სერია ა: სეზონის პირველი ნახევრის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

Goal.Com-ი გვთავაზობს 2016/2017 წლების სეზონის პირველი ნახევრის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს.

სპორტიელო, სანტონი, ჟესუსი, ვერმაელენი, დ’ამბროზიო, ჟერსონი, ჟორჟინიო, კონდოგბია, ჰონდა, გაბიადინი, გაბიგოლი.

 

“ემპოლიმ” “კალიარი” მჭედლიძის დუბლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს სერია ა-ს მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ემპოლი” საკუთარ მოედანზე “კალიარის” დაუპირისპირდა. მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტოდან დაიწყო ასპარეზობა ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან მჭედლიძემ.

საქართველოს ნაკრების შემტევმა მე-8 წუთზე მარილუნგოს პასით შეძლო ანგარიშის გახსნა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე ისევ ქართველმა გაიტანა, დუბლი გაიფორმა და მის გუნდს, ანგარიშით, 2:0 მოაგებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ემპოლი” 11 ქულით მე-17 ადგილზეა.

 

 

დიეგო პეროტი “სკუდეტოსთვის” ბრძოლის დათმობას არ აპირებს

“რომას” ვინგერი, დიეგო პეროტი იზიარებს ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იტალიის ჩემპიონის ბედი ჯერ არაა გადაწყვეტილი და რომ “რომას” ჩემპიონობის რეალური შანსები გააჩნია.

“ბუფონი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ “რომას” ტიტულისთვის ბრძოლა ისევ შეუძლია.” – განაცხადა პეროტიმ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ჩვენ “ნაპოლის”, “მილანის”, “ინტერისა” და “ლაციოს” დამარცხება მოვახერხეთ. ასეთ გუნდებს კი ისე, უბრალოდ ვერავინ მოუგებს. “სკუდეტოსთვის” მებრძოლი გუნდების დაუმსახურებლად დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია.

მართალია, აქამდე რამდენიმე ძალზედ საჭირო ქულა დავკარგეთ და ახლა 4 ქულით ჩამოვრჩებით ლიდერს, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა.” – განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.

სერია ა: “პალერმომ” ორი ტურის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა

სერია ა-ში ჯერ მხოლოდ ორი ტური ჩატარდა, მისმა ერთ-ერთმა წევრმა გუნდმა კი ასე მოკლე ხანში მწვრთნელი შეიცვალა.

საქმე იტალიურ “პალერმოს” ეხება, რომელმაც დავიდე ბელარდინის თავკაცობით ქვეყნის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა: თავდაპირველად, მინიმალური ანგარიშით საკუთარ მოედანზე “სასუოლოსთან” დამარცხდა; ამას მოჰყვა მილანის “ინტერთან” ფრე, ანგარიშით, 1-1.

ბელარდინი, რომელიც, 2016 წლის იანვრიდან ედგა იტალიურ კლუბს სათავეში, კლუბის პრეზიდენტმა, მაურიციო ზამპარინიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ადგილს კი რობერტო დე ზერბი დაიკავებს, რომელიც მხოლოდ 37 წლისაა და აქამდე “დარფო ბოარიოსა” და “ფოგიას” წვრთნიდა.

აქვე გეტყვით, რომ ზამპარინი უკვე 29 წელია სხვადასხვა კლუბის მფლობელია და მან ამ დროის მანძლზე 60 მწვრთნელი შეცვალა.

ვერატი: “პარის სენ-ჟერმენს” მხოლოდ იტალიურ კლუბში გავცვლი”

“პარის სენ-ჟერმენის” იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საფრანგეთის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს.

“”პარიზში თავს მშვენივრად ვგრძნობ. აქ კარგად ვარ და მინდა “პარის სენ-ჟერმენში” იმდენი ხანი დავრჩე, რამდენიც შესაძლებელი იქნება.

ხოლო, თუ ერთ დღეს გადავწყვეტ, რომ “პსჟ” უნდა დავტოვო, კვლავ იტალიაში დავბრუნდები. თუმცა, ახლა ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.” – განაცხადა 23 წლის ვერატიმ.

შეგახსენებთ, რომ “პესკარას” ექს-ფეხბურთელს ბოლო დროს ძალიან ბევრ ევროპულ გრანდს უკავშირებდნენ, მათ შორის “ბარსელონასა” და “რეალსაც”.

გიჟური სატრანსფერო ფანჯარა: გუნდების დანახარჯი უკვე 1.1 მილიარდს გასცდა!

ამ დროისათვის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ აქტიური გამოდგა. პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგის, სერია ა-ს, ლა ლიგისა და ლიგა 1-ის კლუბების დანახარჯმა უკვე 1.1 მილიარდიანი ნიშნულიც გადალახა.

