ზიდანმა “რეალი” საფინალოდ “300 სპარტანელის” ეპიზოდებით შემართა

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გუნდის მოტივირების ორიგინალურ ხერხს მიმართა. ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, რომ ფრანგი სპეციალისტი ფეხბურთელებს კინოფილმ “300 სპარტანელის” გარკვეულ ეპიზოდებს უჩვენებს. ზიდანი მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი უფრო ეფექტიანია, ვიდრე ხანგრძლივი საუბარი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მადრიდის “რეალის” მეტოქე ტურინის “იუვენტუსი” იქნება. შეხვედრა 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

“რეალი” მატჩს MLS-ის ვარსკვლავებთან ჩაატარებს

მადრიდის “რეალი” ზაფხულში MLS-ის ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებულ გუნდს შეხვდება. მატჩი 2 აგვისტოს, ჩიკაგოში გაიმართება.

“რეალი” პირველი ესპანური კლუბი გახდება, რომელის MLS-ის ვარსკვლავების გუნდს შეხვდება. ამერიკელებს “ჩიკაგო ფაირის” მთავარი მწვრთნელი ველკო პაუნოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელმაც მოთამაშის კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ესპანეთში გაატარა.

2016 წელს MLS-ის ვარსკვლავების გუნდი ლონდონის “არსენალს” შეხვდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

კარიკატურა: კრიშტიანუ რონალდუმ გერმანული კედელი დაანგრია (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს “ბაიერნი” და “რეალი” დაუპირისპირდნენ. გერმანელები თავიდან არტურო ვიდალის გოლით წინ გავიდნენ. მადრიდელებიც ბევრ მომენტს ქმნიდნენ, თუმა მანუელ ნოიერი მყარი კედელივით იდგა კარში და სასწაულებს ახდენდა. საბოლოოდ, კრიშტიანუ რონალდუმ ამ კედლის გარღვევა მოახერხა.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

 

“ნაპოლის” ტიფოზები “რეალის” ფეხბურთელებს შეურაცხმყოფელი ფრაზებით დახვდნენ

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მადრიდის “რეალს” შორის “სან პაოლოზე” საპასუხო მატჩი გაიმართება.

ნეაპოლიტანური გუნდის ტიფოზები შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადებიან. “ასის” ცნობით, იტალიელი ულტრასები სასტუმროსთან “რეალის” ავტობუსს დახვდნენ, ესპანური გუნდის ფეხბურთელები უწმაწური და დამცინავი შეძახილებით აიკლეს და სამართალდამცველთა კორდონის გარღვევის მცდელობაც ჰქონდათ, რისი შესაძლებლობაც არ მიეცათ. სასტუმროსთან 700-მდე ნეაპოლიტანელი ტიფოზი იყო შეკრებილი.

დამხვდურთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც “რეალის” ფეხბურთელებს გულთბილად შეხვდნენ. ერთმა იტალიელმა მზარეულმა სასტუმროსთან საგანგებოდ კრიშტიანუ რონალდუსთვის გამომცხვარი პიცა მიიტანა. რამდენიმე გულშემატკივარი კი “სამეფო კლუბის” ფეხბურთელებს ესპანეთისა და “რეალის” დროშებით შეეგება.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი “რეალის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მადრიდის “რეალმა” “ეიბარს” სტუმრად გადუარა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის “ლა ლიგის” 26-ე ტურის მატჩები გაიმართა. თავისი შეხვერდა ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც სტუმრად “ეიბარს” დაუპირისპირდა.

შეხვედრა მთლიანად “ბლანკოსის” უპირატესობით წარიმართა. მე-14 წუთზე კარიმ ბენზემამა ანგარიში გახსნა, ხოლო 11 წუთში კი საერთოდ დუბლი შეასრულა. 30-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა სამამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე მარკო ასენსიომ მეოთხე გოლიც გაიტანა. ერთადერთი ბურთის გაქვითვა მასპინძლებმა “რეალის” ბოლო გოლიდან 12 წუთში მოახერხეს. გოლის ავტორი რუბენ ხიმენეს პენია გახდა.

