ირლანდია – საქართველო დუბლინი დიდი მატჩის მოლოდინშია

დღეს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რიგით მეორე ტესტ მატჩს გამართავს დუბლინში. მატჩამდე სამ საათზე ნაკლები დარჩა. გეტყვით იმასაც, რომ შეხვედრა თბილისის დროით 18:30 წუთზე დაიწყება.

”ბოლო კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ. გავაანალიზეთ თამაშის ის კომპონენტები, რომლებშიც ტონგასთან მატჩში გაგვიჭირდა და ახლა ჩვენ უცილებლად, ზედმიწევნით უნდა შევასრუთ სათამაშო გეგმა. ჩვენთვის დიდი პატივია მომავალ მატჩში მონაწილეობა და ვიცით, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და კარგად ვითამაშოთ”. განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ახლა კი გთავაზობთ ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობას

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია

ღერძი

9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი

11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა

16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე

საქართველო-იაპონია: ბილეთები 17 ნოემბრიდან გაიყიდება

ნოემბრის ციებ-ცხელება გრძელდება. 24 საათში ‘ავივა სთედიუმი’ საქართველოს და ირლანდიის ტესტს უმასპინძლებს. მატჩის 40 ათასზე მეტი ბილეთი გაყიდულია და როგორც ირლანდიის რაგბის კავშირი აცხადებს, თამაშის დღეს სტადიონის გავსებასაც ელიან.

საქართველოში კი, ამ ტესტ-მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით პირდაპირ ეთერში ვუყურებთ (16 ნოემბერი, 18:30 სთ).

ხვალინდელი ტესტიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე – 23 ნომებერს, გიორგობას ბორჯღალოსნები შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებ გუნდს, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები ორშაბათიდან (17/11)

საქართველო-იაპონიის ტესტ-მატჩის ბილეთების გაყიდვა ორშაბათიდან, 17 ნომბერიდან დაიწყება. ბილეთის ფასი: 3 და 5 ლარი ღირს. ყველა ბილეთი დანომრილი იქნება. ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად – 11 საათიდან 19 საათამდე გაიყიდება. დარჩენის შემთხვევაში, ბილეთები მატჩის დღეს, 23 ნოემბერს 12 საათიდან გაიყიდება.

‘ალუბლებს’ სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ!

წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო საშინაო ტესტში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად, იაპონიის ეროვნულ ნაკრებს ვეთამაშებით. ბოლოს ‘ბორჯღალოსნები’ და ‘ალუბლები’ ერთმანეთს 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე მესხის სტადიონზე შეეჭიდნენ. ის რკენა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. აქედან გამომდინარე ძალზე მნიშვნელოვანია 23 ნომბერის ტესტ-მატჩზე სტადიონის გავსება და მხურვალე ქომაგობა.

ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე, გიორგობას, 23 ნომებერს თამაშამდე ერთი საათით ადრე მობრძანდეთ მესხის სტადიონზე და ერთად ვუქომაგოთ ბორჯღალოსნებს!

Rugby.GE

ირლანდია-საქართველო: ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა

კვირას, ირლანდიური რაგბის მექა – ‘ავივა სთედიუმზე’, ბორჯღალოსნები მსოფლიოს მე-5 გუნდს – ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს, ‘სამყურებს’ ერკინებიან.

წლევანდელი ტესტ-სერიის მეორე შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრები დუბლინში ორშაბათიდან ემზადება.

ტესტამდე 48 საათით ადრე ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 16 ნოემბრის სამატჩო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც რამოდენიმე ცვლილებაა.

ტონგას ტესტზე მხრის ტრავმა მიიღო ბორჯღალოსნების კაპიტანმა – ირაკლი მაჩხანელმა. ირლანდიაში ჩასვლის შემდეგ მწვრთნელებს იმედი ჰქონდათ მისი გაუმჯობესების, მაგრამ სამწუხაროდ მაჩხანელის თამაში გამოირიცხა. კვირას გარემარბებათ თამაზ მჭედლიძესა და სანდრო თოდუას ვიხილავთ. ნაკრებს კი, დავით კაჭარავა უკაპიტნებს.

