რომში “ფეინოორდის” ქომაგები დააკავეს (ფოტოები)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი გაიხსნა. “რომასა” და როტერდამის “ფეინოორდს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე რომის პოლიციამ ჰოლანდიური გუნდის 22 ქომაგი დააკავა.

“გარდიანის” ცნობით, “ფეინოორდის” ფანებმა ქალაქის ცენტრში არეულობა მოაწყვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებთანაც იჩხუბეს, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა, ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა. დაკავებულიდან მინიმუმ რვა პირს ექვსთვიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 45 ათასი ევროს გადახდა ემუქრება.

მატჩი “რომასა” და “ფეინოორდს” შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

roma police 1ROMA POLICE 2ROMA POLICE 3

 

დე როსი სამ კვირას გამოტოვებს

“რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი ტრავმის გამო დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

გუშინ 31 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რამაც ცხადყო, რომ დე როსის ბარძაყის კუნთები აქვს გაწყვეტილი. “რომას” ნახევარმცველის გამოჯანმრთელებას 15-დან 20 დღემდე პერიოდი დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში დანიელე დე როსიმ იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დესტრო “მილანში” გადადის

“რომას” თავდამსხმელი მატია დესტრო უახლოეს პერიოდში “მილანს” შეუერთდება. იტალიური წყაროების თანახმად, 23 წლის ფეხბურთელი “როსონერიში” სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება.

“რომას” ხელმძღვანელებს სურთ, რომ დესტრომ მაქსიმალურად სწრაფად დატოვოს გუნდი, რათა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დონეცკის “შახტარიდან” ლუის ადრიანოს დამატება მოესწროს.

მატია დესტრომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩი ხუთი გოლი გაიტანა.

 

ტოტი: “მთელი კვირა ვფიქრობდი, როგორ გადამეღო “სელფი”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “რომასა” და “ლაციოს” შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. “მგელთაგან” ორივე გოლი გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ გაიტანა, ერთ-ერთი გატანილი ბურთი კი “სელფის” გადაღებით აღნიშნა.

შეხვედრის შემდეგ ტოტიმ ორიგინალური აღნიშვნის შესახებ ისაუბრა.

“სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ორი გოლი მივიღეთ. ანგარიშის გათანაბრება რთული საქმე იყო, თუმცა ჩვენ ეს შევძელით და დავამტკიცეთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია.

მთელი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ გადამეღო “სელფი”. ახლა “სელფის” გადაღება მოდაში შემოვიდა და ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერც მე გავუშვებდი. ეს უნიკალური შანსი იყო, რომელიც შესაძლოა, აღარც კი განმეორდეს. ჩემივე ტელეფონით გადავიღე. გვიდო ნანის (“რომას” მწვრთნელი) ვთხოვე, თუ გავიტანდი, ჩემთვის ტელეფონი მოეცა”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Football italia.

 

„რომა“ ტოტის დუბლით დერბიში მარცხს გადაურჩა

„რომასა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა იმედი გაამართლა.

შეხვედრა ნომინალური მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და პირველ ოც წუთში „ჯალოროსიმ“ „ლაციოს“ კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, თუმცა ანგარიში მაინც სტეფანო პიოლის გუნდმა გახსნა – 25-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის მეტოქის საჯარიმოში ჩინებულ ჩაწოდებას სტერფანო მაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. ოთხ წუთში ანდერსონმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად ბრაზილიელმა თვითონ დაარტყა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-3 წუთზე „რომამ“ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო – ფრანჩესკო ტოტიმ ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე „ლაციოს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა – 2:2! გატანილი გოლი „იმპერატორმა“ „სელფით“ აღნიშნა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის 89-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „რომას“ კარს შეცვლაზე შესულმა მიროსლავ კლოზემ დაუმიზნა, თუმცა რუდი გარსიას გუნდი მეკარე მორგან დე სანქტისმა გადაარჩინა.

საბოლოოდ, 2:2 და ამ ფრით „რომა“ მინიმუმ ოთხი საათით ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთაბარდა, რომელიც დღეს გასვლაზე „ნაპოლის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება „ლაციოს“, პიოლის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება.

ტოტიმ “ლაციოს” კარში გატანილი გოლი “სელფით” აღნიშნა

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “რომასა” და “ლაციოს” შორის გამართულ მატჩში ფრანჩესკო ტოტიმ მეტოქის კარში გატანილი მეორე გოლი “სელფით” აღნიშნა.

