ვან პერსი პრემიერ ლიგაში ბრუნდება?

ბრიტანული Daily Mirror-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი მომავალ სეზონში პრემიერ ლიგას დაუბრუნდება.

წყაროს ცნობით, 33 წლის რობინ ვან პერსის გადაბირება, რომელმაც გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში ცხრა გოლის გატანა შეძლო, “კრისტალ პალასის” ახალ თავკაცს სურს.

როგორც იცით, თურქულ “ფენერბაჰჩეში” მყოფი ვან პერსი “კრისტალ პალასის” ახალი მთავარი მწვრთნელის მსგავსად ჰოლანდიელია და მათ ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებთ.

რობინ ვან პერსიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა შემტევმა, რობინ ვან პერსიმ “ფენერბახჩესა” და “ახისარ ბელედიესპორის” მატჩში საზარელი ტრავმა მიიღო – ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თვალი დაიზიანა.

ჰოლანდიელმა ფორვარდმა, რომელმაც აღნიშნულ მატჩში ანგარიში გახსნა, ტრავმა პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო. მისი სახე მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც.

Untitled-1

საკმაოდ დიდია იმის საშიშროება, რომ ვან პერსიმ ცალ თვალში მხედველობა დაკარგოს.

თურქული კლუბის ექიმი აცხადებს: “ვან პერსი თვალის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო, რამაც სისხლდენა გამოიწვია. ის ოფთალმოლოგის კაბინეტში იქნა გადაყვანილი, სადაც მას რამდენიმე გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს.

ტრავმა არც ისე საშიში აღმოჩნდა, თუმცა საბოლოო შედეგს მაინც უნდა დავუცადოთ. ტრავმა უფრო სერიოზული რომ ყოფილიყო, სიტუაცია გაცილებით უფრო რთული იქნებოდა.”

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც სათამაშო პოზიცია შეიცვალეს

გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა TOP 10-ს, რომლებზეც სათმაშო პოზიციის შეცვლამ დადებითად იმოქმედა …

ბრანისლავ ივანოვიჩი

კლუბი: “ჩელსი”

წინა პოზიცია: ცენტრალური მცველი

ახლანდელი პოზიცია: მარჯვენა მცველი

როდესაც 2008 წელს “არისტოკრატთა” რიგებში ბრანისლავ ივანოვიჩი ჩაეწერა, ყველას ეგონა, რომ ის ლონდონელთა დაცვის ბურჯი გახდებოდა.

მისი დებიუტი  2008 წელს, კლუბში მოსვლიდან 8 თვის შემდგომ შედგა. თუმცა “ლოკომოტივის” ყოფილი მცველი არა დაცვის ცენტრში, არამედ მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა.მას შემდეგ მან “ლურჯთა” რიგებში 348 მატჩი ჩაატარა და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ფლანგს იცავდა.

UlO_a1M59_l

ოუენ ჰარგრივზი

კლუბი: კარიერა დასრულებულია

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

მართალია, რომ ოუენის წარმოდგენა, როგორც შემტევი ფეხბურთელის ძალიან რთულია, თუმცა ფაქტია, რომ “ბაიერნში” ის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. მან გერმანული კლუბის მაისურით 200-ზე მეტი მატჩის ჩატარება შესძლო.

ხოლო მას შემდეგ, რაც ის ინგლისში გადაბარგდა (2007), მას დაცვითი ტიპის ნახევარმცველის სტატუსი მიენიჭა. მანჩესტერული შტაბის ამ გადაწყვეტილებას ამართლებს ის ფაქტიც, რომ მისი მთელი კარიერის მანძილზე ოუენმა მხოლოდ 13 გოლის გატანა მოახერხა.

დირკ კუიტი

კლუბი: ფეინოორდი

წინა პოზიცია: თავდამსხმელი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

ბევრს ნამდვილად არ გაუკვირდება, ის ფაქტი, რომ დირკ კუიტს თავდამსხმელის პოზიციაზეც შეეძლო თამაში. მართლაც, “ლივერპულმა” ის შეიძინა, როგორც თავდამსხმელი. “ფეინოორდის” 144 მატჩში მას 95 გოლი ჰქონდა გატანილი.

