Marca: კასილიასი “პორტოს” შეუერთდა

ყველაფრის მიუხედავად, ესპანელი გამოცდილი მეკარე “რეალს” ტოვებს.

ესპანური გამოცემა მარკა იტყობინება, რომ “პორტუ” და “რეალი” იკერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გარიგება ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება.

ფინანსური თვალსაზრისით, შეთანხმება უცნობია, თუმცა პრესის ცნობით, ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაჯდა.

34 წლის მეკარემ “სამეფო გუნდთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ კოპა დელ რეი და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

წყარო: პერესმა დაადასტურა, რომ დე ხეა “რეალში” გადავა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყატარში სპორტულ ტელეარხ beIN Sports-ის ხელმძღვანელს, მაროკოელ ჟურნალისტ მოჰამედ ამორს შეხვდა. ჟურნალისტმა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელს საინტერესო ინფორმაცია დასტყუა.

მხარეებს შორის შემდგარ დიალოგს სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გვერდი Peña Casa Madridista ასაჯაროებს, რომელიც “რეალის” მაროკოელ ქომაგთა გვერდია. როგორც Peña Casa Madridista წერს, მათ ინფორმაცია თავად მოჰამედ ამორმა მიაწოდა, რომელიც მათივე ფანკლუბის საპატიო წევრია.

წყაროს თანახმად, მოჰამედ ამორმა პერესს დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “განვახორციელეთ”.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რეალმა” და “პორტუმ” იკერ კასილასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს საათებში ესპანელი მეკარე “დრაკონებთან” კონტრაქტს გააფორმებს.

Perez - Ammor

ჟურნალისტმა პერესს გუნდში სერხიო რამოსის დარჩენა-არდარჩენის შესახებაც დაუსვა კითხვა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა უპასუხა:

“არ ვიცი… პრინციპში რამოსი დარჩება”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება სურდა.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესმა ისიც გაამჟღავნა, რომ ტურინის “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი “რეალში” არ გადავა.

 

“რეალი” კასილასისთვის გამოსათხოვარი საღამოს ჩატარებას აპირებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” მეკარე იკერ კასილასისთვის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ოფიციალური გამოსათხოვარი საღამოს ჩატარებას აპირებს, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ფეხბურთელის ოჯახის წევრები, თანაგუნდელები და ფანებიც დაესწრებიან.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასილასი შესაძლოა, “პორტუში” გადავიდეს, თუმცა პორტუგალიური კლუბის მესვეურთა ნაწილი და ქომაგები ესპანელი მეკარის ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან. კასილასის მიწვევის ინიციატორი “დრაკონთა” მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ყოფილა, რომელიც “რეალის” კიპერთან თავადვე გავიდა პირდაპირ კონტაქტზე.

იკერ კასილასმა გასულ სეზონში “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.

“რეალმა” “ჩელსის” უარი შეუთვალა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ლონდონის “ჩელსის” ისკოს ტრანსფერზე უარი შეუთვალა.

“მირორის” ცნობით, “პენსიონერები” “სამეფო კლუბს” 23 წლის ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ისკოს გაყიდვა არ ისურვა. ახალი თავკაცი თვლის, რომ ეს ფეხბურთელი გუნდს სჭირდება.

გასულ სეზონში ისკომ “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

კასილიასისთვის “პორტუს” კარი ღიაა

იკერ კასილიასს მადრიდიდან წასვლის შემთხვევაში შეუძლია, კარიერა პორტუგალიაში გააგრძელოს.

Marca უახლესს ინფორმაციას ავრცელებს. “პორტოს” მწვრთნელს, ხულიენ ლოპეტეგს იმედი აქვს 34 წლის მეკარის გაფორმების, რომელთან ერთადაც “რეალ კასტილიაში” მუშაობდა.

მადრიდული გრანდი უახლოეს დღეებში დაასრულებს დავიდ დე ხეას ტრანსფერს. რაფაელ ბენიტესი კი იკერს სათადარიგო მეკარედ არ მიიჩნევს.

მიმდინარე ხელშეკრულება კასილიასს “რეალთან” ორ წელში ეწურება. “პორტუ” მზადაა 3.9 მილიონი წელიწადში გამოცდილი კარის დარაჯისთვის გამოყოს.

“რეალისა” და “პსჟ”-ის მესვეურებმა რონალდუს შესაძლო ტრანსფერი განიხილეს?

“ფრანს ფუტბოლის” ცნობით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ამ უქმეებზე ყატარში იმყოფებოდა.

წყაროს თანახმად, პერესი “პარი სენ-ჟერმენის” მფლობელებს შეხვდა. არ არის გამორიცხული, მხარეებს კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერი განეხილათ.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ფინანსური ფეარ პლეის წესებში ცვლილებები შეიტანა, რის შემდეგაც პარიზულ კლუბს შეზღუდვები მოეხსნა.

 

ლუკას სილვა “რეალს” ტოვებს

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში მადრიდის “რეალს” ბრაზილიელი ლუკას სილვა დატოვებს.

