“პსჟ”-ს ლონდონის “არსენალის” და დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვალვები სურს

Canal Supporters -ი იტყობინება, რომ იულიან დრაქსლერის შეძენის შემდეგ, ამ ზამთარში “პსჟ”-ს მთავარი ორი სამიზნე ალექსის სანჩესი და იულიან ვაიგლი იქნება.

ალექსისს ლონდონის “არსენალთან” კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. ჯერჯერობით, იწერება, რომ ჩილელი ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერას დაბალი ხელფასის შემოთავაზების გამო არ აპირებს. შესაძლოა, სწორედ ამან გადააწყვეტინოს სანჩესს, რომ, სარფიანი შემოთვაზების შემთხვევაში, იანვარშივე წავიდეს პარიზულ გრანდში.

 

რაც შეეხება ვაიგლს, უნაი ემერი მას ტიაგო მოტას პოტენციურ შემცვლელად განიხილავს. იტალიელ ნახევარმცველს მომდევნო ზაფხულს ეწურება კლუბთან კონტრაქტი.

სანჩესი “არსენალის” ბოსებს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

ლონდონის “არსენალის” წამყავნ ფეხბურთელს, ალექსის სანჩესს კლუბთან კონტრაქტი 2018 წელს ეწურება. რა თქმა უნდა, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებაზე.

Mirror-ი იტყობინება, რომ ჩილელი ფეხბურთელი “მეთოფეთა” მესვეურებთან ახალ ხელფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. ინგლისელები სანჩესს კვირაში 180 000 ფუნტს სთავაზობენ, ალექსისი კი, არც მეტი, არც ნაკლები, 250 000 ფუნტს ითხოვს.

ირკვევა, რომ, ჯერჯერობით, გუნდის ხელმძღვანელობა საკუთარ შეთავაზებას არ ცვლის. თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, სანჩესი 2017 წლის ზაფხულზევე დატოვებს “არსენალს”.

კარიკატურა: სანჩესს და ოზილს უფრო მაღალი ანაზღაურება სურთ (ფოტო)

ლონდონის “არსენალის” ლიდერები, მესუთ იოზილი და ალექსის სანჩესი გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან თავს იკავებენ, რადგან შემოთავაზებული ანაზღაურებით არ არიან კმაყოფილნი.

ომარ მომანი ამასთან დაკავშირებით სახალისო კარიკატურას გვთავაზობს

 

 

მონრეალი: “გაგვიმართლა, რომ სანჩესის და ოზილის მსგავსი მოთამაშეები გვყავს”

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელმა, ნაჩო მონრეალმა თანაგუნდელებზე, მესუთ იოზილზე და ალექსის სანჩესზე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

“დიდი ხანია, რაც ორივე მათგანი ფეხბურთშია. ყველამ იცის რისი გაკეთება შეუძლიათ მესუთსა და ალექსისს. ვიტყვი, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი მოთამაშეები გუნდში გვყავს. ჩემი აზრით, როცა “არსენალი” უტევს, ჩვენი მეტოქეები სწორედ ოზილზე და სანჩესზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს.”

“მესუთი არის ის, ვისთანაც ერთად თამაში გსიამოვნებს.”

“ალექსისი სრულყოფილებაა. ის ყველა ასპექტში შესანიშნავია: საჰაერო ორთაბრძოლებშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არაა. ჩილელს კარგი დარტყმა აქვს და ცარიელი სივრცეების მოძებნა და გახსნაც საოცრად შეუძლია. იტანს ბევრ გოლს… მოკლედ, ის გენიალური სპორტსმენია,” – განაცხადა “მეთოფეთა” მარცხენა მცველმა.

ვენგერი: “არ ვიცი რატომ დაარტყა პენალტი სანჩესმა – ეს აღარ განმეორდება”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჰალ სიტისთან” მოგებული მატჩის შემდეგ (1-4), ალექსის სანჩესის მიერ გაცუდებულ პენალტზე ისაუბრა.

როგორც იცით, ვენგერის “არსენალში” პენალტებს ყოველთვის სანტი კასორლა ასრულებდა, თუმცა დღეს, ბურთთან ესპანელის ნაცვლად ალექსის სანჩესი მივიდა, რომელსაც უკვე ჰქონდა ერთი გოლი გატანილი და რომელმაც პენალტი გააცუდა.

“პენალტი სანტის უნდა შეესრულებინა. არ ვიცი რატომ მოხდა ასე, ჩემგან მათ მსგავსი მითითება არ მიუღიათ, მსგავსი რამ დაგეგმილი არ გვქონია.

არ ვიცი რა მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეტჯერ აღარ მოხდება. პენალტის გაცუდება ჩვეულებრივი მოვლენაა, ასეთი რამ ნებისმიერს შეუძლია დაემართოს.”

ალექსის სანჩესი: “მე მათ დონეს მივაღწიე!”

