რეალი რაულის დაბრუნებით დაინტერესდა

“რეალი” ყატარულ “ალ სადში” მოთამაშე რაულის დაბრუნებაზე დაფიქრდა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სურს, რომ 37 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზოს.

“რეალში” თამაშის დროს რაულმა 741 ჩატარებულ შეხვედრაში 323 გოლის გატანა მოახერხა. მადრიდული კლუბის შემადგენლობაში ფორვარდმა ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ესპანეთის ნაკრებში რაულის ანგარიშზე 102 შეხვედრაში გატანილი 44 გოლია.

რაულის პროგნოზი ფინალურ მატჩზე

მადრდის “რეალის” ყოფილმა შემტევმა რაულმა განაცხადა, რომ დღევანდელ ფინალურ შეხვედრაში აშკარა ფავორიტი გერმანიის ნაკრებია. შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრების მეტოქე არგენტინის გუნდი იქნება.

“როგორც წესი, ფინალურ შეხვედრებში აშკარა ფავორიტები არ არსებობენ. მაგრამ, დღევანდელი მატჩი გამონაკლისია. გერმანია გამოკვეთილი ფავორიტია. მათ ძალიან ძლიერი დაცვა ყავთ. გუნდი ყველანაირად შეთამაშებული და განვითარებულია. ბრაზილიის განადგურების შემდეგ გერმანელები თამაშის რითმს არ დაკარგავენ” – განაცხადა რაულმა.

რაული: “ესპანეთის ნაკრებმა სამი ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვოს”

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი რაულ გონსალესი აცხადებს, რომ ესპანელებმა ჩილეს ნაკრებთან გასამართ შეხვედრაში სამი ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვონ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებები ერთმანეთს 18 ივნისს დაუპირისპირდებიან.

“ესპანეთის ნაკრებმა სამი ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვოს. ჩვენმა გუნდმა 2010 წლის მუნდიალზე წარმატებით იასპარეზა და ვფიქრობ, ამის შანსი წელსაც გვაქვს”, – ამბობს რაული.

რაული: „შესაძლოა, დელ ბოსკე 4-6-0 სქემას მიუბრუნდეს“

ესპანური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა რაული თვლის, რომ თავდამსხმელებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნომინალური ფორვარდის გარეშე ითამაშოს.

„დავიდ ვილიამ და ფერნანდო ტორესმა თავიანთ კლუბებში მთლად კარგად თავი ვერ წარმოაჩინეს. შესაძლოა, დელ ბოსკემ კვლავ მიმართოს 4-6-0 სქემას. თუ ეს გოლების გატანაში დაგვეხმარება, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა – მწვრთნელი საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა. ასეთია საფეხბურთო მწვრთნელისა და მოთამაშეების ბედი.

ტიტულის დაცვა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი მოპოვება. ყველა ესპანელი გულშემატკივარი სვამს კითხვას, შეძლებს ესპანეთის ნაკრები ამ ამოცანის დაძლევას? დელ ბოსკე იცნობს თავის გუნდს და იცის, რომელი სათამაშო სქემა გამოადგება. პუიოლის არყოფნაში დაცვა უფრო სუსტი იქნება. დიეგო კოსტას მდგომარეობაც დიდ შეშფოთებას იწვევს. იგი ტრავმის მიღებამდე საუცხოო ფორმაში იყო.

ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. არის ჩემპიონობის სხვა კანდიდატებიც, თუმცა ესპანეთი პირველ რიგში სახელდება. ბრაზილიის ნაკრები საკუთარ კედლებში ითამაშებს, რაც მათ თავდაჯერებას შემატებს. ბრაზილიელებს ამჯერად უფრო ძლიერი მცველები ჰყავს, ვიდრე შემტევები“, – განაცხადა რაულმა.

 

შვიდი კაპიტანი

მიმდინარე სეზონის ბოლოს რამდენიმე ლეგენდარულმა ვეტერანმა კარიერა დაასრულა ან ბუცემის ლურსმანზე ჩამოკიდებაზე დაფიქრდა. გთავაზობთ ასეთი კაპიტნების შვიდეულს. 

