სერია A – პრევიუ

სერიას А-ს მორიგ ტურში “რომა” “ტორინოს” დაუპირისპირდება, “ნაპოლი” კატანიას ეწვევა, ხოლო “უდინეზე” კიდევ ერთხელე ცდება “ინტერის” დამარცხებას.

 

რომა – ტორინო

რომაელებმა გასულ ტურში “ნაპოლის” წაფორხილებით ისარგებლეს და მეორე ადგილზე მყარად განთავსდნენ. არც ის დავივიწყოთ, რომ “რომას” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ქულათა სხვაობის გაზრდა 9 პუნქტამდეა შესაძლებელი.

მოახლოებულ ტურში “რომა” საკუთარ მოედანზე “ტორინოს” მიიღებს და პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღებას ეცდება.

 

ფიორენტინა – მილანი

ფიორენტინას დიდი მატჩების სერია გრძელდება. იუვენტუსთან და ნაპოლისთან შეხვედრების შემდეგ ფლორენციელება ახლა მილანს მიიღბენ საკუთარ მოედანზე.

ნეაპოლში მოპოვებულმა გამარჯვებამ “ფიორენტინას” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსი გაუჩინა, თუმცა თუ ფლორენციელები “მილანის” დამარცხებას ვერ მოახერხებენ, ეს შანსი ისეთი რეალური აღარ იქენბა.

“მილანი” კი ისევ გარუკვეველ მდგომარეობაშია. კლარენს ზეედორფმა სიტუაციის გამოსასწორებლად მიცემულ ორი მატჩიდან ერთის ვერმოგება უკვე მოასწრო. ფლორენციაში მარცხის შემთხვევაში, ჰლანდიელი სპეციალისტის ბედი ბურუსით ინქება მოცული.

 

ინტერი – უდინეზე

“ინტერმა” ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ არენაზე “ატალანტასთან” მარცხის შეწყვიტა. აღნიშნული მატჩის შემდეგ კვლავ გახდა აქტუალური ვალტერ მაცარის და “ინტერის” სამომავლო თანამშრომლობის საკითხიც.

“უდინეზესთან” მარცხი “ინტერს” ძვირად დაუჯდება და შესაძლოა მილანელები ევროსაგზურის გარეშეც დარჩნენ. თუმცა, განსაკუთრებული მოტივაციის გარეშე მოთამაშე “უდინეზე” დაუმარცხებელი ძალა ნამდვილად არ უნდა იყოს.

 

25/03/14

რომა – ტორინო

26/03/14

კიევო – ბოლონია

კალიარი – ვერონა

ჯენოა – ლაციო

ატალანტა – ლივორნო

ფიორენტინა – მილანი

კატანია – ნაპოლი

იუვენტუსი – პარმა

სასუოლო – სამპდორია

 

27/03/14

ინტერი – უდინეზე

 

 

სერია A – პრევიუ

ტრადიციულად გთავაზობთ სერია ა-ს მორიგი ტურის პრევიუს, რომელიც ბევრ საინტერესოს გვპირდება. 

 

ნაპოლი – ფიორენტინა

ევროთასებიდან გამოვარდნილი გუნდები ერთმანეთს იტალიური ჩემპიონატის მორიგ ტურში დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლიმ” “პორტოს” კართან უამრავი მომენტი შექმნა და კარის ჩარჩოში 12 დარტყმის განხორციელება მოახერხა, შემდეგ ეტაპზე მაინც პორტუგალიელები გავიდნენ. “ფიორენტინა” კი 70 წუტი სულაც ფავორიტის სტატუსით იყო “იუვესთან” გამართულ ევროპის ლიგის მატჩში. თუმცა, შემდეგ საქმეში პირლო ჩაერთო…

“ნაპოლისა” და “ფიორენტინას” შორის სხვაობა ზუსტად 10 ქულაა. ფინიშამდე 10 ტურით ადრე, ასეთი სხვაობის აღმოფქვრა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. თუნდაც იმიტომ, რომ წლევანდელი “ფიორე” სტაბილურობით არ გამოირჩევა. “ნაპოლი” კი, ასეთ ჰანდიკაპის გამნიავებელ გუნდს ნამდვილად არ გავს.