თუმცა ფერნანდო ტორესის ფაქტორმა მაინც თავისი გააკეთა – კუიტი სრულყოფილ ვინგერად ჩამოყალიბდა. ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს და შედეგიც სახეზეა – 14 გოლი 22 მატჩში.

ვეს ბრაუნი

კლუბი: სანდერლენდი

წინა პოზიცია: მარჯვენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ვეს ბრაუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი მარჯვენა მცველი იყო, როცა კლუბმა 2008/09 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება. ის ახლაც იცავს “შავი კატების” მარჯვენა ფლანგს.

UlO_a1M59_l

მუსა სისოკო

კლუბი: ნიუკასლი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

როდესაც “ნიუკასლმა” მუსა სისოკო შეიძინა, ბევრს ეგონა რომ კლუბმა თავისი ახალი დევიდ ბატი იპოვა, ძლიერი მანქანა, რომელიც ბურთის ართმევაზე იქნებოდა ორიენტირებული. თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა – “ტულუზის” ექს-ფეხბურთელმა ვინგერის პოზიციაზე გადაინაცვლა და 122 მატჩის ჩატარებაც მოახერხა ინგლისელთა მაისურით ამ პოზიციაზე.

ბასტიან შვაიშტაიგერი

კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი

წინა პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი/ ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ბასტიან შვაინშტაიგერის ისტორია ძალზედ წააგავს ოუენ ჰარგრივზის სიტუაციას, რომელიც “ბაიერნში” შემტევი ფეხბურთელის სტატუსს ატარებდა, თუმცა ინგლისში ჩამოქვეითდა. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ბასტიანმა 200 მატჩი ჩაატარა, თუმცა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ ის უფრო ეფექტური დაცვაში იქნებოდა.

UlO_a1M59_l

იან ვერტონგენი

კლუბი: ტოტენჰემი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

იან ვერტონგენმა ნელ-ნელა გავლო გზა დაცვითი ტიპის ნახევარმცველობიდან ცენტრალურ მცველობამდე – ბელგიაში ნახევარმცველად მოთამაშე ვერტონგენი, “აიაქსში” მარცხენა მცველად მოგვევლინა, ხოლო “მამლების” რიგებში მან ცენტრალური მცველობაც ისწავლა, თანაც საკმაოდ კარგად.

გარეთ ბეილი

კლუბი: რეალი

წინა პოზიცია: მარცხენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი/ფორვარდი

ყველაზე დრამატული გარდატეხა ამ მხრივ გარეთ ბეილმა განიცადა, რომელმაც კარიერა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შეტევაში ყოველთვის მიურბოდა გული. “ტოტენჰემში” ის ვინგერად აღიარეს, ხოლო მას შემდეგ რაც ის გუნდის ლიდერად იქცა მის ფორვარდობასაც არ ერიდებოდნენ, ახლა კი ის “რეალში” ირიცხება, სადაც მშვენივრად თამაშობს შეტევაში.

ვან პერსი

კლუბი: ფენერბახჩე

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: ფორვარდი

რთულია გაიაზრო, რომ რობინ ვან პერსი თავდამსხმელობის გარდა სხვა პოზიციაზეც შეეძლო თამაში. ის “ფეინოორდში” ყოფნისას ვინგერის როლს ასრულებდა, თანაც საკმაოდ კარგად – 21 გოლი 76 მატჩში. სწორედ ამ შედეგის წყალობით აღმოჩნდა ის “არსენალში”, სადაც მსოფლიო დონის შემტევად ჩამოყალიბდა.

