“მონაკომ” ფალკაო “ჩელსის” შესთავაზა

“მონაკოს” ფორვარდმა რადამელ ფალკაომ, რომელიც მიმდინარე სეზონში იჯარის წესით “მანჩესტერ იუნაიტედი” ღირსებას იცავდა, კარიერა, შესაძლოა, “ჩელსიში” გააგრძელოს.

ინგლისური პრესის ცნობით “მონაკომ” ლონდონურ კლუბს კოლუმბიელის იჯარით აყვანა შესთავაზა. “ჩელსიში” ამ ვარიანტს უახლოეს მომავალში განიხილავენ და არჩევანს ფალკაოსა და დიდიე დროგბას შორის გააკეთებენ.

ფალკაო “მანჩესტერის” გულშემატკივრებ პრემიერლიგის უკანასკნელ საშინაო მატჩი დაემშვიდობა. მანჩესტერული კლუბის მაისურით მან 4 გოლი გაიტანა.

ვან გაალი: “ფალკაოს შანსები ჰქონდა”

“მანჩესტერის” თავკაცმა, ლუი ვან გაალმა რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულშ კოლუმბიელი ფებურთელის იჯარას ვადა ეწურება. როგორც ჩანს, მანჩესტერელები მის გახანგრძლივებას არ აპირებენ.

“რადამელს მანჩესტერში ფეხის მოსაკიდებლად შანსები ჰქონდა. შეიძლება იტქვას, რომ მას არ უმართლებდა, რადგან ის საკამდო მაღალი დონის მოთამაშეა.

ფალკაო შესანიშნავი პიროვნებაა, ისევე როგორც დანი უელბეკი და ხავიერ ერნანდესი – ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან.

თუმცა, თუ სეზონიდან სეზონამდე ძირითადში მოხვედრაშ ვერ ახერხებნ, მაშინ ახალი გამოწვევა გჭირდება. სწორედ ამ მიზეზით დავემშვიდობეთ უელბეკს და ჩიჩარიტოს” – განაცხადა ვან გაალმა.

“ლივერპულს” და “ჩელსის” ფალკაოს გაფორმება შეუძლიათ

კოლუმბიელ თავდამსხმელს ინგლისში დარჩენის შანსი აქვს.

დღემდე, 29 წლის თავდამსხმელმა გუნდში გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, “მანჩესტერში” მის დატოვებას არ აპირებენ.

“მანკუნიანელები” არ აპირებენ იმ თანხის გადახდას, რასაც კოლუმბიელში ითხოვენ. ფალკაო ზაფხულში “მონაკოს” დაუბრუნდება.

თუმცა, რადამელი საფრანგეთში არ დარჩება. Daily Mail-ის თქმით, გამოცდილ წინახაზელს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს – “ლივერპული” და “ჩელსი”.

“ლივერპულის” თავკაცი, ზაფხულში დივოკ ორიჯის უკან დაბრუნებას აპირებს, მაგრამ გამოეთხოვება რიკი ლამბერტს, მარიო ბალოტელის და ფაბიო ბორინის. გუნდში მოიყვანს იჯარით რადამელ ფალკაოსაც, რომლის არენდის ფასიც 12 მილიონი იქნება.

ჟოზე მოურინიო კი კოლუმბიელს დიდიერ დროგბას შემცვლელად მოიაზრებს.

ფალკაო “მანჩესტერის” დატოვებას აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედში” “მონაკოდან” იჯარის წესით მოთამაშე რადამელ ფალკაომ ინგლისური კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.

კოლუმბიელმა აღნიშნული გადაწყვეტილება სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო მიიღო. “მონაკოს” წარმომაგენლები კი აცხადებენ, რომ ფალკაოს  გადაბირება რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს და “მანჩესტერიდან” მისი არ დარჩენა პრობლემას არ შექმნის.

ინგლისური პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფალკაომ 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის გატანა შეძლო.

პეკერმანი: „იმედია, ფალკაოს თავდაჯერებულობა დაუბრუნდება“

კოლუმბიიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხოსე პეკერმანი იმედოვნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდში თავდაჯერებულობას დაიბრუნებს.

„ფალკაოს არც ისე ადვილი პერიოდი აქვს, თუმცა ის საკუთარ თავს უვლის და უახლოესი სანაკრებო პაუზა მისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მისი ძლიერი მხარეების შესახებ ვიცი. რადამელის ბრძოლისუნარიანობაში ეჭვი არასდროს შემეპარება. იმედია, თავდაჯერებულობის დაბრუნებაში დავეხმარებით“, – განაცხადა პეკერმანმა.

“იუვენტუსი” ფალკაოსთან მოლაპარაკებას ცდილობს

იტალიის ჩემპიონები სამომავლოდ თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.

კოლუმბიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” საიჯარო ვადას კრახით ასრულებს, ამიტომ, ცხადია, რომ ინგლისელები ფალკაოს კონტრაქტს არ გამოისყიდიან.

Tuttosport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსის” აღმასრულებელი დირექტორი, ჯუზეპე მაროტა შეეცდება რადამელ ფალკაოსთან მოლაპარაკებას.

