10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა.

* თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. ჯონ ტერი – 175 000 კვირაში

9. მესუთ იოზილი 180 000 კვირაში

8. ედენ აზარი – 185 000 კვირაში

7. სესკ ფაბრეგასი- 200 000 კვირაში

6. სერხიო აგუერო – 225 000 კვირაში

5. რობინ ვან პერსი – 225 000 კვირაში

4. იაია ტურე – 240 000 კვირაში

3. რადამელ ფალკაო – 265 000 კვირაში

2. ანხელ დი მარია – 280 000 კვირაში

1. უეინ რუნი – 300 000 კვირაში

ვან პერსი “სუონსისთან” არ ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო ტურში “სუონსი სიტისთან” გასამართ მატჩს გუნდის თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გამოტოვებს. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელმა, რომელსაც ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დასასვენებლად დამატებითი დრო მიეცა, სასურველი ფორმის დაბრუნება ვერ მოასწრო.

“არ არის იმის შანსი, რომ ვან პერსიმ ითამაშოს. მას ვარჯიში სჭირდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სუონსის” შორის მატჩი შაბათს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

 

ვან პერსი პრემიერლიგის სტარტს გამოტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივართათვის ცუდი ინფორმაცია გავრცელდა, რადგან ინგლისის პრემიერლიგის სტარტს თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გამოტოვებს.

ჰოლანდიელს მუხლის პრობლემები აქვს, რომელთა გამოც რობინი ინგლისის პირველობის დაწყებამდე მწყობრში ყოფნას ვერ შეძლებს.

ვან პერსი გუნდის სამწვრთნელო ბანაკს არ შეუერთდება და პირდაპირ „ოლდ ტრაფორდზე“ გაემგზავრება, სადაც მაიკლ კარიკთან ერთად ინდივიდუალური პროგრამით იმუშავებს.

ვან პერსი სამ კვირას დაისვენებს

განვლილ მუნდიალზე ვან პერსიმ 7 მატჩიდან 6 ში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და დაეხმარა საკუთარ ნაკრებს მესამე ადგილის დაკავებაში. ცნობილია რომ ჰოლანდიელი ტრავმებისკენ არის მიდრეკილი და წინა სეზონში მას დეკემბერი და იანვარი ტრავმების გამო გაუცდა. საბოლოო ჯამში მან 12 გოლის გატანა მოახერხა 21 შეხვედრაში.

ვან პერსი მომავალ თვეში 31 წლის გახდება და ახლა იგი “ელემენტების აღსადგენად” ემზადება, მაშინ როდესაც მისი თანაგუნდელები ამერიკაში წასასვლელად გეგმებს აწყობენ. “სამ კვირიანი შესვენება მჭირდება.” აცხადებს რობინი. “მუნდიალმა მძიმედ ჩაიარა ჩემთვის. მე ყოველ მატჩში ბოლომდე დავიხარჯე. ფლეი-ოფებში ჩვენ თავდაუზუგავად ვიმუშავეთ და ახლა ლიმონივით ვართ, რომელიც ბოლომდეა გამოწურული.”

ვან გაალი, რომელსაც ბედნიერება აქვს რობინს “იუნაიტედშიც” მისცეს დავალებები, აცხადებს: “ჩვენ ხელახლა გადავაწყეთ ვან პერსი ფლეი-ოფებისთვის. თუ შეხედავთ საიდან სად მოვიდა რობინი და რამდენს მიაღწია, შექების გარდა სხვა არაფერი გექნებათ მისთვის სათქმელი.”

მოსალოდნელია, რომ ვან პერსი მწვანე მინდორს 12 აგვისტოს დაუბრუნდება, მატჩში სადაც “იუნაიტედი” “ვალენსიას” დაუპირისპირდება. “წითელი ეშმაკები” ახალ პრემიერ ლიგის სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებენ “სუონსისთან” საშინაო მატჩით.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ვან პერსის გოლი მონეტაზე გამოსახეს

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების კარში რობინ ვან პერსის მიერ ნახტომში გატანილი გოლი სამახსოვრო მონეტაზე გამოსახეს.

მონეტა ჰოლანდიის სამეფო ზარაფხანამ მოჭრა და ექვსი ათასი ეგზემპლარი გამოუშვა. მონეტის რევერსზე ნახტომში მყოფი ვან პერსის სილუეტია გამოსახული. ფასი 9,95 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ჰოლანდიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

 

არსენ ვენგერმა რობინ ვან პერსის მიბაძა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დასვენებას განაგრძობს. ფრანგი სპეციალისტი კამერებმა მაშინ დააფიქსირეს, როცა მან გულშემატკივრებს ეფექტური თამაში შესთავაზა.

ვან პერსის გოლის ამსახველი ქაღალდის ანიმაცია (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში საინტერესო ვიდეო გავრცელდა, რომლის ავტორიც ქაღალდის ანიმაციის დამხარებით რობინ ვან პერსის ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს გვიჩვენებს.

ვან პერსი: „ვან გალმა გოლი მიწინასწარმეტყველა“

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. მატჩის გმირად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დაასახელეს, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ესპანელთა წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაჯამა.

„მატჩის წინ ვან გაალმა მითხრა, რომ გოლის გატანა შემეძლო. ასეც მოხდა – ამიტომაც აღვნიშნე ესპანელთა კარში გატანილი პირველი გოლი მწვრთნელთან ერთად. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანეთის ნაკრების ტაქტიკა სწორად გავანაალიზეთ და მათ წინააღმდეგ მატჩს სრულად შეიარაღებულნი შევხვდით“, – განაცხადა ვან პერსიმ.

 

ესპანეთი — ჰოლანდია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ნარინჯისფერთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰოლანდიელთა თავდამსხმელი რობინ ვან პერსი დასახელდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ვან პერსიმ მოედანზე 79 წუთი დაჰყო, გააკეთა 27 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.

 

ვან პერსიმ, შესაძლოა, მუნდიალი გამოტოვოს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, შესაძლოა, ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

როგორც გაირკვა, 30 წლის ფორვარდმა ჰოლანდიის ნაკრების ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა.

ტრავმის სირთულის შესახებ კი ამჟამად არაფერია ცნობილი. დეტალურ ინფორმაციას ჰოლანდიელთა სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები მოგვიანებთ გაავრცელებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვან პერსი ჰოლანდიაში სამკურნალოდ გაემგზავრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი სამშობლოში გაემგზავრა, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გაივლის.

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკების“ ფორვარდმა ათენის „ოლიმპიაკოსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. ხსენებულ შეხვედრაში კი ვან პერსიმ ჰეთრიკი შეასრულა.

სავარაუდოდ, ვან პერსი მოედანზე ერთ თვეში დაბრუნდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვან პერსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ოლიმპიაკოსს“ შორის გამართულ მატჩში (3:0) ინგლისელთა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცის საშუალებით მოუწია.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რამაც შემაშფოთებელი შედეგი აჩვენა. „წითელი ეშმაკების“ თავკაცი დევიდ მოიესი კი ამბობდა, ტრავმა სერიოზული არ ჩანსო, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ვან პერსის მუხლის მყესები აქვს გაჭიმული და ტრავმის მოშუშებას ოთხიდან ექვს კვირამდე დასჭირდება. შესაბამისად, ჰოლანდიელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორივე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულმა წილისყრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მეტოქედ მიუნხენის „ბაიერნი“ არგუნა. პირველი მატჩი პირველ აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება, განმეორებითი კი – 9 აპრილს, „ალიანს არენაზე“.

ბექა დოგრაშვილი