ვარანი: “ალბათ, ზიდანი სწორი იყო, რომ “რეალიდან” წავიდა”

მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა “ბლანკოსის” უკვე ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანის კლუბიდან წასვლაზე ისაუბრა.

“მართალია, რომ მცირე ცვლილება ყველასთვის კარგია. მომავალში აღმოვაჩენთ, ზიდანი სწორი იყო თუ არა. ლა ლიგაში ჩატარებულმა სეზონმა მიგვანიშნა იმაზე, რომ ის მართალია. შესაძლებელია, მართლაც გვჭირდებოდა ცვლილება. ვნახავთ. თუ მან ასე თქვა, ალბათ, იმიტომ წავიდა, რომ ყველაფერს კარგად ხედავდა და გრძნობდა. ზიდანს ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან და იმასთან, რასაც ჩვენ ვგრძნობდით. სწორედ ამიტომ, მე მის გადაწყვეტილებაში სიმართლეს ვხედავ,” – ამბობს ფრანგი.

ვარანი: “მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ მოგება შეგვიძლია”

მადრიდის “რეალის” ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგაზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და თავისი ვარაუდები გამოთქვა.

“რა თქმა უნდა, ფრანგული კლუბის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია. იმედი მაქვს, როი კარგი გუნდის დაპირისპირებას ვიხილებთ. “რეალი” საკმაოდ გამოცდილია და იცის, რომ ასეთ მატჩებში გადამწყვეტ როლს პატარა დეტალები თამაშობს.

ფეხბურთი გუნდური თამაშია, ჩვენი მეტოქე კი შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მათაც ჰყავთ ინდივიდუალისტები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ასე რომ, ვალდებულნი ვართ დაცვაში გუნდურად ვითამაშოთ.

პირველ მატჩს სახლში ვთამაშობთ და ფანების მხარდაჭერის იმედზე ვართ. თუმცა გადამწყვეტი, ალბათ, მაინც მეორე თამაში იქნება. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

წელს უნიკალური რეკორდის დამყარების შანსი გვაქვს – ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ არავის მოუგია. ვიცი, ეს წარმოუდგენლად რთული იქნება, მაგრამ ჩვენს გუდნს ეს შეუძლია,” – აცხადებს ვარანი.

“რეალსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გასამართი მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:45′-ზე აიღებს სტარტს.

“რეალი”: რამოსმა და ვარანმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს, რონალდუ დარბაზში ირჯება

მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურისთვის სამზადისს განაგრძობს. “ბლანკოსი” სამ თებერვალს “ლევანტეს” დაუპირისპირდება.

დღეს მადრიდელებმა მორიგი ვარჯიში ჩაატარაეს. საგულისხმოა, რომ კაპიტანი, სერხიო რამოსი სრული დატვირთვით გაისარჯა. ასევე, დაზიანება არ აწუხებს არც რაფაელ ვარანს, რომელიც მინდორზე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა.

გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუ ვალდებებასის მოედანზე არ გამოჩენილა. ის, დანი სებალოსი და ხესუს ვალიეხო დარბაზში მუშაობდნენ.

22-ე ტურის მატჩი სამ თებერვალს, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება.

ვარანი: “ბარსელონა” ჩვენზე ეფექტური იყო”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგის მე-17 ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლა და 3:0 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდელთა ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა მცირე კომენტარი გააკეთა: “ბარსელონა” ჩვენზე ეფექტური იყო, როდესაც უპირატესობას ვფლობდით გატანა ვერ მოვახერხეთ, სტუმრებმა კი თავიანთი შანსები კარგად გამოიყენეს და დავმარცხდით. პირველი ტაიმი ჩვენთვის მართლაც შესანიშნავი გამოდგა, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ. მეორე ნახევარში “ბარსელონას” ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ და გვაჯობეს. წითელმა ბარათმა კი შეხვედრაში თითქმის ყველაფერი გადაწყვიტა”, – განაცხადა ფრანგმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალს” ამ მარცხის შემდეგ 31 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებეს. ისინი კატალონიის “ბარსელონას” 14 ქულით ჩამორჩებიან.

ვარანი: “2017 წელი “რეალისთვის” შესანიშნავი გამოდგა”

დღეს მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიურ “გრემიოს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ 53-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანიმ მცირე კომენტარი გააკეთა: “ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტურნირში საკმაოდ იოლად მოვიპოვეთ გამარჯვება, მაგრამ წელს ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ამიტომაც 2017 წელი “რეალისთვის” შესანიშნავი გამოდგა. წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკონპლექტებული. რაც შეეხება რონალდუს ის შესანიშნავია, მის შესაძლებლობებზე არავინ დავობს”, – განაცხადა რაფაელ ვარანიმ.

მადრიდის “რეალი” ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც საკლუბო მუნდიალის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო, ხოლო ბოლო 4 წელიწადში ტიტულს მესამედ დაეუფლა.

“რეალი” აბუ დაბიში 24 კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, 13 დეკემბერს მადრიდის “რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება, ესპანური კლუბი “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.

დღეს მადრიდელებმა გეზი აბუ დაბისკენ აიღეს და მოახლოვებული 1/2 ფინალისთვის ადგილზე მოემზადებიან. ზიდანის გადაწყვეტილებით გუნდთან ერთად ჟესუს ვალიეხოც იქნება, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელი შეხვედრებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ჯერჯერობით უცნობია ითამაშებენ თუ არა გარეთ ბეილი და რაფაელ ვარანი, ორივე მათგანს ტრავმა აწუხებთ.

