ნაინგოლანმა იანვარში, შესაძლოა, რომა დატოვოს

იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “რომას” 28 წლის ჰავბეკი, რაჯა ნაინგოლანი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ახლახან მოაწერა რომაულ კლუბთან ხელი ახალ კონტრაქტს, რომელიც მას “მგლებთან” 2020 წლამდე აკავშირებს, ჟურნალისტები გვარწმუნებენ, რომ ის კლუბს იანვარშივე დატოვებს.

საქმე იმაშია, რომ ნაინგოლანს არ აკმაყოფილებს თავისი ხელფასი, რომელიც წელიწადში 3,8 მილიონ ევროს შეადგენს და მის გაზრდას 6 მილიონამდე ითხოვს, რაზეც იტალიელებმა უარი განუცხადეს.

წლევანდელ სეზონში, რაჯას ანგარიშზე 18 მატჩში გატანილი მხოლოდ ორი გოლია.

მარკ უილმოტსი: “დიახ, ნაინგოლანი ეწევა და მე მისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებ”

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავკაცი, მარკ უილმოტსი აღიარებს, რომ რაჯა ნაინგოლანი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

“დიახ, რაჯა ეწევა. ეს ჩვევაა და ამას საფრანგეთსა და იტალიაში ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს.

მე მისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებ, თუ მას ეს ასე სჭირდება. ასეთ დროს ყოველთვის დამთმობი ვარ. ეს მისი სხეულია. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ მანამ, სანამ ის მოედანზე თავის საქმეს აკეთებს.

ყოველთვის ვცდილობ, რომ მისთვის აივნიანი ოთახი ვიშოვო. ამ მხრივ ის ერთადერთია ჩვენს ნაკრებში.

ვთვლი, რომ ის მთელ ოთახს არევს, თუ დღეში 5-6 სიგარეტს მაინც არ მოწევს. ეს მისი პრობლემაა – თუ ის კარიერას 35-ის ნაცვლად 30 წლის ასაკში დაასრულებს.”

“რომას” პრეზიდენტი: “ნაინგოლანისა და პიანიჩის გაყიდვას არ ვაპირებთ”

იტალიური “რომას” პრეზიდენტი, ჯეიმს პალოტა ირწმუნება, რომ მრავალი შემოთავაზების მიუხედავად რომაული გრანდი მირალემ პიანიჩსა და ნაინგოლანს გუნდიდან არ გაუშვებს.

“უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ პიანიჩისა და ნაინგოლანის გაყიდვას არ ვაპირებთ.” – განუცხადა პალოტამ Gazzetta dello Sport-ს.

“მინდა ისინი კვლავ ვნახო “რომას” ფორმაში”. – დაამატა მან.

ამ თემასთან დაკავშირებით პიანიჩმაც გააკეთა კომენტარი: “კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე მაკავშირებს. თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით ჩემს თანაგუნდელებთან თანამშრომლობით დიდ სიამოვნებას ვიღებ.”

“რომა” ნაინგოლანისა და პიანიჩის შესანარჩუნებლად მზადაა რუდიგერი “ჩელსიში” გაუშვას

“რომამ” შესაძლოა ანტონიო რიუდიგერი ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას შესთავაზოს, რათა რაჯა ნაინგოლანისა და მირალემ პიანიჩის შენარჩუნების შანსები კიდევ უფრო გაზარდოს.

“ჯალოროსი” იძულებულია წელს ერთ დიდ ფეხბურთელს მაინც შეელიოს, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ნახევარდაცვიდან იქნება. თუმცა, რომაელთა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ სხვაგვარი გამოსავალი იპოვა ამ სიტუაციიდან.

როგორც იცით, რუდიგერი გერმანული “შტუტგარტის” რიგებში ირიცხება, თუმცა არენდის წესით “ოლიმპიკოზე” აქვს ბინა დადებული. მისი გამოსყიდვა იტალიურ მხარეს 9 მილიონ ევროდ შეუძლია. რომელსაც შემდეგში “ჩელსის” შესთავაზებენ, რომელიც მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, წელიწადში 3 მილიონის ოდენობის ხელფასით.

მართალია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრის გაკვირვება მოახერხა, მაგრამ რომში მიიჩნევენ, რომ პიანიჩის ან ნაინგოლანის დაკარგვას მისი გაწირვა სჯობს.

“ჩელსის” მომავალი თავკაცი: მომიყვანეთ ნაინგონალი!

“ჩელსის” მომავალი თავკაცის, ანტონიო კონტეს პრიორიტეტული სამიზნე რაჯა ნაინგოლანი იქნება, რომლის გადაბირებით სერია ა-ს გიგანტი, “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული.

იტალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი თვლის, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” დაცვითი თამაშის გაუმჯობესებაა საჭირო, რაშიც სწორედ ბელგიელი ნახევარმცველის დახმარებას აპირებს. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში კლუბს დიდი ალბათობით ნემანია მატიჩი და ჯონ ობი მიკელი დატოვებენ.

