სერხიო რამოსი მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი განვლილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„ბლანკოსის„ მცველმა მაროკოში გამართლ ტურნირზე ორი გოლის გატანა მოახერხა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში სერხიო თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუსა და ახალი ზელანდიის კლუბ „ოკლენდ სიტის“ მცველს ივან ვიცელიჩს აჯობა, რომლებმაც, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბურთები მიიღეს.

სერხიო რამოსი გატანილი გოლების მაჩვენებლით ინიესტას დაეწია

მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის „რეალმა“ არგენტინული „სან-ლორენცო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ერთ-ერთი გოლი ამ შეხვედრაში სერხიო რამოსმა გაიტანა.

ხსენებული გოლი „ბლანკოსის“ მცველისთვის ოფიციალურ მატჩებში 52-ე გამოდგა და ამ მაჩვენებლთ მან „ბარსელონას“ ნახევარმცველ ანდრეს ინეისტას დაეწია. ამჟამად რამოსის ანაგრიშზე 425 ოფიციალური მატჩია. ამავდროულად, ინიესტას 522 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი გოლების რაოდენობა ასევე 52-ს შეადგენს.

სერხიო რამოსმა ტრავმა მიიღო

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა კუნთების ტრავმა მიიღო.

ამის გამო ფეხბურთელმა თავისი გუნდის დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა რამოსი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალში მადრიდელთა მეტოქე არგენტინული „სან-ლორენცო“ იქნება. მატჩი შაბათს, ოც დეკემბერს შედგება.

რამოსი დაშავდა, თუმცა ფინალში თამაშის იმედი აქვს

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის “კრუს-ასულთან” გამართულ 1/2-ფინალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ფინალურ შეხვედრაში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

“ტკივილი დიდად არ მაწუხებს. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია. სამედიცინო შტაბი პასუხს დღეს იტყვის. ფინალში თამაშის დიდი სურვილი მაქვს” – განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში “სამეფო კლუბი” “სან-ლორენცო” – “ოკლენდ სიტის” წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

რამოსი და რეალი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

მადრიდის “რეალის” მცველი, სერხიო რამოსი, კლუბს ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ვერ უთანხმდება.

მოთამაშეს ხელშეკრულების, რომლის ვადაც 2017 წელს იწურება, გახანგრძლივება 2 სეზონით სურს. ამასთან ერთად რამოსი ხელფასის 2 მილიონით მომატებასაც ითხოვს.

თავის მხრივ კლუბი ფეხბურთელს ერთწლიანი ხელშეკრულებას სთავაზობს და ხელფასის მნიშვნელოვნად მომატებას არ აპირებს.

28 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიოზნის 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.

პრიმერადივიზიონში ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე ნაკლებად პეპე ჯარიმდება

მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი პეპე ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კოლეგებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არღვევს თამაშის წესებს. გაზეთ “მარკას” თანახმად, ლა ლიგის XV ტურის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც საკმაოდ ხისტი ხასიათით გამოირჩევა, მხოლოდ ხუთჯერ ჰყავთ დაჯარიმებული.

პეპეს პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ყვითელი ბარათი ამ დრომდე არ აქვს მიღებული, როცა მის თანაგუნდელ სერხიო რამოსს თამაშის წესი ოცჯერ დაურღვევია და ხუთჯერ გაფრთხილებაც მიუღია.

ცნობისთვის, პეპეს ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშების 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

რამოსმა, ანჩელოტიმ და ბეილმა რეკორდის აღმნიშვნელი სურათი გადაიღეს

გარეთ ბეილმა, კარლო ანჩელოტიმ და სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალის“ სარეკორდო ზედიზედ მე-16 გამარჯვება ორიგინალურად ასახეს.

Bale-Ancelotti-Ramos

აღნიშნულ სურათს ბეილმა ტვიტერზე კომენტარიც დაურთო: „გოლისგან ჩინებული ემოცია მივიღე. მარჯვენა ფეხით ყოველდღე გოლებს არ ვიტან. მიხარია, რომ ზედიზედ მე-16 შეხვედრა მოვიგეთ და ახალი საკლუბო რეკორდი დავამყარეთ“, – დაწერა ბეილმა თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე.