ტურინელები ასევე მზად არიან არენდის წესით აიყვანონ 29 წლის წინახაზელი, რომლის საიჯარო თანხა 12 მილიონია.

ფალკაო “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას ნანობს?

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ “მონაკოს” თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც “მანჩესტერ იუნაიტედში” იჯარის წესით თამაშობს, “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა.

წყაროს ცნობით, კოლუმბიელი ფეხბურთელი თვლის, რომ “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს ის არ სჭირდება და ინგლისურმა გუნდმა ფალკაო მხოლოდ იმიტომ ინათხოვრა, რომ სხვა ფორვარდის შეძენა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ რადამელ ფალკაომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორმით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ოც შეხვედრაში მხოლოდ ოთხი გოლის გატანა შეძლო. სამშაბათს კოლუმბიელი ფორვარდი სულაც ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში შეიყვანეს.

 

“მანჩესტერი” “მონაკოსგან” ფალკაოს კონტრაქტის გამოსყიდვას აღარ აპირებს

ფრანგული გამოცემა “ეკიპი” ამტკიცებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” სეზონის ბოლოს “მონაკოსგან” რადამელ ფალკაოს კონტრაქტს არ გამოისყიდის.

“წითელი ეშმაკები” არ აპირებენ ფრანგთა მიერ კოლუმბიელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 55 მილიონი ევროს გადახდას, რამდენადაც მიაჩნიათ, რომ ფალკაო არ ღირს ამდენი.

ცნობაში ნათქვამია, რომ ირიოდე დთვის წინ სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო და “მანჩესტერში” სჯეროდათ, რომ ფალკაო გაიხსნებოდა და იმ თამაშის დემონსტრირებას მოახდენდა, რისთვისაც იგი “ოლდ ტრაფორდზე” ჩაიყვანეს, თუმცა ფეხბურთელი კვლავაც ვერ ამართლებს იმედებს.

აქვე დავამატებთ, რომ მიმდინარე გათამაშებაში ფალკაომ “მანჩესტერის” მაისურით პრემიერ ლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ფალკაოს გამოსყიდვას არ აპირებს

“მანჩესტერ იუნაიტედში” ფალკაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. მანჩესტერული კლუბის ხელმძღავნელები “მონაკოდან” მოთამაშის გამოსყიდვას არ აპირებენ.

ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს – ფრანგული გამოცემის ვერსიით “მანჩესტერი” ფალკაოში 55 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არ არის, ვინაიდან ფორვარდი მასზე გაცემულ ავანსებს არ ამართლებს.

გადაწყვეტილები “პრესტონთან” შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული, რომელშიც ფალკაომ მოედანზე 60 წუთი დაჰყო, მაგრამ ღირებული ვერაფერი შექმნა. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კოლუმიელის მიმართ ინტერესს “ვალენსია” იჩენს. 

რას აკეთებს რადამელ ფალკაო? (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რას აკეთებს რადამელ ფალკაო “ოლდ ტრაფორდზე”.

“ვალენსია” ფალკაოთი ინტერესდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსმხელმა მომავალი სეზონი შეიძლება “ვალენსიაში” დაიწყოს.

ESPN-ის ცნობით, თუ მომავალ წელს “ვალენსია” ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდება, ისინი შემადგენლობის გაძლიერებას კოლუმბიელი თავდამსხმელით ეცდებიან.

“მონაკოს” 29 წლის შემტევი ამ სეზონში იჯარის წესით “მანჩესტერში” ასპარეზობს. პრემიერ ლიგი 16 მატჩში 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. 55 მილიონიანი თავდამსხმელის ფონზე, ეს ცუდი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ 2011-13 წლებში ფალკაო “ატლეტიკოში” ასპარეზობდა. გასულ ზაფხულს იყო ჭორები მისი მადრიდში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ, კოლუმბიელი “წითელ ეშმაკებში” აღმოჩნდა.

მაროტა პოგბაზე, კავანიზე და ფალკაოზე

“იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა გამოეხმაურა პოლ პოგბას შესაძლო გაყიდვას, ხოლო ედინსონ კავანისა და რადამელ ფალკაოს შესაძლო ტრანსფერებს ტურინულ გუნდში.

“კავანი დიდი ფეხბურთელია, რომლის გადაყვანაშიც “პსჟ”-მ დიდი თანხა დახარჯა. არ ვუარყოფ, რომ “იუვენტუსში” მისი ტრანსფერი ნამდვილად კარგი იქნება,”-ასე უპასუხა მაროტამ Gazzetta dello Sport-ს, რომელიც მზად არის პოგბა გაცვალოს მარკო ვერატისა და ედინსონ კავანიში.

“პოგბა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. მისი ტრანსფერზე დაყენება არ გვსურს. რაც შეეხება ფალკაოს, იგი გუნდში გადმოსვლასთან ახლოს იყო, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ ვაკვირდებით რადამელს, მაგრამ წინასწარი დასკვნების გამოტანა ძალიან ადრეა”.