UlO_a1M59_l

ხავიერ მასკერანო

კლუბი: ბარსელონა

წინა პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ხავიერ მასკერანო “ლივერპულის” ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა კატალონიურ გრანდში მისი ეს ფუნქცია დიდად არ მოსწონდათ, რის გამოც მას ხშირად უწევდა დაცვაში თამაში. მან ეს ფუნქცია იმდენად შეისისხლხორცა, რომ არგენტინის ნაკრებშიც არ ერიდება ამ პოზიციაზე თამაშს.

“ჩელსი” ვან პერსით დაინტერესდა

ბრიტანული “სქაი სპორტსის” ცნობით, ლონდონის “ჩელსი” “ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელ რობინ ვან პერსით დაინტერესდა.

ინგლისური კლუბი აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში “ფენერბაჰჩეს” 32 წლის ჰოლანდიელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართოს.

შესაძლო ტრანსფერის თანხა და კონტრაქტის პირობები არ ხმაურდება.

რობინ ვან პერსიმ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ცნობისათვის, ჰოლანდიელ თავდამსხმელსა და “ფენერბაჰჩეს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ვან პერსი: „ბარსელონას“ ან „ჩელსის“ წინადადება არ მიმიღია“

გამოცდილი ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, რომელიც ამჟამად „ფენერბაჰჩეში“ თამაშობს, „ჩელსიში“ ან „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერი უარყო.

„ახლა ჩემს „ჩელსიში“ ან „ბარსელონაზე“ ტრანსფერზე ბევრი საუბარია, მაგრამ ამ კლუბებისგან წინადადებები არ მიმიღია და ამ მომენტისთვის მხოლოდ „ფენერბაჰჩეში“ თამაშზე ვფიქრობ“, – ციტირებს ვან პერსის „turkish-football“-ი.

ვან პერსის მემფის დეპაისთან კონფლიქტი მოუვიდა

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა გუნდის თავდამსხმელებს შორის კონფლიქტის შესახებ ისაუბრა. „De Telegraaf“-ს ინფორმაციით, რობინ ვან პერსი უკმაყოფილო დარჩა, რომ ყაზახეთთან მატჩი მას პირველი წუთებიდან არ დაუწყია.

„ჩვენ დეპაისა და ვან პერსის შორის მომხდარი განვიხილეთ და ეს ჩემს გადაწყვეტილებასთან კავშირში არ არის. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვან პერსი ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, სიმართლეს არ შეესაბამება. რობინი ბედნიერი იყო. ის ნაკრებში მეასე მატჩს მოუთმენლად ელოდებოდა“, – განაცხადა ბლინდმა.

შეგახსენებთ, რომ ასტანაში ჰოლანდიელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. რობინ ვან პერსი მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოვიდა და ამით ნაკრებში მე-100 მატჩში ითამაშა. დღეს ჰოლანდიელები ჩეხეთს შეხვდებიან. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსების შესანარჩუნებლად მათ ხსენებული შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგონ, თურქეთი კი პარალელურ მატჩში ისლანდიასთან უნდა დამარცხდეს.

ვან პერსი „ფენერბაჰჩეში“ სათადარიგოთა სკამზე დარჩენით უკმაყოფილოა

„ფენერბაჰჩეს“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი „ბურსასპორთან“ თურქეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩენით უკმაყოფილო დარჩა. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ შეხვედრაში ფეხბურთელი მეოდანზე 77-ე წუთზე გამოვიდა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა – „ფენერმა“ ანგარიშით 2:1 მოიგო.

„სიმართე რომ გითხრათ, მიმდინარე მოვლენებით არც ისე კმაყოფილი ვარ. მატჩის სათადარიგოთა სკამიდან დაწყება არ მესიამოვნა. თამაშისთვის მზად ვარ, თავს ჩინებულად ვგრძნობ და 90 წუთი მოედანზე ყოფნა შემიძლია. ერთადერთი, რაც ჩემ სათადარიგოთა სკამზე ყოფნას ამართლებს, ისაა, რომ მოედანზე გამოსვლის შემდეგ გოლი სწრაფად გავიტანე და გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

