როგორ იმღერა რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ (ვიდეო)

„რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის დაწყების წინ კამერებმა საინტერესო მომენტი დააფიქსირეს, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჰიმნს ასრულებდა.

ბენზემა ორი კვირით იუქმებს

მადრიდის “რეალის” ფრანგი წინახაზელის დაზიანება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ყველას ეგონა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კარიმ ბენზემა კარლო ანჩელოტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, სადაც “სამეფო გუნდი” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გამოცდილი თავდამსხმელი 10-14 დღის განმავლობაში იუქმებს.

ამდენად, 27 წლის ფეხბურთელი ლა ლიგაში გუნდს “სელტასთან”, “ალმერიასთან” და “სევილიასთან” მატჩში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში, ბენზემამ პრიმერა დივიზიონში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა ცხრა ასისტენტი.

ილიარამენდი: „რეალში“ დარჩენა მსურს“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ასიერ ილიარამენდის თქმით, ის „ბლანკოსის“ დატოვებას არ აპირებს.

„მე მოქმედი კონტრაქტი მაქვს, რითაც ბედნიერი ვარ. გასულ წელს ადაპტაცია ცოტა გამიჭირდა.

ახლა ქალაქი და თანაგუნდელები ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, „რეალში“ დარჩენა მსურს.

მე მზად ვარ და თუ სამწვრთნელო შტაბს დავჭირდები, აუცილებლად ვითამაშებ. ყოველდღე ბეჯითად ვმუშაობ, რათა ჩემი შანსი მივიღო“, – განაცხადა ილიარამენდიმ.

ბეილი „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს

„ატლეტიკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩს „რეალი“ დანაკლისით ხვდება. როგორც ცნობილია, „ბლანკოსს“ ხსენებულ შევხედრაში ნახევარმცველი გარეთ ბეილი ვერ დაეხმარება.

უელსელმა „მალაგასთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შაბათის შეხვედრაში ფეხის ერთ-ერთი კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშს 2-3 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

ცნობისთვის, „ატლეტიკოსთან“ ასევე ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩიც ვერ ითამაშებს. კითხვის ნიშნის ქვეშაა მატჩში ქარიმ ბენზემას მონაწილეობა, მარსელო კი ანჩელოტის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.

მოდრიჩს მარჯვენა მუხლის იოგები დაეჭიმა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა “მალაგასთან”(3:1), გუშინდელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

“სამეფო გუნდის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ლუკა მოდრიჩს მარჯვენა მუხლის იოგების დაჭიმულობა აწუხებს.

როდის დაბრუნდება მოდრიჩი არაა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, ხორვატი ექვსი კვირა იუქმებს. ასევე არის საფრთხე, ლუკამ დარჩენილი სეზონი იუქმოს, მაგრამ თუ “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, 29 წლის ნახევარმცველი მოასწრებს დაბრუნებას.

მიმდინარე სეზონში, ლუკა მოდრიჩმა ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და თითო-თითო საგოლე პასითა და გოლით გამოირჩა.

ხამეს როდრიგესი: “ჩემპიონატში ბოლომდე ვიბრძოლებთ”

“მალაგასთან” მატჩის შემდეგ, ხამეს როდრიგესმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

გუშინ, მადრიდის “რეალმა” “მალაგა” 3-1 დაამარცხა და ერთი გოლიც კოლუმბიელმა შემტევმა გაიტანა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთი რთული მატჩი მოვიგეთ. “მალაგა” საკმაოდ სახიფათო იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით მეტოქის შეჩერება,”-განუცხადა ხამესმა გუნდის ოფიციალურ საიტს.

“ჩემპიონატში ბოლომდე ვიბრძოლებთ. რთული მატჩებია წინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ გავუმკლავდებით”.

ჩემპიონატში მადრიდის “რეალს” “ბარსელონა” ორი ქულით უსწრებს.

ნაჩომ შესაძლოა, “რეალი” დატოვოს

შესაძლოა, ნაჩო ფერნანდესმა ზაფხულში “სანტიაგო ბერნბეუ” დატოვოს.

