კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტს გაუბრაზდა

სამშაბათს, პრესის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ ჟურნალისტს გაუბრაზდა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის თავდამსხმელს ტრავმა აწუხებდა და მისი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში სათუო იყო.

ჟურნალისტის თქმით, თუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებდა და ამის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებისთვის დახმარების გაწევას ვეღარ მოახერხებდა, ეს მისი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

რონალდუმ ჟურნალისტს ასე უპასუხა: “თავს კარგად ვგრძნობ, პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვფიქრობ, შაბათს თამაშს მოვახერხებ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემს ასპარეზობას რისკის ქვეშ არ ვაყენებ. ჩემპიონთა ლიგის ფინალს საუკეთესო ფორმაში მყოფი შევხვდები”, – ამბობს რონალდუ.

როგორ იქცევა “რეალის” ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდუ

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ხალისობს მადრიდის “რეალის” ვარჯიშზე კრიშტიანო რონალდუ.

ანჩელოტი: “რონალდუ ესპანიოლთან ითამაშებს”

მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის მატჩში “ესპანიოლის” წინააღმდეგ კრიშტიანუ რონალდუ მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

“კრიშტიანუს ტრავმა აღარ აწუხებს და ის “ესპანიოლთან” თამაშს შესძლებს” – განაცხადა ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

ბოლო ტურამდე “რეალი” პრიმერაში მესამე პოზიციაზე და მეორეზე მყოფ “ბარსელონას” ორი ქული ჩამორჩება.

ბეილი: “რონალდუ შესანიშნავი ადამიანია”

მადრიდის “რეალის” უელსელმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა თანაგუნდელ კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა და თქვა, რომ პორტუგალიელი შესანიშნავი ადამიანია.

“კრიშტიანო შესანიშნავი ადამიანია. “რეალში” გადმოსვლის შემდეგ, მან საფეხბურთო და ცხოვრებისეულ საკითხებზე არაერთი მნიშნველოვანი რჩევა მომცა. ის მზადაა, ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს დაეხმაროს. ხშირად პრესაში მასზე ისეთი რამ იწერება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, – ამბობს ბეილი.

ანჩელოტი: “რონალდუ ვერ ითამაშებს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდუ “სელტას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, “ვალიადოლიდთან” გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც, ის მოედნიდან თამაშის დასაწყისშივე გაიყვანეს.

“რონალდუ “სელტასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. მირჩევნია, მან არ ითამაშოს, რადგან შემდეგ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. ასევე, მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვარანი, პეპე, დი მარია და კარვახალი, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ”, – ამბობს ანჩელოტი.

როცა მანქანაში რონალდუა, კოენტრაოზე არავინ ფიქრობს

ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ საინტერესო ვიდეო გავრცელდა. მაშინ, როცა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი მანქანით თანაგუნდელ კოენტრაოსთან ერთად კლუბის ბაბაზე მიდიოდა, მას გულშემატკივრები შეხვდნენ, რომლებმაც ავტოგრაფები მხოლოდ რონალდუსგან აიღეს.

რონალდუ: “დაუჯერებელი შეგრძნებაა, როცა 18 წლის ასაკში გიგზის თანაგუნდელი ხარ”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ რაიან გიგზის მიერ სათამაშო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა და უელსელს წარმატებები უსურვა.

“გიგზის თანაგუნდელი მაშინ გავხდი, როცა 18 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, დაუჯერებელი შეგრძნებაა, როდესაც პატარა ბიჭი ასეთი დიდი ფეხბურთელის გვერდით თამაშობ. რაიანი გასაოცარი ფეხბურთელი იყო. დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც არაერთ წარმატებას მიაღწევს და გულშემატკივრებს ხშირად გაახარებს”, – ამბობს რონალდუ.

იანუზაი რონალდუთია მოხიბლული

კრიშტიანუ რონალდუმ რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე ინდივიდუალურად გატანილი გოლების რაოდენობით. მან თავისი მე-15 და მე-16 გოლი მიუნხენის “ბაიერნს” გაუტანა 1/2 ფინალური შეხვედრის საპასუხო შეხვედრაში.

ადნანის მსგავსად, რონალდუც სულ ახალგაზრდა მოვიდა “იუნაიტედში” და მან რამდენიმე კარგი სეზონის შემდეგ, მსოფლიო დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბება შეძლო. დღესდღეობით კი მადეირელი ფეხბურთელი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

Inside United – ის ივნისის გამოცემაში ადნანმა განაცხადა, რომ იგი შორიდან ადევნებს თვალს რონალდუს თამაშს.

“მას დიდხანს ვუყურებ და ვცდილობ იგივე ვაკეთო, რასაც იგი აკეთებს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვუყურებ მის თამაშებს და ვცდილობ მივბაძო და დავიმახსოვრო თუ რას აკეთებდა იგი “იუნაიტედში”

“მეც ბევრი უნდა ვივარჯიშო, როგორც ის ვარჯიშობდა, რადგან არც ის იყო ძლიერი, როცა აქ მოვიდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ რონალდო ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა ვგრძნობ თუ როგორ ვძლიერდები ვარჯიშიშას.” 

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/

ანჩელოტი: “რონალდუს ტრავმა სერიოზული არ არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუს სერიოზული ტრავმა არ მიუღია და ის მოედანს მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ვალიადოლიდმა” “რეალი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა. რონალდუმ ტრავმა პირველივე ტაიმში მიიღო და მოედანი მე-9 წუთზე დატოვა.

“მომდევნო დღეებში კარგად ვნახავთ, როგორ იქნება რონალდუ. თუმცა, ვფიქრობ, სერიოზული ტრავმა არ უნდა იყოს, ამიტომ ის მოედანს მალე დაუბრუნდება”, – ამბობს ანჩელოტი.

ვალენსიელი ფეხბურთელის ფინტის შემდეგ, რონალდუ მინდორზე დაეცა

4 მაისს, მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” მიიღო და მეტოქესთან ფრედ, 2:2 ითამაშა.

თამაშის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ მომენტში “ვალენსიას” ფეხბურთელის ხავი ფუეგოს ცრუმოძრაობის შემდეგ, კრიშტიანო რონალდუ მინდორზე დაეცა.

კრიშტიანო რონალდუს გენიალური გოლი “ვალენსიას” კარში

4 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “ვალენსიას” შორის გამართულ მატჩში, კრიშტიანო რონალდუმ მეტოქის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

კრიშტიანო რონალდუ – მოატყუა ერთი… მოატყუა ორი…

4 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, მადრიდის “რეალსა” და “ვალენსიას” შორის გამართულ მატჩში, კრიშტიანო რონალდუმ მშვენიერი დრიბლინგი განახორციელა.