“რეალის” მცველმა მარსელომ პრიმერას პირველ ტურში “კორდობასთან” მოგებულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა. მატჩი “სამეფო კლუბის” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. მცირე ტრავმის გამო პორტუგალიელმა მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა.
“ვიცით, რომ კრიშტიანუს გოლები ყოველთვის გააქვს. ჩვენ მისი გვჯერა და ვიცით, თუ რისი გაკეთება შეუძლია გუნდისთვის. რა თქმა უნდა, “რეალმა” უკეთ უნდა ითამაშოს. ეს მხოლოდ დასაწყისია. თუმცა, “კორდობასთან” გუნდი ბოლომდე დაიხარჯა რათა გულშემატკივრები გაეხარებინა” – განაცხადა მარსელომ.