 

კატანია – იუვენტუსი

ტურინული კლუბი ორ ფრონტზე იბრძვის და უნდა ითქვას, რომ კონტეს შეგირდებს ჩემპიონატში და ევროპის ლიგაზეც წარმატების კარგი შანსი აქვთ. მომდევნო ტურში, “იუვენტუსი” “კატანიას” ეწვევა და სავარაუდოდ მორიგ სამ ქულას მოიპოვებს.

დღევანდელ “კატანიას” “იუვესთან” წარმატების ფაქტობრივად არანაირი შანსი არ აქვს. რა თქმა უნდა, საშინაო მატჩში სიცილიელებს სენსაციის გამოცხობა შეუძიათ, თუმცა ნებისმიერ სხვა გუნდთან, და არა “იუვენტუსთან”

 

ლაციო – მილანი

ტურის ცენტრალურ მატჩს რომი უმასპინძლებს, სადაც “ლაციოს” “მილანი” ესტუმრება. განსაკუთრებულ მნიშვნლეობას აღნიშნული მატჩი კლარენს ზეედორფისთვის იძენს, რომელსაც იტალიური პრესის ცნობით, მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა. კლარენსს “ლაციოსთან” და მომდევნო ტურში “ფიორენტინასთან” მოგება აუცილებლად სჭირდება.

მსგავსი პრობელმები “ლაციოს” რიგებში არ არის. კლუბის მწვრთნელს, რომელიც ასევე სეზონის მსველლობის დროს შეუერთდა რომაულ გუნდს, სრული ნდობა აქვს. “არწივები” ევროთასების ზონას მხოლდო 6 ქულით ჩამორჩებიან, რაც ბრძოლის საშუალებას იძლევა.

 

22/03/14

ტორინო – ლივორნო

კიევო – რომა

23/03/14

პარმა – ჯენოა

ინტერი – ატალანტა

ბოლონია – კალიარი

სამპდორია – ვერონა

უდინეზე – სასუოლო

ნაპოლი – ფიორენტინა

კატანია – იუვენტუსი

ლაციო – მილანი

 

სერია A – მიმოხილვა

კასანოს დუბლი, “ინტერის” გამარჯვება ვერონაში და ტურინული 3 ქულა გენუაში იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურში. 

 

“პარმას” ტრიუმფი მილანში

როგორც მოსალოდნელი იყო, “მილანისა” და “პარმას” მატჩი ტურის მშვენებად იქცა. შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაძაბული და მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. მეხუთე წუთზე მილანელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. აბიატიმ საკუთარ საჯარიმოში სკელოტოს წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები და მსაჯისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა. ესიენის ნაცლვად მოედანზე შემოსულმა მარკო ამელიამ, 11-მეტრიანის მოგერიება ვერ მოახერხა – კასანოს დარტყმა ზუსტი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, იმავე კასანომ კიდევ ერთხელ აიღო “მილანის” კარი და დუბლი გაიფორმა.

მილანელთა დაცვისგან განსხვავებით, შემტევები დანებებას არ აპირებდნენ. ზეედორფმა მოედანზე რამი შემოუშვა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ბალოტელილმ კი, პენალტის გატანა მოახერხა და ანგარიშიც გათანაბრდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სულ ცოტაც და “მილანი” გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ… ასეთ მოსაზარებას კატეგორიულად არ დაეთახნმა ამაური და თავისი “პროტესტი” ქუსლით გატანილი ულამაზესი გოლით გამოხატა. დარჩენილ წუთებში პარმელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს “მილანის” კარის აღება და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 2:4.

 

ინტერის წარმატებული სერია

ხუთმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ “ინტერს” ვერონაში ელოდა არც თუ ისე სასიამოვნო მატჩი. თუმცა, მილანელებმა პალასიოს და ჯონათანის გოლებით მოახერხეს სასურველი შედეგის მიღწევა. ინტერის საქმეები ბოლო დროს მართლაც კარგად მიდის და გუნდი საკუთარ თამაშს პოულობს, რაც დიდწილად მათი ახალწვეულის, ერნანდესის დამსახურებაც არის. “ვერონა” კი, ისე ვეღარ ახარებს საკუთარ გულშემატკივარს, როგორც ეს გათამაშების პირველ წრეში იყო. მარტში მანდორლინიგ გუნდს გოლიც კი არ აქვს გატანილი, რაც საგანგაშოა..