ლონდონის “არსენალის” შემტევი, ალექსის სანჩესი, რომელიც “მეთოფეებს” 2014 წელს შეუერთდა, თვლის, რომ მან უკვე მიაღწია სუპერვარსკვლავების, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დონეს.

სანჩესმა 2 წელში, 68 პრემიერლიგურ მატჩში 30 გოლი გაიტანა. ნახსენებმა რონალდუმ ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ევროპის ჩემპიონატი და წინა სეზონში ყველა ტურნირზე 54 გოლი გაიტანა. ასევე, დაახლოებით ასეთი ფანტასტიკური შედეგები აქვს ლიონელ მესისაც, თუმცა სანჩესი მაინც თვლის, რომ იგი ნახსენებ ორ სპორტსმენს არაფრით ჩამოუვარდება.

“მე მივაღწიე იმ საფეხურს, რომელზეც მაღალი დონის მოთამაშეები ასპარეზობენ. არავისზე ნაკლებად არ მივიჩნევ თავს. ვთვლი, რომ იგივე შესაძლებლობები მაქვს, რაც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს,” – განაცხადა ჩილელმა მოთამაშემ.

ვინ გახდა “ევროპის ჩემპიონატის” საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი?

დასრულდა 2016 წლის “ევროპის ჩემპიონატი.” ტურნირის ფინალი ედერის ერთადერთი გოლით პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო და ნანატრ თასს დაეუფლა.

პორტუგალიელთაგან მთელი ტურნირის მანძლზე გამორჩეული იყო 18 წლის ახალგაზრდა, რენატო სანჩესი. სწორედ “ბაიერნის” ნახევარმცველი დასახელდა ტურნირის საუკეთეოს ახალგაზრდა მოთამაშედ.

ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად, კლეპერ პეპე დასახელდა.

ინიესტა: “სანჩესი ძალიან არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია”

ანდრეს ინიესტამ ლონდონური “არსენალი” დაახასიათა, როგორც ძალიან ‘საშიში’ კლუბი და აღნიშნა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ალექსის სანჩესი ძალიან არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია.

“არაპროგნოზირებადობა არის ის, რაც ალექსის სანჩისს ასე ძლიერს ხდის. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ბურთით ის ყოველთვის საშიშია. ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევავიწროვოთ და თავი კომფორტულად არ ვაგრძნობინოთ.”

“არსენალთან” კარგი ისტორიისა და 32-მატჩიანი დაუმარცხებელი სვლის მიუხედავად, ინიესტა ადვილ მატჩს მაინც არ ელის: “არსენალი” თამაშის საკუთარი სტილით არის ცნობილი.

ვფიქრობ, რომ “არსენალის” მთავარი ძლიერი მხარე არის მათი გამოცდილება და ის გზა, როგორაც ისინი თამაშობენ. ისინი ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან.” – განაცხადა ესპანელმა.

ვენგერი: “შესვენებამ სანჩესზე კარგად იმოქმედა”

მას შემდეგ, რაც ლონდონის “არსენალმა” ალექსის სანჩესის გოლის წყალობით “ბარნლი” დაამარცხა და ასოციაციის თასის მერვედფინალში გავიდა, გუნდის თავკაცმა ჩილელი ნახევარმცველის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი.

“ვფიქრობ, რომ ორთვიანი შვებულება მისთვის საკმარისზე მეტი იყო. მის მდგომარეობაზე დიდად არ მინერვიულია.

თავადაც ნახეთ, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია. ამ შესვენებამ მასზე კარგად იმოქმედა.” – განაცხადა არსენ ვენგერმა.

აქვე გეტყვით, რომ “არსენალის” მომდევნო მეტოქე “საუთჰემპტონი” იქნება, რის შემდგომაც “მეთოფეები” გასვლაზე “ბორნმუთს” დაუპირისპირდებიან.

 

როგორ შეხვდნენ ლიონელ მესი და ალექსის სანჩესი მატჩის დაწყების წინ ერთმანეთს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ შეხვდნენ კოპა ამერიკის ფინალის დაწყების წინ ერთმანეთს ლიონელ მესი და ალექსის სანჩესი.

ალექსის სანჩესმა “ასტონ ვილას” სუპერგოლი გაუტანა (ვიდეო)

30 მაისს, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში “არსენალმა” “ასტონ ვილა” ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის 50-ე წუთზე, ალექსის სანჩესმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

ჟირუ სანჩესზე მეტის გატანას იმედოვნებს

“არსენალის” შემტევი, ოლივიე ჟირუ იმედოვნებს, რომ თავის თანაგუნდელზე, ალექსის სანჩესზე მეტ გოლს გაიტანს. ამჟამად ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში გატანილი 13 გოლია.

“რატომ არ უნდა მინდოდეს სანჩესზე მეტის გატანა? მე და ალექსისი ერთმანეთს მოტივაციას ვუზრდით. ორვეს გვსრუს გოლების გატანა და გუნდისთვის წამრატების მოტანა” – განაცხადა ჟირუმ.