“რეალის” 23 კაციანი განაცხადი:

მეკარეები: ნავასი, კასილია, მოჰა.
მცველები: კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, ნაჩო, ტეო, აკრაფი.
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ასენსიო, ისკო, ვასკესი, ლორენტე, კოვაჩიჩი, სებალოსი.
თავდამსხმელები: კრიშტიანუ, ბენზემა, ბეილი, მაიორალი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” რაფაელ ვარანის ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები აქტიურად არიან დაინტერესებულნი რაფაელ ვარანის გარშემო არსებული სიტუაციით.

შეგახსენებთ, რომ როდესაც ვარანი “რეალში” გადაბარგდა (2011), “რეალის” მთავარი მწვრთნელი სწორედ ჟოზე მოურინიო იყო, რომელთანაც ფრანგმა მცველმა ორი სეზონის მანძილზე ითანამშრომლა.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფეხბურთელს შეუძლია, ჩემპიონთა ლიგის რიგით მესამე მედალი მოიგოს შაბათს, რითიც ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იქნება, რომელიც ამას შეძლებს (პაულო მალდინის შემდეგ – ის 26 წლის იყო).

ვარანი: “თუ ასე გავაგრძელებთ, ლა ლიგას აუციელბლად მოვიგებთ!”

გუშინ ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის “რეალმა” სტუმრად “დეპორტივო” გაანადგურა (6-2). საგულისხმოა, რომ ამ მატჩი არ უთამაშიათ “რეალის” ლიდერებს, რონალდუს, ბენზემას, ბეილს, კროოსს, მოდრიჩს. ასევე, არ იყო კაპიტანი, ძირითადი მეკარე და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ბიჭებმა ლა კორუნიელების წინააღმდეგ შესანიშნავად აგორავეს ბურთი და მშვენიერი შედეგი დააფიქსირეს.

ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა რაფაელ ვარანი, რომელიც გუშინ ძირითად შემადგენლობაში იყო. მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ამ გუნდში ძლიან ბევრი ტალანტი თამაშობს. როცა ჩვენ ერთად გავდივართ მოედანზე, ძალიან ძლიერები ვხდებით. თუ ასე ეფექტურად თამაშს გავაგრძელებთ, ლა ლიგას აუცილებლად მოვიგებთ.”

“ჩვენს ხელთ ყველა ის იარაღია, რომლებიც ტიტულის მოგებაში დაგვეხმარება.”

“100 პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა შეხვედრის წინ მწვრთნელს ვუთხარი, რომ შეეძლო, ჩემზე ავანსები გაეცა. ბედნიერი ვარ, რომ მოედანს დავუბრუნდ!” – განაცხადა ფრანგმა მოთამაშემ.

ევრო 2016-ზე ვარანის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

„სევილიას“ მცველი ადილ რამი ევრო 2016-სთვის საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს. რამი კონტინენტის პირველობაზე „რეალის“ მცველს რაფაელ ვარანს შეცვლის, რომელიც ტრავმის გამო ტუნრირს გამოტოვებს, იუწყება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

განვლილ სეზონში 30 წლის რამიმ 28 მატჩში ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

საშინაო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ფრანგების მეტოქეთა შორის რუმინეთი, ალბანეთი და შვეიცარია იქნებიან.

Le 10 Sport: ვარანი მადრიდში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს

Le 10 Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალს” ზაფხულში ახალგაზრდა, ძალზედ პერსპექტიული მცველის, რაფაელ ვარანის შენარჩუნებისთვის დიდი ბრძოლის გამართვა მოუწევს.

როგორც იცით, ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ ჯდება, რაც ნათლად გამოჩნდა ბოლო მატჩებში – ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში ვარანის ნაცვლად მადრიდელთა ღირსება პეპემ დაიცვა.

დიდია ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულმა სიტუაციამ მიუნხენის “ბაიერნის” ყურადღება მიიპყროს, რომლის მომავალი თავკაცი, კარო ანჩელოტი დიდად აფასებს 23 წლის ვარანს.

ამასთანავე ვარანის გადაბირების სურვილი გამოთქვა “მანჩესტერ იუნაიტედმაც”, რომელიც შესაძლოა ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს, რომელსაც აქამდეც უმუშავია ფრანგთან.

ვარანი: “წითელ ბარათს ნამდვილად არ ვიმსახურებდი”

მადრიდის “რეალის” ფრანგი მცველი, რაფაელ ვარანი უკმაყოფილოა მატჩის არბიტრის გადაწყვეტილებით და აღნიშნავს, რომ ის წითელ ბარათს არ იმსახურებდა.

“ყოველთვის ვცდილობ, რომ მოედანზე სუფთად ვითამაშო. ჩემი მიზანი სხვისთვის ზიანის მიყენება არასდროს ყოფილა. არცერთი შემთხვევა არ იმსახურებდა ყვითელ ბარათს.

მსაჯებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩემი გაგდება უსამართლო იყო. თუმცა ჩემთვის მთავარი არის გუნდის თამაში, რაც ძალიან კარგი იყო. ასე უნდა განვაგრძოთ.” – დაასრულა ფრანგმა, რომლის გუნდი ოთხშაბათს იტალიურ “რომას” დაუპირისპირდება.

მოურინიოს “მანჩესტერში” 3 მადრიდელი ფეხბურთელის მიყვანა სურს

Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემთხვევაში, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” 3 ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

საუბარია გარეთ ბეილზე, ლუკა მოდრიჩსა და რაფაელ ვარანზე. თუმცა, წყაროს ცნობით, მისი მთავარი სამიზნე უელსელი შემტევი იქნება.

როგორც იცით, ინგლისური კლუბი ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდასაც არ ერიდება, თუმცა მსგავს წინადადებაზე Sport-ის ცნობით, მანჩესტერელებმა უკვე მიიღეს უარი.