“ბარსას” მცველს მუხლზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს

კატალონიური “ბარსელონა” ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გუნდის ფრანგ მცველს, ჟერემი მატიეს ფეხზე ოპერაციის გაკეთება მოუწევს, რისი მიზეზიც ნაკრებში თამაშისას მიღებული ტრავმა გახლავთ.

საფრანგეთისა და რუსეთის ამხანაგურ მატჩში (4-2) ჟერემი მატიე მატჩის მეორე ნახევარში ჩაერთო, მან პატრის ევრა შეცვალა. თუმცა “ბლაუგრანას” მცველმა მხოლოდ 8 წუთის გატარება მოახერხა მოედანზე. მან ფეხზე დისკომფორტი იგრძნო.

32 წლის მცველმა მალევე ჩაიტარა სამედიცინო შემოწმება, სადაც დადასტურდა, რომ მას მარჯვენა მუხლის მენისკი ნაწილობრივ გაწყვეტილი აქვს.

“კლუბი ოპერაციის დასრულებისთანავე მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას მისი მდგომარეობის შესახებ.” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

დეშამი: “პოგბასგან ყოველ მატჩში ჰეთ-ტრიკის გაფორმებას არ უნდა ველოდოთ”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა პოლ პოგბაზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოგბა არ არის ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც ყოველ მატჩში 2-3 გოლის გატანას შეძლებს.

“პოლ პოგბამ თავისი შესაძლებლობები თავიდანვე ძალიან კარგად წარმოაჩინე, ამიტომაც ხალხს მისგან მეტის მოლოდინი გაუჩნდა. მისგან ყოველთვის გოლებსა და დიდებულ თამაშს ველით.

ის არის ნახევარმცველი, რომელიც გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარება. თუ ის მატჩის ბედის გადაწყვეტას ვერ ახერხებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უიმედოა გუნდისთვის.

პირადად მე მისგან ყოველ მატჩში 2-3 გოლის გატანას არ მოველი. მას გოლების გატანა შეუძლია, შეუძლია უკეთ თამაშიც. ის კოლექტივის ნაწილია.”- განაცხადა დიდიე დეშამმა, რომელიც საფრანგეთში გასამართ ევრო-2016-ისთვის ემზადება.

ბილიჩი: ” საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება პაიეს ფსიქოლოგიურად დიდ დახმარებას გაუწევს”

სლავენ ბილიჩს იმედი აქვს, რომ დიმიტრი პაიეს ნაკრებში დაბრუნება დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს, რაც შემდეგში მოედანზეც გამოჩნდება.

“ის ბედნიერია და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენც ბედნიერები ვართ. პაიე ამას ნამდვილად იმსახურებს.” – განუცხადა ბილიჩმა Daily Mail-ის ჟურნალისტს.

“საფრანგეთის ნაკრებს წინ ორი ძალიან კარგი მატჩი ელის და იმედი მაქვს, რომ პაიე მათში მონაწილეობას შეძლებს. პაიეს უმაღლესი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელებთან ერთად მოუწევს ვარჯიში, რაც მის დონესაც აამაღლებს” – დაამატა ბილიჩმა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პაიემ ეროვნული ნაკრების მაისუირთ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთხელ შესძლო გოლის გატანა – ბელგიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში, რომელიც საფრანგეთმა 4-3 დათმო.

დეშამმა განაცხადი დაასახელა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ემზადება, დიდიე დეშამმა კი განაცხადი დაასახელა.

მეკარეები: რუფიე(სენტ-ეტიენი), უგო ლორისი(ტოტენჰემი), მანდანდა(მარსელი)

მცველები: ევრა(იუვენტუსი), ჟალე(ლიონი), კოშელნი(არსენალი), სანია(მან.სიტი), სახო(ლივერპული), ტრიმულინასი(სევილია), ვარანი(რეალი), ზუმა(ჩელსი)

ნახევარმცველები: გონალონი, პაიე, ფექირი(ყველა ლიონი), კონგდობია(მონაკო), მატუიდი(პსჟ), შნეიდერლინი(საუთჰემპტონი), სისოკო(ნიუკასლი), ვალბუენა(დინამო მ)

თავდამსხმელები: ჟირუ(არსენალი), ლაკაზეტი(ლიონი), გრიზმანი(ატლეტიკო), ბენზემა(რეალი)

დეშამმა საფრანგეთთან გაახანგრძლივა

დიდიე დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 2018 წლამდე უხელმძღვანელებს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინფორმაცია დაადასტურა.

46 წლის სპეციალისტი გუნდში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც იქნება, რომელიც რუსეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მან “მამლები” 2012 წელს ჩაიბარა. 33 მატჩი ჩაატარა, მოიგო 18, რვა ფრე და შვიდი მარცხი.

მენეზი: „არამგონია, მუნდიალზე მოვხვდე“

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ჟერემი მენეზი ეჭვობს, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოიძახებს.

„ვითამაშებ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე? არამგონია, ჩემი დონე ასეთი ტურნირისთვის შესაფერისი იყო. თანაც, კლუბში თამაში ხშირად არ მიწევ, რის გამოც შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა მექნება. შესაბამისად, მუნდიალზე გამგზავრება გამიჭირდება“, – განაცხადა მენეზმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბენზემა: „დარწმუნებული ვარ, რომ მუნდიალზე გავალთ“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში უკრაინის დამარცხებასა და მუნდიალზე გასვლას შეძლებს.

„მწვრთვნელს ჩემი სჯერა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩემი სათადარიგოთა სკამზე დატოვებას ამჯობინებს, მის გააწყვეტილებას მშვიდად მივიღებ. ჩემთვის პირველ რიგში გუნდის ინტერესებია მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ქარიმმა.

„ამ ორ მატჩში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული ვარ. სასწორზე პლანეტის პირველობის საგზურია. ეს ფეხბრუთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“.

გარდა ამისა, მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას ბოლო დროს საკმაოდ ბევრს აკრიტიკებენ.

„ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდი გადავიტანე. ჩემი აზრით, უბრალოდ არ მიმართლებს. პრესა ჩემზე ყოველდღე საუბრობს, კრიტიკას უკვე შევეჩვიე. მხოლოდ მსურს, რომ ეს კრიტიკა ობიექტური იყოს. თუ არც ისე კარგად ვითამაშებ, ამის შესახებ პირველი თვითონ ვიტყვი“, – დაასრულა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის პირველი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი