“კრისტალ პალასის” ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში

“კრისტალ პალასი” მიმდინარე სეზონში საშინლად გამოიყურება. “არწივების” პრობლემებს ვერც ფრანკ დე ბურის დათხოვნამ და მის ნაცვლად გუნდში როი ჰოჯსონის მოყვანამ უშველა.

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ექს-თავკაცმა “კრისტალ პალასის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამაართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა (0-1).

შედეგად პრემიერ ლიგის 5 ტურის შემდეგ “პალასს” ხუთი წაგება უგროვდება ისე, რომ ერთი გოლიც არ აქვს გატანილი. ასეთი სტარტი ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის 129-წლიანი არსებობის მანძილზე არცერთ გუნდს არ ჰქონია.

სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზე მყოფი “კრისტალ პალასი” მომდევნო ტურში “მანჩესტერ სიტის” ეწვევა, შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსისთვის” ეცდება ქულების წართმევას.

ოფიციალურად: სემ ელერდაისი ინგლისის ნაკრების მწვრთნელია

“ევრო 2016”-ზე სენსაციური მარცხის შემდეგ, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი როი ჰოჯსონმა დატოვა. ამის შემდეგ ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, თუ ვის უნდა დაეკავებინა აღნიშნული თანამდებობა.

დღეს ოფიცილაურად დადასტურდა, რომ ბრიტანელთა ახალი თავკაცი “სანდერლენდის” უკვე ყოფილი მწვრთნელი, სემ ელერდაისი იქნება. 61 წლის სპეციალისტმა 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სწორედ ის გაიყვანს ინგლისელებს მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე. ელერდაისს სადებიუტო შეხვედრის ჩატარება პირველ სექტებერს მოუწევს. ეს იქნება ამხანაგური მატჩი, რომელშიც მეტოქე ჯერ არაა გარკვეული.

 

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 ივლისი)

“ლივერპულს” კიდევ ერთი ცენტრალური მცველი სჭირდება

კოლო ტურე – გაუშვეს. მარტინ შკრტელი – გაყიდეს. მამადუ სახო – ტრავმირებულია. ჯო გომესი – ტრავმირებულია. სტივენ კოკერი – “ქპრ-ში” დაბრუნდა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, Daily Mirror ირწმუნება, რომ იურგენ კლოპი სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს დაიმატებს.

ალარდაისი თუ კლინსმანი?

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ალარდაისის მოსვლის ვარიანტი ყველაზე რეალურია, თუმცა არ ინგლისში არ გამორიცხავენ იურგენ კლინსმანსაც. Indepedent იუწყება, რომ აშშ-ს მთავარი მწვრთნელი ამ პოსტის დასაკავებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

უფორვარდოდ დარჩენილი “სუონსი” გამოსავალს ეძებს

ევრო 2016-ის გმირი ედერი “ლილს” შეუერთდა. ალბერტო პალოში – “ატალანტას”. ბაფეტამბი გომისი კი “მარსელში” აპირებს გადაბარგებას.

ddddddddddddddddddddddddddddd

გიოტცე და შაქირი “დორტმუნდში”?

Daily Mirror გვამცნობს, რომ დორტმუნდის “ბორუსიამ” მხითარიანის, ჰუმელსისა და გიუნდოგანის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულის პროდიქტიულად გამოყენებას აპირებს. ტომას ტუხელი გუნდში მარიო გიოტცესა და ჟერდან შაქირის მოყვანას აპირებს.

დიეგო კოშტა “ატლეტიკოში”?

დიეგო კოშტამ ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ “ატლეტიკო მადრიდში” აპირებს დაბრუნებას. As-ის ცნობით, მადრიდელებისთვის ესპანელი ფორვარდის გადაბირება ყველაზე პრიორიტეტულია.

“ტოტენჰემს” ვეინალდუმი სურს

მართალია, ლონდონელებმა უკვე გადაიბირეს ვინსენტ იანსენი და ვიქტორ ვანიამა, თუმცა ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ – “მამლებს” ჯორჯინიო ვეინალდუმის გადაბირება სურთ, რომელიც 25 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

როი ჰოჯსონი: “დროა ნაკრები სხვამ ჩაიბაროს”

როი ჰოჯსონმა ისლანდიასთან განცდილი მოულოდნელი მარცხისა და მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

“ჩვენ ევროპის ჩემპიონატიდან გამოვვარდით. ახლა დროა ექსტრემალურად ნიჭიერი, მშიერი გუნდი ვინმე სხვამ ჩაიბაროს. მათ ყველაფერი ფანტასტიკურად გააკეთეს. რეიმ და გარიმ მთხოვეს, რომ მათ მაგივრადაც მესაუბრა.

