მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯი მანუელ ნოიერი ამბობს, რომ მას ქვედა საცვლებში პოზირება არ უყვარს, მისი ნათქვამი კი უცხოურმა სპორტულმა გამოცემებმა კრიშტიანო რონალდუს მისამართით გაკეთებულ განცხადებად შეაფასეს.
“მე სპორტსმენი ვარ და არა რომელიმე ბრენდის წარმომადგენელი. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ქვედა საცვლებში პოზირებს. წითელი ხალიჩა მძულს, მირჩევნია მწვანე მინდორზე გავიარო”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს Kicker-ი.