მატჩის შემდეგ, შედეგით კმაყოფილმა “ინტერის” პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა დაცვის ხაზის თამაში გამოარჩია.

 

ვეტერანების გამარჯვება

“ჯენოამ” “იუვენტუსთან” მატჩი საკმაოდ აგრესიულად დაიწყო და გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს შემტევი ფეხბურთი დაუპირისპირა, რამაც თავიდან ტურინელები ცოტა არ იყოს დააბნია კიდეc. ამასთან ერთად, აღსანიშნავია საკმაოდ უცნაური მსაჯობაც. მაცონელიმ 28 წუთში მასპინძლების ოთხი მოთამაშე გააფრხილა, ოსვალდოს გოლი არ ჩათვალა და ანტონელის ხელით თამაშის გამო პენალტი არ დანიშნა “ჯენოას” კარში. თუმცა, ანალოგიურ სიტუაციაში “იუვენტუსის” კარის მიმართულებით 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბუფონმა აუღელვებლად მოიგერია.

მატჩის მიწურულს სამქეში ტურინელთა კიდევ ერთი ვეტერანი ჩაერთო. პირლომ 89-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და “იუვენტუსს” მორიგი გამარჯვება მოუტანა.

 

15/03/14

ვერონა 0-2 ინტერი

გოლები: პალასიო 13′ ; ჯონათანი 63′

 

16/03/14

ატალანტა 3-0 სამპდორია

გოლები: კარმონა 36′ ; ბონავენტურა 42′ ; დენისი 57′ 

ლივორნო 2-1 ბოლონია

გოლები: ბენასი 46′ (1:0); პაულინიო 53′ (2:0); კრისტოდოლოპულოსი 86′ 

სასუოლო 3-1 კატანია

გოლები: ბერგესიო 30′ (0:1); ზაზა 56′ (1:1); მისიროლი 61′ (2:1); სანსონე 89′ (3:1)

კალიარი 0-2 ლაციო

გოლები: ლულიჩი 19′ ; კეიტა 69′ 

მილანი 2-4 პარმა

გოლები: კასანო 9′ (0:1); კასანო 51′ (0:2); რამი 56′ (1:2); ბალოტელი 76′ (2:2); ამაური 78′ (2:3); ბიაბიანი 90′ (2:4)

ფიორენტინა 3-1 კიევო

გოლები: კუარდადო 11′ (1:0); მატრი 39′ (2:0); პალოსკი 62′ (2:1); გომესი 89′ (3:1)

ჯენოა 0-1 იუვენტუსი

გოლი: პირლო 89′

 

17/03/14

ტორინო 0-1 ნაპოლი

გოლი: იგუაინი 90′ 

18/03/14

რომა 3-2 უდინეზე

გოლები: ტოტი 22′ (1:0); დესტრო 30′ (2:0); პინცი 51′ (2:1); ტოროსიდის 69′ (3:1); ბასტა 80′ (3:2)

 

კონტე: „სკუდეტო ევროპის ლიგაზე უფრო მნიშვნელოვანია“

„ჯენოასთან“ მინიმალური სხვაობით მოგებული შეხვედრის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ მისი გუნდის პრიორიტეტი იტალიის სერია ა-ს მოგებაა.

„რა თქმა უნდა, ევროპის ლიგის მოგებაც გვსურს, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ სკუდეტო ჩვენი მთავარი მიზანია.

პირველი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, „ფიორენტინას“ შემდგომ ეტაპზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

გაზეთების სტატიებისა და საზოგადოების კომენტარების მიხედვით, პარასკევს ბევრს გაუხარდა, რომ „იუვენტუსმა“ ვერ გაიმარჯვა“, – განაცხადა „ბიანკონერის“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში ტურინელებმა „ფიორენტინას“ უმასპინძლეს და ფრედ 1:1 ეთამაშეს. ამჟამად „ბებერი ქალბატონი“ სერია ა-ს მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ 17 ქულით უსწრებს, თუმცა რუდი გარსიას გუნდს თადარიგში ორი თამაში აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

სერია A – პრევიუ

იტალიის ჩემპიონატს ინტრიგა ყოველი ტურის შემდეგ აკლდება. საჩემპონო რბოლა ფაქტობრივად დასრულებულია. ასევე თითქმის ცნობილია ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდების ვინაობაც. 