ბრაზილიელი “სელტას” სურს, რომელიც მადრიდელთა პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ხშირ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“სელტა ვიგოს” 22 წლის ჰავბექი ერთ წლის სურთ და “რეალიც” მზადაა, ფეხბურთელს სეზონით 8.5 მილიონის გამო შეელიოს.

თავის მხრივ, რაფაელ ბენიტესი ფიქრობს, რომ სილვას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რომელიც მას ვიგოში არ მოაკლდება.

ინიესტა: “რეალი რამოსის გარეშე ვერ წარმომიდგენია”

ესპანელი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა სერხიო რამოსის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.

“ბარსელონას” შემტევს, ანდრეს ინიესტას მისი მოსისხლე მტრის ბანაკი, საკუთარი თანამემამულის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ სერხიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ის დიდ გუნდში თამაშობს და პატიოსანია. ვერ წარმომიდგენია “რეალი” რამოსის გარეშე,”-დასძინა ინიესტამ.

“რეალის” ფანები ხელმძღვანელობას: “სასწრაფოდ გაყიდეთ რამოსი!”

“გალაქტიკოსის” ფანებში არ იქნება პანიკა, თუ ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელი “მანჩესტერს” შეუერთდება.

ესპანური გამოცემა AS-ის გამოკითხვის შედეგად, 55%-ს სურს სასწრაფოდ გაიყიდოს რამოსი ინგლისში, ფინანსური თვალსაზრისის გამო.

მადრიდში რამოსი 7.5 მილიონს იღებს, ხოლო ახლა 10 მილიონის მიღება სურს. “მანჩესტერი” მზადაა 29 წლის მცველს დაუკმაყოფილოს მოთხოვნები, რომლის სანაცვლოდაც 65 მილიონს იხდის.

აღსანიშნავია, რომ რამოსის წასვლას შეიძლება, იკერ კასილიასის გაშვებაც დაერთოს, რას იმას ნიშნავს, რომ “რეალის” სასტარტო გუნდში ესპანელი აღარ ითამაშებს. კოსტა რიკელის, ბრაზილიელის, ფრანგის, პორტუგალიელის, გერმანელის, ხორვატის, უელსელის და კოლუმბიელის ხილვის შემდეგ, “თეთრების” ფანებს ესპანელი ფეხბურთელისადმი ენთუზიაზმი ექნებათ.

“ბაიერნი” მზადაა “მანჩესტერს” ოცნება დაუმსხვრიოს

გერმანული გიგანტი აპირებს სერხიო რამოსის ხელში ჩაგდებას, რომლისთვისაც “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი ხანია იბრძვის.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ბაიერნი” არ აპირებს 25 წლის დუგლას კოშტას ტრანსფერზე გაჩერებას და ისინი ლუის ვან გაალზე გეგმების ჩაშლას ეცდებიან.

ეს ინფორმაცია “დეილი სთარის” ჟურნალისტმა, პიპი ესტრადამ გაავრცელა.

“მართალია, “მანჩესტერი” ამ ბრძოლაში ფავორიტია, მაგრამ “ბაიერნი” თავის სიტყვას იტყვის და ესპანელის გადაბირებას ეცდება”.

ცოტა ხნის წინ, “რეალმა” “იუნაიტედის” 35 და 42 მილიონიანი შეთავაზებები უარყო. ისინი 28 წლის უკანახაზელში 65 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

“მანჩესტერმა” დე ხეას ფასი დააკლო

“მანჩესტერ იუნაიტედს” და მადრიდის “რეალს” შორის კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დავიდ დე ხეას ტრანსფერის თაობაზე.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ინგლისურმა გრანდმა ესპანელ მეკარეს ფასი დააკლო. 46 მილიონი ევროს ნაცვლად, გუნდი 35 მილიონს ითხოვს.

“მანკუნიანელები” დავიდ დე ხეას გაყიდვას სავარჯიშო პროცესების დაწყებამდე ეცდებიან, რადგან ახალ საწვრთნელ პროცესს უკვე უგო ლორისით შეხვდნენ.

მადრიდის “რეალი” 24 წლის მეკარეს იკერ კასილიასის შემცვლელად მოიაზრებს.

„რეალი“ კატალონიიდან ყოფილ ფეხბურთელს იბრუნებს

„ესპანიოლმა“ „რეალთან“ ნახევარმცველ ლუკას ვასკესის გაყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

23 წლის მოთამაშე კატალონიურ კლუბში იჯარის წესის მიხედვით შარშან გადაბარგდა, განვლილი სეზონის შემდეგ კი „ესპანიოლმა“ მისი გამოსყიდვის უფლებით ისარგებლა. ახლა კი „რეალს“ ვასკესის დაბრუნება მოუნდა, რისი უფლება კიდევ ერთი პუნქტის მიხედვით აქვს.

აქამდე ვასკესისადმი ინტერესი „ლივერპულს“ ჰქონდა.