იხილეთ ასევე: ვან პერსი თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელის წინააღმდეგ (ვიდეო)

ვან პერსი სამ წელიწადში რეკორდულ ხელფასს მიიღებს

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა „დეილის ტარი“ იტყობინება, თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, რომელმაც „ფენერბაჰჩესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამ პერიოდში თურქულ კლუბში, ხელფასის სახით, ჯამში 47,4 მილიონ ფუნტს მიიღებს.
სათქმელია, რომ მხოლოდ შეთანხმების გაფორმებისთვის ჰოლანდიელს 4 მილიონი ფუნტი გადაერიცხა.

ვან პერსი ვან გაალს აკრიტიკებს: „მან შანსი არ მომცა“

ვან პერსი ვან გაალს აკრიტიკებს: „მან შანსი არ მომცა“

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ფენერბაჰჩეში“ გადასული რობინ ვან პერსის თქმით, „წითელი ეშაკების“ თავკაცმა ლუი ვან გაალმა მას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლის შანსი არ მისცა.

„შვებულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში დაბრუნებისას მივხვდი, რომ გუნდში სამართლიანი კონკურენცია აღარ არის. შემადგენლობისთვის ბრძოლის საშუალება არ მომცეს. ვან გაალი მეორე მოედანზე მაგზავნიდა. მე გამოცდილი ვარ და ყველაფერს მივხვდი“, – განაცხადა ვან პერსიმ.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფორვარდი „ფენერბაჰჩეში“ კვირის დასაწყისში გადავიდა.

 

ვენგერი: „ვან პერსის წასვლა ინგლისისთვის დიდი დანაკარგია“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა რობინ ვან პერსის „ფენერბაჰჩეში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.

„გაკვირვებული ვარ, რომ ვან პერსი თურქეთში ამ ზაფხულში გადავიდა. მისი წასვლა ინგლისური ფეხბურთსთვის დიდი დანაკარგია, რადგან ის დიდებული ფეხბურთელია. რობინი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომელსაც ვთავკაცოდი, მას განსაკუთრებული ტექნიკა აქვს.

არ ვიცი, რატომ დატოვ მან ინგლისი, მაგრამ პრემიერლოიგისთვის ეს მართლაც დიდი დანაკარგია“, – განაცხადა ვენგერმა.

ვან პერსი: „მივხვდი, რომ „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლის დრო დადგა“

ვან პერსი: „მივხვდი, რომ „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლის დრო დადგა“

„ფენერბაჰჩეს“ ახალწვეულმა რობინ ვან პერსიმ თავისი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„აღიარების დრო დადგა – „ოლდ ტრაფორდზე“ ჩემი დრო დასასრულს მიაუხლოვდა. ნელ-ნელა ამას შევეჩვიე. ყველაფერი ერთ დღეში არ გადაწყდა. ეს ფეხბურთია, ასე რომ, ამ სიტუაციას შევეგუები, ასე ხდება ხოლმე. ჩემი მხრიდან მძიმე გრძნობები არ ყოფილა. ეს ფეხბურთისა და ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

აქ ჩამოსვლის წინ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ვესაუბრე. დავრწმუნდი, რომ კლუბში ძალიან მაფასებდნენ.

ასევე მადლობას „მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორს ედ ვუდვორდს ვუხდი, რომელმაც თავისი ჯენტმლემენობა დაამტკივა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

შეგახსენებთ, რომ „ფენერს“ ვან პერსის ტრანსფერი ოცი მილიონი ევრო დაუჯდა.

„ფენერბაჰჩემ“ ვან პერსის ტრანსფერი დაადასტურა

„ფენერბაჰჩემ“ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელის რობინ ვან პერსის ტრანსფერი დაადასტურა.

„რობინ ვან პერსი, კეთილი იყოს შენი მობრძანება „ფენერბაჰჩეში“, – წერია „ფენერბაჰჩეს“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე კონტრაქტის შესახებ მხარეებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

vp