ფაბრეგასი რამოსის სიტყვების შემდეგ ნაწყენი დარჩა

ნოემბერში ტრავმის გამო „ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ესპანეთის ნაკრების ორი მატჩი გამოტოვა. შემდგომ სერხიო რამოსის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც „რეალის“ მცველმა განაცხადა, რომ „ფურია როხას“ წევრები ნაკრების შეხვედრებს უფრო დიდი სერიოზულობით უნდა უდგებოდნენ.

„დიახ, მე ნაწყენი დავრჩი და ამის შესახებ რამოსს ვუთხარი. შემდგომ ეს საკითხი ტელეფონით განვიხილეთ, ახლა ყველაფერი რიგზეა“, – განუცხადა ფაბრეგასმა „Cadena Cope“-ს.

„ნაწყენი დავრჩი, რადგან ვიღაცას ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი შეეპარა. ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარე, ჩემს ანგარიშზე 94 შეხვედრაა. მარცხენა ფეხის ტრავმა მაწუხებდა და იმ შემთხვევაში, თუ ვითამაშებდი, ლუკა მოდრიჩის ბედს გავიზიარებდი (ხორვატ ნახევარმცველს სანაკრებო პაუზის დროს მიღებული ტრავმის გამო სამი თვის გამოტოვება მოუწევს)“, – განაცხადა სესკმა.

ჟოზე მოურინიო: “სერხიო რამოსი ექიმი არ არის”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, დიეგო კოსტას დაცვა გადწყვიტა. შეგახსენებთ, ლონდონელთა ფორვარდი სერხიო რამოსმა გააკრიტიკა. “რეალის” მცველმა აღნიშნა, რომ ნატურალიზირებული ბრაზილიელი ტრავმას იმიზეზებს და ნაკრებში სათამაშოდ მოურინიოს გამო არ ჩადის.

“დიეგოსთვის დასვენების ორი კვირა აუცილებელი იყო. სერხიო რამოსი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ის ექიმი არ არის.

ჩვენი კლუბის და ესპანეთის ნაკრების ექიმებმა გამოკვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არ იყო. მე კი მათი გადაწყვეტილების წინააღმდეგ ვერ წავიდოდი.

ეჭვი მეპარება, რომ ბოლო 2 წელიწადში სერხიო მედიცინაში ისე გაერკვა, რომ ექიმებზე მეტი ცოდნა ჰქონდეს ამ დარგში” – განაცხადა მოურინიომ.

სერხიო რამოსმა ბურთი კამერას გაარტყა (ვიდეო)

22 ნოემბერს, “ეიბარსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ მატჩში სერხიო რამოსმა ბურთია ვიდეო კამერას გაარტყა.



რამოსისა და კასილიასის აზრით, მოურინიომ ფაბრეგასსა და დიეგო კოსტას ნაკრებში თამაში აუკრძალა

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ლიდერები სერხიო რამოსი და იკერ კასილიასი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ „ჩელსის“ მოთამაშეები სესკ ფაბრეგასი და დიეგო კოსტა ეროვნულ ნაკრებში ტრავმების გამო არ გამოიძახეს.

სერხიო და იკერი, რომლებიც „ჩელსის“ თავკაც ჟოზე მოურინიოს „რეალში“ მუშაობით იცნობენ, თვლიან, რომ ფაბრეგასი და კოსტა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ეროვნულ ნაკრებში უბრალოდ არ გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ რამოსმა ორივე ფეხბურთელის არგამოძახებასთან დაკავშირებით თავისი უკმაყოფილება აქამდეც გამოხატა.

რამოსმა ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით ინიესტას გაუსწრო

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი „რაიო ვალეკანოსთან“ ესპანეთის პრიმერა დივიზონის მე-11 ტურის მატჩში (5:1) გოლით გამოირჩა.

აღნიშნული გოლი სერხიოსთვის „ბლანკოსის“ შემადგენლობაში 50-ე აღმოჩნდა და ამ მაჩვენებლით მან ესპანეთის ნაკრებში თანაგუნდელ ანდრეს ინიესტას გაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ ინიესტამ „ბარსელონას“ მაისურით 517 მატჩი ჩაატარა და სწორედ იმდენი გოლი გაიტანა, რამდენის გატანაც რამოსმა „რეალში“ 417 შეხვედრაში შეძლო.