 

ვერონა – ინტერი

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მე-5 და მე-7 პოზიციაზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. “ინტერმა” ბოლო დროს თამაში გამოასწორა. მართლაია, ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს, თუმცა მთავარი შედეგია, რომელიც “ინტერს” ბოლო მატჩებში ჰქონდა. რაც მთავარია, მილანელებმა დაცვაში გამოასწორეს თამაში.

“ვერონა” “ინტერს” 4 ქულით ჩამორჩებდა. მანდორლინის გუნდს სტაბილურობა აკლია. ბოლო დროს კი, აშკარაა შეტევის ხაზის პრობელმა. ვერონელებს გოლი უკვე ორი ტურია არ გაუტანიათ.

 

მილანი – პარმა

“მილანს” სეზონის გადარჩენის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს. ჩემპიონთა ლიგას “როსონერი” სამარცხვინოდ გამოეთიშა, ხოლო სერია ა-ში ევროზონამდე ზეედორფის გუნდს 9 ქულა აშორებს. რა თქმა უნდა, ეს კატასტროფული სხვაობა არ არის, მაგრამ “მილანის” თამაშის გათვალისწინებით მისი აღმოფქვრა რთული იქნება.

“პარმას” უკვე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც შესანიშნავი შედეგია. პირველ წრეში კი “მილანი” პარმელებთან ბოლო წუთებზე დამარცხდა. თუმცა, “სან სიროზე” “პარმას” 1996 წლიდან არ მოუგია.

 

ჯენოა – იუვენტუსი  

საჩემპიონო საკითხი იტალიაში ფაქტობრივად მოხსნილია. “იუვენტუსის” ტრიუმფში ეჭვი არავის აღარ ეპარება. გასული ტურის შემდეგ “რომასთან” სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა, რაც ძალიან დიდი ფორაა. ამასთან ერთად საქმე იმაშიც არის, რომ ტურინული კლუბის გაჩერება იტალიაში არავის არ შეუძლია. “ზებრებს” 190მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რომელიც სწორედ “ჯენოასთან” მატჩით დაიწყო.

მიმდინარე სეზონში “ჯენოა” მაღალი მიზნებისთვის არ იბრძვის, თუმცა არც გავარდნის საფრთხე ემუქრება. “იუვესთან” ერთადერთი უპირატესობა ის იქნება, რომ გენუელები მატჩს დასვენებულები ხვდებიან. დიდი ალბათობით კონტე გარკვეულ როტაციას მიმართავს.

 

15/03/14

ვერონა – ინტერი

16/03/14

ატალანტა – სამპდორია

ლივორნო – ბოლონია

სასუოლო – კატანია

კალიარი – ლაციო

მილანი – პარმა

ფიორენტინა – კიევო

ჯენოა – იუვენტუსი

17/03/14

ტორინო – ნაპოლი

18/03/14

რომა – უდინეზე

 

სერია А – მიმოხილვა

“იუვენტუსის” დომინირება, “ნაპოლის” გამარჯვება და “მილანის” მორიგი ჩავარდნა სერია ა-ს 27-ე ტურში. 

 

50 პროცენტი

“წინ კიდევ 11 ტურია, თუმცა ჩვენ 50 პროცენტით უკვე ჩემპიონები ვართ. მოდუნებას არ ვაპირებთ” – განაცხადა კონტემ “ფიორენტინასთან” მოგებული მატჩიშ შემდეგ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ “იუვენტუსი” მწვრთნელმა დიპლომატია გამოიჩინა. ტურინელები 50-ით კი არა, ფაქტობრივად მთელი 99 პროცენტით არიან სკუდეტოს მფლობელები.

გასულ ტურში “იუვემ” ფიორენტინას მინიმალურად მოუგო და მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რითაც 1975/76 წლების სეზონის რეკორდი გაიმეორა, რომელიც “ტორინოს” ეკუთვნის.

