გურამ კაშიას მარცხი “პსვ”-სთან

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში არნემის “ვიტესმა” ეინდჰოვენის “პსვ” მიიღო და ანგარიშით, 2-4 დამარცხდა. მე-18 წუთზე ლოზანომ სტუმრები დააწინაურა, 45-ზე კი ლოკადიამ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და ანგარიში გათანბრდა. თუმცა, მეორე ნახევარში, 49-ე და 56-ე წუთებზე აღნიშნულმა ფეხბურთელმა ჯერ დუბლი შეასრულა, შემდეგ 59-ე წუთზე ლოზანომ მეოთხე გოლიც გაიტანა. 63-ე წუთზე მეისონ მოუნთმა ორამდე შეამცირა სხვაობა.

საგულისხმოა, რომ არნემელთა რიგებში, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია. მან სრული შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე მომენტშიც დაგვამახსოვრა თავი.

ამ მარცხის შემდეგ, “ვიტესი” 18 ქულით მეხუთეა, “პსვ”-ს 27 ქულაა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს.

“პსვ” – ” აიაქსი”: რა ხდებოდა ტრიბუნებზე? (ვიდეო)

დღეს, 23 აპრილს ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება შედგა. საუბარია “პსვ”-სა და “აიაქსს” შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში განსაკუთრებულად აქტიურობდნენ მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები, რომლებმაც შესანიშნავი პერფრომანსი დადგეს და სტადიონი შავ ბოლშიც გაახვიეს.


სანტიაგო არიასს პრემიერ ლიგის, ლა ლიგის ან ბუნდესლიგის კლუბში სურს თამაში

ჰოლანდიური “პსვ”-ს მარჯვენა მცველმა, სანტიაგო არიასმა პრესასთან საკუთარ ამბიციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ინგლისის, გერმანიის ან ესპანეთის ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობს.

“კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ ახლაც მზად ვარ ახალი ნაბიჯის გადასადგმელად.

იმედი მაქვს, რომ ზაფხულში რაიმე შეიცვლება. ჩემმა აგენტმა ძალიან კარგად იცის, რომ გერმანიაში, ინგლისში ან ესპანეთში მინდა თამაში. ის ამაზე მუშაობს.

ჩემთვის სათამაშო დრო უმნიშვნელოვანესია. თუ არაფერი გამოვა, აქ დავრჩები. “პსვ”-ს მაისურით ასზე მეტი მატჩი ჩავატარე. სიგიჟეა, არა?” – აცხადებს 25 წლის არიასი, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ ლონდონის “ჩელსისთან”.

“პსვ”-მ პრე-სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)

21 ივლისს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა “პსვ”-სა და “პორტოს” შორის, სადაც ჰოლანდიელებმა 3-0 იმარჯვეს. შეხვედრის 76-ე წუთზე მესამე, ულამაზესი გოლის გატანა ადამ მაჰერმა შეძლო. აღსნანიშნავია, რომ მსგავსი სილამაზის გოლი მიმდინარე პრე-სეზონზე არ გასულა.

იხილეთ ვიდეო…

“ატლეტიკო” — “პეესვე”-ს მატჩში რეკორდი დაფიქსირდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “პეესვე ეინდჰოვენს” შორის გამართული საპასუხო მატჩის 120 წუთი უგოლოდ მიილია და მომდევნო რაუნდზე გამსვლელი გუნდის გასარკვევად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

თერთმეტმეტრიანების სერიაში “ატლეტიკომ” 8:7 იმარჯვა. ეს ევროთასების ისტორიაში პენალტების ყველაზე შედეგიანი სერია აღმოჩნდა (არ იგულისხმება საკვალიფიკაციო ეტაპები).

 

“პეესვე” და “ატლეტიკო” უგოლოდ გაიყარნენ (მიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პეესვე ეინდჰოვენსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამართული პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. მასპინძლებმა მატჩი რიცხობრივ უმცირესობაში ჩაამთავრეს. 68-ე წუთზე მოედნიდან “პეესვეს” თავდამსხმელი გასტონ პერეირო გააძევეს.

საპასუხო შეხვედრა მადრიდში 15 მარტს გაიმართება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პიველი მატჩი)
“პეესვე” — “ატლეტიკო” 0:0 (0:0)
გაფრთხილებები: პერეირო 54′ – სავიჩი 22′.
გაძევება: პერეირო 68′.

