საქართველო — შოტლანდია (სასტარტო შემადგენლობები)

სულ ცოტა დრო რჩება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთა შორის გასამართ შეხვედრამდე. უკვე ცნობილია მატჩში მონაწილე გუნდების სასტარტო შემადგენლობები.

საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, რობერტსონი, რ. მარტინი, მალგრიუ, მელონი, მორისონი, ბრაუნი, ს. ფლეტჩერი, ნეისმიტი, ანია.
მთავარი მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი.

მატჩი “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება და მას 35 წლის რუმინელი არბიტრი ოვიდიუ ჰაცეგანი განსჯის.

 

შოტლანდიისა და საქართველოს ღია ვარჯიში „დინამო არენაზე“ (სურათები)

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტპაის მატჩის წინ, დღეს, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებმა ივარჯიშეს.

თავდაპირველად, სავარჯიშოდ შოტლანდიის ნაკრები გამოვიდა, რომლის ვარჯიში მთავარი მწვრთნელის გორდონ სტრაჩანის პრესკონფერენციის შემდეგ დაიწყო.

მოგვიანებით, კახა ცხადაძის პრესკონფერენციის შემდეგ, სავარჯიშოდ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიც გამოვიდნენ.

შეგახსენებ, რომ საქართველო – შოტლანდიის მატჩი ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება.

მარიამ ნიშნიანიძის სურათები:

როგორ უპასუხა გორდონ სტრაჩანმა ქართველი ჟურნალისტის კითხვას (ვიდეო)

3 სექტემბერს, “დინამო არენაზე” შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა საქართველოსთან მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა შოტლანდიელთა თავკაცს კითხვა 2007 წელს თბილისში განცდილ მარცზე დაუსვა. სტრაჩანმა კი შეკითხვას ასე უპასუხა: “საოცარია, როგორ იცვლება ყველაფერი. 2007 წელს ვინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანები Iwatch-ს გამოიყენებდნენ?”

VIDEO | Gordon Strachan was asked by the media if things had changed since Scotland's last visit to Tbilisi in 2007. This was his response…Full media conference: http://scotfa.co/preGEO#GEOSCO

Posted by Scotland National Team on Thursday, 3 September 2015

კახა ცხადაძე: “გვინდა, რომ გუნდური თამაში ვაჩვენოთ”

შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“31 აგვისტოს მომზადება დავიწყეთ. მოკლე პერიოდში რთული თამაშები გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ოპტიმალურ მდგომარეობაში იყოს. ძალიან რთული მატჩები გველის. ორივე გუნდს მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ. შოტლანდიელები ძალიან მოტივირებულები იქნებიან. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ. დიდი ხანია ოფიციალური მატჩი არ მოგვიგვია, ეს კი ჩვენი მოტივაციაა. ამ შეხვედრებში უნდა ვაჩვენოთ, რომ ასეთი დონის გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია.

როცა ფეხბურთელი უთამაშებელია, ეს პრობლემაა. ჩვენ მაღალი დონის მეკარეები გვყავს. გადაწყვეტილი მაქვს, ვინ დადგება კარებში. ფეხბურთელებმა იციან, რა გვინდა ჩვენ და რას ვითხოვთ. ფეხბურთი გუნდური თამაშია და აუცილებელია, ფეხბურთელებმა მათი მოვალეობა შეასრულონ. აუცილებელია, ხვალ დადებითი შედეგი მივიღოთ. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდური თამაშის ჩვენება გვსურს.

შოტლანდია თანამედროვე და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. ბრიტანული ფეხბურთი გამოირჩეოდა ათლეტური თამაშით და გრძელი გადაცემებით, მაგრამ შოტლანდიამ ბოლო დროს ეს მითი დაამსხვრია. მეტოქე სქემას იშვიათად ცვლის. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი დონის გუნდებთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ.

პოლონეთში ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ ყველა მატჩს ვაანალიზებთ და გვინდა, რომ იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ. ნაკრებში მოსულ ფეხბურთელებს თავიდან ვერ მოვამზადებთ, ისინი კლუბებში უნდა მოემზადონ. პოლონეთთან მატჩში, კონცენტრაციის დაკარგვის გარდა, ბოლო წუთებში დავიღალეთ. თუმცა, ვფიქრობ, ფსიქოლიგურად გავტყდით. დიდი ძალებით ვუტევდით, მაგრამ მეორე გოლის მიღების შემდეგ ფეხბურთელებმა ჩათვალეს, რომ შეხვედრა უკვე წავაგეთ. ეს ქართული მენტალიტეტის ბრალია, სხვაგან ასე არ იქცევიან. იმ შემთხვევაში თუ უბურთოთ ვირბენთ, არანაირი ფუნქციალური მდგომარეობა არ გვექნება. თუ ბურთი ჩვენი იქნება, ნაკლები სირბილი მოგვიწევს.