 

ხავიერ ძანეტი

არგენტინის ნაკრების და “ინტერის” უცვლელი კაპიტანი. “ინტერის” შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ უბერებელ 4 ნომერს ეკუთვნის. მილანური კლუბის ღირსებას ძანეტი 1995 წლიდან იცავდა და ამ პერიოდში 4-ჯერ მოიგო იტალიის თასი, 5-ჯერ ჩემპიონატი, უეფას თასი და ჩემპიონთა ლიგა.

 

რაიან გიგზი

ინგლისის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. ერთადერთი, ვისაც პრემიერლიგის ყველა სეზონში აქვს გატანილი. გასული სეზონის ბოლო ტურებიდან უკვე მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსის მქონე რაიან გიგზი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მხოლდო ერთ კლუბს, “მანჩესტერ იუნაიტედს” ესმახურებოდა. მისი მომავალი ჯერ-ჯერობით ბურუსითაა მოცული.

 

კლარენს ზეედორფი

“მილანის” ყოფილი კაპიტანი და ახლანდელი მთავარი მწვრთნელი. ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება სამი გუნდის შემადგენლობაში მოახერხა.  ზეედორფმა კარიერა იანვარში დაასრულა. მისი სამწვრთნელო დებიუტი წარმატებული არ ყოფილა და ჯერ უცნობია გააგრძელებს თუ არა კლარენსი მილანურ კლუბში მუშაობას.

 

რაული

ყატარული “ალ-სადის” ფორვარდი 16 წელი მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში რაული კლუბის საუკეთესო ბომბარდიდი გახდა. 10 წლის განმავლობაში წარმატებით იცავდა ესპანეთის ნაკრების ღირსებას. სავარაუდოდ, რაული კარიერას წელს დაასრულებს, თუმცა უცხოურ პრესაში ამერიკული კლუბების ინტერესის შესახებ ბევრი იწერება.

 

ნუნუ გომეში

კიდევ ერტი კაპიტანი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. ცნობილი პორტუგალიელი ფორვარდი ახლა “ბენფიკას” პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველია. ლისაბონურ კლუბში გომეშს 292 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ანტონიო დი ნატალე

“უდინეზეს” კაპიტანს კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, თუმცა ბოლო ტურამდე დი ნატალეს ფეხბურთისთვის თავის დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი. ანტონიოს აზრი შესაძლოა უკანასკნელ მატჩში გაფორმებულმა ჰეთ-თრიკმა შეაცვლევინოს. უდინეზეში დი ნატალე 2004 წლიდან თამაშობს და არც თუ ისე ძლიერი კლუბის ნამდვილი ლეგენდაა.

 

კარლეს პუიოლი

გამორჩეული მოთამაშე, თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მშობლიურ “ბარსელონას” დაემშვიდობა და ახალი კლუბის ძიებამდე ტრავმის მკურნალობას შეუდგა. კატალონიური კლუბის პირველ გუნდში პუიოლის დებიუტი 1999 წელს შედგა. კარლესი ესპანეთის ნაკრების საკვანძო მოთამაშე იყო.

რაული კარიერას აშშ-ში გააგრძელებს

მადრიდის “რეალის” ლეგენდარული კაპინატინი რაული კარიერის დასრულებას არ აპირებს. ესპანური პრესის ცნობით 36 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ კარიერა ნიუ-იორკის “კოსმოსში” გააგრძელოს.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რაული ყატარში ასპარეზობს და ახალი სეზონიდან მწვრთნელობის დაწყებაზე ფიქრობდა. თუმცა, როგორც ჩანს ესპანელმა ახალი თავგადასავლის დაწყება გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ “კოსმოსის” ღირსებას სხვადასხვა პერიოდში ლეგენდარული პელე და ფრანც ბეკენბაუერი იცავდნენ. ნიუ-იორკის გუნდი ამჟამად აშშ-ს რანგით მეორე ლიგაში, NASL-ში ასპარეზობს.

რაულმა კარიერა, შესაძლოა, აშშ-ს MLS-ში გააგრძელოს

მადრიდის „რეალისა“ და გელზენკირხენის „შალკე 04“-ის ყოფილმა და „ალ-სადის“ ამჟამინდელმა თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა, შესაძლოა, კარიერა აშშ-ში გააგრძელოს.

ყატარულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 36 წლის მოთამაშეს 2015 წლის იანვრამდე აკავშირებს.

ამასთან ერთად, ბოლო დროს რაულს ხშირი ტრავმები აწუხებს. გამორიცხული არ არის, ამ პრობლემის დარჩენის შემთხვევაში, ესპანელმა კარიერაც კი დაასრულოს, რის შესახებაც AS-ი წერს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კარაგერი: „რაული ჯერარდს „რეალში“ გადასვლას სთავაზობდა“

„ლივერპულის“ ექს-მცველმა ჯეიმი კარაგერმა ჟურნალისტებს უამბო, რომ 2009 წელს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი რაული სტივენ ჯერარდს თავის გუნდში იწვევდა.

„ენფილდზე“ გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც ჯერარდმა დუბლი შეასრულა, ხოლო „ლივერპულმა“ ანგარიშით 4:0 მოიგო, რაული სტივენთან მივიდა და მიულოცა, რის შემდეგაც პირდაპირ საქმეზე გადავიდა. „შემდეგ სეზონში ჩვენს კლუბში გადახვალ?“ – ჰკითხა მას რაულმა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ჯერარდი სხვა კლუბში დაპატიჟეს“, – გაიხსენა კარაგერმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დამსახურებული დასვენება

ერთად გავიხსენოთ ლეგენდარული ფეხბურთელი, რომლებიც სულ მალე კარიერას დაასრულებენ და დამსახურებულ დასვენებას მოიწყობენ. 

 

რაული

ევროუპილი ფეხბურთის გულშემატკივრებს რაული 2012 წელს დაემშვიდობა, როდესაც ყატარულ “ალ-საადთან” გააფორმა კონტრაქტი. ოფიციალურად ესპანელი კარიერის დასრულებას ზაფხულშიაპირებს, როდესაც მას 37 წელი შეუსრულდება. ასაკი მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის საკმაოდ სოლიდურია, თუმცა ყატარის ჩემპიონატში 47 წლის რაულიც გამორჩეული იქნებოდა. შესანიშნავი კარიერის შედეგად უამრავი ადამიანის მოპოვებული სიყვარულის შემდეგ რაული დამსახურებულ პენსიაზე გადის.

 

Алессандро Дель Пьеро

ალესანდრო დელ პიერო

რაულის მსგავსი ისტორია კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხხბურთელს აქვს. 2012 წელს დელ პიერომ მშობლიური “იუვენტუსი” დატოვა და კარიერის დასამთავრებლად ავსტრალიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი “სიდნეის” კაპიტანი და ლიდერი გახდა. იტალიელი უკვე 39 წლის არის და კარიერის დასრულების საკითხიც აქტუალური ხდება.

 

Тьерри Анри

ტიერი ანრი

კიდევ ერთი ვეტერანი, ფრანგი ტიერი ანრი გახლავთ. საკმაოდ შთამბეჭდავი ევროპული კარიერის განმავლობაში ფეხბერთელმა ფაქტობრივად ყველა ტიტულის მოგება მოახერხა. ანრი ლონდონის “არსენალის” ლეგენდა გახდა, სადაც “რედ ბულსში” ასპარეზობის დროს დაბრუნდა კიდევაც და მეთოფეებს რთულ პერიოდში დახმარება ხელი გაუწოდა. ზაფხულში ფრანგი 37 წლის ხდება. მისი კლასიდან და ამერიკული ლიგის არც თუ ისე მაღალი დონიდან გამომდინარე ფეხბურთელს თამაში არ უნდა გაუჭირდეს. მთავარი პრობელმა მოტივაციაშია…

 

Райан Гиггз и Дэвид Мойес

რაიან გიგზი

დაახლოებით 5 წელი იქნება, რაც საფეხბურთო საზოგადოება რაიან გიგზს პენსიაზე უშვებს, თუმცა უელსელს ასეთი აზრი თავში არც მოსვლია. რაიანი 40 წლის არის და გულშემატკივარს შესანიშნავი სპორტული ფორმით დღესაც ახარებს. თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისთვის უკანასკნელი იქნება. თანაც, მანჩესტერიდან ალექს ფერგიუსონიც წავიდა, რომლის უდიდესი დამსახურებაც იყო გიგზის მრავალწლიანი საფეხბურთო კარიერა. ვარაუდობენ, რომ მომავალი სეზონიდან გიგზი მოიესის ასისტენტი გახდება.

