არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

დღეს ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში შვედეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. სამწუხაროდ, არიენ რობენის დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ “ნარჯინჯისფრები” მუნდიალზე მოხვედრილიყვნენ.

არნიშნული მატჩის შემდეგ, ოფოციალურად გახდა ცნობილი, რომ რობენმა ნაკრები დატოვა. შესაბამისად, იგი გუნდს მომდევნო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აღარ დაეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ რობენმა ნაკრებში 96 შეხვედრა ჩაატარა და 37 გოლიც გაიტანა.

“დორტმუნდთან” რობენის, მარტინესისა და კომანის თამაში გამოირიცხა

მოახლოებულ გერმანულ კლასიკაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირებაში არიენ რობენის, ხავი მარტინესისა და კინგსლი კომანის თამაში ოფიციალურად გამოირიცხა.

“ხვალინდელ მატჩში ჩვენს დახმარებას სამი ფეხბურთელი ვერ შეძლებს: არიენ რობენი, ხავი მარტინესი და კინგსლი კომანი.

რაც შეეხება დუგლას კოშტასა და არტურო ვიდალს, მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ხვალ, ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. დარწმუნებულები იყავით, რომ უაზრო რისკზე არ წავალთ, ისინი დაღლილები არიან.

რობენი სამი დღის მანძილზე ვარჯიშობდა ინდივიდუალურად. მისი ტრავმა სერიოზული ნამდვილად არ იყო, მის დაბრუნებას მომავალ კვირაში ველით.” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოაღიშნული მატჩი სტარტს შაბათს, თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს.

სიმეონე: “მე არ ვარ გრიზმანის აღმზრდელი”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე”, “ატლეტიკო” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს.

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

“მე გრიზმანის აღმზრდელი არ ვარ; უბრალოდ, მისი მწვრთნელი ვარ, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა, ნიჭიერ სპორტსმენს განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი და, როგორც ადამიანი.”

“ჩვენ, გრიზმანის სახით, საოცარი მოთამაშე გვყავს, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ის ამ შესაძებლობებს მთლიანად გამოიყენებს!”

“ელ ჩოლომ”, რა თქმა უნდა, ზოგადად, მატჩზეც ისაუბრა: “ბაიერნი” ძალიან ძლიერი და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ის ძალიან ჰგავს იმ კოლექტივს, რომელსაც გასულ სეზონში ვეთამაშეთ. გერმანელებს უმაღლესი დონის სპეციალისტი ჰყავთ. კარლოს დიდ პატივს ვცემ მისი პროფესიონალიზმის და საქმის სიყვარულის გამო!” – განაცხადა დიეგო სიმეონემ.

“ბაიერნი” რიბერის, რობენსა და ჩაბი ალონსოს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს

გერმანული “ბაიერნის” წარმომადგენელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრესასთან საუბრისას გაამხილა, რომ კლუბი გუნდის 3 ლიდერთან ცდილობს კონტრაქტის გახანგრძლივებას. საუბარია არიენ რობენზე, ფრანკ რიბერსა და ჩაბი ალონსოზე.

“მე მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ კონტრაქტები სამივე მათგანს გავუხანგრძლივო.

ყველასათვის ცნობილია, რომ ანჩელოტის ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, განსაკუთრებით კი გამოცდილ ფეხბურთელებთან. ჩვენ მათი შენარჩუნება გვჭირდება.” – განუცხადა რუმენიგემ Sport Bild-ს.

შეგახსენებთ, რომ ამ ტრიოს კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურებათ.

“რეალმა” “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში მადრიდელები მცირე უპირატესობას დაუფლნენ, რამაც შედეგი გამოიღო – მატჩის 79-ე წუთზე “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანილომ გერმანელების კარის აღება მოახერხა.

ნახსენები გოლი იყო ერთადერთი, რომელიც თამაშში გავიდა. საბოლოოდ, ესპანურმა კლუბმა “რეკორდმაისტერზე” ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

“ბაიერნი”: ანჩელოტიმ გამარჯვებით დაიწყო; რიბერიმ და რობენმა გაიტანეს

დღეს კარლო ანჩელოტის დებიუტი ჰქონდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცის რანგში. “რეკორდმაისტერი” სტუმრად გერმანულ “ლიპსტადტს” დაუპირისპირდა…

შეხვედრაში ანგარიში გრინმა გახსნა მე-9 წუთზე. ამას მალევე მოჰყვა რობენის გოლი (მე-16 წუთზე). რიბერიმ 33-ზე სამამდე გაზარდა უპირატესობა. შემდეგ იყო იოსვინგის ავტოგოლი და “ბაიერნი” მეორე ტაიმის საწყის წუთებში უკვე 4:0-ს იგებდა. თუმცა, მეტოქეთა ფეხბურთელებმა 52-ე, 57-ე და 88-ე წუთებზე შეძლეს სხვაობა ერთამდე შეემცირებინათ. საბოლოოდ, ანჩელოტიმ მაინც მოახერხა სადებიუტო შეხვედრის მოგება, ანგარიშით 3:4.

