ევიანს ნინკოვიჩი სურს

“ევიანში” მილოშ ნინკოვიჩის დაბრუნებას ელიან. ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ევიანი 2012/13 წლების სეზონში ასპარეზობდა, როდესაც კიდევის “დინამოდან” იყო განათხოვრებული. ნახევარმცველმა იმ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.

გასულ წელს 29 წლის ნინკოვიჩი სამშობლოში ასპარეზობდა. “ცრვენა ზვეზვდას” შემადგენლობაში მილოში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 27 ჩატარებულ მატჩში ფეხბურთელმა ხუთი გოლის გატანა მოახერხა.

პანენკას სტილში შესრულებული საშინელი პენალტი

სერბეთის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონის მატში, ფეხბურთელმა პენალტის დარტყმა პანენკას სტილში სცადა.

ივანოვიჩი სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ლონდონის “ჩელსის” მცველი, ბრონისლავ ივანოვიჩი სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ეს ჯილდო ივანოვიჩმა ზედიზედ მეორედ მოიგო. აქამდე აღნიშნული ტიტული ორჯერ მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დეან სტანკოვიჩმა და ნემანია ვიდიჩმა მოიპოვეს.

“გასულ წელს ვთქვი, რომ ეს ჩემთვის ყველაზე დიდი აღიარება იყო. ახლა, როდესაც ჩემმა ქვეყანამ კვლავ მე მაღიარა საუკეთესოდ, უბრალოდ სიტყვები აღარ მყოფნის იმის აღსაწერად, თუ რას ვგრძნობ. ეს ჯილდო დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს, რომ 2014 წელს უფრო მეტი გავაკეთო” – განუცხადა ივანოვიჩმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.

მოურინიომ ივანოვიჩი სერბეთში არ გაუშვა

ჟოზუ მოურინიომ ბრონისლავ ივანოვიჩი სერბეთში, საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვებაზე არ გაუშვა, რამაც სერბეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი, ტომისლავ კარაჯიჩი გაანაწყენა. ივანოვიჩი ღონისძიებაში ინტერნეტის საშალებით მიიღებს მონაწილეობას.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ივანოვიჩი ჩამოსულიყო. მაგრამ მოურინიომ მტკიცე უარი გვითხრა. მიზეზად კი “ჩელსის” არადამაკმაყოფილებელი შედეგები დაასახელა. ბრონისლავის მაგივრად დაჯილდოვებაზე მისი მეუღლე და მამა მოვლენ” – განაცხადა კარაჯიჩმა.

ყველაზე ცუდად შესრულებული კუთხური მსოფლიოში?

30 ოქტომბერს, სერბეთის თასის გათამაშებაში, “ცრვენა ზვეზდამ” საკუთარ მოედანზე “რადნიცკი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში კურიოზული რამ მოხდა, მასპინძელთა ფეხბურთელებმა კუთხური საშინლად შეასრულეს.

სტანკოვიჩმა კარიერა დაასრულა

სერბეთის ნაკრების ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა 35 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა.

„შერეული გრძნობები მეუფლება. ბედნიერი და ამაყი ვარ. სწორედ ამისთვის ვიცხოვრე. მეორე მხრივ, ცრემლებს ვერ ვიკავებ, რადგან ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დასრულდა. გაღიმება და გაძლიერება მინდა, მაგრამ ეს დღეს არ გამომდის. თითოეულ სანაკრებო მატჩზე ასი პროცენტით ვიხარჯებოდი. როგორც დიდებული, ასევე სევდიანი მოგონებები დამრჩა. ეროვნული ნაკრების დასახმარებლად ყოველთვის მზად ვიქნები“, – განაცხადა სტანკოვიჩმა, რომლისთვისაც უკანასკნელი მატჩი იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ამხანაგური შეხვედრა (2:0) აღმოჩნდა.

სტანკოვიჩს სანაკრებო დებიუტი 1998 წლის 22 აპრილს ჰქონდა, როცა მისმა გუნდმა ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სტანკოვიჩი ერთადერთი სერბი ფეხბურთელია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე (1998, 2006 და 2010).

სტანკოვიჩი უკანასკნელად მილანის „ინტერის“ ღირსებას იცავდა.