 

Хавьер Санетти

ხავიერ ძანეტი

გიგზის მსგავსი ისტორია კიდევ ერთ ვეტერან, ხავიერ ძანეტის აქვს, რომელიც აგვისტოში 41 წლის გახდება. ხავიერი შესანიშნავ ფორმაშია და ფორას ბევრ ახალგაზრდა მოთამაშესაც მისცემს. ფეხბურთელის დიდი სპორტიდან წასვლას 2012/13 წლების სეზონში ვარაუდობდნენ, რასაც მისი უმძიმესი ტრავმაც დაემატა. თუმცა, ძანეტიმ ყველა გააოცა, როდესაც კარიერის გაგრძელების თაობაზე გააკეთა განცხადება, ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა.

 

Ривалдо

რივალდო

აპრილში რივალდოს 42 წელი შეუსრულდება! ბრაზილიელი უკვე დიდი ხანია უმაღლეს დონეზე აღად თამაშობს. მისი ბოლო სოლიდური კლუბი ბერძნული აეკ-ი იყო, სადაც რივალდო 2007/08 წლების სეზონში თამაშობდა. ახლა ბრაზილიელი მშობლიურ “მოჟი-მირინში” თავის შვილთან, რივალდინიოსთან ერთად თამაშობს. აღსანიშნავია, რომ რივალდო “მოჟი-მირის” პრეზიდენტიც არის.

ვალდანო: „რაული „რეალის“ გვარდიოლა გახდება“

მადრიდის „რეალის“ ექს-გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო დარწმუნებულია, რომ „სამეფო კლუბის“ ყოფილი თავდამსხმელი რაული „გალაქტიკოსის“ წარმატებული თავკაცი გახდება.

„რაულს „რეალის“ გვარდიოლას მოვიაზრებ, თუმცა საკუთარი თვისებებით სულაც არ ჩამოუვარდება პეპს, რომელმაც „ბარსელონასთან“ ერთად მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა რაულს „რეალის“ საპასუხისმგებლო პოსტზე ვიხილავ“, – ვალდანოს სიტყვები foxsportsla-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რაულის ბედი ოთხ თვეში გადაწყდება

ლეგენდალურმა ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა, რომელიც “რეალის” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და ამჯამად ყატარული “ალ-სადის” ღირსებას იცავს განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს. 36 წლის ფორვარდი “ალ-სადის” შემადგენლობაში 2012 წლიდან ასპარეზობს.

“2014 წლისთვის ჯერ-ჯერობით გეგმები არ მაქვს. “ალ-სადდთან” კონტრაქტის ვადა 6 თვეში იწურება. შესაბამისად, 3-4 თვეში უნდა მივიღო გადაწყვეტილება დავასრულების თაობაზე. თამაშის დასრულების შემთხვევაში, მუშაობას ალბათ აქაურ აკადემიაში გავაგრძელებ. ასე რომ, სავარაუდოდ დოჰაში დავრჩები”- განაცხადა რაულმა.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ ფლორენტინო პერესმა რაულს “რეალში” შესთავაზე მუშაობის გაგრძელება.

პერესმა რაულს “რეალში” დაბრუნება შესთავაზა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის ყოფილ კაპიტანს რაულს მშობლიურ კლუბში დაბრუნება შესთავაზა.

პერესს რაულის ხილვა “რეალის” სპორტულ პროექტებში სურს. თუმცა, ფორვარდს კარიერის დასრულება ჯერ არ უნდა და ყატარულ “ალ-სადში” კიდევ ერთი სეზონის ჩატარებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რაულმა მადრიდი 2010 წელს დატოვე, როდესაც “რეალის” სათავეში ჟოზე მოურინიო მივიდა. ესპანელი გელზენკირხენის “შალკეში” გადაბარგდა, რომლის ღირსებასაც 2 წლის განმავლობაში იცავდა.