“ჩემი განცხადება სწორად ვერ გაიგეს”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფორვარდმა გონსალო იგუაინმა განაცხადა რომ მისი განცხადება ხალხმა ცუდად გაიგო. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნული იყო იგუაინის გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ მას მადრიდში გულშემატკივარი არ ანებივრებდა მისი სახელის სკანდირებით.

“მე მინდა კატეგორიულად უარვყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მე ვთქვი, რომ ”ბერნაბეუზე” ჩემს სახელს არ მღეროდნენ. ასეთი რამ არასდროს მითქვამს”, – განაცხადა “ნაპოლის” ლიდერმა.

1389544735_extras_noticia_foton_7_0

პრიმერადივიზიონის რომელ კლუბს აქვს ყველაზე დიდი მოედანი?

საფეხბურთო წესების თანახმად, სათამაშო მოედნის ზომები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. დღევანდელი დებულებით გვერდითი ხაზის ზომა 90-120 მეტრი, კარის ხაზის ზომა კი – 45-90 მეტრი უნდა იყოს. საინტერესოა, ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კლუბებიდან, რომელს აქვს ყველაზე დიდი მოედანი.

გასაკვირია, მაგრამ პრიმერადივიზიონში ყველაზე დიდი მოედანი არც მადრიდის „რეალს“ და არც „ბარსელონას“ არ ეკუთვნის.

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თანახმად, ყველაზე დიდი მოედანი „ელჩეს“ აქვს. „მანუელ მარტინეს ვალეროს“ სტადიონის მოედნის ზომებია 108×70 მეტრზე. სიდიდით მეორე ადგილზეა „ბეტისის“ არენა „ბენიტო ვილამარინის“ მოედანი – 107×68 მეტრზე. მესამე–მეოთხე პოზიციებს იყოფენ „ხეტაფეს“ სტადიონ „კოლიზეუმ ალფონსო პერესისა“ და „რეალ სოსიედადის“ სტადიონ „ანოეტას“ მოედნები, რომელთა ზომებია 105×70 მეტრზე.

ყველაზე პატარა მოედნები „რაიო ვალეკანოსა“ და „ოსასუნას“ არენებზეა – შესაბამისად, 100×65 მეტრზე და 105×67.5 მეტრზე.

„სანტიაგო ბერნაბეუს“, „კამპ ნოუს“, „ვისენტე კალდერონის“ და პრიმერადივიზიონში მოთამაშე უმეტეს კლუბთა სტადიონების მოედნებს ფიფას მიერ რეკომენდირებული ზომები აქვს: 105×68 მეტრზე.

ბექა დოგრაშვილი

„მაიკროსოფტი“ „სანტიაგო ბერნაბეუსთვის“ სახელის შეცვლას არ აპირებს

„მაიკროსოფტის“ ესპანური ფილიალის ხელმძღვანელმა მარია გარანიამ განაცხადა, რომ თუ კომპანია მადრიდის „რეალის“ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ შეიძენს, არენას სახელი არ გადაერქმევა.

ცოტა ხნის წინათ კომპანია „მაიკროსოფტმა“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ „სამეფო კლუბის“ სტადიონის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ 2016 წლის ზაფხულში განახლებული სტადიონის გახსნა იგეგმება და ამ დროისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი უნდა იყოს. გარანიას თქმით კი, „მაიკროსოფტს“ „რეალთან“ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და კომპანია სტადიონისთვის სახელის გადარქმევას არ აპირებს.

„რეალმა“ და „მაიკროსოფტმა“ მიმდინარე წლის მაისის თვეში გამოაცხადეს, რომ ლათინო ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში დაგეგმილ არაერთ პროექტთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ.

ბექა დოგრაშვილი

დაერქმევა „სანტიაგო ბერნაბეუს“ „მაიკროსოფტის“ სახელი?

„მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელი ბილ გეითსი მადრიდის „რეალის“ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ შეძენას ცდილობს. შეთანხმების შემთხვევაში, „სამეფო კლუბის“ არენას ამერიკული კომპანიის სახელწოდება ექნება. 2016 წლის ზაფხულში განახლებული სტადიონის გახსნა იგეგმება და ამ დროისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი უნდა იყოს. ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ ვარაუდობს, რომ კონტრაქტი წელიწადში 10 მილიონი დოლარით შეფასდება.

„მოლაპარაკებები სასტარტო სტადიაზეა. „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მომავალი წლის შუა პერიოდამდე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. საუბარია კლუბის გულშემატკივრებისთვის მეტად დელიკატურ საკითხზე, ამიტომ მხარეები ყველა შესაძლებლობას განიხილავენ, რომ სტადიონმა არ დაკარგოს სახელი „სანტიაგო ბერნაბეუ“, – წერს „ელ კონფიდენსიალი“ კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით.

ბექა დოგრაშვილი