ფეხბურთი მარტო სირბილი არ არის. თუ ბურთი ჩვენი იქნება, ნაკლები პრობლემები შეგვექმნება. რაც შეეხება კაკაბაძეს, მას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ნაკრებში მოვიაზრებთ. კაკაბაძე ახალგაზრდულ ნაკრებში ვერ გავუშვით, რადგან გუნდში მხოლოდ ერთი მარჯვენა მცველი გვრჩებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი უნდა იმუშაონ. გველესიანს ისეთი მონაცემები აქვს, რომ გერმანიაში მას უკვე ნაკრების ფეხბურთელად აქცევდნენ. მთავარია, ფეხბურთელებმა იშრომონ. რაც უფრო კვალიფიციური ფეხბურთელები გვეყოლება, მით უფრო მაღალ მიზნებზე ვიფიქრებთ.”

გორდონ სტრაჩანი: “2007 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა”

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინა დღეს, შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა პრესკონფერენცია გამართა.

“შესაძლოა, ხვალინდელი მატჩი მნიშვნელოვანი გამოდგეს ან საერთოდ მას არანაირი მნიშვნელობა არ მიენიჭოს. იმედია, ბოლო თამაშის წინაც ამას მკითხავენ. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს.

არ მესმის ის შეხედულება, რომ ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, ვინ ითამაშებს ხვალ. ფეხბურთელებმა ჯერ შემადგენლობის შესახებ არაფერი იციან. გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან სათადარიგოთა სკამზე ბევრი ძლიერი მოთამაშე დარჩება.

ჩვენ კლიმატური პირობები გავითვალისწინეთ და მსუბუქად ვივარჯიშეთ. რაც შეეხება ტაქტიკას, ამ შემთხვევაში სიცხის ფაქტორს გავითვალისწინებთ.

გლაზგოში ჩატარებულ მატჩში, საქართველომ კარგად ითამაშა. მეტოქემ გუნდური თამაში დაგვიპირისპირა. ვფიქრობ, ხვალ ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება.

2007 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თბილისში გამართული მატჩის შემდეგ დიდი დრო გავიდა.”

სკოტ ბრაუნი: “ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისათვის”

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინა დღეს, შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა სკოტ ბრაუნმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ამიერიდან, ჩვენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და ვეცდებით, ყველა მათგანი მოვიგოთ. ხვალ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

ვფიქრობ, სიცხესთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვექმნება. გუნდში არიან “სელტიკის” ფეხბურთელები, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ ასეთ ამინდში აზერბაიჯანში ითამაშეს.

ვფიქრობ, თავდასხმაში ორივე კარგი ფეხბურთელი გვყავს. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მათ თავიანთი პლუსები აქვთ. ფლეტჩეტი რამდნეიმე წელია ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშობს, რაც ნიშნავს, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია.

ჩვენ სტუმრად ვთამაშობთ, ამიტომ თამაში გავიჭირდება. საქართველოს ნაკრებისათვის პრინციპული თამაშია, გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ფეხბურთელები კი ბოლომდე იბრძოლებენ.

ჩვენს გუნდში დიდი კონკურენციაა. ყველას, ვინც გამოძახებულია, შეუძლია, ხვალ ითამაშოს. ჩვენი ფეხბურთელები ინგლისის პრემიერ ლიგასა და ჩემპიონშიპში თამაშობენ.”

შოტლანდიის მწვრთნელი: „საქართველო სახიფათო მეტოქედ რჩება“

შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გორდონ სტრაჩანის ერთ-ერთი თანაშემწე სტიუარტ მაკოლი საქართველოსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი. მაკოლის თქმით, გუნდს კონტინენტის პირველობაზე გასვლის იმედი არ დაუკარგავს.

„მართალია, უელსთან და სერბეთთან მარცხით დავიწყეთ, თუმცა შემდგომ ხორვატიას ამხანაგური მატჩი მოვუგეთ და მომდევნო შეხვედრებში თამაში გავაუმჯობესეთ. ირლანდია დავამარცხეთ და პოლონეთში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა დავუწიეთ.

ერთადერთი, რაც ახლა გაგვაჩნია, რწმენაა. როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე მოთამაშეებსა და გულშემატკვირებს, წარმატების მიღწევის გვჯერა. უბრალოდ, ჩვენთვის სასურველი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – თვლის მაკოლი.

გარდა ამისა, სპეცილისტმა ასევე საქართველოს ნაკრების თავკაცის კახა ცხადაძის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ გუნდმა, შესაძლოა, განსხვავებული თამაში და ტაქტიკა შემოგვთავაზოს.

საქართველომ პოლონეთთან 0:4 წააგო, თუმცა 89-ე წუთამდე მხოლოდ ერთბურთანი სხვაობით აგებდა, რის შემდეგაც რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთთრიკი შეასრულა. იმ შეხვედრაში ქართველებს გოლის გატანა შეეძლოთ. დიახ, მათ რამდენიმე მოთამაშე დაკარგეს, მაგრამ ეს გუნდი ჩვენთვის მაინც სახიფათო მეტოქედ რჩება“, – დაასრულა მაკოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ პარასკევს, 20:00 საათზე დაიწყება.

