კასილიასი: „მეკარეებს სათანადოდ არ აფასებენ“

მადრიდის „რეალის“ მეკარის იკერ კასილიასის აზრით, თანამედროვე ფეხბურთში ყველა პოზიციის ფეხბურთელს ერთნაირად არ აფასებენ.

„მეკარეებს ისე არ აფასებენ, როგორც სხვა მოთმააშეებს. იმისთვის, რომ გოლკიპერი წლის საუკეთესოთა შორის მოხვდეს, მას ფენომენალური სეზონი და უამრავი ტიტული უნდა ჰქონდეს. სხვა პოზიციის მოთამაშეებს, ამ მხვრივ, საქმე უფრო უადვილდებათ. მსურს, რომ მეკარეები სხვებისთვის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ვასრულებდეთ“, – განაცხადა იკერმა.

დანილო “რეალის” დაინტერესებამ გაახარა

“პორტუს” ბრაზილიელი მცველი, დანილო გამოეხმაურა ჭორებს, რომლის მიხედვითაც, მისი მომსახურებით მადრიდის “რეალი” ინტერესდება.

მარტის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “სამეფო გუნდი” დანილოში 30 მილიონს იხდის, ხოლო ფეხბურთელს ექვსწლიან კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

“პორტუში ბრწყინვალედ ვარ. ჭორებმა მომხიბლა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ კლუბზე და ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული,”-განაცხადა დანილომ AS-თან ინტერვიუში.

“მოხარული ვარ, რადგან დამაკავშირეს ისეთ გუნდთან, როგორიც მადრიდის “რეალია”. მარსელო ამ კლუბზე ბევრს მესაუბრება. ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა”.

ჩავი ჩატარებული კლასიკოების რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა

„ბარსელონას“ ნახევარმცველ ჩავისთვის მადრიდის „რეალთან“ ესპანეთის 28-ე ტურის მოგებული მატჩი ორმაგად სასიხარულო უნდა იყოს.

დღევანდელი კლასიკო 35 წლის მოთამაშისთვის კარიერაში 42-ე გამოდგა.

ამ მაჩვენებლით ის პირველ ადგილზე გავიდა და „რეალის“ ორ ექს-ფეხბურთელს გენტოსა და მანოლო სანჩსს გაუთანაბრდა.

“ბარსელონამ” ლიდერობა შეინარჩუნა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურისა და მიმდინარე უიქენდის ცენტრალური მატჩი “კამპ ნოუზე”, სადაც ყველასთვის ცნობილ ელ კლასიკოში, “ბარსელონამ” უშუალო კონკურენტი, მადრიდის “რეალი” დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.

“ბარსელონა” 2-1 “რეალი”

გოლი: მატიე 19; სუარესი ’56 – რონალდუ ’31

სუარესი: “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დონის მატჩში ვითამაშებდი”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება.

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დონის მატჩში ვითამაშებდი. ვგრძნობ, რომ ბოლო მატჩებში გუნდისთვის უფრო სარგებლიანი გავხდი და ამან დამამშვიდა. ყოველთვის თვითკრიტიკული ვიყავი. როდესაც გოლებს ვერ ვიტანდი, მესმოდა, რომ გუნდს ნაკლებად ვეხმარებოდი, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ გოლები მოვიდოდა”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.

ლუის სუარესს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.

ცნობისთვის, მატჩი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის ხვალ, თბილისის დროით ღამის 00:00 საათზე დაიწყება.

 

ბუტრაგენიო: “ვიცით, რა სირთულეები გველის “ატლეტიკოსთან”, ამიტომ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. ტურნირის ამ სტადიაზე მადრიდული დერბი გველის — “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ.

“სამეფო კლუბის” დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ დამდეგი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

“ატლეტიკო” კონკურენტუნარიანი გუნდია. ამ სეზონში ერთმანეთთან ბევრჯერ ვითამაშეთ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. “ატლეტიკომ” ბრძოლა იცის. ეს გუნდი ცოტა გოლს უშვებს, სტანდარტულ სიტუაციებს კარგად იყენებს და თითოეულ მომენტში მაქსიმუმის გამომუშავებას ცდილობს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დამარცხებას და ვიქნებით თუ არა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაში. იმედია, საკადრო პრობლემებს მოვაგვარებთ.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. არავინ არ იცის, რამდენად არის უპირატესობა საპასუხი მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება. ვიცით, რა სირთულეების წინაშე დავდგებით, ამიტომ თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ. თუ გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე ვითამაშოთ, “ატლეტიკოს” ბარიერი უნდა დავძლიოთ”, – ბუტრაგენიოს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა.

წყვილის პირველი შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე”, 14 აპრილს გაიმართება.