საბოლოოდ – 1-4.

ამ მატჩის შემდეგ “რეალს” 59 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. რაც შეეხება “ეიბარს”, ეს გუნდი 39 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

იხილეთ ვიდეო

რონალდუს ახალი რეკორდი

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 24-ე ტურში მადრიდის “რეალმა” გასვლაზე “ვილიარეალი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ერთი ბურთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელმაც პრიმერაში ახალი რეკორდი დაამყარა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 57-ე პენალტი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რონალდუმ მექსიკელი უგო სანჩესის რეკორდი მოხსნა.

2009 წლის შემდეგ რონალდუს პრიმერადივიზიონში 64-დან 57 პენალტი აქვს ზუსტად შესრულებული. ყველა ტურნირზე ერთად კი პორტუგალიელს 71 თერთმეტმეტრიანი გამოუყენებია.

ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო პენალტისტები:

1. კრიშტიანუ რონალდუ — 57;
2. უგო სანჩესი – 56;
3. რონალდ კუმანი – 46;
4-5. ლიუბოსლავ პენევი – 43,
4-5. ლიონელ მესი – 43.

ბეილი: “რამდენიმე კვირა მჭირდება, რომ 100%-ით მზად ვიყო”

დღეს მადრიდის “რეალმა” პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. მატჩის 71-ე წუთზე ალვარო მორატას ნაცვლად მოედნაზე გარეთ ბეილი შევიდა. უელსელს, ტრავმის გამო, ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. 83-ე წუთზე მან მეორე გოლის გატანა შეძლო.

დაპირისპირების შემდეგ, გარეთმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“სამთვიანი რეაბილიტაციის კურსის შემდეგ, მოედანს დავუბრუნდი და გოლიც გავიტანე. ამ მომენტში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.”

“იმისათვის, რომ 100%-ით მზად ვიყო, რამდენიმე კვირა მჭირდება.”

“ამ დროის მანძილზე ლაზარეთში ყოფნა რთული იყო. თუმცა, მთავარია, რომ გუნდი იგებდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ორივე ტიტულის მოგება გვინდა და ამაში დიდი წვლილის შეტანა მსურს.”

27 წლის ფეხბურთელს ფანების მხარდაჭერაზე ჰკითხეს.

“ამ დაპირისპირებაში გულშემატკივრები დაუჯერებლად აქტიურნი იყვნენ. როცა მოედანზე შევედი, ისინი აპლოდისმენტებით შემხვდნენ. მათი მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა უელსელმა.

 

კეილორ ნავასი: “ყურადღებას არ ვაქცევ დე ხეას ტრანსფერზე გავრცელებულ ხმებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარეს, დავიდ დე ხეას მადრიდის “რეალს” ისევ უკავშირებენ. ესპანელი 2015 წლის ზაფხულზე ძალიან ახლოს იყო “გათეთრებასთან”, თუმცა ტრანსფერის განხორციელება საბუთების სწრაფად ვერგადაგზავნის გამო ვერ მოხდა და დავიდი “წითელ ეშმაკად” დარჩა.

წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ დაიწყეს იმაზე წერა და საუბარი, რომ 26 წლის კიპერი “რეალში” მომავალ ზაფხულში გადავა. ამ საკითხზე ჰკითხეს “რეალის” ამჟამინდელ მეკარე, კეილორ ნავასს. კოსტა-რიკელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს ეს თემა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებასა და გუნდის დახმარებაზე კონცენტრირებული.

“ახლა ამაზე საუბრის დრო არაა. არ მაინტერესებს, თუ რა საუბრობენ ჩემს წასვლასთან და ჩემი შემცველის გუნდში გადმოსვლასთან დაკავშირებით. ამაზე ფიქრი მე არაფერს შემმატებს.”

“მხოლოდ და მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ ყოველდღე ბევრი ვიშრომო, საუკეთესო ფორმაში ვიყო და მსგავსი ჭორები დავაიგნორო.”