მაკლიში: “ოქრიაშვილს მოურინიოს მსგავსი ადამიანი სჭირდება”

შოტლანდიის ეროვნული ნაკრებისა და “რეინჯერსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა ბელგიური “გენკისა” და საქართველო ნაკრების ფეხბურთელზე, თორნიკე ოქრიაშვლზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მაკლიში გასული სეზონის განმავლობაში “გენკს” წვრთნიდა და ცხადია, ის ოქრიაშვილს იცნობს.

“თორნიკეს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის. ოქრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებს გაუტანა.

თორნიკე ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და იმ შემთხვევაში, თუ ის დისციპლინას მეტ ყურადღებას დაუთმობს, მას წინ დიდი მომავალი აქვს. ყველანი ვხედავთ, როგორ განავითარა ჟოზე მოურინიომ ედენ აზარი, ამრიგად, იმისათვის, რომ ოქრიაშვილი დიდი ფეხბურთელი გახდეს, მას მოურინიოს მსგავსი ადამიანი სჭირდება”, – ციტირებს მაკლიშის სიტყვებს Daily Record-ი.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე შოტლანდიას უმასპინძლებს, მატჩის თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

მაკლიში წარსულს იხსენებს: „საქართველოსთან წაგებულ მატჩზე რამდენიმე წელი ვფიქრობდი“

ოთხ სექტემბერს თბილისი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ამ ორი ნაკრების 8 წლის წინანდელი დაპირისპირება ყველას გვახსოვს – მაშინ კლაუს ტომპმიოლერის გუნდმა შოტლანდიელები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. როგორც ჩანს, შოტლანდიელთა მაშინდელ თავკაცს ალექს მაკლიშს ის მარცხი დღემდე ახსოვს. ერთ თვეში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას მაკლიშმა სწორედ 2007 წლის თამაში გაიხსენა. სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს გორდონ სტრაჩანს საქართველოს დედაქალაქში „ადვილი გასეირნება“ ექნება.

„იმედია, გორდონი საქართველოში გაიმარჯვებს. საქართველოს ნაკრები, 2007 წელთან შედარებით, დღეს გაცილებით სუსტია, რაც მაიმედოვნებს.

მაშინ ქართველებმა იმედები გაგვიცრუეს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გვქონდა. არადა, კარგი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩავატარეთ, საფრანგეთს სახლში და გასვლაზე ვძლიეთ, მაგრამ ფრანგებზე ორი ქულით ნაკლები დავაგროვეთ“, – იხსენებს მაკლიში.

GD17659583

„რამდენიმე წლის წინ საქართველოში წაგებულ თამაშზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. იმ შეხვედრაში სხვანაირი ტაქტიკა უნდა ამერჩია. იქამდე უკრაინა დავამარცხეთ და ვიმედოვნებდი, რომ თბილისშიც მოვიგებდით.

საქართველოს კლაუს ტოპმიოლერის სახით კარგი გერმანელი თავკაცი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო იყო, მან მოთამაშეების საბძროლველად მომზადება მაინც მოახერხა“, – აღნიშნა მაკლიშმა.

დანკან ფერგიუსონი – ფეხბურთელი, რომელმაც მოედანზე მეგობრობა არ იცოდა

“ევერტონის”, “ნიუკასლის”, “რეინჯერსისა” და “დანდი იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი დანკან ფერგიუსონი ძალიან გამორჩეული იმით იყო, რომ მოედანზე ყოველთვის აგრესიული გახლდათ.

1. ჯონ მაკსტეის წინააღმდეგ

2. პოლ ინსის წინააღმდეგ

3. სტეფენ ფრეუნდის წინააღმდეგ

4. თამასის წინააღმდეგ

5. ფერგიუსონის მსაჯსაც ეშინია

6. ის გატანილი გოლის შემდეგაც აგრესიულია

ირლანდია და შოტლანდია დაზავდნენ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის შეხვედრაში ირლანიამ შოტლანდიას უმასპინძლა. პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

38-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა უოლტერსის გოლით გახსნესნ და ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგეს. შოტლანდიელებმა წონასწორობის აღდგენა შესვენებიდან 2 წუთში შეძლეს, როცა ბურთი საკუთარ კარში ჯონ ოშიმ გაიტანა.

მინდორზე წაქცეულმა შოტლანდიელმა ფეხბურთელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

31 მაისს, ისლანდიის ჩემპიონატში, “ჰაფნარიარდანმა” საკუთარ მოედანზე “ლეიკნირი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლი გაიფორმა მასპინძელთა შოტლანდიელმა ფეხბურთელმა სტივ ლენონმა. მისი ერთ-ერთი გოლი კი საკმაოდ ლამაზი გამოვიდა.