თბილისის შეკრებისას მიღებული მაჯის ტრავმა მოიშუშა დიმიტრი ბასილაიამ, რომელიც სასტარტოში 8 ნომერზე ითამაშებს. მეორე ხაზში თამაშს გიორგი ნემსაძე დაიწყებს, ლევან დათუნაშვილი შესაბამისად მარქაფაშია. თბილისის თასის შემდეგ ნაკრების სამატჩო განაცხადში პირველად გამოჩნდა მურაზ გიორგაძე, რომელსაც მარქაფაში ვიხილავთ.

„ბოლო კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ. გავაანალიზეთ თამაშის ის კომპონენტები, რომლებშიც ტონგასთან მატჩში გაგვიჭირდა და ახლა ჩვენ უცილებლად, ზედმიწევნით უნდა შევასრუთ სათამაშო გეგმა.

“ჩვენთვის დიდი პატივია მომავალ მატჩში მონაწილეობა და ვიცით, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ და კარგად ვითამაშოთ.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ირლანდია-საქართველო 16/11/14

ავივა სთედიუმი 18:30

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. დიმიტრი ბასილაია

ღერძი

9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი

11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა

16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. მურაზ გიორგაძე

Rugby.GE

ჭაბუკთა „ბ“ ლიგის ფინალი: ლელო სარასენს 18 არმაზი 10

დღეს, 13 ნოემბერს ავჭალის სარაგბო სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა „ბ“ ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც ‘ლელო სარასენსმა’ 18-10 სძლია ‘არმაზს’ და დაეუფლა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს.

მესამე ადგილზე ქუთაისის ‘აია2’ გავიდა, რომელმაც ‘არმიას’ 5-3 სძლია.

Rugby.GE

დარჩა 3 დღე – გრეგ ფიქი შერკინებას გვიქებს

ბორჯღალოსნები დუბლიმში ირლანდიასთან გასამართი ნოემბრის ტესტისათვის მზადებას აგრძელებენ. შეხვედრა, რომელსაც ქართული რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა კვირას, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

შეხვედრამდე სამი დღით ადრე კი, „სამყურების“ შერკინების მწვრთნელი, გრეგ ფიქი სამხრეთ აფრიკასთან ჩატარებული მატჩისა და ბორჯღალოსნებთან მომავალი რკენის შესახებ საუბრობს.

“მთელი ყურადღება საქართველოს წინააღმდეგ გასამართი თამაშის მიმართ გვაქვს მიბყრობილი, მაგრამ სამხრეთ აფრიკის დამარცხებით გამოწვეული ტკბილ-მწარე გრძნობა ჯერ არ დაგვიწყებია. მორკინალთა უმეტესობა ასე გრძნობს თავს. თამაშის მოგებით უნდა გაიხარო, მაგრამ არ უნდა დაივიწყო რის ხარჯზე მიაღწიე ამას.“ განაცხადა გრეგ ფიქმა სამხრეთ აფრიკასთან ირლანდიის ნაკრების შერკინების თამაშის შეფასებისას.

“კარგად მოვემზადედ მომავალი თამაშისათვის. დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ უაზრო ჯარიმები არ ავიღოთ შერკინებაში – ბურთის შეგდებამდე, რომ არ მივაწვეთ. სამხრეთ აფრიკასთან, როგორც სჩანს ცოტა ყურადღება მოვადუნეთ. შერკინებაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება გვინდა და ამისათვის ვერც კი ინატრებდი უკეთეს ოპონენტს, ვიდრე საქართველოა. ისინი ლამისაა ორი წლის ასაკიდან დგანან შერკინებაში. მათ ეს უყვართ და ძალიან კარგად გამოსდით.”

“საქართველოს ზოგიერთ თამაშს, რომ გადახედოთ – ქართველები საზრიანად თამაშობენ. მათი დაცვა საკმაოდ კარგად ამოდის და კეტავს ხაზს, შესაბამისად ამ გუნდთან ბურთის იქით-აქეთ გადაცემით იმაზე ფიქრით, რომ ლელოებს დაუდებ, ფონს ვერ გახვალ. კარგად უნდა იყო ორგანიზებული. მზად უნდა იყო მიწაზე რთული თამაშისათვის და ყოველთვის ფიქრობდე ბურთის შენარჩუნებაზე – ეს ის უმთავრესი რამ არის რის გაკეთებასაც ვეცდებით საქართველოსთან. შესაძლოა საქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული შედეგები არ ჰქონდეს, მაგრამ ბევრი გუნდისთვის სერიოზული პრობლემები შეუქმნია.

