ვარანი ლაზარეთიდან დაბრუნდა

მადრიდის “რეალში” საშინელი ტრავმაინობაა. გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლია. განსაკუთრებით, ეს დანაკლისი დაცვას შეეხება. ამ რგოლიდან ორივე განაპირა მცველი, მარსელო და კარვახალი ლაზარეთში იმყოფებიან.

დაზიანება ჰქონდა რაფაელ ვარანსაც, რომელმაც ესპანეთის სამეფო თასის ბოლო მატჩი (“სელტას” წინააღმდეგ) გამოტოვა. მას ხუთშაბათს ელოდნენ, საბოლოოოდ კი ფრანგი მოედანს პარასკევს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ვარანის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ, როგორც დანილოს, ასევე, ფაბიო კოენტრაოს წესით სათადარიგოზე დაბრუნება მოუწევთ. ხოლო, კვირას, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ვარანი იქნება ძირითად შემადგენლობაში.

პეპე ჩინურ გუნდს უახლოვდება

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, კლეპერ პეპე კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.

პორტუგალიელს გუნდთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულზე ეწურება. Marca  იტყობინება, რომ იგი კლუბთან ახალი ხელშეკრულების დადებას აღარ აპირებს. პეპე ასაკშია და ზიდანიც ნაკლებად ენდობა მას.

პარალელურად, მისით ჩინური კლუბი, “ჰებეი ჩაინა ფორტუნა” ინტერესდება. ხელფასის სახით კი, პეპეს 15 მილიონი ევრო ექნება.

დიდი ალბათობით, კეპლერი სწორედ ნახსენებ ჩინურ კლუბში გადავა.

“სევილიამ” “რეალი” დაამარცხა, იოვეტიჩს საოცნებო დებიუტი გამოუვიდა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-18 ტურში “სევილიამ” “რამონ სანჩეს პისხუანზე” მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, რითაც “სამეფო კლუბის” 40-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია. მეორე ტაიმის შაუწელს დანიელ კარვახალი მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, იქ კი მასპინძელთა მეკარემ ესპანელი მცველი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიყენა და “რეალი” დააწინაურა. 85-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. სერხიო რამოსი საჯარიმო მოედნიდან ბურთის გამოტანას ცდილობდა, მაგრამ თავით საკუთარ კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღადგინა. კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა სტევან იოვეტიჩმა, რომელსაც “სევილიას” რიგებში ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა, შორეული დარტყმით სტუმართა კარის ბადე მეორედ შეარხია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

“რეალი” 40 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს, მეორეადგილოსან “სევილიას” ერთი მატჩით მეტი და ერთი ქულით ნაკლები აქვს.

კონტეს მორატა მოუნდა

უკანასნელ პერიოდში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელსა და დიეგო კოშტას შორის კონფლიქტია. ამან ეჭვქვეშ დააყენა “არისტოკრატების” თავდამსხმელის ლონდონური მომავალი.

Calciomercato იტყობინება, რომ იტალიელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო სხვა ფორვარდის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი.

მორატა “იუვენტუსიდან” გასულ ზაფხულს დაბრუნდა “რეალში”. იგი ნამდვილად არაა ძრითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი. პრიმერა დივიზიონში 24 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლიც გაიტანა.

ტრანსფერის განხორციელებას ისიც ართულებს, რომ “თეთრებს” სატრანსფერო ბანი აქვთ და ამ ზამთარში, თუ მორატას გაუშევებენ, მის შემცვლელს ვერ დაიმატებენ.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, თუ გუდნდიდან კოშტა წავა.

“რეალმა” “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა

7 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის ერთ-ერთ შეხვერდაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “გრანადა” მიიღო. “ბლანკოსმა”, ანგარიშით, 5:0 იმარჯვა და ცხრილს ისევ დამაჯერებლად ლიდერობს.

საგულისხმოა, რომ “გრანადასთან” გამარჯვება “რეალისთვის” ზედიზედ 39-ე წაუგებელი შეხვედრა იყო. ამ მიღწევით “თეთრებმა” კატალონიის “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორეს.

მომდევნო მატჩი “რეალს” 13 იანვარს აქვს გასამართი. “ბლანკოსი” “კოპა დელ რეის” შეხვედრაში ანდალუსიის “სევილიას” სტუმრად დაუპირისპირდება. იქ არწაგების შემხთვევაში, “რეალი” უკვე ახალ – 40-მატჩიან რეკორდს დაამყარებს.

რონალდო: “ვიმედოვნებ, “რეალი” სამივე ტიტულის მოგებას შეძლებს”

7 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “გრანადა”, ანგარიშით, 5-0 დაამარცხა და წაუგებელ შეხვედრათა სერია 39-მდე გაზარდა.

მატჩის დაწყებამდე კრიშტიანუ რონალდუმ მისი მეოთხე ოქროს ბურთი წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. დაპირისპირებას ესწრებოდნენ ლუიშ ფიგუ და რონალდო. ამ უკანასნელმა ბერნაბეუზე დადგმული სპექატკლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე სეზონში ზიდანის ბიჭები ყველა ტიტულის მოგებას მოახერხებენ.