ყველაზე მეტი ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს – ჟოზეს “მანჩესტერმა” და იურგენ კლოპის “ლივერპულმა” უკვე დახარჯეს 80-80 მილიონი. ლონდონურმა “არსენალმა” კი 45 მილიონი ევრო დახარჯა, მისი უმეტესი ნაწილი კი “გლადბახს” გადაუხადეს ჯაკას სანაცვლოდ.

შესაძლოა, “ბორუსია დორტმუნდმა” რამოდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ ამ დანაკარგზე მათი რეაქცია დადებითად შეიძლება შევაფასოთ. კლუბმა 113 მილიონი ევრო გაიღო, რათა დაებრუნებინა მარიო გიოტცე და დაემატებინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ანდრე შურლე, მიკელ მერინო და მარკ ბარტრა.

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები გერმანიაში მაინც “ბაიერნის” ანგარიშზეა, რამეთუ რენატო სანჩესისა და მატს ჰუმელსის გადაბირება “რეკორდმაისტერს” 35 და 38 მილიონი ევრო დაუჯდა.

54

იტალიაში ამ კუთხით, “იუვენტუსი” დომინირებს. “ბებერმა ქალბატონის” ბანკიდან 90 მილიონი ევრო გავიდა გონსალო იგუაინის დასამატებლად. რასაც ემატება მირალემ პიანეჩისთვის გადახდილი 32 მილიონი ევრო.

“რეალმა” უკვე დახარჯა 30 მილიონი ევრო, რათა მათი აღზრდილი, ალვარო მორატა დაებრუნებინა “იუვენტუსიდან”. “ბარსელონა” კი გაცილებით უფრო აქტიური იყო – “ბლაუგრანამ” 75 მილიონი გადაიხადა ტრანსფერებში. “ატლეტიკო მადრიდმა” ზაფხულში 4 ფეხბურთელი დაიმატა, რაც 49 მილიონ ევროდ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემფიონშიპის “ნიუკასლმაც” საკმაოდ ბევრი დახარჯა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე – რაფა ბენიტესის გეგმების ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა – რაც მეტია ლა ლიგის 15 გუნდის მაჩვენებელზე.

„მილანმა“ ანტონელი დაკარგა

„ფრიზინონესთან“ სერია ა-ს 36-ე ტურის მატჩში, რომელშიც „მილანის“ მცველმა ლუკა ანტონელიმ „მაკრატელა“ გაიტანა, ფეხბურთელმა ასევე ტრავმაც მიიღო. ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის კუნთ დაიზიანა, წერს „Football-Italia“.

ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების პერიოდი ჯერჯერობით უცნობია.

სერია ა-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე „მილანი“ 54 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება და მე-6 საფეხურზე მყოფ „სასუოლოს“ 1 ქულით ჩამორჩება. მე-6 ადგილზე სეზონის დასრულების შემთხვევაში, „როსონერის“ ფეხბურთელები ევროპის ლიგაზე გარანტირებულად გავლენ, რადგან მილანურ კლუბს „იუვენტუსთან“ იტალიის თასის ფინალში თამაში ელის.

პელეგრინი: “დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი იტალიაში”

მანუელ პელეგრინიმ, რომელიც “მანჩესტერ სიტის” მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, განაცხადა რომ მისთვის იტალიაში გადაბარგება ნამდვილად სასიამოვნო სვლა იქნებოდა.

“მინდა სერია ა-ს რომელიმე გუნდს ჩავუდგე სათავეში. დიდებულ გამოცდილებას მივიღებ. მინდა ახალი პროექტის ნაწილი გავხდე, რომელიც ჩემი სამუშაოს შესრულების უფლებას მომცემს.

თუმცა, ესპანეთში დაბრუნებაზეც არ ვიტყოდი უარს.

ცხოვრებაში არასდროს მითქვამს უარი გამოწვევებზე. როდესაც “მალაგა” ავირჩიე, გაცილებით უფრო დიდი კლუბებისგან მქონდა წინადადებები, თუმცა გადავწყვიტე, რომ ამ გუნდის ლიგაზე გაყვანა მინდოდა.”

მესი: “პრემიერ ლიგა მომწონს, ყველა დიდ მატჩს ვუყურებ”

ლეო მესიმ აღიარა, რომ ის ინგლისური პრემიერ ლიგის დიდი ფანია, თუმცა უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის პრემიერ ლიგაში აპირებდა გადაბარგებას.

“მომწონს ინგლისური და იტალიური ფეხბურთი. ყველა დიდ მატჩს ვადევნებ თვალს.” – განაცხადა მესიმ ეგვიპტურ ტელევიზიასთან ჩაწერილ ინტერვიუში.

“თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ჩემი მიზანი “ბარსაში” კიდევ რამოდენიმე წელი თამაში და კარიერის სწორედ აქ დამთავრებაა.

იმედი მაქვს, რომ ჩემი გეგმების შეცვლა არ მომიწევს, რამეთუ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ” – განაცხადა არგენტინელმა გოლეადორმა.

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის სერია A-ში რეკორდი დაამყარა

ჯანლუიჯი ბუფონმა 20 მარტს სერია A-ში მორიგი რეკორდი დაამყარა. ჯიჯიმ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ შეხვედრებში თავისი კარი მშრალად ზედიზედ 930 წუთის განმავლობაში შეინახა, ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” ამჟამად “ტორინოს” წინააღმდეგ თამაშობს, ბუფონის რეკორდი კი შეხვედრის მე-4 წუთზე დაფიქსირდა.

Ancora una volta numero UNO! #G1G1 #FinoAllaFine

Posted by Gianluigi Buffon on Sunday, 20 March 2016

„მილანმა“ „ჯენოასთან“ რევანში აიღო

იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის ბოლო დღე „სან-სიროზე„ დაიწყო, სადაც „მილანმა“ „ჯენოა“ მიიღო და ანაგრიშით 2:1 მდაამარცხა.

უკვე მე-5 წუთზე ანგარიში კარლოს ბაკამ გახსნა. მასპინძელთა უპირატესობა მეორე ტაიმში კეისუკე ჰონდას მიერ შორიდან ლამაზად და ზუსტად შესრულებული დარტყმის წყალობით გაიზარდა. შეხვედრის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმამ გენუელთა დარტყმული მოიგერია, თუმცა იქვე „როსონერის“ ყოფილი ნახევარმცველი ალესიო ჩერჩი აღმოჩნდა, რომელმაც დამატებაზე ახალგაზრდა გოლკიპერს აჯობა და სხვაობაც შეამცირა.

ამგვარად, „მილანმა“ 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე დარჩა და ახლა, შესაბამისად, მე-3 და მე-4 ადგილებზე მყოფი „ფიუორენტინასა“ და „ინტერის“ ურთიერთშეხვედრის მოლოდინშია.

რაც შეეხებათ გენუელებს, ისინი 25 ქულით მე-16 ადგილზე დარჩნენ და გასავარდნ ზონამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.

„მილანი“ – „ჯენოა“ 2:1
გოლები: ბაკა 5′, ჰონდა 64′ – ჩერჩი 90′
გაფრთხილებები: რომანიოლი 90′ – რიგონი 67′

„ლაციომ“ გასვლაზე „ინტერი“ დაამარცხა

„ჯუზეპე მეაცაზე“ იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურის ცენტრალი მატჩი დასრულდა, რომელშიც „ინტერმა“ „ლაციოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

რომაელებმა ანაგრიში შეხვედრის დებიუტშივე, მეხუთე წუთზე გახსნეს – გოლი ანტონიო კანდრევამ გაიტანა. 61-ე წუთზე მაურო იკარდი მეკარე ბერიშასთან პირისპირ გავიდა და ანაგრიშის გათანაბრება შეძლო. 86-ე წუთზე ფელიპე მელომ თავის საჯარიმოში მილინკოვიჩ-სავიჩის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა – თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ანტონიო კანდრევა მივიდა, რომლის დარტყმული სამირ ჰანდანოვიჩმა მოიგერია, თუმცა „ლაციოს“ ნახევარმცველმა დამატებაზე ივარგა და დუბლი მაინც შეასრულა. სამ წუთში მელომ ამჯერად სავიჩის წინააღმდეგ უხეშად თამაშისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ „ლაციოს“ რიცხობრივი უპირატესობა დიდი ხანი არ ჰქონია, სამ წუთში სავიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. დარჩენილ დროში მანჩნის გუნდს ანაგრიშის მეორედ გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა „ნერაძურიმ„ ის ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, 1:2 და „ლაციომ“ ამ გამარჯვებით 23 ქულა დააგროვა და 2015 წელი მე-10 პოზიციაზე დაასრულა. რაც შეეხება „ინტერს“, მილანელები 36 ქულით პირველ ადგილზე დარჩნენ, მაგრამ მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ „ფიორენტინასა“ და „ნაპოლის“ ისინი ამჟამად მხოლოდ ერთ ქულით უსწრებენ.

„ინტერი“ – „ლაციო“ 1:2
გოლები: იკარდი 61′ – კანდრევა 5′ 87′ (პენ)

გაფრთხილებები: ბიაბიანი 55′ – ბილია 49′, სავიჩი 66′, 90+’, კანდრევა 90′
გაძევება: მელო 90′ – მილინკოვიჩ-სავიჩი 90’+