Rugby.GE

დრამატული ფრე

საქართველოს XXV ჩემპიონატის მერვე ტური ტონგასთან ტესტის შემდეგ, კვირა – ორშაბათს მოეწყო, მაგრამ მაინც საკმაოდ მიიზიდა მაყურებელი.

კინაღამ სენსაცია მოხდა ავჭალაში – ბათუმი პირველი ტაიმის შემდეგ 12:0 უგებდა უდაო ლიდერს, ყოჩებს. ბოლნისი საათის თავზე წინ გაიჭრა 20:15, მაგრამ ბათუმმაც მიითვალა 10 ქულა. წამატებულ დროში ყოჩებმა ლელოთი გაათანაბრეს ანგარიში, გარდასახვა კი კარს აცდა. საბოლოოდ დრამატული ფრე * 25:25

ბოლნისმა თუ 2 ქულა მაინც შემატა აქტივს, ლიდერის მდევარი რუსთავი ქუთაისიდან შინ ხელ-ცარიელი დაბრუნდა. აიამ სტუმრებს ორი ლელო დაუდო, ბოლოს კი ჯარიმაც გაუტანა და უნუგეშოდ დატოვა * 15:6

ავჭალაშივე ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, ლელომ 13:9 ძლია ლოკომოტივი, ვისაც ცოტათი წაგების გამო სეზონში უკვე 4-ჯერ დაერიცხა სანუგეშო ქულა.

ორშაბათს ვიცე-ჩემპიონმა არმიამ 22:12 დაამარცხა ბოლო ადგილზე მყოფი თიბიესი და მეოთხე ადგილამდე აღზევდა, ჯიქი – არმაზის რკენა კი დეკემბრისთვის გადაიდო.

სულ ტურის 4 მატჩში 14 ლელო დაიდო, რითაც ჩემპიონატის საშუალო მაჩვენებელი 2.95-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, იმატა უდისციპლინობამაც – გაიცა 10 ყვითელი ბარათი, 8 გუნდიდან კი ამ მეთოდით არ დასჯილა მხოლოდ თიბიესი.

VIII ტური

აია 15:6 ხარები

2ლ: ფრუიძე შალამბერიძე; გ ჯ: ჯინჭველაშვილი სბ შალამბერიძე –
2ჯ: ბასილაია სბ ცხადაძე ბ.ბებიაშვილი
რეფ ამაშუკელი (თბ) @ ქუთაისი (900)
7:0(4) 7:3(39) სბ(40ა) /
სბ(64ხ) 12:3(65) 12:6(76) 15:6(80+7სბ)

ყოჩები 25:25 ბათუმი

3ლ: გოგოლაშვილი გეგენავა (2 3); 2გ 2ჯ: სოხაძე სბ გოგიშვილი –
3ლ: კვერნაძე აზალაძე ნინიძე; 2გ: კობახიძე კვერნაძე; 2ა: კობახიძე სბ აზალაძე გ.თუთბერიძე
რეფ ჩიხლაძე (ქუთ) @ ავჭალა (800)
0:5(5) 0:12(19) სბ(21ბ) სბ(22ყ) /
3:12(50) 10:12(52) 13:12(56) 13:15(60ა) 20:15(69) 20:22(74) 20:25(79ა) სბ(80+3ბ) 25:25(80+4)

ლოკომოტივი$ 9:13 ლელო

3ჯ: კავთიძე სბ ბერიშვილი –
ლ: გუგავა; გ 2ჯ: ყიასაშვილი სბ მაისურაძე
რეფ ნჩაკაზა (აფრ) @ ავჭალა (250)
3:0(23) 3:3(33) /
3:6(48) 6:6(51სბ) სბ(55ლკ) 6:13(58) 9:13(61)

არმია 22:12 თიბიეს

3ლ: ჟღენტი ნოზაძე ბაირამაშვილი; 2გ ჯ: ბაირამაშვილი სბ ჯინაშვილი დარასელია –
2ლ: მჭედლიშვილი არველაძე; გ: მჭედლიშვილი
რეფ გვირჯიშვილი (რსთ) @ ავჭალა (500)
7:0(5) 12:0(7) 12:5(29) 19:5(39) /
სბ(51ა) 19:12(58) 22:12(72) სბ(78ა)