აქვე გთავაზობთ სტანკოვიჩის მიერ გატანილი საუკეთესო გოლების ამსახველ ვიდეოკოლაჟს.

 

ბექა დოგრაშვილი

19-წლამდელთა პირველი ტესტ-მატჩი სერბეთთან ფრედ დასრულდა

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებმა, სერბ სტუმრებთან პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა. შეხვედრას გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.

სერბეთის ასაკობრივი ნაკრებები, ტრადიციულად, კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. ამ ფორმაციის 19-წლამდე ნაკრებში კი, რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც წლევანდელ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონები გახდნენ.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა, ჩვენი ფეხბურთელები ბურთს უფრო მეტხანს აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, პირველი გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. დაცვის ხაზში დაშვებული შეცდომისა და ბურთის დაკარგვის შემდეგ, სტეფან ილიჩი ბექა ქურდაძესთან პირისპირ აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია.

ქართველებმა წონასწორობის აღდგენა 24-ე წუთზე შეძლეს, როცა გიორგი გოროზიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად მათე ცინცაძემ შეასრულა – 1:1. ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა, თუმცა, მანამდე ჩვენმა სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს საქართველოს ნაკრების კართან.

მეორე ტაიმიდან, გუნდების მწვრთნელებმა შეცვლების განხორციელება დაიწყეს. სერბები კვლავ სახიფათოდ იჩხვლიტებოდნენ. საქართველოს ნაკრები კი, მისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს ვერ აჩვენებდა. მატჩის ბოლოს, საჯარიმოს შესრულების შემდეგ, სერბებმა მეორე გოლის გატანა შეძლეს, თუმცა, ეს ბურთი არ ჩაითვალა, რადგან ჩვენს საჯარიმოში ერთბაშად 2 თუ 3 სერბი ფეხბურთელი თამაშგარეში იყო. რამდენიმე, მეტნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდათ ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებსაც, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო სერბთა თავკაცი – ველჟკო პაუნოვიჩი, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კარგი დახვედრისა და თბილი მასპინძლობითვის.

„ძალიან კარგი, დინამიური და კარგად საყურებელი თამაში გამოვიდა. იმედი მაქვს, სტადიონზე მოსულმა მაყურებელმა ისიამოვნა და მინდა მათაც მადლობა ვუთხრა, რომ მოვიდნენ. ქართულ მხარესთან ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებს და ასეთი თამაშები ჩვენი შეთანხმების საფუძველზე იგეგმება. ვფიქრობ, მომავალი თამაში უფრო საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან გუნდები უკვე კარგად იცნობენ ერთმანეთს და შესაბამისად, მატჩიც განსხვავებული იქნება. თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მსაჯების მოქმედებით ძალიან უკმაყოფილო ვარ…“ – განაცხადა პაუნოვიჩმა.

ამის შემდეგ კი, კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

ვასილ მაისურაძე: „დაცვაში აშკარად ბევრი შეცდომა დავუშვით. სრული შემადგენლობით თავიდანვე ვერ შევიკრიბეთ და ეს მხოლოდ ბოლო 3 დღე მოვახერხეთ, რადგან ბიჭებს თავიანთ კლუბებში ეროვნული ჩემპიონატის თამაშები ჰქონდათ და ესენი, ძირითადად, დაცვის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ. დაღლილობა აშკარად იგრძნობოდა. თუმცა, ვთვლი, რომ დასაწყისისთვის ნორმალური თამაში გამოვიდა, რადგან ამ ასაკში ევროპის მოქმედ ჩემპიონ გუნდს დავუპირისპირდით და ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დღეს მოედანზე იყო. ძალიან კარგი გუნდია და შესაბამისად, თამაშიც რთულად წავიდა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ფეხბურთელები და ჩვენ ყველა მოკლებულნი ვართ ასეთ სწრაფ ტემპში თამაშს და ვფიქრობ, რომ მომდევნო თამაშს უკეთ ვითამაშებთ.

