დღეს, პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურში მადრიდის “რეალი” სანტიაგო ბერნაბეუზე “ვილიარეალს” უმასპინძლებს.
შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“წლევანდელი სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ფეხბურთელები და სამწვრთნელო პერსონალი თავთავიანთ საქმეებს კარგად აკეთებენ.”
“მიუხედავად წარმატებული სტარტისა, გვყავს კრიტიკოსები. ეს სრულებით ნორმალური და ჩვენთვის სასარგებლოცაა. კრიტიკა გვაძლევს მოტივაციას, რათა ვითამაშოთ.”
“რაც შეეხებათ ჩვენს მეტოქეებს… ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ამ სეზონში პრიმერა დივიზიონის არცერთი შეხვედრა არ წაუგია. ეს ძალიან კარგი კლუბია, რომელსაც შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა სათანადოდ დავუხვდეთ “ვილიარეალს”.
“ვეცდებით, განვაგრძოთ მოგებების სერია.”
“კეილორ ნავასი ნელ-ნელა შედის სასურველ ფორმაში, მაგრამ როდის დაბრუნდება, ვერ გეტყვით. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება; მოკლედ, ყველაფერს მომავალში ვიხილავთ.”
“კასილია არის მოთამაშე, რომელსაც ყოველთვის უნდა კეილორისგან ბევრი რამ ისწავლოს. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.”
“ბეილი და რონალდო 100%-ით მზად არიან!”