 

მესი: “მადრიდი საშიშია, ამაში ეჭვი არ არსებობს”

“ბარსელონას” ლიდერი ელ კლასიკოს წინ ჟურნალისტებს ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კვირას, “ნოუ კამპზე”, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება ყველასათვის ცნობილი დაპირისპირება ელ კლასიკო.

“წელს სხვა გზას ვადგავართ. წინა წელს ჩავარდნები ხშირად გქვონდა, მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ჩვენი ოცნებები და გეგმები კი ახდა მაშინ, როდესაც გუნდმა სწორად გადაადგილება დაიწყო,”-განაცხადა მესიმ.

“ნებისმიერ გუნდშია ჩავარდნა. მთავარია, ის შემდეგში გამოასწორო. ჩვენ ცუდი პერიოდის შემდეგ, ორმაგად ძლიერები დავბრუნდით”.

“რეალი? ჩვენ მათ და მის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დიდ პატივს ვცემთ. მადრიდი საშიშია, ამაში ეჭვი არ არსებობს”.

“ახლა ისინი ცუდ ფორმაში არიან? – ამას ვერ გეტყვით. “ბარსელონამ” საკუთარი ფეხბურთი უნდა აჩვენოს და შედეგზე შემდეგ ვისაუბროთ. “რეალი” როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, ისინი ყოველთვის ძლერები არიან,”-დაასრულა არგენტინელმა.

კარვახალი: „ახლა „ბარსელონას“ დამარცხებაზე ვფიქრობთ“

მადრიდის „რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა „ლევანტესთან“ მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ „ლევანტე“ დავამარცხეთ და საკუთარ კარში გოლი არ მიგვიღია. ახლა „ბარსელონას“ დამარცხებაზე ვფიქრობთ. „კამპ ნოუზე“ ჩასვლის წინ პრობლემები არ გვაქვს. ჩვენი გუნდი და სათამაშო ფილოსოფია არ შეცვლილა. ვფიქრობ, ამჟამად ერთიანები ვართ. ასევე მორალურად კარგად მოვემზადეთ. ვიცით, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია“, – განაცხადა კარვახალმა.

“რეალმა” “ლევანტე” დაამარცხა

პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურის კვირის მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასრულდა, სადაც კარლო ანჩელოტის შეგირდებმა “ლევანტე” გარეტ ბეილის დუბლით დაამარცხეს.

“რეალი” 2:0 “ლევანტე”

გოლი: ბეილი ’18; ’40

ანჩელოტი: „რეალში“ დარჩენა მსურს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მადლობა გადაუხადა. მიმდინარე კვირას „ბლანკოსის“ პრეზიდენტმა იტალიელი სპეციალისტის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო.

„რეალის“ პრეზიდენტი კარგად მოიქცა, როდესაც ის ინფორმაცია უარყო, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. შედეგების მიუხედავად, ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. „რეალში“ დარჩენა მსურს, აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ და პრობლემები არ მაწუხებენ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

“ლევანტესთან” ნავასი ითამაშებს

პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურში, “ლევანტეს” წინააღმდეგ მადრიდელთა კარში კეილორ ნავასი ჩადგება.

ინფორმაციას ორი ესპანური გავლენიანი წყარო, MARCA და AS ავრცელებს.

რაც შეეხება ჩემპიონატის მომდევნო ტურს, რა თქმა უნდა, ელ კლასიკოზე “სამეფო გუნდის” კარს იკერ კასილასი დაიცავს.

ბოლოს, “სამეფო გუნდის” კარი კოსტა-რიკელმა მეკარემ 15 იანვარს დაიცვა, როდესაც “თეთრები” სამეფო თასზე მადრიდის “ატლეტიკოს” დაუზავდნენ(2:2).

რამოსმა “რეალთან” მოლაპარაკებები გადადო

ესპანელი მცველი სერხიო რამოსი მზად არის, მადრიდის “რეალთან” ახალი ხელშეკრულების საკითხი მხოლოდ სეზონის ბოლოს განიხილოს.

არსებული შეთანხმების თანახმად, 28 წლის მცველი მადრიდში 2017 წლამდე დარჩება, მაგრამ კლუბი ჩქარობს სერხიოსთან გახანგრძლივებას, თუმცა, ესპანელმა შეთავაზება ორჯერ უარყო.

AS ამტკიცებს, რომ რამოსი სეზონის ბოლომდე მოიცდის, რათა ფინანსურად უფრო კარგი შეთავაზება მიიღოს.

სეზონის დასაწყისში, “თეთრებთან” კონტრაქტი გაახანგრძლივეს რაფაელ ვარანმა, ლუკა მოდრიჩმა, კარიმ ბენზემამ, ხოლო სერხიო ელის იმაზე უკეთეს შეთავაზებას, რაც აღნიშნულ ფეხბურთელებს მიაკუთვნეს.