შეხვედრის მთავარი გმირი კვადრო ასამოა გახდა. ერთადერთი გოლი სწორედ განელის ანგარიშზეა.

საჩემპიონო რბოლა დასრულდა

საჩემპიონო რბოლა ფაქტობრივად დასრულებულია. “იუვეს” მთავარი მდევარი, “რომა” ნეაპოლში დამარცხდა. ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე კალიეხონმა გაიტანა. რუდი გარსიას გუნდმა ბოლო 5 ტურში პირველად გაუშვა გოლი და ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში დამარცხდა.

ამ შედეგით “ნაპოლიმ” მეორე პოზიციაზე გასვლის შანსი გაიჩინა. სხვაობა ახლუ სულ 3 ქულაა, თუმცა რომაელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

გარდა მარცხისა, შეხვედრა “რომამ” კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღო. გარსიას კევი სტროტმანი დაუშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრავმა ძალიან სერიოზულია და ფეხბურთელი მუნდიალის გამოტოვებასაც კი რისკავს.

 

მორიგი წარუმატებლობა

კიდევ ერთი მატჩი წააგო “მილანმა”. ამჯერად ზეედორფის გუნდი “უდინეზესთან” გასვლით შეხვედრაში დამარცხდა. ერთადერთი გოლი 36 წლის დი ნატალეს ანგარიშზეა.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ გულშემატკივრები დაამშვიდა და მარცხი “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩზე ფიქრით ახსნა.

“თავისუფლად შეგვეძლო ამ მატჩის არ წაგება. თუმცა ახლა ფეხბურთელებს ყველაფრის დავიწყებას ვთხოვ. წინ მნიშნველოვანი მატჩი გველის” – განაცხადა ზეედორფმა.

 

08/03/14

უდინეზე 1-0 მილანი

გოლი: დი ნატალე 67′

კატანია 1-1 კალიარი

გოლები:  ვეჩინო 53′ (0:1); ბერგესიო 62′ (1:1)

 

09/03/14

იუვენტუსი 1-0 ფიორენტინა

გოლი: ასამოა 42′ 

ლაციო 0-1 ატალანტა

გოლი: მორალესი 60′

კიევო 2-1 ჯენოა

გოლები: პალოსკი 5′ (1:0); ჯილარდინო 88′ (1:1); პალოსკი 90′ (2:1)

პარმა 2-0 ვერონა

გოლები: ბიაბლანი 20′ ; სჩელოტო 90′ 

სამპდორია 4-2 ლივორნო

გოლები: მბაიე 19′ 27′ (0:2); კრსტიჩიჩი 49′ (1:2); კეჩერინი 53′ (ს.კ. 2:2); ოკაკა 68′ (3:2); გაბიადინი 75′ (4:2)

ბოლონია 0-0 სასუოლო

ინტერი 1-0 ტორინო

გოლი: პალასიო 30′ 

ნაპოლი 1-0 რომა

გოლი: ხოსე კალიეხონი 81′ 

 

სერია A – პრევიუ

ევროპის ლიგაზე გასამართი მატჩების წინ “იუვენტუსი” და “ფიორენტინა” სერია ა-ში ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან. ნეაპოლს კი “რომა” ეწვევა. 

 

უდინეზე – მილანი

კლარენს ზეედორფმა კვლავ ვერ შესძლო სერიოზული გამოცდის ჩაბარება. ბენიტესთან მარცხის შემდეგ ჰოლანდიელმა ანტონიო კონტესთანაც წააგო. მაგრამ, თუ ნეაპოლში განცდილი მარცი დამსახურებული იყო, “იუვენტუსთან” მილანელებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს. ვფიქრობ, “მილანი” ასე თუ გააგრძელებს, შედეგი აუცილებლად მოვა.

გვიდოლინის გუნდი იტალიის თასიდან გამოვარდნის შედეგად მიღებულ დარტყმას ვერ ინელებს. “ზებრები” უკვე მესამე თამაშია ვერ იგებენ, გასულ კვირას კი სარდინიაში იწვნიეს მტკივნეული მარცხი.