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას…

რობენი და ბადშტუბერი ვარჯიშს ერთი კვირით ადრე დაუბრუნდნენ

არიენ რობენმა და ჰოლგერ ბადშტუბერმა უკვე დაიწყეს მზადება “ბაიერნთან” ერთად. პრე-სეზონის წინ ორივე მათგანმა “საბენერ სტრასეზე” ივარჯიშა.

გერმანიის მოქმედმა ჩემპიონებმა ოფიციალური შეკრება 11 ივლისს დაგეგმეს, თუმცა ეს წყვილი ბაზას ერთი კვირით ადრე დაუბრუნდა. რობენმა და ბადშტუბერმა ბურთის გარეშე ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი გუნდს მარტში გამოაკლდა, ბადშტუბერმა კი ტრავმა თებერვალში მიიღო. ორივე მათგანის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს მიუახლოვდა.

32 წლის რობენს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. ამიტომაც ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ კარლო ანჩელოტის თავი მოაწონოს და კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

არიენ რობენი მოქმედება ლონდონის “არსენალთან” მატჩში (ვიდეო)

4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, არიენ რობენი საკუთარ საჯარიმოში სწრაფად მოხვდა და სტუმართა შეტევაც ჩაშალა.

10 ფეხბურთელი, რომელიც იმაზე მეტად ახალგაზრდაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ

10. დიეგო კოშტა – 26 წლის

10

9. გარი ტეილორ-ფლეტჩერი – 34 წლის

9

8. დენი ინგსი – 22 წლის

8

7. ჩარლი ადამი – 29 წლის

Stoke City's Charlie Adam during the Barclays Premier League match at Stamford Bridge, London. PRESS ASSOCIATION Photo. Picture date: Saturday April 4, 2015. See PA story SOCCER Chelsea. Photo credit should read: Adam Davy/PA Wire. RESTRICTIONS: Editorial use only. Maximum 45 images during a match. No video emulation or promotion as 'live'. No use in games, competitions, merchandise, betting or single club/player services. No use with unofficial audio, video, data, fixtures or club/league logos.
Stoke City’s Charlie Adam during the Barclays Premier League match at Stamford Bridge, London. PRESS ASSOCIATION Photo. Picture date: Saturday April 4, 2015. See PA story SOCCER Chelsea. Photo credit should read: Adam Davy/PA Wire. RESTRICTIONS: Editorial use only. Maximum 45 images during a match. No video emulation or promotion as ‘live’. No use in games, competitions, merchandise, betting or single club/player services. No use with unofficial audio, video, data, fixtures or club/league logos.

6. რონი – 29 წლის

6

5. ჟერემი ტულალანი – 31 წლის

5

4. არიენ რობენი- 31 წლის

4

3. ჯეი სპირინგი – 26 წლის

3

2. სტივ მაკნალტი – 31 წლის

2

1. ჟოზეფ მინალა – 18 წლის

1

დუგლას კოშტამ არიენ რობენს უპასუხა

მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეული დუგლას კოშტა არიენ რობენის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ფინტების კეთებას კვლავაც გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ რობენმა ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლევერკუზენთან” მატჩში გაკეთებული ფინტის გამო გააკრიტიკა. ჰოლანდიელის თქმით, კოშტა უფრო ყურადღებით უნდა იყოს.

“რობენმა ჩემი ფინტის გამო გამაკრიტიკა? მის კეთებას ისევ გავაგრძელებ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თავისფულება მომცა”, – უთხრა დუგლას კოშტამ ჟურნალისტებს.

7 შემთხვევა ფეხბურთში, როცა თანაგუნდელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს

1. ემანუელ ადებაიორი – კოლო ტურე (“მანჩესტერ სიტი”)

2. არიენ რობენი – ფრენკ რიბერი (“ბაიერნი”)

3. მარიო ბალოტელი – ჟერომ ბოატენგი (“მანჩესტერ სიტი”)

4. რობინიო – გრავესენი (მადრიდის “რეალი”)

5. ჯოი ბარტონი – უსმან დაბო (“მანჩესტერ სიტი”)

6. სიტუაცია ირანის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში

7. ლიტვაში…

რა გაუკეთა არიენ რობენმა “დინამოს” ფეხბურთელს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა არიენ რობენმა დრეზდენის “დინამოს” ფეხბურთელს გუშინდელ მატჩში.