 

ტოტი: “რომა” ბოლომდე იბრძოლებს”

იტალიური “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი აცხადებს, რომ სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, “ჯალოროსი” კი სკუდეტოსათვის ბოლომდე იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, სერია A-ს ცხრილში პირველ პოზიციას ტურინის “იუვენტუსი” იკავებს, რომელსაც “რომა” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

“გვინდოდა, 2014 წელი პირველ პოზიციაზე დაგვესრულებინა, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. სეზონის დასრულებამდე დიდი დროა, ჩვენ სკუდეტოს მოგების კარგი შანსი გვაქვს და ცხადია, ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – ამბობს ტოტი.

როდემდე ითამაშებს ტოტი და რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როდემდე ითამაშებს და რას აპირებს პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ.

“კიდევ სამი წლის განმავლობაში ვითამაშებ, შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერას დავიწყებ. შესაძლოა სწორედ “რომაში” ვიმუშაო. არ გამოვრიცხავ, სამწვრთნელო მუშაობა ბავშვებთან დავიწყო, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ აუცილებლად ასე მოხდება. ასეთ დონეზე მოთამაშე ადამიანს სწავლებისთვის დიდი დრო არ სჭირდება”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

 

ტოტიმ ფაკეტის სახელობის საერთაშორისო ჯილდო მიიღო

“რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ჯაჩინტო ფაკეტის სახელობის საერთაშორისო ჯილდო მიიღო, რომელსაც გაზეთი “ლა გაძეტა დელო სპორტი” ყოველწლიურად რომელიმე ფეხბურთელს დადებითი და ჯენტლმენური ქცევის გამოვლინებისთვის გადასცემს.

2013 წელს ეს ჯილდო “ბარსელონას” ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა მიიღო, მანამდე კი ეს პატივი იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაც ჩეზარე პრანდელის, “მილანის” ყოფილ კაპიტან პაოლო მალდინის, უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისა და ერაყის კაპიტან იუნის ჰალაფს ხვდათ წილად.

“რომას” რიგებში 20 წელზე მეტია, ვთამაშობ. ამ კლუბისთვის ყველაფერი გავეცი და სანაცვლოდაც ბევრი რამ მივიღე. “რომა” ჩემი ერთადერთი კლუბია, ჩემი ერთადერთი სიყვარულია. ეს კლუბი უმაღლეს დონეზე თამაშს იმსახურებს”, – აღნიშნა ტოტიმ.

როგორც მოგახსენეთ ჯილდო ჯაჩინტო ფაკეტის სახელს ატარებს. ფაკეტი მილანის “ინტერის” ღირსებას 18 წლის განმავლობაში იცავდა. ის 2006 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Totti

ტოტი: “ჩემს შვილებს სტადიონზე მისვლის ეშინიათ”

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ გუშინ “სკუადრა აძურასა” და ხორვატიის ეროვნულ გუნდს შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის მეორე ტაიმში ხორვატმა ქომაგებმა მოედანზე მაშხალები ისროლეს.

“სტადიონზე შვილებითა და ოჯახებით ვეღარ დავდივართ. ჩემს შვილებს ფეხბურთზე დასწრების ეშინიათ. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ იტალიურ ფეხბურთში დასწრების მხრივ კლება შეინიშნება. თუმცა, სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია, რადგან ჩვენი ფეხბურთი და ჩვენი კლუბების ისტორია ამას იმსახურებს”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

ალესანდრო ფლორენციმ გოლი ბებიასთან ერთად აღნიშნა

იტალიის სერია A-ს III ტურში “რომამ” “კალიარი” ანაგრიშით 2:0 დაამარცხა. გოლები მატია დესტრომ (10′) და ალესანდრო ფლორენციმ (13′) გაიტანეს. ამ უკანასკნელმა გოლი ორიგინალურად აღნიშნა.

გატანილი გოლის შემდეგ ფლორენცი ტრიბუნაზე ავიდა და ბებიას ჩაეხუტა. ფოტოგრაფებმა აღნიშნული ეპიზოდის დაფიქსირება მოახერხეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთავარმა არბიტრმა ასეთი აღნიშვნის გამო ფლორენცის ყვითელი ბარათი უჩვენა.

რა გააკეთა ცსკა-ს თავდამსხმელმა მეკარესთან ერთი ერთზე გასვლისას

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში იტალიურმა “რომამ” რუსული ცსკა ანგარიშით 5:1 გაანადგურა, თუმცა სხვაობა შესაძლოა უფრო ნაკლები ყოფილიყო, ერთი ერთზე გასულ სეიდუ დუმბიას უცნაურად რომ არ ემოქმედა და გოლი გაეტანა.