“ქუინს პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველმა ლეროი ფერმა გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე ლამაზი გოლი გაიტანა.
ჭდე: ქპრ
მაურო სარატე ქპრ-ში გადავიდა
„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ოფიციალურმა საიტმა ახალი ტრანფერი დაადასტურა.
კლუბმა 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო სარატე დაიმატა, რომელმაც სეზონის პირველი ანხევარი „ვესტ ჰემის“ შემადგენლობაში ჩაატარა. სამხრეთამერიკელი ახალ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ სარატე „ვესტ ჰემში“ ზაფხულში გადავიდა და შვიდ ჩატარებულ მატჩში ორი გოლის გატანა შეძლო. სხვადასხვა წელს მაურო „ველეს სარსფილდის“, „ლაციოსა“ და „ინტერის“ შემადგენლობაში თამაშობდა.
ვენგერის საიუბილეო გამარჯვება
ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურში ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქელი “ქუინს პარკ რეინჯერსი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ეს გამარჯვება არსენ ვენგერისთვის საიუბილეოა: მისთვის “მეთოფეთა” თავკაცის პოსტზე ეს პრემიერლიგაში მე-400 და ყველა ჩემპიონატზე ერთად მოგებული მე-600 შეხვედრა გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1996 წლიდან მუშაობს.
XVIII ტურის შემდეგ ვენგერის გუნდს სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეექვსე ადგილი აქვს დაკავებული.
ედუარდო ვარგასი თავისი გუნდის მეკარეს სანჩესის პენალტის მოგერიებაში დაეხმარა
26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ შეხვედრაში (2:1), მე-9 წუთზე ალექსის სანჩესმა პენალტი შეასრულა, რომელიც მეკარემ მოიგერია.
როგორც აღმოჩნდა, “ქუინს პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელმა ედუარდო ვარგასმა თავისი გუნდის მეკარეს მიუთითა, თუ საით დაარტყამდა ალექსის სანჩესი.
მეტოქის სიმულიანტობა და მოედნიდან გაძევებული ოლივიე ჟირუ (ვიდეო)
ტაარაბტი „მილანში“ დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა
„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ნახევარმცველმა ადელ ტაარაბტმა განაცხადა, რომ „მილანში“ დაბრუნება სურს.
„იმედია, ახალი წლის შემდეგ იტალიაში დავბრუნდები. ექვსთვიანი იჯარიდან დაბრუნების შემდეგ ქპრ-ს მწვრთნელს ვუთხარი, რომ „მილანში“ დარჩენა მსურდა, რის გამოც იგი ჩემზე გაბრაზდა. ზეედორფს „როსონერიში“ ჩემი ხილვა უნდოდა, შემდგომ კი, გუნდში ინძაგი მივიდა, რომელიც სხვა ფეხბურთელებით დაინტერესდა. მილანურ კლუბში დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებასაც დავთანხმდები“, – განაცხადა ტაარაბტმა.
როგორ აღნიშნავენ მოახლოებულ შობა-ახალ წელს ქპრ-ს ფეხბურთელები (ვიდეო)
„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ფეხბურთელებმა არამხოლოდ ინგლისის პრემიერლიგის გასავარდნი ზონის დატოვება, არამედ მოახლოებული დღესასწაულებიც აღნიშნეს.
ბარტონი ქპრ-ს გაძლიერებას ელის
ქპრ-ს ნახევარმცველი ჯოი ბარტონი იმედოვნებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი გუნდი რამდენიმე მოთამაშით გაძლიერდება.
“დარწმუნებული ვარ, რომ ზამთარში კლუბის სამწვრთნელო შტაბი ახალი მოთამაშეების დამატებაზე იზრუნებს. ჩვენმა მენეჯერმა ეს თავისი შედეგებით დაიმსახურა. განახლება ნებისმიერ შემადგენლობას სჭირდება” – განაცხადა ბარტონმა, რომლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებული 8 მატჩია.
ბარტონი: “ფეხბურთმა გადამარჩინა”
“ქუინს პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ჯოი ბარტონი მოხარულია, რომ ცხოვრებაში ფეხბურთის გზა აირჩია. ინგლისელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სპორტის ნაცვლად ახლა სრულიად შესაძლებელია ციხეში ყოფილიყო.
