ფეხბურთელთა უმრავლესობა გულშემატკივართა მეხსიერებაში განსაკუთრებული ტალანტის გამო იკავებენ ადგილს, თუმცა არის სხვა შემთხვევებიც. მაგალითად არსებობს ფეხბურთელთა ნაწილი, რომლებიც კლუბებს საკმაოდ ხშირად იცვლიან და ერთ გუნდში ორ სეზონზე მეტს ვერ ძლებენ.
11. ჟუნინიო პაულისტა – 9 კლუბი
ტანმორჩილმა ბრაზილიელმა კარიერის მანძილზე სამი კონტინენტის ხუთ ქვეყანაში მოასწრო თამაში. ჟუნინიო “ფლამენგოში” და “იტუანოში” ორჯერ გადავიდა, ხოლო “მიდლსბროში” სამჯერ. ინგლისურ კლუბში ორი საკმაოდ წარმატებული სეზონის შმედეგ ბრაზილიელი მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა, სადაც 5 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, თუმცა რამდენიმე კლუბში იჯარის წესითაც მოასწრო თამაში. საბოლოოდ ჟუნინიომ კარიერა “იტუანოში”, მოთამაშე პრეზიდენტის სტატუსით დაასრულა.
10. რობი კინი – 10 კლუბი
ირლანდიელმა კარიერა “ვულვერჰემპტონში” დაიწყო, საიდანაც “ქოვენთრიში” გადაბარგდა, სადაც დიდხანს არ გაჩერებულა და მილანის “ინტერს” მიაშურა. თუმცა, სერია А მისთვის იღბლიანი არ აღმოჩნდა და ფორვარდი მალევე დაუბრუნა ინგლისს. მისი კარიერის ახალი ეტაპი “ლიდსი” იყო, შემდეგ კი “ტოტენჰემი”, სადაც კინმა ყველაზე შედეგიანი სეზონები ჩაატარა. “უაით ჰართ ლეინზე” გატარებული 6 სეზონის შემდეგ კინმა მცირე ხნით “ლივერპულის”, “ვესტ ჰემის” და “ასტონ ვილას” ფორმები მოიგო. საბოლოოდ კი შტატებს მიაშურა და დღემდე “ლოს ანჯელეს გელექსის” ღირსებას იცავს.
9. ენდი კოული – 12 კლუბი
ენდი კოული ინგლისური პრემიერ ლიგის ნამდვილიდ ლეგენდაა. ფეხბურთელი ლიგის ბომბარდირთა ისტორიაში შირერის შემდეგ 187 გოლით მეორე ადგილზეა. კარიერა, რომელიც 20 წელი გრძელდებოდა, “არსენალში” დაიწყო. ენდიმ “მანჩესტერ სიტიში”, “ნიუკასლში”, “სანდერლენდში” და “ფულემშიც” ითამაშა.
თუმცა, ვარსკვლავის სტატუსი კოულმა “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის დროს მოიპოვა. მანჩესტერელთა შემადგენლობაში გატარებულ 6 წელიწადში კოულმა 100 გოლზე მეტი გაიტანა. გასაკვირია, მაგრამ ასეთი ნიჭის პატრონმა ინგლისის ნაკრებში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა.
8. ნიკოლა ანელკა – 12 კლუბი
ანელკა ნამდვილი საფეხბურთო მოგზაურია. ფრანგი ფორვარდის რეკორდი ერთ კლუბში, “ჩელსიში” გატარებული 4 სეზონია. ნიკოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა ინგლისის ყველა დიდ კლუბში ირიცხებოდა. გარდა ამისა იცავდა “იუვენტუსის”, “რეალის”, პსჟ-ს, “ფენერბაჰჩეს”, “შანხაის”, “მუმბაი სიტის”, “ბოლტნის” და “ვესტ ბრომვიჩის” ღირსებას.
7. კრისტიან ვიერი – 13 კლუბი
ლეგენდარულმა კრისტიან ვიერიამ “ატლეტიკოს”, “იუვენტუსის”, “ლაციოს”, “მონაკოს” და “ინტერის” ჩათვლით კარიერაში 13 კლუბი გამოიცვალა. ვიერი “ინტერის” ნამდვილი გმირი იყო, სანამ “მილანში” არ გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ “ინტერმა” ვიერიში 1999 წლისთვის წარმოუდგენელი თანხა, რეკორდული 32 მილიონი გირვანქა გადაიხადა.
6. ადე აიკინბი – 14 კლუბი
სიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი, ნიგერიელი ფორვარდი გამორჩეული მხოლოდ კლუბების ხშირი შეცვლით იყო. თუმცა, როგორც ჩნას ადეს ძალიან კარგი აგენტი ჰყავდა. საერთო ჯამში კლუბებმა მის ტრანსფერში 15 მილიონი გირვანქა დახარჯეს. თავად ფეხბურთელმა კი 550 მატჩში 150 გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელი ძირითადად ინგლისურ კლუბებში თამაშობდა და კარიერა სამოყვარულო “კოლვინ ბეიში” დაასრულა.
5. რივალდო – 15 კლუბი
ბრაზილიელი ლეგენდის კარიერა 24 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საუკეთესო წლები კი რივალდომ “ბარსელონაში” გაატარა და “ოქროს ბურთის” მოგებაც შეძლო. აქტიური საფეხბურთო კარიერის ბოლოს რივალდომ უზბეკეთში, ანგოლაში და საბერძნეთში ითამაშა.
4. მარკუს ბენტი – 16 კლუბი
მარკუს ბენტი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პრემიერლიგის 6 კლუბის მაისურით შეძლო გოლის გატანა. თუმცა, იმ 16 კლუბიდან სადაც ბენტს უთამაშია, გამორჩეული მხოლოდ “იფსვიჩსა” და “შეფილდ იუნაიტედში” იყო. კარიერა კი მოთამაშემ ინდონეზიურ “მიტრა კუკარში” დაასრულა.
2-3. სტივ კლარიჯი – 19 კლუბი
კლარიჯმა 24-წლიან კარიერაში 19 კლუბში მოასწრო თამაში. ძირითადად ფორვარდი ინგლისის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა. მისი ყველაზწ დიდი მიღწევა კი “ბირმინგემთან” ერთად ინგლისის მეორე დივიზიონის მოგება იყო.
2-3. სებასტიან აბრეუ – 19 კლუბი
“როსარიო სენტრალი”, რომლის ღირსებასაც სებასტიანი ახლა იცავს, მისთვის რიგით მეცხრამეტე კლუბია. ურუგვაის გარდა აბრეუმ არგენტინაში, ბრაზილიაშ, მექსიკაში, ესპანეთში, საბერძნეთში და ისრაელში მოასწრო თამაში. აღსანიშნვაი, რომ 26 წლის ფორვარდი ურუგვაის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა შორის მე-6 ადგილზეა.
1. ჯონ ბარიჯი – 29 კლუბი
30-წლიანი კარიერის განმავლობაში გამოცვლილი 29 კლუბი. ჯონ ბარიჯი ნამდვილი რეკორდსმენია. 1995 წელს “მანჩესტერ სიტიში” თამაშის დროს მეკარე პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. საუკეთესო სეზონები ბარიჯს “კრისტალ პელასში”, “ასტონ ვილაში” და “ბლექპულში” ჰქონდა.