“გადაღლილი” სტერლინგი ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა

ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისის ეროვნული გუნდისა და “ლივერპულის” ნახევარმცველი რაჰიმ სტერლნგი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:0) შემდეგ ღამის კლუბში შენიშნეს.

თვითმხილველთა თქმით, სტერლინგს თან ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები — დანი უელბეკი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ახლდნენ. მათი განცხადებით, სტერლინგი ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში 3 საათამდე ერთობოდა.

ესტონეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში “სამი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სტერლინგი სასტარტო განაცხადში ფეხბურთელის დაღლილობის მომიზეზებით არ დააყენა.

Sterling

ჰოჯსონი ჩააბნელეს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიისა და ინგლისის ნაკრებს შორის გასამართი მატჩის პრესკონფერენციაზე, როი ჰოჯსონის გამოსვლისას მოულოდნელად ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წამის შემდეგ აღდგა.

როგორ ავარჯიშებს ფეხბურთელებს როი ჰოჯსონი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა საკმაოდ სახალისო კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ავარჯიშებს როი ჰოჯსონი თავისი გუნდის ფეხბურთელებს.

ინგლისის ნაკრები მუნდიალზე – მხოლოდ 6 წამი

ინგლისის ნაკრებისათვის მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი წარუმატებელი გამოდგა.

ჰოჯსონი: „ვნანობ თუ არა? დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორად გავაკეთე“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა.

„რომელიმე მიღებულ გადაწყვეტილებას ვნანობ თუ არა? არა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორად გავაკეთე.

დარწმუნებული მომავალში გუნდის წარმატებულ თამაშშიც ვარ. ჩვენ კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს.

გუნდი პროგრესირებს. რა თქმა უნდა, პროგრესს გავაგრძელებთ. არამგონია, რომ მომავალში ამჟამინდელი მოთამაშეების წარმატებაში ეჭვის შეტანა ღირდეს.

ნაჩვენები შედეგით, ისევე როგორც ფეხბურთელებს, გული დამწყდა. ჩვენ ბევრს ველოდით და გვეგონა, რომ თავს გამოვიჩენდით.

სასურველი შედეგის მისაღწევად მოგებაა საჭირო, თუმცა ჩვენ პირველ ორ შეხვედრაში დავმარცხდით“, – განაცხადა ჰოჯსონმა.

ჰოჯსონი პენსიაზე გასვლას არ აპირებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ აპირებს პოსტის დატოვებას, იმისდა მიუხედავად, რომ მისმა გუნდამ საშინლად იასპარეზა მსოლფიო ჩემპიონატზე და დიდი ალბათობით ჯგუფში ჩარჩება.

იტალიასთან და ურუგვაისთან მარცხის შემდეგ ინგლისს მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა ჯგუფიდან გასვლის: იტალიის ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, რის შემდეგაც ინგლისის ნაკრებმა კოსტა რიკას ორბურთიანი სხვაობით ანუ ჰანდიკაპით უნდა მოიგოს, რომ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავოს.

ინგლისის ნაკრები დიდი შემართებით გაემგზავრა ამ ტურნირზე, მაგრამ რეალობა მწარე აღმოჩნდა. როი ჰოჯსონი კი ნაკრებიდან წასლას არ ფიქრობს:“მე არ მსურს ნაკრებიდან წასვლა. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთელები ჩემს დავალებებს ზედმიწევნით ასრულებენ.”

“რაღა თქმა უნდა, მე ძალიან გაბრაზებული ვარ ამ მარცხით, მაგრამ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ. მეორე მხრივ კი თუ FA გადაწყვეტს, რომ მე ნაკრებს და ამ სამუშაოს ვერ ვერგები, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და არა ჩემი.” – განაცხადა ჰოჯსონმა BBC-თან.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ჰოჯსონი: „რუნის მარცხენა ფლანგზე ცუდად არ უთამაშია“

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის როი ჰოჯსონის აზრით, უეინ რუნიმ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში კარგად ითამაშა.

„ვფიქრობ, რუნის მისამართით კრიტიკა გადამეტებულია. ყველა ამბობს, რომ მარცხენა ფლანგზე იგი თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. ჩემი აზრით, დაკისრებული დავალება მან კარგად შეასრულა. ასე რომ, არ ღირს იმის თქმა, რომ უეინმა ამ პოზიციაზე თავი ვერ გამოიჩინა“, – განაცხადა ინგლისელთა თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ინგლისის ნაკრების მწვრთნელს ფეხბურთის თამაში დაავიწყდა?

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია,

ლამპარდი მუნდიალზე ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტანი იქნება

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ინგლისის ნაკრების ვიცე-კაპიტნად დაინიშნა. საჭიროების შემთხვევაში, გამოცდილი ფეხბურთელი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სტივენ ჯერარდს ჩაანაცვლებს, რომელიც „სამი ლომის“ პირველი კაპიტანია.

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ლამპარდისა და ჯერარდის შესახებ ისაუბრა.

„ფრენკი ნაკრების ვიცე-კაპიტანია. ჯერარდის არყოფნის შემთხვევაში, გუნდს კაპიტნის სამკლავურით ისედაც ლამპარდი მიუძღვებოდა და თავის საქმეს შესანიშნავადაც ასრულებდა. ვთვლი, რომ გამოცდილებისა და ოსტატობის გათვალისწინებით მას შეუძლია, ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყოს.

ვიცი, რომ ჯერარდი სეზონის შედეგებით იმედგაცრუებულია, თუმცა ახლა მას მუნდიალი ელის. ის ფსიქოლოგიურად ძლიერია. ჯერარდი პრემიერლიგაში განცდილ წარუმატებლობას დაივიწყებს და მსოფლიოს ჩემპიონტს აწეული თავით შეხვდება“, – როი ჰოჯსონის სიტყვებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

35 წლის ლამპარდის ანგარიშზე ინგლისის ნაკრების რიგებში ჩატარებული 103 მატჩია. ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა.

ბექა დოგრაშვილი

ჰოჯსონი: „მჯერა, რომ ინგლისის ნაკრებს მუნდიალის მოგება შეუძლია“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ბრაზილიაში მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი გუნდის წარმატების სჯერა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდს მუნდიალის მოგების პოტენციალი აქვს. თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია. არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

თუ მოგება გვსურს, მაშინ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. ნიჭერმა მოთამაშეებმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენონ“, – განაცხადა ჰოჯსონმა.

შეგახსენებთ, რომ მუნდლიასთვის საბოლოო განაცხადი ჰოჯსონმა დღეს წარადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰოჯსონი მუნდიალისთვის საბოლოო განაცხადს 12 მაისს წარადგენს

ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების საბოლოო განაცხადი სულ მალე გახდება ცნობილი.

როგორც გაირკვა, ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი საბოლოო 23-კაციან განაცხადს საჯაროდ 12 მაისს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის მეტოქეთა შორის იტალიის, ურუგვაისა და კოსტა რიკის ნაკრებები იქნებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

როი ჰოჯსონი: „იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო პირლოა“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო ფეხბრუთელი ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლოა.

„იტალიის ნაკრების რიგებიდან მარიო ბალოტელიზე უფრო სახიფატო ანდრეა პირლოა. ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიელთა თამაში სწორედ მასზე იყო აწყობილი.

პრანდელიმ დიდი სამუშაო გააკეთა, მისი მოსვლის შემდეგ „სკუადრა აძურა“ გაძლიერდა. ასეა თუ ისე, ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის, რომელიც რთული იქნება“, – განაცხადა ჰოჯსონმა.

ალექსანდრე მატევოსოვი