“შალკე” ბუნდესლიგიდან გავარდა

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში ბილეფილდის “არმინიამ” გელზენკირხენის “შალკე” ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზე მყოფმა “შალკემ” გერმანიის რანგით უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც დაკარგა. გუნდს გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე 13 ქულა აქვს და მის წინ მყოფ “კიოლნს” 13 პუნქტით ჩამორჩება.

“შალკემ” გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში უკანასკნელად 1991 წელს ითამაშა.

ბენედიქტ ჰიოვედესი სოლომონ კვერკველიას თანაგუნდელი გახდა

გელზენკირხენის “შალკესა” და ბენედიქტ ჰიოვედესის გრძელვადიანი თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა. ეს უკანასკნელი კარიერას სოლომონ კვერკველიას “ლოკომოტივში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

ასე რომ, 30 წლის გერმანელი მცველი, შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის მეწყვილედაც მოგვევლინოს თუ, რა თქმა უნდა, სოლომონ კვირკველია მოსკოვურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არ დატოვებს.

ჰიოვედესმა “შალკეს” მაისურით ბუნდესლიგაში 16 სეზონი ჩაატარა და 240 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან “შალკესთან” ერთად 2011 წელს გერმანიის თასი მოიგო, 2014 წელს კი გერმანიის ნაკრების ტრიუმფის მონაწილე გახდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ლოკომოტივი”, როგორც რუსეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს.

“შალკემ” ჩემპიონთა ლიგის საგზური ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად მოიპოვა

მიმიდნარე სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა გელზენკირხენული “შალკესთვის”, რომელმაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში “შალკე” “აუგსბურგს” ეწვია და საკმაოდ დაძაბულ მარცხში კერერის დუბლით დაამარცხა (1:2). გელზენკირხენელებისათვის, ეს რიგით მე-17 გამარჯვება იყო მიმდინარე სეზონში. ახლა მათ ანგარიშზე 33 მატჩში დაგროვებული 60 ქულაა და მეორე ადგილზე იმყოფებიან.

ბოლოს “შალკე” ჩემპიონთა ლიგაზე 2013/14 წლების სეზონში თამაშობდა. გერმანული კლუბი მერვედფინალიდან მადრიდის “რეალმა” გამოაგდო .

“შალკეს” ფანები გორეცკას ტრანსფერს სპეციალური ბანერით გამოეხმაურნენ

გელზენკირხენის “შალკეს” ფანები ლეონ გორეცკას ტრანსფერს გამოეხმაურნენ, რომელმაც კარიერის გასაგრძელებლად მიუნხენის “ბაიერნი” აირჩია. ფანებმა თავიანთი აზრი ბანერების საშუალებით “ჰანოვერთან” ფრედ დასრულებულ მატჩში გამოთქვეს (1:1).

ერერთ-ერთ ყველაზე დიდ ბანერზე 22 წლის ფეხბურთელის მისამართით ასეთი სიტყვები იყო დაწერილი: “კლუბზე უფრო მნიშვნელოვანი არც ფულია და არც ტიტულები. ვინც ამას არ აფასებს, შეუძლია წავიდეს”

ოფიციალურად: ლეონ გორეცკა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს

გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა ამიერიდან კარიერას მიუნხენის “ბიაერნში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას “ბავარიელთა” ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

22 წლის ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება “ბაიერნში” და 4-წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი ივლისიდან შევა.

ადრე ვრცელდებოდა ხმები, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირებით “ბარსელონას”, “რეალის”, “ლივერპულისა” და “არსენალის” ხელმძღვანელებიც ინტერესდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გორეცკამ თავის გამოჩენა კონფედერაციის თასზე შეძლო, სადაც მან ოთხ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

“ბაიერნმა” “შალკე” ძალიან ადვილად დაამარცხა (ვიდეო)

ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის “ბაიერნი” გელზენკირხენის “შალკეს” ეწვია და საკმაოდ ადვილად მოახერხა სახლში სამი ქულის წაღება. რის შემდეგაც, 5 მატჩში დაგროვებული 12 ქულით დროებით გალიდერდა, “შალკე” კი მეხუთე პოზიციაზე ჩამოეშვა 9 ქულით.

მატჩში ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა 25-ე წუთზე, როდესაც თერთმეტმეტრიანი დარტყმის გოლად გარდასახვა შეძლო. ოთხი წუთის შემდეგ ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ხამეს როდრიგესმა. 75-ე წუთზე კი არტურო ვიდალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.

ბუნდესლიგის მეექვსე ტურში “ბავარიელები” “ვოლფსბურგს” მიიღებენ, გელზენკირხენელები კი “ჰოფენჰაიმს” ეწვევიან.


“შალკე”: ფარმანი; ნასტასიჩი, ნალდო, კერერი; ოცზიპკა, ბენტალები, მაკკენი (ემბოლო 56′), კალიგური; ჰარიტი (კონოპლიანკა 45′), გორეცკა; ბურგშტალერი (დი სანტო 69′)

მთავარი მწვრთნელი: დ. ტედესკო

“ბაიერნი”: ულრაიჰი; კიმიხი, მარტინესი (ჰუმელსი 76′), ზულე, რაფინია; ტოლისო (ვიდალი 69′), რუდი; როდრიგესი, მიულერი, კომანი, ლევანდოვსკი (ალკანტარა 64′)

მთავარი მწვრთნელი: კ. ანჩელოტი


კონოპლიანკა: “იტალიური და ინგლისური კლუბებისგან მქონდა წინადადებები”

გელზენკირხენის “შალკეს” უკრაინელი ფეხბურთელი, რომელსაც სულ მალე 28 წელი უსრულდება, აცხადებს, რომ 2017 წლის ზაფხულში მისი გადაბირების სურვილს იტალიური და ინგლისური კლუბები გამოთქვამდნენ.