 

იუვენტუსი – ფიორენტინა

ხუთშაბათს ეს გუნდები ევროპის ლიგის ფარგლებში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მანამდე კი “რეპეტიციას” სერია-ა-ს ეგიდით ჩატარებულ მატჩში გაივლიან.

სავარაუდოდ ხვალ მწვრთნელები ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელს მისცემენ დასვენების საშუალებას და თავის გამოჩენის შანსს ახალგაზრდებს მისვემენ.

გადაწყვეტილია, რომ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ პირლო და ბორხა ვალერო. ორივე ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია.

 

ნაპოლი – რომა

რა თქმა უნდა, ტურის ცენტრალურ შეხვედრად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნეაპოლში გასამართი დაპირისპირება. ბენიტესის გუნდი ევროპა ლიგაში კარგად ასპარეზობს, თუმცა იტალიურ ჩემპიონატში ბოლო დროს არც თუ ისე დამაჯერებელია. გუნდებს შორის სხვაობა ამ ეტაპზე 6 ქულაა, რაც ამ მატჩს დიდი მნიშვნელობას სძენს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “რომას” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაბამისად მოგების შემთხვევაში “მგლები” ფაქტობრივად ინაღდებენ მეორე პოზიციას.

პირველი წრის შეხვედრა რომში მასპინძელთა დიდი უპირატესობით და ლოგიკური გამაჯრვებით დასრულდა. აი სათასო დაპირისპირებაში კი, წარმატებას “ნაპოლიმ” მიაღწია. “სტაიო ოლიმპიკოზე” განცდილი მარცხის შემდეგ (3:2), ბენიტესის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე სრულფასოვანი რევანში აიღეს – 3:0 და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

“ნაპოლის” ხვალინდელ დაპირისპირებაში სუნიგა ვერ დაეხმარება, ხოლო “რომას” საკადრო პრობლემები გაცილებით დიდია. გარსიას გუნდს ფრანჩესკო ტოტი და დე როსი დააკლდებიან.

08/03/14

უდინეზე – მილანი

კატანია – კალიარი

 

09/03/14

იუვენტუსი – ფიორენტინა

ლაციო – ატალანტა

კიევო – ჯენოა

პარმა – ვერონა

სამპდორია – ლივორნო

ბოლონია – სასუოლო

ინტერი – ტორინო

ნაპოლი – რომა

ტევესი: „სერია ა ყველაზე რთული ჩემპიონატია“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა სერია ა-ს ყველაზე რთულ ჩემპიონატად უწოდა, რომელშიც იგი თამაშობდა.

„სერია ა ძალიან რთული ლიგაა. მე ბევრ ქვეყანაშ მაქვს ნათამაშები, თუმცა აქაური ფეხბურთი ძალიან ტაქტიკურია, შესაბამისად, ყველაზე რთულია.

როდესაც აქ მოვედი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრის გაკეთება შემეძლო. თანაგუნდელებთან ერთად კარგად ვმუშაობდი. „იუვე“ – ძალიან ძლიერი გუნდია. როდესაც ვთამაშობთ ისე, როგორც შეგვიძლია, ჩვენი დამარცხება რთულია“, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სერია А – მიმოხილვა

“იუვენტუსის” გამარჯვება “მილანში”, “რომას” და “ინტერის” საბრძოლო ფრე და “ნაპოლის” წარუმატებლობა ლივორნოში იტალიის 26-ე ტურის მიმოხილვაში. 

 

ტურინელება უპირატესობა გაზარდეს

სან-სიროზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სხვაობა “იუვენტუსსა” და “რომას” შორის 11 ქულამდე გაიზარდა. როგორც ჩანს, “ბებერ ქალბატონს” სკუდეტოს მოპოვებაში ხელს ვერავინ ვეღარ შეუშლის.

მილანური მატჩიშ პარადოქსულობა იმაში გამოიხატება რომ, მასპინძლებმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, თუმცა ტურინელებს მაინც ვერ აჯობეს. “იუვენტუსს” ჩვეული დამაჯერებლობა აკლდა. თუმცა, გადამწყვეტი როლი ლიორენტემ და ტევესმა ითამაშეს. კონტეს გუნდმა სწორედ ამ დუეტის გოლებით მოიპოვა უმნიშნველოვანესი სამი ქულა.

მატჩის შემდეგ კლარენს ზეედორფმა განაცხადა, რომ “იუვენტუსის” გასაჩერებლად ტანკი არის საჭირო. ტანკი, რომელიც იტალიაში არ არის, თუმცა თურქებმა ის დიდი ხნის წინ იპოვეს და გამოიყენეს კიდევაც.

 

კონკურენტები დანებდნენ? 

არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფი “რომა” და “ნაპოლი” ტურინის “იუვენტუსის” ტემპს ვერ აჰყვნენ და ნელ-ნელა მათ შორის სხვაობაც იზრდება.
გასულ ტურში ქულები ორივე გუნდმა დაკარგა.

რუდი გარსიასა შეგირდებმა “სტადიო ოლიმპიკოზე” მილანის “ინტერს” უმასპინძეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. მატჩის შემდეგ რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ შედეგი სავსებით ლოგიკური იყო. მართლაც, მთელი მატჩიშ განმავლობაში საკმაოდ ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა.

“ნაპოლიმ” კვირას ქულები “ლივორნოსთან” დაკარგა. ფაქტია, რომ ბენიტესი გაცემულ ნდობას არ ამართლებს და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელზე დაიწყოს ფიქრი.

მატჩის შემდეგ უმაყოფილო ბენიტესმა განაცხადა, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, მის გუნდს საპრიზო ადგილებისთვისაც კი გაუჭირდება ბრძოლა.

 

01/03/14

რომა 0-0 ინტერი

02/03/14

კალიარი 3-0 უდინეზე

გოლები: იბარბო 18′ ; ვეჩინო 81′ ; იბრაიმი 89′ 

ვერონა 0-0 ბოლონია

ჯენოა 2-0 კატანია

გოლები: ანტონელი 14′ ; სტურარო 85′ 

ატალანტა 2-1 კიევო

გოლები: კარმონა 21′ (1:0); დაინელი 71′ (1:1); სიგარინი 85′ (2:1)

სასუოლო 0-1 პარმა

გოლი: პაროლო 2′ 

ტორინო 0-2 სამპდორია

გოლები: ოკაკა 7′ ; გაბიადინი 79′ 

ლივორნო 1-1 ნაპოლი

გოლები: მერტენსი 32′ (0:1); რეინა 39′ (ს.კ. 1:1)

მილანი 0-2 იუვენტუსი

გოლები: ლიორენტე 44′ ; ტევესი 68′ 

ფიორენტინა 0-1 ლაციო

გოლი: კანა 5′ 

 

ზეედორფი: „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია“

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა, სადაც „მილანმა“ გათამაშების ლიდერი „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია.

„ანგარიშის მიუხედავად, ჩემი გუნდის კარგ თამაშის აღვნიშნავდი. ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, თუმცა ჩვენს ტემპში ვითამაშეთ და მოწინააღმდეგის ბევრი ძლიერი მხარე გავანეიტრალეთ. „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი დაცვაში გაატარა. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს დავეხმარე, რომ საკუთარ თავში გამბედაობა ეპოვათ. მატჩამდე მე მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ ერთი შანსი იქნებოდა, რათა დაგვემტკიცებინა, რომ სწორ გზას ვადგავართ და „იუვენტუსის“, „ატლეტიკოსა“ და „სამპდორიას“ წინააღმდეგ კარგად თამაში შეგვიძლია. ეს ჩვენ თავდაჯერებას შეგვმატებს.

ვის შეუძლია „იუვენტუსის“ შეჩერება? ტანკს! გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ასეთ შედეგებს აჩვენებს, კომპლიმენტებს იმსახურებს. კარლოს ტევესმა ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა, თუმც მას მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა. მან აჩვენა, რომ მსოფლიო დონის თავდამსხმელია“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ სტუმრად „მილანი“ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა, სადაც „მილანმა“ გათამაშების ლიდერი „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ანგარიში 44-ე წუთზე ფერნანდო ლორენტემ გახსნა. 68-ე წუთზე ლამაზი გოლით თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა.

