კრიშტიანუ რონალდუ: “თავიდან პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე არც კი ვფიქრობდი”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გამოტყდა, რომ თავის დროზე პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე არც კი ფიქრობდა.

“ჩემს ოჯახში ყველას უყვარს ფეხბურთი. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში ვთამაშობდი და მამაჩემმა შემომთავაზა, როცა სამსახურში წავალ, შენ გუნდთან ერთად ივარჯიშეო. მე ვიფიქრე, რატომაც არა და დავთანხმდი.

ასე დავიწყე თამაში. ყოველდღიურად ვვარჯიშობდი და მიხაროდა, რომ გუნდში ვიყავი. მამაც სულ გვერდში მედგა.

თავიდან მომეჩვენა, რომ დანარჩენი ბავშვებისგან გამორჩეული ვიყავი. მანამდე არასდროს მიფიქრია პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე და არც იმაზე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში”, “რეალსა” და თუნდაც “სპორტინგში” ვითამაშებდი.

მაშინ მხოლოდ ვტკბებოდი თამაშით და ჩემს ნიჭზე საერთოდ არ ვფიქრობდი.

სამი-ოთხი წლის შემდეგ მეც მომინდა ასეთ კლუბებში თამაში. ყველა მატჩს ვუყურებდი და ამაზე ოცნებაც დავიწყე”, – განაცხადა რონალდუმ Herbalife-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

როდრიგესი „რეალიდან“ „გალათასარაიში“ გადავიდა

მადრიდის „რეალის“ კასტილიის ნახევარმცველი ხოსე როდრიგესი ოფიციალურად „გალათასარაის“ ფეხბურთელი გახდა.

20 წლის ნახევარმცველმა თურქულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ხელფასი კი 800 ათასი ევროდან 850 ათას ევრომდე გაიზრება.

„გალათასარაი“ „სამეფო კლუბს“ როდრიგესის ყოველ ოცდაათ მატჩში 250 ათას ევროს მაქსიმუმ ოთხჯერ გადაუხდის. აქედან გამომდინარე, მოთამაშის სატრანსფერო ფასმა, შესაძლოა, ერთ მილიონ ევროს მიაღწიოს. ამასთანავე, „რეალს“ 2018 წლამდე ფეხბურთელის ათ მილიონ ევროს გამოსყიდვის უფლება ექნება. იმ შემთხვევაში, თუ შუახაზელი 2018 წლამდე რომელიმე სხვა კლუბში გადავა, მადრიდელები ტრანსფერისგან 30%-ს მიიღებენ.

განვლილ სეზონშო როდრიგესმა იჯარით „დეპორტივოში“ ითამაშა, რომლის შემადგენლბოაში 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

rue3cf17b7206

“არსენალმა” “რეალთან” ბენზემას ტრანსფერი შეათანხმა

ბრიტანული პრესა წერს, რომ ამ ზაფხულს ბენზემა ლონდონში გადავა.

“მეთოფეებმა” ახალი შეთავაზებაბ გააკეთეს და მადრიდელებს წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ. “არსენალი” მორიგ ტრანსფერს 55 მილიონ ევროდ(40 მილიონ ფუნტიად) განახორციელებს. ფრანგი არსენ ვენგერის გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე იქნება.

კარიმი “სამეფო გუნდში” თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მათი ახალი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი “გალაქტიკოსში” ცენტრ-ფორვარდად რონალდუს უპირებს დაყენებას, რაც “ლიონის” ექს-შემტევს გზებს უკვეთავს.

გარდა ბენზემასი, ვენგერს სათადარიგო ვარიანტები ჰქონდა ლევანდოვსკის, ობამეიანგის, ჯეკოს და ლაკაზეტის სახით.

„რეალის“ კიდევ ერთი ახალი მეკარე: „დარწმუნებული ვარ, მთავარ გუნდში ვითამაშებ“

მეკარე კარლოს აბად-ერნანდესი იჯარით მადრიდის „რეალის“ სარეზერვო გუნდში (კასტილიაში) ითამაშებს. ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ „ტენერიფესთან„ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა „სამეფო კლუბში“ ის ორწლიანი იჯარით ჩაირიცხა, რის შესახებაც ესპანური გამოცემა AS-ი წერს.

წყაროს ინფორმაციით, სეზონის ბოლოს „რეალს“ აბადის კონტრაქტის გამოსყიდვა ორ მილიონ ევროდ შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი გრანდი ამ გოლიპერის ერთი წლით გვიან შენარჩუნებას ისურვებს, მას სამი მილიონის გადახდა მოუწევს.

„ჩემი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა. დარწმუნებული ვარ, რომ „რეალის“ მთავარ გუნდში ვითამაშებ“, – განაცხადა თავად აბად-ერნანდესმა.

Marca: “რეალმა” “ბეტისის” პერსპექტიული ნახევარმცველი გაიფორმა

ესპანური პრესის ინფორმაციით, დენი სებალიოსი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელია.

ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა შუახაზელის გამოსვლამ ევროპული გიგანტების ყურადღება მიიქცია, მათ შორის “არსენალის” და “იუვენტუსის”, თუმცა 18 წლის ნახევარმცველმა საყვარელ გუნდში გადასვლა არჩია.

გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია, თუმცა წყაროს მტკიცებით, ტრანსფერი სამი მილიონი ევროა, რომელიც კონტრაქტის ღირებულების პუნქტშიც წერია.

