„რეალის“ ვიცე-პრეზიდენტმა ბენიტესის დანიშვნა დაადასტურა

მადრიდის „რეალის“ ვიცე-პრეზიდენტს ედუარდო ფერნანდეს დე ბლასს გუშინდელ სპეციალურ ღონისძიებაზე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნის შესახებ წამოსცდა.

„კარლო ანჩელოტი ნამდვილი ფენომენია. მას დიდ მადლობას ვუხდით. ჯერ კიდევ სამი დღის წინ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იყო, შემდეგი კვირიდან კი საუკეთესო რაფა ბენიტესი იქნება“, – განაცხადა დე ბლასმა.

რაში სჭირდება “რეალს” ბენიტესი? ფლორენტინო პერესის 5 მიზეზი

დელ ბოსკე: „ბენიტესი „რეალისთვის“ კარგი მწვრთნელი იქნებოდა“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მადრიდის „რეალიდან“ კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

„ანჩელოტიმ „რეალთან“ კარგად იმუშავა. ამ სპეციალისტს პატივს ვცემ, რადგან კარიერაში მან წარმატებას სხვადასხვა კლუბთან მიაღწია. მასთან საუბრის შემდეგ მის პროფესიონალიზმში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

ბენიტესი? „რეალისთვის“ ის კარგი მწვრთნელი იქნებოდა. რაფა გამოცდილია, ამიტომაც უკეთესი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა დელ ბოსკემ.

„ნაპოლის“ პრეზიდენტი: „იმედია, ფლორენტინო პერესი ბენიტესთან კარგ კონტრაქტს გააფორმებს“

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტრინო პერესს მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესის დანიშვნა ურჩია.

„ბენიტესს ნებისმიერი კლუბის ხელმძღვანელს ვურჩევდი, მაგრამ პერესს ჩემი რჩევა არ სჭირდება.

თუ რაფა „რეალის“ თავკაცი გახდება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ორი წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე. იმედია, ფლორენტინო მას კარგ კონტრაქტს შესთავაზებს.

ვიცოდი, რომ ჩვენთან მას ბოლო სეზონი ექნება, რადგან ბენიტესს ოჯახთან ერთად ყოფნა სურდა. მას ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების წლის გახანგრძლივებაც შეგვეძლო, მაგრამ მან წასვლის მიზეზი კარგად ამიხსნა.

ორი წლის წინ უეფას საკლუბო რეიტინგში 46-ე ადგილზე ვიყავით, ახლა კი მე-20 პოზიციას ვიკავებთ, რითაც დიდ გუნდებს ვუსწრებთ. „იუვენტუსის“ გარდა ერთადერთი იტალიური კლუბი ვართ, რომელმაც ტიტული მოიგო. შემდეგ სეზონში ერთადერთი იტალიური გუნდი ვიქნებით, რომელიც ევროტურნირებზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა.

„ნაპოლი“ ძლიერია და კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ძალიან მიხარია, რომ რაფასთან ერთად მუშაობა მოგვიწია. მან ამ კლუბის კულტურა ჩამოაყალიბა“, – განაცხადა დე ლაურენტინასმა.

იხილეთ ასევე: 

“რეალის” პირველი შენაძენი ბენიტესის დროს სტერლინგი იქნება

ბენიტესის “რეალი” რონალდუზე არ იქნება აწყობილი

„რეალის“ სეზონის ოცი საუკეთესო გოლი (ვიდეო)

განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ამდრიდის „რეალმა“ 150 გოლი გაიტანა. წარმოგიდგენთ მათ შორის ოცი საუკეთესო გოლის ამსახველ ვიდეოს.

“რეალის” პირველი შენაძენი ბენიტესის დროს სტერლინგი იქნება

The Mirror-ის ინფორმაციით, რაფაელ ბენიტესი მადრიდის “რეალში” მისვლის შემთხვევაში, პირველ ტრანსფერად რაჰიმ სტერლინგის გაფორმებას ეცდება.

ბენიტესი დღეს ოფიციალურად დაემშვიდობა “ნაპოლის”, მაგრამ არაა ცნობილი “სამეფო გუნდის” მწვრთნელის ვინაობა.

რაჰიმ სტერლინგი, რომელიც ამ ზაფხულში აუცილებლად დატოვებს “ლივერპულს”, ისეთ გუნდს ეძებს, რომელიც ყველაზე მეტს გადაუხდის. ალბათ, ამ საკითხში “რეალი” საუკეთესო იქნება.

მერსისაიდელებს კვლავ აკავშირებთ რაჰიმთან კონტრაქტი, მაგრამ გარდაუვალია: თუ მათ 20 წლის შემტევის სანაცვლოდ დიდ ფულს შესთავაზებენ, ისინი ინგლისელს გამოეთხოვებიან.

The Mirror-მა აღნიშნა ისიც, რომ ბენიტესი და სტერლინგი უკვე იცნობენ ერთმანეთს. “ქპრ”-ში ინგლისელი სწორედ ესპანელის აღმოჩენილია.