“მადრიდში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მეც სულ იმის ცდაში ვარ, რომ მუდამ პროგრესი განვიცადო და ღირსეულად ვიდგე ამ სპორტსმენებს შორის,” – აცხადებს 30 წლის მეკარე.

დარიო სრნა: “მოდრიჩი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია!”

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა, დარიო სრნამ, ესპანურ Marca-სთან საუბარში, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველად მისი თანამემამულე, ლუკა მოდრიჩი დაასახელა.

“ლუკა ფანტასტიური მოთამაშეა. მას მსოლფიოს ყველაზე კარგ ნახევარმცველად მიივიჩნევ.”

“მოდრიჩს აქვს ის თვისებები, რასაც ნებისმიერი მისი პოზიციის ფეხბურთელი ინატრებდა.”

სრნას მადრიდის “რეალის” მეორე ხორვატ სპორტსმენზე, მატეო კოვაჩიჩზეც დაუსვეს კითხვა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მატეო აუცილებლად გამოავლენს დიდ ტალანტს. მისი თამაშის ყურებას აღფრთოვანებაში მოვყავარ. მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა მოთამაშეების მსგავსად გაიზარდა ხორვატიაში, ჯერ მაინც ვერ ხვდება, რა ნიჭის მფლობელია. ვიცი, რომ იგი ამას მალე გაანალიზებს და გაცილებით მაღალ დონეზე დაიწყებს თამაშს. ვფიქრობ, კოვაჩიჩს დრო სჭირდება. ის, მხოლოდ და მხოლოდ, სამი წელია, რაც ზაგრების “დინამოდან” წამოვიდა და ამ მოკლე ხანში ორ გრანდში მოუწია თამაში,” – აცხადებს ხორვატი.

ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ორი ახალაგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა

მადრიდის “რეალში” ტრავმიანობაა. მარსელო და კარვახალი ისევ ვერ ახერხებენ მწყობრში ჩადგომას. ბრაზილიელი მცველი მოედანზე განცალკევებით ვარჯიშობს. კარვახალი კი, “ვალდებებასის” საწვთნელი ბაზის მინდორზე ჯერ არ ჩანს.

სწორედ ამიტომ, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა.

 

პირველი მათგანი მარცხენა მცველი – აბნერია. 20 წლის ბრაზილიელი ე.წ. “A სიაშია” შეყვანილი. ეს ახალგაზრდა 46-ნომრიან მაისურს მორგებს. რაც შეეხება მეორე სპორტსმენს, ესაა აშრაფ ჰაქიმ მოუჰი (“B სია”). იგი 18 წლის მაროკოელი მარჯვენა მცველია. აშრაფი 32-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

ხამესი და მარსელო ვარჯიშს დაუბრუნდნენ

მადრიდის “რეალში” დიდი ტრავმიანობაა. გუნდის რამდენიმე ლიდერი ლაზარეთში იმყოფება. ეს კი ზიდანს დიდ თავსატეხს უქმნის.

რთულ პერიოდში, სასიხარულო ფაქტიც მოხდა: მარცხენა მცველი – მარსელო და შემტევი ნახევარმცველი – ხამეს როდრიგესი მოედანზე გამოჩნდნენ. ბრაზილიელი და კოლუმბიელი რამდენიმე კვირაა, რაც გუნდის დახმარებას ვერ ახერხებენ. ისინი 30 იანვარს გამართულ ვარჯიშზე განცალკევებით ირჯებოდნენ. დღეს კი, უკვე სრულფასოვნად ივარჯიშებენ.

ექიმების თქმით, 5 თებერვალს პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურში გასამართი შეხვედრისთვის, რომელსაც “რეალი” “სელტას” წინააღმდეგ გამართავს, ორივე სპორტსმენი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

“რეალმა” ფანებს ჩინური ახალი წელი მიულოცა (ვიდეო)

მადრიდის “რეალმა” საკუთარ გულშემატკივრებს ჩინური ახალი წელი მხიარული ვიდეოთი მიულოცა. ვიდეორგოლში კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი, მარსელო და პეპე მონაწილეობენ. ცნობისთვის, წელს ჩინური ახალი წელი 28 იანვარს შემოვიდა.