ჯიქი – არმაზი

გადაიდო

ქულა

105  თემურ სოხაძე (ყოჩ;  65  ვაჟა ხუციშვილი (ხარ; 64  ბახვა კობახიძე (ბთმ;  63  ირაკლი ყიასაშვილი (ლელ;  54  რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქ;  51  ბექა წიკლაური (ლოკ,  ბაჩო ჯოგლიძე (თბს;  47  საბა ნიკოლავა (ამზ;  44  რატი ნუცუბიძე (არმ)

ლელო

5  ირაკლი გეგენავა (ყოჩ, ლევან თხელიძე (ბთმ)

3  გიორგი ბიწაძე (ლოკ, თორნიკე გოგლიძე (თბს, ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ, ოთარ მინაშვილი (ამზ, ჟორა მღებრიშვილი (ხარ, გიორგი ფრუიძე (აია, გელა შალამბერიძე (აია)

2  ვახტანგ ამირანაშვილი (ამზ, გიორგი ბებიაშვილი (ხარ, ბექა გიგაშვილი (ბთმ, ლექსო გუგავა (ლელ, თორნიკე თეგეთაშვილი (ხარ, იოსებ კიკვაძე (აია, ზვიად მაისურაძე (ლელო, გიორგი მელიქიძე (ხარ, გიორგი სოსელია (ამზ, თემურ სოხაძე (ყოჩ, მიხეილ წიკლაური (ხარ)

Rugby.GE

საქართველოს ნაკრები ირლანდიის ტესტისთვის დუბლინში აგრძელებს მზადებას

ირლანდიის წინააღმდეგ გასამართ ტესტამდე 5 დღით ადრე ბორჯღალოსნები დუბლინში მოედანზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუნდმა გუშინდელი დღე ფიზიკური ფორმის აღდგენას და ანალიზს დაუთმო.

 

საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბრის ტესტების მეორე მატჩში, რომელიც 16 ნოემბერს დუბლინში ‘ავივა სთედიუმზე’ გაიამრთება, ბორჯღალოსნები ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს ერკინებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

 

“შაბათის დაძაბული მატჩისა და აქეთ გადმოფრენის შემდეგ გვარიანად აღვიდგინეთ ძალები. გუშინდელი დღე ტონგას წინააღმდეგ გამართული მატჩის განხილვას დავუთმეთ და უკვე გავაანალიზეთ რამოდენიმე სისტემური შეცდომა რაც უნდა გამოვასწოროთ ირლანდიასთან თამაშისათვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კვირაში კარგად მოვემზადოთ, რადგან ირლანდიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

დუბლინის შემდეგ

16 ნოემბრის მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან, რათა იაპონიის წინააღმდეგ გასამართი, წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრისათვის გააგრძელონ მზადება. მატჩი 23 ნოემბერს, გიორგობას მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გაცნობებთ, რომ შეხვედრის ბილეთები 17 ნოემბრიდან მესხის სტადიონის სალარობში გაიყიდება, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

Rugby.GE

ბორჯღალოსნები დუბლინში ჩავიდნენ

ნოემბრის ტესტ-სერია გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ წლეულს ბორჯღალოსნები თავიანთ მეორე ტესტს გასვლაზე – ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ‘ავივა სთედიუმზე’ გამართავენ. მატჩი, რომელსაც ქართველი რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩავიდა. ტონგასთან ჩატარებული 8 ნოემბრის ტესტისა და მგზავრობის შემდეგ, ბორჯღალოსნები აღდგენას გადიან. მწვრთნელები დღევანდელ დღეს ანალიზისთვის გამოიყენებენ, ხოლო ხვალიდან ჩვენი გუნდი მინდორზე ვარჯიშს შეუდგება.

სამწვრთნელო შტაბს დაგეგმილი ჰქონდა დუბლინში ვასილ კაკოვინის გამოძახება, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. სამწუხაროდ, შაბათს ფრანგული ტოპ 14-ის მატჩის შემდეგ, რომელშიც ტულუზამ ბორდოს სძლია, კაკოვინს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებს ნაკრების დახმარებას.

სამწუხაროდ, ბორჯღალოსან ბექა წიკლაურს მამა გარდაეცვალა და იგი თილისში დაბრუნდა – ქართული სარაგბო თემის სახელით, საქართველოს რაგბის კავშირი სამძიმარს უცხადებს ბექას და მის ოჯახს.