“პორტუს” კაზემეიროს კონტრაქტის გამოსყიდვა სურს

“პორტუმ” მადრიდის “რეალს” 23 წლის ნახევარმცველის შეძენის თაობაზე შეთავაზება გაუკეთა.

როგორც იცით, ბრაზილიელი შემტევი პორტუგალიაში არენდის წესით თამაშობს. Sky Sports-ის ინფორმაციით, “დრაკონებმა” “სამეფო გუნდს” კაზემეიროს კონტრაქტის გამოსყიდვის სურვილით მიმართეს.

მიმდინარე სეზონში, კაზემეირომ 40 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

ბენიტესმა „ნაპოლიდან“ წასვლა ოფიციალრუად დაადასტურა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მიმდინარე სეზონის სერია ა-ს გათამაშების ბოლო ტურის შემდეგ კლუბიდან წასვლა დაადასტურა.

„პრეზიდენტს, გუნდსა და გულშემატკვირებს მადლობას ვუხდი. „ნაპოლიში“ გატარებული 2-წლიანი პერიოდი დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბენიტესის სახელს მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ, რომელიც კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ ახალ თავკაცს ეძებს.

მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი ესპანური კლუბი ითამაშებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშებაში ხუთი ესპანური კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “სევილიამ” უკრაინული “დნიპრო” ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

როგორც მოგეხსენებათ, ახალი სეზონიდან ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდს ავტომატურად ენიჭება ჩემპიონთა ლიგის საგზური. აქედან გამომდინარე, მართალია, “სევილია” ესპანეთის პრიმერადივიზიონში მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა ევროპის ლიგის მოგებისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც ითამაშებს.

ესპანეთიდან “სევილიას” გარდა ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდან შეუერთდებიან “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკო”. “ვალენსია” ტურნირზე პლეიოფიდან ჩაერთვება.

 

ფერნანდო იერო “რეალს” ტოვებს

მადრიდის “რეალის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწე ფერნანდო იერო კლუბს ტოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იეროს გადაწყვეტილება ანჩელოტის გათავისუფლებასთან არ არის დაკავშირებული. ესპანელმა კლუბის ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე ამცნო.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო იერო “რეალში” გასული წლის ზაფხულში დაბრუნდა და გუნდის სამწვრტნელო შტაბში ერთი სეზონის განმავლობაში იმუშავა.

გუნდი ასევე დატოვა ანჩელოტის მეორე თანაშემწე პოლ კლემენტმა, რომელიც უახლოეს პერიოდში “დერბი ქაუნთის” ჩაუდგება სათავეში.

 

სერხიო რამოსის კომენტარი ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ

როგორც იცით, გუშინ მადრიდის “რეალმა” კარლო ანჩელოტი ოფიციალურად გაათავისუფლა.

ამ ფაქტს “სამეფო გუნდის” ვიცე-კაპიტანი, სერხიო რამოსი გამოეხმაურა.

“ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია. მადლობა მას ყველაფრისთვის. კარლოს მომავალში მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ. დიდებულმა პროფესიონალმა დაგვტოვა, მაგრამ ჩვენ დავრჩით მეგობრები”.

SERGIO

აგუერო „რეალში“?

ესპანური გამოცემა AS-ი მადრიდის „რეალის“ ესაძლო ტრანსფერების შესახებ საუბარს არ წყვეტს. გამოცემის მეირ გავრცელელებული ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო, შესაძლოა, მადრიდში დაბრუნდეს, თუმცა ამჯერად „სამეფო კლუბის“ მაისური მოირგოს. წყაროს ვერსიით, არგენტინელის სანაცვლოდ „ბლანკოსი“ 90 მილიონი ევროს გადახდისთვის მზადაა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის სამხრეთ ამერიკელი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.

აგუერო: „შემდეგ სეზონში ყველა ტიტულისთვის ბრძოლას ვაპირებთ“

აგენტი: ბენიტესი “რეალს” ჩაიბარებს

ერნესტო ბროცენტიმ მადრიდის “რეალის” მომავალი მწვრთნელის ვინაობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კარლო ანჩელოტი “სამეფო გუნდის” მწვრთნელის პოსტიდან მოხსნეს.

“ანჩელოტის გაშვება მას დიდი ხანია მიზნად ჰქონდა. ფლორენტინო არცერთ მწვრთნელს სეზონის ტიტულის გარეშე დასრულებას არ აპატიებს. ბევრმა პერესს მხარი დაუჭირა, ხოლო ბევრმა კი მისი გადაწყვეტილების შემდეგ იტირა”.

ბროცენტის მადრიდული გუნდის მომდევნო მწვრთნელზეც ჰკითხეს, რაზეც შემდეგნაირად უპასუხა.

“დიახ, 99%-ით დარწმუნებული ვარ, “რეალს” ბენიტესი ჩაიბარებს”.