაზარდა. მატჩის განახლებიდან რამდენიმე წამში ლეო მესიმ მეტოქის კარი მესამედ დალაშქრა, რასაც კვლავ სუარესის და პიკეს გოლები მოჰყვა.
უკანასკნელ 10 წუთში კი “ბარსას” შემტევმა ტრიომ სრული შემადგენლობით გაიბრწინა და საბოლოო ანგარიში, 0:8 დააფიქსირდა.
ატლეტიკო – ბილბაო
გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო ლიდერთა სამეულის უკანასკნელმა წარმოამდგენლემა, რომელიც გასულ ტურში “ბილბაოს” მასპინძლობდა.
“ატლეტიკოსა” და “ატლეტიკის” დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური შედეგით, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მატჩის დაძაბულ ხასიათზე 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათიც მეტყველებს, რომელიც შეხვედრის არბიტრმა ბილბაოელ ბუსტინზას 93-ე წუთზე უჩვენა.
ტურის ყველა მატჩი
02.04 | 18:00 | კორდობა | 0:8 | ბარსელონა | დაწვრილებით | |||
02.04 | 22:00 | სევილია | 2:3 | რეალი | დაწვრილებით | |||
02.04 | 23:55 | დეპორტივო | 1:1 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
03.04 | 14:00 | ესპანიოლი | 1:1 | რაიო | დაწვრილებით | |||
03.04 | 19:00 | ხეტაფე | 1:2 | გრანადა | დაწვრილებით | |||
01.05 | 22:45 | სოსიედადი | 3:0 | ლევანტე | დაწვრილებით | |||
02.05 | 20:00 | ატლეტიკო | 0:0 | ბილბაო | დაწვრილებით | |||
03.05 | 21:00 | ვალენსია | 3:1 | ეიბარი | დაწვრილებით | |||
03.05 | 23:00 | მალაგა | 1:2 | ელჩე | დაწვრილებით | |||
04.05 | 22:45 | ალმერია | -:- | სელტა | დაწვრილებით |
Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის პრევიუს.
სევილია – რეალი
ტურის ცენტრალური მატჩი სევილიაში შედგება, სადაც ადგილობრივ გუნდს მადრიდის “რეალი” ესტუმრება. ანჩელოტის შეგირდებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ, თუმცა ანდალუსიიდან გამარჯვების უბრძოლველად წამოღება ძალიან რთული იქნება. ისტორიულად, რამონ სანჩეს პისხუანზე შეკრებილი პუბლიკა მადრიდელებთან განსაკუთრებული განწყობით გულშემატკივრობს საკუთარ გუნდს და მხოლოდ დადებით შედეგს ითხოვს.
ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ევროტურნირების ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობს. ასე რომ, იოლ კალენდარზეე და შესაბამისად გარკვეულ უპირატესობაზე საუბარი ამ შემთხვევაში ზედმეტია.
ობიექტურად “რეალი” გაცილებით ძლიერი გუნდია და გამარჯვების მოპოვების მეტი შანსიც სწორედ მადრიდელებს აქვთ. მაგრამ, ემერის გუნდს ფეთქებადი ხასიათის წყალობით ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა. ამას რა თქმა უნდა საშინაო კედლების ფაქტორიც ემატება.
კორდობა – ბარსელონა
გაცილებით იოლი მატჩი ელის “რეალის” მთავარ კონკურენტსა და გათამაშების ლიდერ “ბარსელონას”, რომელიც “კორდობას” ესტუმრება.
ნათელია, რომ პრიმერადან გასავარდნად განწირულ გუნდთან კატალონიელები იოლად მოიგებენ. რამდენიმე დღის წინ “ბარსამ” “ხეტაფესთან” საშინაო შეხვედრაში მეტოქეს შესანიშნავ სტილში სძლია. მსგავსი სცენარი მოახლოებულ მატჩიცაა მოსალოდნელი, რომელსაც ლუის ენრიკეს გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
ატლეტიკო – ბილბაო
სატურნირო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა შედგება “ვისენტე კალდერონზე”, სადაც “ატლეტიკოს” “ბილბაო” ესტუმრება.
მადრიდელებმა ბოლო შეხვედრებში წარმატებით იასპარეზეს და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. ასე რომ, ნელ-ნელა სიმეონეს გუნდს დასვენების დაწყებაც შეუძია, თუმცა “ბილბაოსთან” შეხვედრების მსგავს მატჩებს რა თქმა უნდა ეს არ ეხება. ამ კოლექტივებს შორის პაექრობა ყოველთვის ისეთი, რომ მოტივაციის პრობლემა მადრიდელებს არ ექნებათ.
ბასკებს კი მოგება ევროთასებზე მოსახვედრად ესაჭიროებათ. მართალია, “ბილბაო” თასის ფინალშია გასული, მაგრამ “ბარსელონასთან” გამარჯვების მოპოვეა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ, ევროპის ლიგაზე მოხვედრა ჩემპიონატიდან უფრო რეალური ჩანს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
02.04 | 18:00 | კორდობა | -:- | ბარსელონა | დაწვრილებით | |||
02.04 | 22:00 | სევილია | -:- | მადრიდის რეალი | დაწვრილებით | |||
02.04 | 23:55 | დეპორტივო | -:- | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
03.04 | 14:00 | ესპანიოლი | -:- | რაიო ვალეკანო | დაწვრილებით | |||
03.04 | 19:00 | ხეტაფე | -:- | გრანადა | დაწვრილებით | |||
01.05 | 22:45 | სოსიედადი | -:- | ლევანტე | დაწვრილებით | |||
02.05 | 20:00 | ატლეტიკო | -:- | ბილბაო | დაწვრილებით | |||
03.05 | 21:00 | ვალენსია | -:- | ეიბარი | დაწვრილებით | |||
03.05 | 23:00 | მალაგა | -:- | ელჩე | დაწვრილებით | |||
04.05 | 22:45 | ალმერია | -:- | სელტა | დაწვრილებით |