კასილიასი: „პორტუში“ თავს როგორც სახლში ვგრძნობ“

მადრიდის „რეალიდან“ პორტუგალიის „პორტუში“ გადასულმა იკერ კასილიასმა თავისი ახალი კლუბის გულშემატკვირებს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, „პორტუში“ ის თავს როგორც სახლში გრძნობს.

„გულშემატკვირებს ასეთი სიყვარულისთვის მადლობას ვუხდი. იგივეს ფეხბურთელებზეც ვიტყოდი. აქ თავს როგორც სახლში ვგრძნობ. გლშემატკივრების მხრიდან სიყვარული ერთ-ერთი დიდი რამაა, რომლის მიღება სპორტსმენს შეუძლია“, – განაცხადა კასილიასმა.

მედია: რამოსმა “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

როგორც ჩანს, ესპანელი მცველი სანტიაგო ბერნაბეუზე რჩება.

ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ მხარეები 2020 წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ფინანსური მხარე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რამოსმაც გამოხატა “ბერნაბეუს” დატოვების სურვილი და მისი აყვანა “მანჩესტერს”.

სერხიო რამოსი შოკირებული იყო მისი მეგობრის, იკერ კასილიასის გუნდიდან გაშვების გამო და ამ ფაქტით უკმაყოფილო იყო, თუმცა ფლორენტინო პერესმა მაინც შეძლო მისი დაყოლიება.

“რეალმა” ხესუს ვალიეხო გაიფორმა

“სარაგოსას” და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი კვირის ბოლომდე მადრიდის “რეალს” ოფიციალურად შეუერთდება, იტყობინება Onda Cero.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, მხარეებმა 6 მილიონიან შეთანხმებას მიაღწიეს. გარდა ამისა, ვალიეხო “სარაგოსაში იჯარის წესით კიდევ ორი წელი იასპარეზებს.

გასულ სეზონში, 18 წლის მცველი “სარაგოსას” 33 მატჩში დაეხმარა, აქედან 29-ჯერ სასტარტოში იყო.

„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი რუსულ „კრილიაში“ გადასვლასთან ახლოსაა

მადრიდის „რეალისა“ და ვლადიკავკაზის „ალანიის“ ყოფილი ნახევარმცველი როისტონ დრენტე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, ჰოლანდიელი სამარის „კრილია სოვეტოვის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას იწყებს. დიდი ალბათობით, მხარეები უახლოეს დღეებში შეთანხმდებიან და კონტრაქტსაც მოაწერენ ხელს.

ცნობისთვის, ამჟამად დრენდე თურქული „ქაისერი ეჯიესპორის“ მოთამაშეა.

ბენიტესი: “რამოსი რეალში რჩება”

როგორც ჩანს, ესპანელმა მცველმა “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება გადაიფიქრა.

რაფაელ ბენიტესის თქმით, 29 წლის მცველს, რომელსაც პრესა “მანჩესტერს” უკავშირებდა, გუნდში რჩება.

“გუშინ ვესაუბრე კლუბის პრეზიდენტს და მითხრა, რომ რამოსთან შეხვედრა დაგეგმილი აქვს. ორივე მხარე ოპტიმისტურადაა განწყობული,”-აცხადებს ბენიტესი Goal.com-თან.

გავიხსენოთ, რომ “რეალს” და რამოსს ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებაზე არ მიუღწევიათ. არის საშიშროება, რომ ფლორენტინო პერესმა მასაც ისევე მიუთითოს კარისკენ, როგორც გუნდის ორ ლეგენდას, იკერ კასილიასს და რაულს.

იკარდიმ “რეალს” უარი განუცხადა

“ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი კარიერას ესპანეთში არ გააგრძელებს.

22 წლის შემტევმა, მაურო იკარდიმ AS-თან ინტერვიუში განაცხადა, ახარებს “რეალის” მისდამი ინტერესი, მაგრამ “ნერაძურისთან” ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

“რეალი დამიკავშირდა, მაგრამ ახლახანს “ინტერთან” ხელშეკრულება გავაგრძელე. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზებ,”-აცხადებს არგენტინელი.

გასულ სეზონში, იკარდი სერია ა-ს ბომბარდირი 22 გოლით გახდა, რაც “ბლანკოსის” ინტერესს იწვევს.

მაურო იკარდიმ მადრიდის „რეალში“ გადასვლა იუარა

„ინტერის“ თავდამსხმელის მაურო იკარდის თქმით, მის შეძენას მადრიდის „რეალი“ ცდილობდა, თუმცა „ბლანკოსში“ გადასვლა მან თვითონ იუარა.

„დიახ, სიმართლეა, რომ „რეალს“ ჩემი დამატება სურდა, მაგრამ მე „ინტერში“ დარჩენა ვამჯობინე.

ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ „ინტერში“ დარჩენა ნამდვილად მსურდა. ვიცოდი, რომ წელს გუნდი სერიოზულად გაძლიერდებოდა.

ახლა ვიზრდებით, ამიტომაც ევროთასებზე გასვლისთვის ბრძოლაში უნდა დავბრუნდეთ. ტაქტიკაზე ბევრს ვმუშაობთ“, – განაცხადა იკარდიმ.

შეგახსენებთ, რომ იკარდი იტალიის სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ბობმარდირი გახდა.