“ზაფხულში კარიერის სხვა კლუბში გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მქონდა. იყო შემოთავაზებები “გალათასარაის”, “ინტერის”, “ლაციოსა” და “სტოკ სიტის” ხელმძღვანელებისაგან.

თუმცა, აქ თავს კარგად ვგრძნობ, კლუბს მხოლოდ მაშინ დავტოვებ, თუ მთავარ მწვრთნელს შეცვლიან, ” – აცხადებს კონოპლიანკა, რომელიც გერმანულ კლუბში თავის მეორე სეზონს ატარებს.

“ლაციო” კონოპლიანკას ტრანსფერზე მუშაობს

“ლაციოს” ინტერესთა სფეროში გელზენკირხენის “შალკეს” უკრაინელი ნახევარმცველი, ევგენი კონოპლიანკა მოექცა. ამ ინფორმაციას იტალიური Tuttomercato ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, იტალიური კლუბის ხელმძღვანელები ზაფხულში გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას გეგმავენ. ასე რომ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან ღირსეული კონკურენცია გაუწიონ “მილანს”, რომელიც ასევე ცდილობს კონოპლიანკას გულის მოგებას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ლაციოს” რიგების დატოვებასთან ძალიან ახლოსაა ლუკას ბიგლი და ბალდე კეიტა.

იტალიური პრესის ცნობით, “შალკეს” ფეხბურთელი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოს თვის დასაწყისში მიიღებს.

“ევერტონმა” “შალკეს” მარცხენა მცველს კონტრაქტი უკვე შესთავაზა

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გელზენკირხენის “შალკეს” მარცხენა მცველი, სეად კოლაშინაცი ძალიან ახლოს არის მერსესაიდულ “ევერტონში” გადასვლასთან.

როგორც ცნობილი ხდება, “კამფეტებმა” უკვე შესთავაზეს 23 წლის ბოსნიელს კონტრაქტი, რომელსაც “შალკესთან” არსებული მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.

აქამდე კი ვრცელდებოდა ხმები, რომ გერმანელთა დამცველი “მილანთან” 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა.

ამავდროულად, კოლაშინაცს საკმაოდ ახლოდან აკვირდებიან “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” სკაუტებიც.

“შალკეს” მასკოტმა მატჩის მთავარ არბიტრს წითელი ბარათი უჩვენა

გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, “ფელტინს არენამ” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “შალკეს” დორტმუნდის “ბორუსია” დაუპირისპირდა.

პრინციპულ მეტოქეებს შორის გამართული საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

თუმცა, გელზენკირხენული კლუბის გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ფრე უსამართლო შედეგი იყო და ფელიქს ცვაიერს წესების დაცვით რომ ემსაჯა, გამარჯვება სწორედ მათ გუნდს დარჩებოდა.

სწორედ ამიტომაც, მატჩის შემდეგ, გულშემატკივართა მიერ შეგულიანებული “შალკეს” მასკოტი მოედანზე გავიდა და მატჩის მთავარ არბიტრს წითელი ბარათი უჩვენა.

კოლაშინაცის ტრანსფერი: “ჩელსი” იძულებულია, ზაფხულამდე მოიცადოს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სეად კოლაშინაცის ტრანსფერის განხორციელებას ვერ ახერხებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “შალკეს”, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ “არისტოკრატებმა” ბოსნიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს, ზამთარში მისი გაშვება არ უნდა.

სამაგიეროდ, ლონდონელებს საშუალება აქვთ, პრე-კონტრაქტი გააფორმონ 23 წლის მცველთან, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ახალგაზრდა მცველის ტრანსფერის გადავადება გავლენას არ იქონიებს ბრანისლავ ივანოვიჩის მომავალზე, რომელიც უახლოეს მომავალში “ზენიტის” ფეხბურთელი უნდა გახდეს.

ოფიციალურად: “შალკემ” ბადშტუბერი ინათხოვრა

გელზენკირხენულმა “შალკემ” მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ჰოლგერ ბადშტუბერი ინათხოვრა. “შალკეს” ოფიციალური საიტის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის მცველი მათი კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

“ბაიერნის” ძვირფასო გულშემატკივრებო, თქვენ ყოველთვის გჯეროდათ ჩემი, თქვენს სიყვარულს ყოველთვის გულით ვატარებ, სადაც არ უნდა ვიყო. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.

მომავალს ყოველთვის იმედის თვალით შევყურებდი და ახლაც ასე ვარ. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც ჩემი ახალი გუნდის დახმარების შანსი მომეცემა.” – განაცხადა ბადშტუბერმა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ გერმანელი ფეხბურთელის პროფესიონალური დებიუტი 2009 წლის 8 აგვისტოს შედგა, “ჰოფენჰაიმთან” მატჩში. მას შემდეგ, ბადშტუბერმა “რეკორდმაისტერის” მაისურით 118 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 37.