ვან ნისტელროი ჰოლანდიის ნაკრების შტაბს ტოვებს

მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დატოვებს. 39 წლის სპეციალისტმა 2014 წელს გუს ჰიდინკის ასისტენტად დაიწყო მუშაობდა, მისი გადადგომის შემდეგ კი დანი ბლინდსაც ეხმარებოდა.

როგორც ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება, ვან ნისტელროი ამჟამინდელ კონტრაქტს არ გააგრძელებს. როგორც ცნობილია, მან პსვ-ს ახალაგზრდულ აკადემიასთან მუშაობა გადაწყვიტა. სათქმელია, რომ ექს-ფორვარდი პსვ-ს რამდენიმე ასაკობრივ გუნდს გაწვრთნის.

პოლიციამ პსვ-ს ორი ფეხბურთელი დააკავა

კვირას დილით ეინდჰოვენის პოლიციამ პსვ-ს მეკარე იოერუნ ზუტი და თავდამსხმელი მაქსიმ ლესტიენი დააკავა.

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ზვოლესთან“ ანგარიშთ 3:2 მოგების შემდეგ ფეხბურთელებმა კლუბის მონახულება გადაწყვიტეს, სადაც უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ლესტიენი პოლიციამ ჩხუბისთვის დააკავა, ზუტი კი თანაგუნდელის დაკავებისას პოლიციისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

აღნიშნული ინფორმაცია პსვ-მ თავის ოფიციალურ საიტზე დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ინდიცენტს კლუბის შიგნით გაარკვევენ.

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფა-ს ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“)
მცველები: ლორენ კოშელნი („არსენალი“), ნალდო („ვოლფსბურგი“), ჯეფრი ბრუმა (პსვ), ფილიპ მლადენოვიჩი (ბატე)
ნახევარმცველები: დანიელ მილიჩევიჩი („გენტი“), სელჩუკ ინანი („გალათასარაი“), ედენ აზარი („ჩელსი“)
თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ოლივერ ჟირუ („არსენალი“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“)

Vx6ovHL

კოკუმ თავის მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა

„პსვ ეინდჰოვენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ მოსკოვის ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 2:3 დათმო.

„პირველ ტაიმში ბევრი რამ ვერ გამოგვივიდა, თუმცა, შეიძლება ითქვას, მეორე ნახევარში ყველა შეცდომა გამოვასწორეთ. ბევრი რეალური შანსი გვქონდა. 4-6 საგოლე მომენტი შევქმენით. სამწუხაროდ, ყველა მომენტის გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ასეა თუ ისე, მოთამაშეებს მადლობა გადავუხადე, რადგან ისინი არ დანებდნენ და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს. მათ შორის ლესტიენიცაა, რომელიც ტრავმის შემდეგ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, რამაც დუბლის შესრულებაში ხელი მაინც არ შეუშალა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

კოკუ: „ჩემი გუნდით ვამაყობ“

„პსვ ეინდჰოვენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ემოციები ვერ დამალა.

„შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით, ეს განუმეორებელი გრძნობაა! ჩემი გუდნით ძალიან ვამაყობ, რადგან როდესაც 0:1 ვაგებდით, არ დავნებდით და ბრძოლა გავაგრძელეთ“, – ციტირებს კოკუს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელებმა „წითელ ეშმაკებს“ ანგარიშით 2:1 სძლიეს.

მატა: „ჩემპიონთა ლიგას მოუთმენლად ველით“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ხუან მატამ „პსვ ეინდჰოვენთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ყველანი მოუთმენლად ველით. ვიცით, ამ ტურნირის წარმატებით დაწყება რამდენად მნიშვნელოვანია. პსვ ერთ-ერთ ის გუნდია, რომელსაც ევროპული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ა დგილი უკავია, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ამ კლუბს საკმარისი პერიოდი არ უთამაშია.

მახსოვს, როგორ ვუყურებდი ფილიპ კოკუს თამაშებს, როდესაც ის ჯერ კიდევ ფეხბურთელია იყო. ახლა ეს ადამიანი პსვ-ში წარმატებული მწვრთნელია. მიმდიანრე სეზონში მის გუნდს ჯერჯერობით არ წაუგია.

დეპაისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება. მისი სიტუცია ჩემს შემთხვევას მაგონებს, როდესაც „ვალენსიადან“ „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ ჩემს ყოფილ კლუბთან თამაში მელოდებოდა“, – განაცხადა ესპანელმა.