“ცხოვრებაში სამი გზა მქონდა: ფიზიკური შრომით თანხის გამომუშავება, ნარკომანობა და სპორტსმენობა. ჩემი მეგობრები სვამდნენ და ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. მივედი დასკვნამდე, რომ მე ეს არ მარგებდა. ფეხბურთმა გადამარჩინა ციხისგან და ნარკოტიკებისგან.
23 თუ 24 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უმცროსი ძმა ფერადკანიანი ბიჭის მკვლელობის შემთხვევაში გაერია. სინამდვილეში ის ბიჭი ჩემმა ბიძაშვილმა მოკლა, თუმცა ჩემი ძმაც ავაზაკების ბანდაში იყო ჩართული.
ახლა ისინი მკვლელობისთვის ციხეში სასჯელს იხდიან და ეს ასეც უნდა იყოს. ეწეოდნენ ბალახს, იპარავდნენ ავტომობილებს, უბრალოდ არ იცოდნენ, რას სჩადიოდნენ და სწორედ ამას შეეწირა ის ბიჭიც. საბედნიეროდ, მე მთლიანად გადავეშვი ფეხბურთის სამყაროში”, – აღნიშნა 32 წლის ბარტონმა “მირორისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
იაია ტურემ საჩუქრით ბოდიში მოუხადა ბავშვს, რომელსაც მატჩის დროს ბურთი გაარტყა
როგორც მოგახსენეთ, ინგლისის პრემიერლიგის XI ტურში “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიმდინარეობისას “ქალაქელთა” ნახევარმცველ იაია ტურეს მიერ დარტყმული ბურთი ტრიბუნაზე მჯდარ 5 წლის გოგონას მოხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა დიდსულოვნება გამოიჩინა და “ქუინს პარკის” მცირეწლოვან გულშემატკივარს საკუთარი მაისური აჩუქა – წარწერით: “მაპატიე”.
მოგვიანებით ტურემ სოციალურ ქსელში დაწერა:
“დავმშვიდდი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობდა. ძალიან ვინერვიულე. ტელეფონით ახლახან ვესაუბრე საყვარელ ქლოის (გოგონას სახელია) და მის მამიკოს. მოხარული ვარ, რომ კარგად არის”.
გოგონამ მაისური “ქუინს პარკ რეინჯერსისგანაც” მიიღო.
ბარტონი: „იბრაჰიმოვიჩს ვუთხარი, რომ მას დიდი ცხვირი აქვს“
„ქუინს პარკ რეინჯერსის“ ნახევარმცველმა ჯოუი ბარტონმა 2012/13 წლების სეზონი გაიხსენა, როდესაც იგი „მარსელის“ შემადგენლობაში გამოდიოდა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელთან ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონფლიქტი ჰქონდა.
„პსჟ-სთან მატჩში ბევრი საჯარიმო შევასრულე, რადგან ზლატანი თამაშის წესს მუდმივად არღვევდა. მაშინ მან მითხრა, რომ ფრთხილად მეთამაშა. ჩემი მხვრივ, ვუპასუხე, რომ მას თამაშის წესები აღარ უნდა დაერღვია.
მაშინ იგი ჩემს ინგლისურ ფესვებს შეეხო, რაზეც შემდეგი პასუხი გავეცი: „კი, მე ინგლისელი ვარ, შენ კი, დიდი ცხვირი გაქვს“. ამას კიდევ ცხვირის მიმართლებით ჟესტიც დავუმატე. მეგონა, ვერავინს ვერაფერს დაინახავდა, რადგან ბურთი ეპიზოდისგან შორს იყო, თუმცა მატჩის დამთავრების შემდეგ ჩემთან ბავშვები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემს ჟესტზე გაეცინათ.
ზლატანი გაოგნებული იყო, რადგან იგი ზლატანია და მისთვის რაიმის თქმის უფლება არავის აქვს. საბოლოოდ, მას სიმართლე ვუთხარი: „შენ ჩინებული ფეხბურთელი ხარ, რომელსაც დიდი ცხვირი აქვს“, – გაიხსენა ბარტონმა.
ოსკარმა “ქუინს პარკ რეინჯერსს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)
1 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსისა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ მატჩში ოსკარმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.