Marca-ს ინფორმაციით, 25 წლის მცველი განიხილავს კლუბის გამოცვლას.

მიზეზი მარტივია – ახალგაზრდა მცველს არ აქვს სათამაშო დროს, რის გამოც, შეიძლება, მისი კარიერა სამუდამოდ დაინგრეს.

ფერნანდესს დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ფეხბურთელს გუნდთან ხელშეკრულების ვადა 2020 წელს გასდის.

მიმდინარე სეზონში, ნაჩო ფერნანდესმა 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

პელე: „მესისა და რონალდუს შედარება არ შეიძლება, თუმცა გუნდისთვის მაინც ლიონელს ავირჩევდი“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ თანამედროვეობის ორი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეადარა.

„ამ ორს შორის საუკეთესოს არჩევას როდესაც მთხოვენ, ყოეველთვის ვამბობ, რომ მათი შედარება არ შეიძლება. კრიშტიანუ დიდებული მოთამაშე და უფრო გამოკვეთილი თავდამსხმელია. ლიონელი კი ის ფეხბურთელია, რომელიც არამხოლოდ მეტოქის კარს უტევს, არამედ თანაგუნდელებსაც ეხმარება. ორივე მათგანი ჩემს გუნდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, თუმცა ერთ-ერთის არჩევისას, მაინც მესის ვამჯობინებდი“, – განაცხადა პელემ.

„დე ხეას „რეალში“ გადასვლა სურს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე დავიდ დე ხეა მადრიდის „რეალში“ გადასასვლელად მზადაა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ტელეარხ „La Sexta“-ს ეთერში ესპანელმა Jურნალისტმა ხოსეპ პედრეროლმა განაცხადა.

„დე ხეას ზაფხულში „რეალში“ გადასვლა სურს. ამ შესაძლო ტრანსფერს მხოლოდ ორივე კლუბის შეთანხმება აკლია“, – განაცხადა ჯურნალისტმა.

კასილიასმა დაასახელა გუნდი, სადაც კარიერის დასრულება სურს

იკერ კასილიასმა ჭორებს უპასუხა, რომელიც მის შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება, სხვა გუნდში.

მიუხედავად კეილორ ნავასის მუნდიალზე კარგი თამაშისა, მიმდინარე სეზონში კასილიასი პირველი მეკარეა. პრესის ცნობით, არაა გადაწყვეტილი დაიწყებს თუ არა, იკერი ახალ წელს “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალურ მატჩის შემდეგ(0-0), ცნობილი გახდა, რომ კარიერას ლეგენდარული მეკარე კვლავ ესპანეთში გააგრძელებს.

“მინდა დარჩენა(რეალში) 2017 წლამდე. კონტრაქტი ამ გუნდთან სწორედ აქამდე მაქვს. კარიერის დასრულება “სამეფო გუნდში” მსურს,”-განაცხადა კასილიასმა.

მოედანზე შესული გულშემატკივარი კრიშტიანუ რონალდუს მაისურს ართმევდა

მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პრიველი მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გულშემატკივარი შევიდა.

როგორც ცნობილია, უცნობი პირი კრიშტიანუ რონალდუსთან მივიდა და პორტუგალიელს მაისურის წართმევას ცდილობდა.

საბოლოოდ, გულშემტკივარმა თავის მიზანს ვერ მიღწია, რონალდუმ კი კონფლიქტს მშვიდობა ამჯობინა და უცნობ პირს ჩაეხუტა, რის შმედეგაც ის დაცვამ გაიყვანა.

მირანდა: „მოგების შანსი გვქონდა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველის მირანდას აზრით, „რეალთან“ უგოლოდ დასრულებულ მატჩში მის გუნდს მოგების შანსი ჰქონდა.

„ჩვენ მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ მომენტები „რეალსაც“ შეექმნა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, მეორეში კი მეტოქეს ვაჯობეთ. „ბერნაბეუზე“ მოსაგებად გავალთ. გაგვიჭირდება, თუმცა გოლის გატანის შემთხვევაში, შესაძლოა, ნახევარფინალში აღვმოჩნდეთ“, – განაცხადა მირანდამ.