კარგ ფორმაშია და მატჩისთვის აქტიურად ემზადება დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ტონგასთან ტესტი, ვარჯიშზე მიღებული მაჯის ტრავმის გამო გამოტოვა.

დუბლინის შემდეგ

16 ნოემბრის მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან, რათა იაპონიის წინააღმდეგ გასამართი, წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრისათვის გააგრძელონ მზადება. მატჩი 23 ნოემბერს, გიორგობას მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გაცნობებთ, რომ შეხვედრის ბილეთები 17 ნოემბრიდან მესხის სტადიონის სალარობში გაიყიდება, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

Rugby.GE

ბორჯღალოსნები დუბლინში ჩავიდნენ

ნოემბრის ტესტ-სერია გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ წლეულს ბორჯღალოსნები თავიანთ მეორე ტესტს გასვლაზე – ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ‘ავივა სთედიუმზე’ გამართავენ. მატჩი, რომელსაც ქართველი რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩავიდა. ტონგასთან ჩატარებული 8 ნოემბრის ტესტისა და მგზავრობის შემდეგ, ბორჯღალოსნები აღდგენას გადიან. მწვრთნელები დღევანდელ დღეს ანალიზისთვის გამოიყენებენ, ხოლო ხვალიდან ჩვენი გუნდი მინდორზე ვარჯიშს შეუდგება.

სამწვრთნელო შტაბს დაგეგმილი ჰქონდა დუბლინში ვასილ კაკოვინის გამოძახება, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. სამწუხაროდ, შაბათს ფრანგული ტოპ 14-ის მატჩის შემდეგ, რომელშიც ტულუზამ ბორდოს სძლია, კაკოვინს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებს ნაკრების დახმარებას.

სამწუხაროდ, ბორჯღალოსან ბექა წიკლაურს მამა გარდაეცვალა და იგი თილისში დაბრუნდა – ქართული სარაგბო თემის სახელით, საქართველოს რაგბის კავშირი სამძიმარს უცხადებს ბექას და მის ოჯახს.

კარგ ფორმაშია და მატჩისთვის აქტიურად ემზადება დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ტონგასთან ტესტი, ვარჯიშზე მიღებული მაჯის ტრავმის გამო გამოტოვა.

დუბლინის შემდეგ

16 ნოემბრის მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან, რათა იაპონიის წინააღმდეგ გასამართი, წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრისათვის გააგრძელონ მზადება. მატჩი 23 ნოემბერს, გიორგობას მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გაცნობებთ, რომ შეხვედრის ბილეთები 17 ნოემბრიდან მესხის სტადიონის სალარობში გაიყიდება, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

საქართველოს ნაკრები ტონგასთან დამარცხდა

8 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს სარაგბო ნაკრები ტესტ-მატჩში ტონგას დაუპირისპირდა. თავიდანვე დაანონსებული იყო, რომ “ბორჯღალოსნებს” რამდენიმე მორაგბე, მათ შორის მამუკა გორგოძე და დავით ზირაქიშვილი დააკლდებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ქართველები უმეტეს დროს მეტოქის იერიშების მოგერიებას უთმობდნენ, რაც მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც აღნიშნა.

შეხვედრაში ანგარიში საჯარიმო დარტყმით მერაბ კვირიკაშვილმა მე-12 წუთზე გახსნა, თუმცა მალე საჯარიმო დარტყმა ტონგელებმაც ზუსტად შეასრულეს – 3:3. პირველი ნახევრის ბოლოს, მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ისევ ზუსტად შეასრულა და ტაიმიც ქართველების გამარჯვებით 6:3 დასრულდა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის ტონგელების სრული უპირატესობით წარიმართა. სტუმართა გუნდის მორაგბეებმა “ბორჯღალოსანთა” ჩათვლის მოედანში 66-ე, 71-ე და 78-ე წუთებზე ზედიზედ სამი ლელო დადეს და შეხვედრაც სტუმართა გამარჯვებით 9:23 დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილი_80850

საქართველო-ტონგა_97609732

საქართველო-ტონგა_97608103

საქართველო-ტონგა_9765345

საქართველო-ტონგა_975435

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

რაგბი ცხოვრების წესია

„რაგბი ცხოვრების წესია“ – ხშირად გაგიგონიათ ალბათ, რაც მხოლოდ რაგბის სიყვარულს არ ნიშნავს – სარაგბო ფასეულობები: მეგობრობა, მხარდაჭერა და გვერდში მდგომის დახმარება არის ალბათ ამ ფრაზის საუკეთესო განმარტება. საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში ამ ფასეულებების დანერგვა ძალზე მნიშვნოლვანია, რადგან მიგვაჩნია, რომ მომავალ თაობას თავიანთ ცხოვრების გზაზე ეს ნამდვილად წარადგებათ.