პენალტზე ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ვიდეოჩანაწერი უნდა ვნახო. მსაჯობის ხარისხსა და დონეზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არჩათვლილი გოლი დროს, ყველამ დაინახა თამაშგარე მდგომარეობა. ჩვენ რომ უცხოეთში ტურნირებზე მივდივართ, მსაჯობა ასეთი კი არა, ბევრჯერ ამაზე უარესია. ასე რომ, ძალიანაც ნუ გავიკვირვებთ, რადგან ჩვენ უარესებსაც გვიკეთებენ უცხოურ შეკრებებსა თუ თამაშებზე…“

ასე რომ, 11 ოქტომბერს, ეს გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და 19-წლამდე ნაკრებისთვის ეს იქნება ბოლო საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ნოემბრის ევროშესარჩევის დაწყებამდე.

9 ოქტომბერი, 2013. გორი, სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველოU19 – სერბეთიU19 1:1 (ამხ)

საქართველოU19: ქურდაძე, კაკაბაძე (გაბაძე 58), თევზაძე (კუსიანი 86), ნ.ჭანტურია (კაპ), ტაბიძე, ცინცაძე, ზარანდია (კერძევაძე 46), გოროზია (შენგელია 65), ჯიქია (ახვლედიანი 46), აბურჯანია, კიკაბიძე (მზევაშვილი 58)

მთ.მწვრთნელი – ვასილ მაისურაძე

სერბეთიU19: რაიკოვიჩი, ვიკო (იოვანოვიჩი 80), მილოშევიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, მარასი (ცვეტკოვიჩი 80), ბაბიჩი, შიმიჩი (პანტიჩი 58), მაქსიმოვიჩი, ილიჩი (მანდიჩი 80), გაჩინოვიჩი (ზუკანოვიჩი 80), ანტონოვი (რიშტიჩი 67)

მთ.მწვრთნელი – ველჟკო პაუნოვიჩი

გოლები: ილიჩი (18), ცინცაძე (24 პენ)

გაფრთხილება: ტაბიძე, ვიკო, შიმიჩი, ბაბიჩი, მანდიჩი

მსაჯი: ა.კრიჭაშვილი (საქართველო)

ამ ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური შეხვედრა 11 ნოემბერს, კვლავ გორში გაიმართება და დღის 3 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბებს დაუზავდა

9 ოქტომბერს, ქალაქ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-18 წუთზე, სერბმა ფეხბურთელმა ილიჩმა გახნსა. ექვს წუთში კი, სერბებს ქართველებმა მათე ცინცაძის გოლით უპასუხეს. ქუთაისის “ტორპედოს” მოთამაშემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა 11 ოქტომბერს გაიმართება.

ევრობასკეტი 2013: სერბეთმა ბელგიას აჯობა

სლოვენიაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის E ჯგუფის ბოლო ტურის ფარლგებში ერთმანეთს ბელგია და სერბეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი სერბი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა.

ბელგია – სერბეთი – 69:76 (18:19, 18:21, 15:14, 18:22)

ბელგია: ვან როსონი (12 ქ.), მუია (2 ქ.), მუკუბუ (16 ქ. 6 მ.), ერველი (8 ქ. 9 მ.), მასო (9 ქ.) – სტარტი; ბეგინი (12 ქ.), მოორსი (5 ქ.), დე ზეეუვი (4 ქ.), ტაბუ (3 ქ.), შვემა (0 ქ.)

სერბეთი: მარკოვიჩი (15 ქ.), ზოგდანოვიჩი (12 ქ. 5 მ.), კალინიჩი (9 ქ. 5 მ.), ბიელიცა (7 ქ. 9 მ.), ნენად კრსტიჩი (17 ქ. 5 მ.) – სტარტი; კატიჩი (7 ქ.), მჩიჩი (5 ქ.), გაგიჩი (2 ქ.), ნედოვიჩი (2 ქ.), ანჯუშიჩი (0 ქ.)

სროლები ახლო და საშუალო დისტანციიდან: 19/39 (48,7%) – 20/36 (55,6%)

სროლები შორეული დისტანციიდან: 7/22 (31,8%) – 7/18 (38,9%)

საჯარიმო სროლები: 10/16 (62,5%) – 15/22 (68,2%)

მოხსნები: 27-37; გადაცემები: 14-20; დაკარგვები: 9-16

ალექსანდრე მატევოსოვი