მუსა დემბელე: “რეინჯერსის” განადგურების შემდეგ, “ბარსელონას” გაკვირვებას ვაპირებთ”

შოტლანდიური “სელტიკის” ფორვარდს, მუსა დემბელეს სჯერა, რომ მის გუნდს “ბარსელონასა” და მთელი მსოფლიოს გაკვირვება და “კამპ ნოუდან” ქულების წამოღება შეუძლია.

“ბარსელონაში” თამაში და სასურველი შედეგის მიღება შეგვიძლია. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა უკან ერთი ქულით მაინც დავბრუნდეთ. როდესაც ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გიწევდეს თამაში, მაქსიმუმი უნდა გაიღო.

მზად ვარ თამაში სასტარტოდან დავიწყო. ფეხბურთელი ყველანაირი გამოწვევისათვის უნდა იყოს მზად. მგონი, დავამტკიცე რომ ამ გუნდში თამაშს ვიმსახურებ. თუ მწვრთნელს დავჭირდები, მე აუცილებლად დავეხმარები გუნდს.

ჩვენ “რეინჯერსის” დამარცხება მოვახერხეთ, ამ მატჩში ჰეთ-ტრიკი გავიფორმე – ბრწყინვალე დღე იყო. ეს დღე მთელი ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება.”

ოფიციალურად: ბრენდანი “სელტიკს” ჩაუდგა სათავეში

შოტლანდიური “სელტიკის” ოფიციალური გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შოტლანდიური პრემიერ ლიგის ჩემპიონებს სათავეში ბრენდან როჯერსი ჩაუდგება.

როგორც იცით, ბრენდანი სეზონის დასაწყისში “ლივერპულის” მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, თუმცა არასახარბიელო ასპარეზობის გამო “ენფილდმა” მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “სელტიკის” ახალი მწვრთნელი გავხდი. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მთელი ცხოვრების მანძილზე ვადევნებდი თვალს “სელტიკს”, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა და ამ დიდი, შოტლანდიური ოჯახის წევრი გავხდი.

“ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ გულშემატკივრებს ამაღელვებელი, სასიამოვნო და მომგებიანი ფეხბურთი შევთავაზო” – განაცხადა 43 წლის სპეციალისტმა.

დევიდ მოიესი ინგლისში აპირებს დაბრუნებას

ცნობილი ინგლისური გამოცემა, The Sun იუწყება, რომ დევიდ მოიესი კარიერის გაგრძელებას ინგლისში, კერძოდ კი ლივერპულში აპირებს.

როგორც იცით, მოიესმა “გუდისონ პარკზე” 11 წელი გაატარა, რამაც “ევერტონი” საკმაოდ მაღალ მწვერვალზე აიყვანა. თუმცა საბოლოოდ მოიესმა “მანჩესტერში” არჩია გადაბარგება, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა.

ამჟამად “კამფეტების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე რობერტო მარტინესი იმყოფება, რომლის ხელშიც ინგლისური გუნდი საშინლად გამოიყურება.

ბოლო დროს მოიესს “ასტონ ვილაც” დაუკავშირეს, ისევე როგორც “სელტიკი”. თუმცა მეტად მოსალოდნელია, რომ 53 წლის სპეციალისტმა არჩევანი “ევერტონზე” შეაჩეროს.

“რეინჯერსმა” “სელტიკი” პენალტების სერიაში დაამარცხა (ვიდეო)

17 აპრილს, შოტლანდიის თასის ნახევარფინალში, “ჰემპდენ პარკზე” ერთმანეთს ორი გლაზგოური კლუბი – “რეინჯერსი” და “სელტიკი” დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ანგარიში მე-16 წუთზე “რეინჯერსის” ფეხბურთელმა, მილერმა გახსნა, 50-ე წუთზე კი ერიკ სვიატჩენკომ წონასწორობა აღადგინა.

ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებითი ტაიმები დაინიშნა. 96-ე წუთზე, მაკკაის მიერ გატანილი გოლის წყალობით წინ ისევ “რეინჯერსი” გავიდა, თუმცა ათ წუთში როგიჩმა ისევ გაათანაბრა. საბოლოოდ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება “რეინჯერსმა” მოიპოვა.

“რეინჯერსი” თასის ფინალში “ჰიბერნიანს” შეხვდება.

„აიაქსისა“ და „სელტიკის“ ყოფილ მოთამაშეს მკვლელობაში ადანაშაულებენ

ამსტერდამის „აიაქსისა“ და გლაზგოს „სელტიკის“ ყოფილ ნახევარმცველ ევანდერ სნოს ორ ნათესავთან ერთად თავდასხმაში და მკვლელობაში ადანაშაულებენ.

