საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში სერხიო ბუსკეტს სახეში ძლიერად დარტყმული ბურთი მოხვდა.
ჭდე: სერხიო ბუსკეტსი
“ბარსელონამ” ახალი კაპიტანი აირჩია
“ბარსელონამ” ახალი სეზონისთვის ახალი კაპიტანი აირჩია. გუნდის კაპიტნის სამკლავურს ჩავი ერნანდესი მოირგებს.
ვიცე-კაპიტანი ანდრეს ინიესტა იქნება, მესამე კაპიტანი – ლიონელ მესი, მეოთხე კი – სერხიო ბუსკეტსი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ჩავი გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო და საჭიროების შემთხვევაში, კარლეს პუიოლს ცვლიდა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულდა.
პუიოლის ნაცვლად ბუსკეტსი
მიმდინარე წლის მაისის თვეში კარლეს პუიოლმა 15-წლიანი კარიერის შემდეგ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდვა გადაწყვიტა. შესაბამისად, “ბარსელონას” 5-ნომრიანი მაისური ვაკანტური გახდა.
კატალონიური გუნდის 5-ნომრიან ფორმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად პუიოლმა მიიღო. ამიერიდან “ბარსელონაში” ამ ნომრით სერხიო ბუსკეტსი ითამაშებს.
“ჩემთვის დიდი პატივია მეხუთე ნომრის ტარება. ვამაყობ, რომ პუიოლმა ამ ნომრის ღირსად მე ჩამთვალა”, – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.
“ეჭვიც არ მეპარება, რომ მეხუთე ნომერი საიმედო ხელში გადადის. დარწმუნებული ვარ, სერხიო იზრუნებს მასზე”, – აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა პუიოლი.
სერხიო ბუსკეტსის ცრემლები
27 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “ვილიარეალსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი მატჩის წინ, ტიტო ვილანოვას საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი გაიმართა, სადაც კამერებმა სერხიო ბუსკეტსის ცრემლები დააფიქსირეს.
ხავი: „სურათზე კარგად ჩანს, რომ ბუსკეტსმა პეპეს არ დააბიჯა“
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ხავიმ მადრიდის „რეალთან“ ბოლო მატჩში სერხიო ბუსკეტსისა და პეპეს ეპიზოდზე ისაუბრა.
„ბუსკეტს დაცვა არც კი სჭირდება, რადგან სურათზე კარგად ჩანს, რომ მან პეპეს არ დააბიჯა.
გასაკვირია, რომ ეს მომენტი ესპანეთის ნაკრების რამდენიმე წევრმა არასწორად შეაფასა“, – განაცხადა ხავიმ.
ცნობისთვის, მათ შორის, ვინც ბუსკეტსი გააკვიტიკა, იკერ კასილიასი და ხაბი ალონსო იყვნენ.
ალექსანდრე მატევოსოვი
ბუსკეტსი: „მეტოქემ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით გვაჯობა“
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-15 ტურში „ბარსელონა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და ბევრისთვის მოულოდნელად, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კატალონიური გუნდის ნახევარმცველი სერხი ბუსკეტსი თვლის, რომ პანიკის დრო არ არის, მარცხი კი ფიზიკურმა მოუმზადებლობამ გამოიწვია.
„მეტოქემ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით გვაჯობა, თუმცა ამის გამო პანიკა არ უნდა ავტეხოთ. მთავარია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და ხელები არ ჩამოვუშვათ. კი ბატონო, ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ, დავუშვით რამდენიმე სერიოზული შეცდომა, თუმცა ამით სეზონი არ დასრულებულა“, – ბუსკეტსის სიტყვები სპორტულმა ვებ-პორტალმა sport.es-მა გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ბარსელონამ“ დღევანდელი დღე ფეხბურთელებს დასვენებისთვის გამოუყო. გუნდი ვარჯიშს სამშაბათს განაახლებს.
ბექა დოგრაშვილი
ბუსკეტსი: „რეალი“ ყოველთვის თავს იმართლებს“
მადრიდის „რეალთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, კომენტარი კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმაც გააკეთა.
„მადრიდელები მსაჯებზე საუბრობენ? ისინი თავის გამართლებას ყოველთვის ცდილობენ. ამ მატჩის შედეგად, ისინი მსგავს თემებზე არ უნდა საუბრობდნენ. მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებებით თავის მართლება ყოველთვის ადვილია. მიმდინარე სეზონში ამის გაკეთება საჭირო ნამდვილად არ არის“, – თვლის ბუსკეტსი.
ალექსანდრე მატევოსოვი