ისინი ჩემი გაწვრთნილი გუნდის ნაწილები იყვნენ და ახლა ჩემთან ერთად დატოვებენ კლუბს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ფედერაციას და ფანს.

ამ ოთხ წელიწადს ამაყად გავიხსენებ. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეს.

ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე უნდა დასრულდეს, მაგრამ ასეთი რაღაცეები ხდება.იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ ვნახავთ ინგლისის ნაკრებს დიდი ტურნირის ფინალში.” – განაცხადა როიმ.

როი ჰოჯსონმა ინგლისელ გულშემატკივრებს მიმართა

როი ჰოჯსონმა ინგლისელი ფანებს სპეციალური მესიჯი გაუგზავნა, რომელშიც ის მათ ყველანაირი არეულობისგან თავის არიდებისაკენ მოუწოდებს.

როგორც იცით, უეფამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ ორივე გუნდი, ინგლისიც და რუსეთიც დატოვებს ტურნირს, თუ გულშემატკივრები კვლავ განაგრძობენ ასე მოქცევას.

“როგორც ინგლისის მწვრთნელი, ძალიან მაშინებს ის სანქციები, რომელიც შესაძლოა ჩვენი გუნდის მიმართ გატარდეს. ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ, რათა აქ მოვხვედრილიყავით და ნამდვილად არ გვინდა, რომ ტურნირს ასე გამოვეთიშოთ.

ამიტომაც, თითოეულ ფანს მინდა ვუთხრა, რომ მადლობელი ვარ და ვაფასებ მათ თანადგომას მატჩის მიმდინარეობისას, მაგრამ გთხოვთ, თავი აარიდეთ არეულობას.

გთხოვთ, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ამან პრობლემა არ შეგვიქმნას, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ტურნირზე დავრჩეთ.”

ჰოჯსონი პორტუგალიასთან მოგებით კმაყოფილი დარჩა

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:0 მოგებული ამხანაგური მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„არ ვარ მზად იმის სათქმელად, რომ კარგად არ ვითამაშეთ. კარგად ვმოქმედებდით, მთელი მატჩის განმავლობაში სიმშვიდე გამოვიჩინეთ. უკეთესი იქნებოდა, 11 კაცის წინააღმდეგ რომ გვეთამაშა, რადგან ათ ფეხბურთელთან თამაში უფრო მძიმეა.

თუმცა, კმაყოფილი ვარ, რომ სამი მატჩი მოვიგეთ და დღეს არ გავუშვით. დებატების მოსაწყობად მზად არ ვარ. ყველა ფეხბურთელის აკრგად მოქმედება გვჭირდება. ყოველ მატჩში ვიღაც ნამდვილად კარგად მოქმედებს, ვიღაცის გასაკვირიკებლად მზად არ ვარ. მძიმე მწვრთნელი ვიქნები, თუ სამი მოგებით უკმაყოფილო დავრჩები.

ავირჩე თუ არა სასტარტო შემადგენლობა? ეს ძნელია, ყველაფერი მატჩის წინ გაირკვევა. მხიარია, რომ 16-17 ფეხბურთელი გვეყოლება და მათი იმედი გვექნება“, – ციტირებს ჯოჰსონს BBC.

როი ჰოჯსონმა ევროპის ჩემპიონატისათვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისათვის შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: ჯო ჰარტი, ფრეიზერ ფოსტერი, ტომ ჰიტონი;

მცველები: ნათანიელ კლაინი, კაილ უოლკერი, გარი კეჰილი, კრის სმოლინგი, ჯონ სტოუნსი, რაიან ბერტრანდი, დენი როუზი;

ნახევარცმველები: დელე ალი, როს ბარკლი, ფაბიან დელფი, ერიკ დაიერი, დენი დრინქუოთერი, ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა, ჯეიმს მილნერი, რაჰიმ სტერლინგი, ანდროს თაუნსენდი, ჯეკ უილშირი;

თავდამსხმელები:
ჰარი კეინი, მარკუს რეშფორდი, უეინ რუნი, დანიელ სტარიჯი, ჯეიმი ვარდი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ჯგუფში უელსს, რუსეთსა და სლოვაკეთს დაუპირისპირდება.