პროკურორის ვარაუდით, ორ გარდაცვლილს თავში ურტყამდნენ, როდესაც ისინი მიწაზე იწვნენ.

თავად სნო ამ დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს და ამბობს, რომ მხოლოდ მხარეთა გაშველებას ცდილობდა.

ცნობისთვის, 28 წლის ფეხბურთელი ამჟამად „დენ ჰააგში“ ირიცხება, რომელთანაც კონტრაქტი 31 იანვარს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

შოტლანდიელი მეკარის ბრწყინვალე სეივები (ვიდეო)

29 აგვისტოს, შოტლანდიის ჩემპიონატში, “სელტიკმა” საკუთარ მოედანზე “სეტ ჯონსტოუნი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა გუნდის მეკარემ ერთ ეპიზოდში ორი ბრწყინვალე სეივი გააკეთა.

“სელტიკის” ფეხბურთელი მეტოქის კბენისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ფოტო)

გლაზგოს “სელტიკის” ახალწვეული ნადირ ჩიფტჩი შოტლანდიის პრემიერლიგის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს.

გასული სეზონის ბოლოს 23 წლის თურქმა თავდამსხმელმა “დანდი იუნაიტედის” რიგებში “დანდის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას დუბლი შეასრულა და მეტოქე გუნდის მცველ ჯიმ მაკალისტერს ფეხზე უკბინა.

ჩიფტჩი მაშინ მოედნიდან არ გაუძევებიათ და არც ყვითელი ბარათი უჩვენებიათ. შემდეგ შოტლანდიის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარ ფაქტზე იმსჯელა და ფეხბურთელს ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცა, რომ მან ინციდენტში თავისი დანაშაული უარყო.

ჩიფტჩი “დანდი იუნაიტედიდან” “სელტიკში” ამ ზაფხულს 1,5 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა.

Ciftci

 

შოთა არველაძის გოლი “სელტიკის” კარში, რომელიც ბევრს ნანახი არ აქვს (ვიდეო)

2004 წლის 10 ნოემბერს, შოტლანდიის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს ორი გლაზგოური კლუბი – “რეინჯერსი” და “სელტიკი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 66-ე წუთზე, “სელტიკის” თავდამსხმელმა ჯონ ჰართსონმა გახსნა, 85-ე წუთზე კი დადო პრშომ ანგარიში გაათანაბრა. საქმე დამატებით ტაიმებამდე მივიდა, სადაც ერთადერთი გოლი, მე-100 წუთზე, “რეინჯერსის” ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გაიტანა, რომელიც თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და თავის გუნდს ნახევარფინალის საგზური მოუპოვა.

ცნობისთვის, არველაძის გარდა, “რეინჯერსის” შემადგენლობაში იყო ზურაბ ხიზანიშვილი, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ჯერარდმა, შესაძლოა, „სელტიკში“ ითამაშოს

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულის“ კაპიტანი სტრივენ ჯერარდი მერსესაიდულ კლუბს დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი შუახაზელი, შესაძლოა, 2016 წელს გლაზგოს „სელტიკის“ შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „დეილი სტარი“ წერს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საუბარი მხოლოდ სტივენის დროებით იჯარაზეა და ამ ტრანსფერის რეალობად ქცევის შემთხვევაში, ჯერარდი შოტლანდიურ კლუბში მხოლოდ MLS-ში ზამთრის პაუზის დროს ითამაშებს.

ცნობისთვის, სტივიჯი ზაფხულში „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გადავა.

“სენტ ჯონსტონის” ფეხბურთელმა “სელტიკს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

4 მარტს, შოტლანდიის ჩემპიონატში “სელტიკმა” საკუთარ მოედანზე “სენტ ჯონსტონი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე დანი სვანსონმა გაიტანა.

ფრედი გუარინმა “სელტიკს” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “სელტიკი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე, ფრედი გუარინმა გაიტანა.

“სელტიკის” მეკარემ “ინტერს” გოლი აჩუქა (ვიდეო)

20 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, გლაზგოს “სელტიკმა” საკუთარ მოედანზე მილანის “ინტერი” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა.

შეხვედრის 45-ე წუთზე, “სელტიკის” მეკარემ კრეიგ გორდონმა კურიოზული შეცდომა დაუშვა, რითაც როდრიგო პალასიომ ისარგებლა.