“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაიან გიგზმა გუნდში ჟოზე მოურინიოს მუშაობა შეაფასა და თქვა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის გათავისუფლება სიტუაციას ვერ გამოასწორებს.
“არ მესმის, თავკაცის შეცვლა ამ ეტაპზე როგორ დაეხმარება გუნდს. ყველამ იცის, რაოდენ წარმატებული მწვრთნელი იყო მოურინიო ბოლო წლების განმავლობაში. ჟოზემ გუნდს გარკვეული სტაბილურობა შესძინა და კლუბმა ის უნდა შეინარჩუნოს.
მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ გუნდის უკანასკნელი შედეგები “მანჩესტერ იუნატედის” დონეს არ შეესაბამება. ჩვენ საკმარისად კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი გვყავს იმისთვის, რომ სიტუაცია შევცვალოთ”, – ციტირებს გიგზის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
ჟოზე მოურინიოს ნათქვამი აქვს, რომ ახალი წლისთვის გუნდი სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში დაბრუნდება. ამ დროისთვის “წითელ ეშმაკებს” მეშვიდე პოზიცია უკავიათ და მეოთზე პოზიციას 7 ქულა აშორებთ.