ჰოჯსონი: “რუნის ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს”

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცი, როი ჰოჯსონი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი ევრო-2016-ისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ მას ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის არყოფნიდან გამომდინარე როიმ 24-კაციან განაცხადში სხვა ფორვარდები დაასახელა: ჰარი კეინი, დანიელ სტარიჯი, ჯეიმი ვარდი, ტეო უოლკოტი და დენი უელბეკი. სწორედ მათ მოუწევთ გერმანიისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებების კარის აღებაზე ფიქრი.

“დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვის რუნი ფორმაში იქნება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დილემის წინაშე დადგომა არ მომიწევს. თუ ის 12 მაისისთვის სრულ მზადყოფნაში არ იქნება, შეიძლება არც წავიყვანოთ ტურნირზე. თავს უსიამოვნო სიტუაციაში ამოვყოფ.

არასდროს არ მითქვამს, რომ მას ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს და ჩემს გუნდში გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს.” – განაცხადა როიმ.

მოურინიოს ინგლისის ნაკრების თავკაცობა სურს

როგორც ბრიტანული გამოცემა „მირორი“ იტყობინება, ცოტა ხნის წინ „ჩელსიდან“ გაშვებულ ჯოზე მოურინიოს ინგლისის ნაკრების გაწვრთნის სურვილი აქვს.

თუ პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი ვერ გახდება, ის ევრო 2016-ს შემდეგ, შეეცდება, სწორედ როი ჰოჯსონის ადგილი დაიკავოს. მეტიც, ამავე წყაროს მიხედვით, მოურინიომ თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს ამის შესახებ უკვე შეატყობინა.

სხვათაშორის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ჰოჯსონისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ არ შესთავაზა.

ჰოჯსონი: „რუნის ნაკრებში კიდევ ბევრი გოლის გატანა შეუძლია“

შვეიცარიასთან ანაგრიშით 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთNელმა როი ჰოჯსონმა უეინ რუნის შესახებ ისაუბრა, რომელმაც სანაკრებო დონეზე 50-ე გოლი გაიტანა და თავისი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

„პირველ რიგში მიხარია, რომ რუნიმ გაიტანა და რეკორდი დაამტარა.

კიდევ რამდენს გაიტანს უეინი? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენს ითამაშებს ის. წელწიადში, დაახლოებით, ათ მატჩს ვატარებთ. თუ ფინალურ ტურნირზე კარგად გამოვალთ, მაშინ, ცოტა მეტი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს.

კარგი იქნება, თუ ის თამაშს 2018 წლამდე გააგრძელებს. ამ შემთხვევაში უეინს წინ კიდევ 20-30 თამაში ელის.

ასეთი შედეგიანობით, ვფიქრობ, მას 10-15 გოლის გატანა შეუძლია“, – განაცხადა ჰოჯსონმა

 

ჰოჯსონი: “მსურს ინგლისის ნაკრების გაწვრთნა გავაგრძელო”

როი ჰოჯსონი არაა დარწმუნებული, რომ მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ინგლისის ნაკრებში.

“არ ვიცი, რა მდგომარეობაა ჩემი კონტრაქტის გარშემო. მესმის, რომ ახალი ტურნირის დაწყებამდე ბევრ მწვრთნელს უხანგრძლივებენ, ბევრს კი უშვებენ. ორივე პოზიციისთვის მზად ვარ”.

“იწყება ევრო-2016 და მსურს კვლავ აქ ვიყო. ამ ტურნირზე ინგლისის ნაკრების გაწვრთნა ძალიან მინდა,”-დაასრულა ჰოჯსონმა.

ინგლისსა და შოტლანდიაში მოურინიო საუკეთესოა

ინგლისსა და შოტლანდიაში მოასპარეზე 123 ფეხბურთელს შორის ჩატარებული გამოკითხვით, ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო იდეალურ მენეჯერად დასახელდა.

შეკითხვაზე, თუ ვისი ხელმძღვანელობით ისურვებდნენ თამაშს, ფეხბურთელთა უმეტესობამ პორტუგალიელის სასარგებლოდ გასცა პასუხი.

მოურინიო 48%-ით პირველზეა, მეორე ადგილზე მიუნხენის “ბაიერნის” მესაჭეს, პეპ გვარდიოლას ერგო(31%), მომდევნო ადგილებზე გასულები კი, ჟოზეს და პეპს ძალზე დიდი სხვაობით ჩამორჩებიან. “არსენალის” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მხოლოდ 8% მიიღო, “დორტმუნდის” თავკაცმა იურგენ კლოპმა კი 6%, “ვესტ ჰემის” დამრიგებელმა სემ ელერდაისმა 6%, ხოლო ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მხოლოდ 1%-ს დააჯერეს.