იტალიური “რომას” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ “მილანთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ “როსონერი” მხოლოდ კაკა და ბალოტელი არ არის.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს, “მილანი” “რომას” საკუთარ მოედანზე მიიღებს. “სან სიროზე” გასამართი მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
“დღეისათვის, “მილანის” ლიდერები ბალოტელი და კაკა არიან, მაგრამ “როსონერი” მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელი არ არის. “შავ-წითლებს” კარგი გუნდი ჰყავთ და მათ წინააღმდეგ შეცდომების დაშვება არ შეიძლება”, – ამბობს გარსია.