„იუვენტუსმა“ 69 ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. „მილანი“ 35 ქულით მეათე ადგილზეა.

იტალიის სერია A
26-ე ტური
„მილანი“ — „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
გოლები: ლორენტე 44′, ტევესი 68′.
გაფრთხილებები: ბონერა 83′ — მარკიზიო 58′, პირლო 64′.

სერია A – პრევიუ

“იუვენტუსი” “მილანს” ესტუმრება, “ფიორენტინა” “ლაციოს” მიიღებს, რომაელები კი “ინტერს” დაუპირისპირდებიან – იტალიაში საინტერესო ტური გველის. 

 

რომა – ინტერი

იტალიური ტური დღეს რომში გაიხსნება, სადაც “სტადიო ოლიმპიკოზე” “რომა” “ინტერს” მიიღებს. რომაელებისთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გარსიას შეგირდები დღეს გამარჯვებაზე ითამაშებენ.

“ინტერს” კი მიმდინარე სეზონში გაცილებით მოკრძალებული გეგმები აქვს. გუნდი მეხუთე ადგილზეა და მთავარი მიზანი მაინც ამ საფეხურის შენარჩუნებაა. წელს “ინტერის” მთავარი პრობლემა სტაბილურობის არქონაა. ფლორენციაში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, მილანელებმა “კალიარისთან” საშინაო მატჩში დაკარგეს ქულები.

აღსანიშნავია, რომ რომას და ინტერის უკანასკნელი ცხრა შეხვედრიდან “ინტერმა” მხოლოდ ერთის მოგება შესძლო.

 

ფიორენტინა – ლაციო

ფლორენციაში ერთმანეთს ევროპის ლიგის მონაწილეები შეხვდებიან. თუმცა, თუ “ლაციოს” უკვე ყოფილი მონაწილის სტატუსი აქვს. ვინაიდან რომაელები ბულგარულ “ლუდოგორეცთან” გამოეთიშნენ გათამაშებას. საშუალო დონის ბულგარულმა კლუბმა “ლაციოს” 3 გოლი გაუტანა, რაც რომაელების სუსტ დაცვას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, თუ ფლორენციაში უხვგოლიან შეხვედრას ვიხილავთ. “ფიორენტინას” შემადგენლობაში ნამდვილად არიან ისეთი ფეხბურთელები, ვინც გოლის გატანა იცის. თუმცა, მონტელა აღიშნულ მატჩს საკადრო პრობელმებით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო “ფიორენტინას” ვერ დაეხმარებიან: დოალოტე, პისარო და ბორხა ვალერო.

 

მილანი – იუვენტუსი

იტალიური ფეხბურთის კლასიკის მოყვარულებს “სან-სიროზე” ელიან. მილანის მთავარ არენაზე კლარენს ზეედორფის გუნდს ტურინის “იუვენტუსი” ესტუმრება. ამ გუნდების წლევანდელი მიზნები განსხვავებულია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სატურნირო ცხრილში არსებულ მდგომარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს!

ორივე გუნდი ევროთასებზე ასპარეზობს. თუმცა, სიტუაცია აქაც განსხვავებულია. “იუვენტუსი” დამაჯერებლად მიიწევს საშინაო არენაზე გასამრთ ევროპის ლიგის ფინალისკენ. “მილანის” საჩემპიონთალიგო პერსპექტივები კი, ბურუსით არის მოცული.

მთელი კვირის განმავლობაში მილანელები მარიო ბალოტელის გარეშე ვარჯიშობდნენ, რომელსაც მხრის ტრავმა აწუხებს. თუმცა, ბალოტელის თამაში “იუვენტუსთან” გამორიცხული არ არის. “იუვენტუსს” კი დიფკვალიფიცირებული ვიდალი ვერ დაეხმარება, რაც ტურინული კლუბისთვის დიდ დანაკლისს წარმოადგენს.

 

01/03/14

რომა – ინტერი

02/03/14

კალიარი – უდინეზე

ვერონა – ბოლონია

ჯენოა – კატანია

ატალანტა – კიევო

სასუოლო – პარმა

ტორინო – სამპდორია

ლივორნო – ნაპოლი

მილანი – იუვენტუსი

ფიორენტინა – ლაციო