უკვე რამდენიმე წელია რაც საქართველოს რაგბის კავშირი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ეუფლებიან რაგბს და ეცნობიან მის ფასეულებებს, რაც მათ შემდგომ რესოციალისაციას ხელს შეუწყობს.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მსჯავრდებულებს ხშირად ესტუმრებიან ხოლმე საქართველოს ეროვნული ნაკრების და სტუმრად მყოფი გუნდების მორაგბეები, რა დროსაც ისინი ერთობლივ ვარჯიშებსა თუ სახალისო მატჩების მართავენ.

5 ნოემბერს სწორედ ასეთი ვიზიტი განხორციელდა ავჭალის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულებაში. კოლონიაში მყოფთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ლევან ყიფიანთან და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ, გიორგი მღებრიშვილთან ერთად ესტუმრნენ და მათთან ერთად რაგბი ითამაშეს ბორჯღალოსნებმა დავით კაჭარავამ და ლაშა მალაღურაძემ; ლელო სარასენსის და 7-კაცა ნაკრების წევრებმა, ბაჩო კოლელიშვილმა და სანდრო ნიჟარაძემ; ტონგას ეროვნული ნაკრების მორაგბეებმა – პაულუ ნაუამომ და ლიუელი სიმოტემ. კომპანია „აისიდი ბორჯომი საქართველოს” მხარდაჭერით დაწესებულების რაგბის გუნდს, რომელსაც ლელო სარასენსის მორაგბე გიორგი კაჭარავა წვრთნის, საჩუქრად რაგბის ფორმები და აღჭურვილობა გადაეცა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს.

სპორტული ინვენტარის გადაცემა „არასრუწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე ორი წელია, წარმატებით ხორციელდება და არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მიმდინარე წელს პროექტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:

·         სპორტში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა;

·         არაფორმალური განათლების მიმართულებით ტრენინგ-სემინარების უზრუნველყოფა;

·         პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფა;

·         ინტელექტუალური, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების, სწავლების, აქტივობების განხორციელება;

არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმდინარეობს რეგულარული საწვრთნელი პროგრამა ფეხბურთსა და რაგბში, მათ წვრთნებს კვირაში ორჯერ, პროფესიონალი მწვრთნელები უტარებენ. სწავლება მოიცავს ტრენინგების და ასაკობრივად შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის ვარჯიშების ორგანიზებას, განათლების უზრუნველყოფას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ეტაპობრივად იმართება საშეჯიბრო პრინციპით გუნდებს შორის თამაში.

არაფორმალური განათლების მიმართულებით მსჯავრდებულებთან ჩატარდა ტრენინგ-სემინარები ორი მოდულის მიხედვით: საგანმანათლებლო დებატების სწავლება და ,,ცხოვრებისეული ღირებულებებები ახალგაზრდებისათვის”. დაგეგმილია ტრენინგ-მოდულების განახლება ნოემბრის თვიდან. ტრენინგების განახლების სურვილი არასრუწლოვნებმა გამოთქვეს.

Rugby.GE

მილტონ ჰეიგი: “ყველანი ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ”

როგორც იცით, 8 ნოემბერს რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრები ტონგას უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს, “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

მილტონ ჰეიგმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდის თითოეული წევრი ხვალინდელ მატჩზე ფიქრობს.

მილტონ ჰეიგი: “ჩემი გუნდი კარგ პირობებში მოემზადა. გვინდა, რომ სწრაფი თამაში ვითამაშოთ. გვყავს ტრავმირებული მორაგბეები, თუმცა ვინც დღეს ნაკრებშია, მათ თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ. უცხოური ვებ-გვერდები IRB-ის რეიტინგს აქცევენ ყურადღებას, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ ტონგა ამ შეხვედრაში ფავორიტია, თუმცა ჩემთვის, ფავორიტი საქართველოა.”

შეგახსენებთ, რომ მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17 საათზე დაიწყება.