რაჯა ნაინგოლანის გადაბირება, რომელიც მაისში 28 წლის ხდება, დაახლოებით 35 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი. შედეგად “რომა” 28 მილიონიან მოგებას მიიღებს, რამეთუ ბელგიელი თვის დროზე “კალიარიდან” 7 მილიონის სანაცვლოდ შეისყიდეს.

ნაინგოლანი „რეალთან“ ვერ ითამაშებს

„რომას“ ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, წერს „Football Italia“.

ამის გამო 27 წლის ნახევარმცველი „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩს გამოტოვებს.

„რომასა“ და „რეალს“ შორის რომში გამართული მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა, 8 მარტს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ნაინგოლანი: “რონალდუს “რომაში” დიდი სიამოვნებით მივიღებთ”

მადრიდის “რეალთან” გასამართი მატჩის წინ, “რომას”  ბელგიელმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იტალიელები სიამოვნებით მიიღებენ პორტუგალიელს კლუბში.

როგორც იცით, პორტუგალიელ ფორვარდს წლევანდელ სეზონში ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა რაჯა კრიტიკოსებს არ ემხრობა: “ნორმალურია, რომ ასეთი ფეხბურთელებისგან ბევრს ითხოვენ, ამაში საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ, ეს მათი გამორჩეულობის ბრალია.

ერთადერთი რასაც ჩემი თვალით ვხედავ არის ის, რომ მას ყოველ კვირა გააქვს გოლები. თუკი მადრიდში რონალდუ არ უნდათ, მას “რომაში” დიდი სიამოვნებით მივიღებთ.”

 

ნაინგოლანი: „იუვენტუსის“ ათ ტიტულს „რომას“ ერთი ტიტული მირჩევნია“

„რომას“ ნახევარმველმა რაჯა ნაინგოლანმა „ჯალოროსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების მიზეზზე ისაუბრა.

„არასდროს მეპარებოდა ეჭვი იმისა, რომ აქ დარჩენა მსურდა. ორი წლის წინაც ბევრი წიანდადება მქონდა, მაგრამ „რომა“ ავირჩიე. პირველმა თვრამეტმა თვემ კარგად ჩაიარა, ამ პროექტის მჯერა.

არამგონია, წარმატებნის მისაღწევად სხვა ჯკლუბში გადასვლა საჭირო იყოს. გამარჯვება „რომასთან“ ერთად მსურს. მირჩევნია ამ გუნდთან ერთი ტიტული მოვიგო, ვიდრე 10 „იუვენტუსთან“ ერთად. ამ კლუბის მომავლის მჯერა, ამიტომაც კონტრაქტის გახანგრძლივებით კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ბელგიელმა.

ნაინგოლანმა „რომასთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

„რომამ“ თავის ოფიციალურ საიტზე ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა. 27 წლის ბელგიელმა რომაელებთან შეთანხმება 2020 წლამდე გააგრძელა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტაქტით, ნაინგოლნანს „ჯალოროსიში“ წელიწადში 3,5 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ რაჯა იტალიაში ჯერ კიდევ 2004 წლიდან თამაშობს. აქამდე ის „პიაჩენცასა“ და „კალიარის“ ფერებს იცავდა. 2014/15 წლების სეზონში ნაინგოლანმა „რომას“ მაისურით ყველა ტურნირზე 46 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

n

ოფიციალურად: ნაინგოლანი “რომას” სრული ფეხბურთელია

იტალიურმა გუნდმა ბელგიელი ფეხბურთელის კონტრაქტი სრულად გამოისყიდა.

“რომას” რაჯა ნაინგოლანის ხელშეკრულება “კალიარისგან” მხოლოდ 50%-ით ჰქონდა შეძენილი, ახლა კი დანარჩენიც გამოისყიდა.

გარიგების ფასი 9 მილიონი ევროა.

გასულ სეზონში, ნაინგოლანმა სერია ა-ში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ორი ასისტი გააკეთა.

ნაინგოლანის პირველი კომენტარი უხეში დარღვევის შემდეგ

„კიევოსთან“ მატჩში რაჯა ნაინგოლანმა მეტოქე ფედერიკო მატიელოს წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის შემდეგად ვერონელთა მოთამაშემ მძიმე ტრავმა მიიღო.

„შეჯახების მომენტში ვიფიქრე, რომ საჯარიმო ჩვენ სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო. შემდგომ, „კიევოს“ სათადარიგოთა სკამისკენ გავიხედე და მივხვდი, რომ ოპონენტმა ტრავმა მიიღო.

მატჩის შემდეგ ვიდეოჩანაწერი ვნახე. მეტოქის მსგავსად, უხეშად ვითამაშე, თუმცა მატიელოს ფეხი წინ აღმოჩნდა. ეს საშინელი გრძნობაა. თანაც, ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

მასთან დასაკავშირებლად „კიევის“ წარმომადგენლებს მისი ტელეფონის ნომერი გამოვართვი“, – განაცხადა ბელგიელმა.

რაჯა ნაინგოლანმა “ჯენოას” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

14 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატში, “ჯენოასა” და “რომას” შორის გამართულ შეხვედრაში (0:1), რაჯა ნაინგოლანმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.