“ზიდანმა შესანიშნავი კოლექტივი შემოიკრიბა, რომელსაც საოცრად უძღვება. იგი გუნდს შესაფერის სტილში ათამაშებს. “ზიზუ” კარგი მოტივატორია, რაც ფეხბურთელების ასპარეზობაზე ყოველთვის აისახება.”

“ძალაინ დიდი პატივია, რომ კრიშტიანუ რონალდუს ოქროს ბურთის წარდგენაზე  ვიყავი მოწვეული. იგი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. რონალდუ აუცილებლად იბრძოლებს მეხუთე ოქროს ბურთისთვის,” – განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.

 

სერხიო რამოსი 2017 წლის პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებს

2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” და “კაშიმა ანთლერსი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩში “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მარჯვენა ფეხის ერთ-ერთ კუნთზე ტრავმა მიიღო.

როგორც ირკვევა, ესპანელ მცველს ისევ აქვს მცირე ტკივილი დაზიანებულ ფეხზე. ზიდანის, რამოსისა და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სერხიო 2017 წლის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მატჩში, რომელიც 5 იანვარს, 00:15 საათზე გაიმართება, “თეთრები” სამეფო თასზე “სევილიას” დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება წლის მეორე შეხვედრას (7 იანვარს) იგი პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართება. “რეალი” აქ “გრანადას” დაუპირისპირდება. რამოსი ამ თამაშს 5 ყვითელი ბარათის ქონის გამო გამოტოვებს.

შესაბამისად, მადრიდელთა კაპიტანი გუნდს 13 იანვარს “კოპა დელ რეის” განმეორებით შეხვედრაში დაუბრუნდება.

“რეალს” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

მადრიდის “რეალი” ცოტა ხნის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

“თეთრების” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი განიხილა. მისი თქმით, ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელსაც “რეალი” 15 დეკემბერს მექსიკის “ამერიკას” წინააღმდეგ გამართავს, გუნდს კაპიტანი, სერხიო რამოსი დააკლდება.

 

“სერხიო არ ითამაშებს. ის რაღაც დისკმფორტს გრძნობს, თანაც ფრენამ ძალიან გადაღალა. გართულებებს თავს ვარიდებთ, ” – განაცხადა ფრანგმა.

რონალდუ: “რეალი” იაპონიაში არდადეგებზე არ ჩამოსულა”

მადრიდის “რეალი” ცოტა ხნის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

“თეთრების” პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ტურნირის მოგება მათთვის ბევრს ნიშნავს.

“იაპონიაში დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ. გვინდა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ.”

“ეს ტურნირი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. წლის წარმატებულად დასრულება გვსურს.”

“მადრიდის “რეალი” საუკეთესო კლუბია და ამას ამ შეჯიბრებაზეც დავამტკიცებთ!” – განაცხადა 31 წლის შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანური გრანდი ნახევარფინალურ შევხერდას 15 დეკემბერს მექსიკური “ამერიკას” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე იხილეთ:  ვის დაუპირისპირდება “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემთხვევაში?

ვის დაუპირისპირდება “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გასვლის შემთხვევაში?

დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს “სუითა სითიზე” ერთმანეთს ბრაზილიური “ატლეტიკო ნასიონალი” და იაპონური “კაშიმა ანთლერსი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი აზიელების უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მათივე გამარჯვებით, ანგარიშით, 0-3 დასრულდა.

შესაბამისად, თუ მადრიდის “რეალი” ხვალ მეორე ნახევალფინალურ თამაშში მექსიკურ “ამერიკას’ დაამარცხებს, 18 დეკემბერს ფინალურ დაპირისპირებაში სწორედ იაპონურ კლუბს დაუპირისპირდება.

“რეალი” – “ბორუსია”: გუნდების სიმბოლური შერეული შემადგენლობა (ფოტო)

7 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დორტმუნდულ “ბორუსიას” მიიღებს. ამ შეხვედრაშივე გადაწყდება ჯგუფში პირველადგილოსნის ბედი.

Goal.Com-ი გუნდების შიმბოლურ შერეულ შემადგენლობას გვთავაზობს.

 

“ლივერპულისა” და “რეალის” ლეგენდები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ

“ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელები მომავალი წლის გაზაფხულზე საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებენ.

მერსისაიდული გუნდის მხრიდან შეხვედრაში მონაწილე ყველა მოთამაშის ვინაობა ცნობილია: იან რაში, ჯონ არნე რიისე, გარი მაკალისტერი, მაიკლ ოეუნი, იერჟი დუდეკი, ჯეიმი კარაგერი, ლუის გარსია, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, ჯეისონ მაკეტირი, ვლადიმირ შმიცერი, დევიდ ტომპსონი, სანდერ ვესტერველდი, დიტმარ ჰამანი, ჯონ ოლდრიჯი, ფილ ბები, სტეფან ანშო, დანიელ აგერი, რობი ფაულერი.

“რეალის” მხრიდან მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა მხოლოდ მცირე ნაწილის ვინაობაა ცნობილი: რობერტო კარლოსი, ლუიშ ფიგუ, ემილიო ბუტრაგენიო და სტივენ მაკმანამანი.

შეხვედრა 2017 წლის 25 მარტს, “ენფილდზე” ჩატარდება.