რომელ ფეხბურთელს ჩააცმევდა შვაინშტაიგერი “ბაიერნის” ფორმას?

32 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ “ბაიერნის” მაისურში ყველაზე მეტად “ბარსელონას” ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის ხილვა სურს.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნში” შვაინშტაიგერი 13 წლის მანძილზე თამაშობდა.

“რთულია თქმა, მაგრამ თუ მაინც მომიწევს ერთი ფეხბურთელის ამორჩევა, არჩევანს ნეიმარზე გავაკეთებდი. მას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი “ბაიერნის” ფორმაში.

სიმართლე გითხრათ, მე მისი ერთგვარი ფანიც ვარ. მე არა მარტო მისი სათამაშო სტილი, არამედ ხასიათი და პიროვნული თვისებებიც მხიბლავს,” – აცხადებს გერმანელი ნახევარმცველი.

კარიკატურა: შვაინშტაიგერი “ოლდ ტრაფორდს” დაუბრუნდა (ფოტო)

გუშინ ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვესტ ჰემს” უმასპინძლა და მეტოქე, ანგარიშით, 4-1 დაამარცხა. 86-ე წუთზე მოედანზე ანტონი მარსიალის ნაცვლად ბასტიან შვაინშტაიგერი შემოვიდა. მოგეხსენებათ, გერმანელი მას შედმეგ დააქვეითეს ახალგაზრუდლ გუნდში, რაც “წითელ ეშმაკებს” ჟოზე მოურინიო ჩაუდგა. ეს უკანასკნელი გუშინ, დისვალიფიკაციის გამო, ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს მატჩს.

ომარ მომანიმ ეს ბასტიანის შემოსვლა ასე დაინახა

 

გროსკროიცმა შვაინშტაიგერი “შტუტგარტში” მიიწვია

ბასტიან შვაინშტაიგერის გერმანელ თანამემამულეს, კევინ გროსკორიცს თუ დავუჯერებთ, მას “ოლდ ტრაფორდზე” ტანჯვისგან თავის დახსნა გერმანიაში, კერძოდ კი “შტუტგარტში” გადაბარგებით შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ნახევარმცველი ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურის მორგების ღირსადაც არ ჩათვალა.

“ახლა ის ნამდვილად რთულ სიტუაციაში იმყოფება, მაგრამ გამოსავალი აქედანაც არსებობს.” – განუცხადა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა Bild-ის ჟურნალისტებს.

“მას შეუძლია “შტუტგარტში” გადმობარგდეს, თანაც იანვარში – და ყველა ბედნიერი იქნება.” – დაამატა გროსკროიცმა, რომლის გუნდიც გერმანიის რიგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (7 აგვისტო)

ასმირ ბეგოვიჩი და ლოიკ რემი ლუკაკუს სანაცვლოდ

The Sun-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები მზად არიან, რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ “კამფეტებს” ასმირ ბეგოვიჩი და ლოიკ რემი შესთავაზონ.

ბოსნიელი მეკარით ლივერპულელები ტიმ ჰოვარდს ჩაანაცვლებენ, ლოიკ რემი კი რომელუ ლუკაკუს მაგივრობას გასწევს.

გვარდიოლა ჰარტის ჩანაცვლება ტერ-შტეგენის მეშვეობით აპირებს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” გერმანელი მეკარის, მარკ ანდრე ტერ-შტეგენის გადაბირებას აპირებენ. ასე რომ, ჯო ჰარტს შესაძლოა, “ეტიჰადის” დატოვება მოუწიოს. მაგრამ, აღნიშნულ ტრანსფერს შტეგენის გამოსასყიდი თანხა – 67 მილიონი ფუნტი აფერხებს.

“არსენალმა” შესაძლოა, ჩიჩარიტოსთვის გაიბრძოლოს

Gazzette Dello Sport-ის ჟურნალისტი, ემანუელე ჯულიანელი აცხადებს, რომ არსენ ვენგერი მექსიკელი ხავიერ ერნანდესის გადაბირებას აპირებს, რომელიც გასულ სეზონში “ბაიერ ლევერკუზენს” შეუერთდა “იუნაიტედიდან”. “მეთოფეები” “რეალის” ყოფილ ფორვარდზე მას შემდეგ გადაერთნენ, რაც ლაკაზეტის საქმეში ხელი მოეცარათ.

Coqc7eiVMAEAGkg

“ბაიერნი” შვაინშტაიგერისათვის დახმარების ხელის გაწოდებას არ აპირებს

როგორც ჩანს, ბასტიან შვაინშტაიგერს კვლავ “მანჩესტერ იუნაიტედის” სათადარიგო გუნდში მოუწევს ასპარეზობა – მის დაბრუნებაზე უარი განაცხადა “ბაიერნის” დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

“ერთი წლის წინ, თავად ბასტიანმა მთხოვა, რომ “იუნაიტედში” გამეშვა, რათა გამოცდილება შეეძინა. ვწუხვარ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ მას, მაგრამ ჩვენ მის დაბრუნებას არ ვაპირებთ.”

ზინადინი ისკოს წასვლის წინააღმდეგი არ არის

ზინადინ ზიდანი მთელი ზაფხულის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ ხამეს როდრიგესი მადრიდული გრანდიდან არ წავიდოდა, თუმცა, განსხვავებულია სიტუაცია მისი კოლეგის, ისკოს შემთხვევაში. AS-ის ცნობით, მადრიდელები მზად არიან გაუშვან ესპანელი ნახევარმცველი სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში.

პოგბა ინგლისშია !

ინგლისში აქტიურად ვრცელდება ჭორები, რომლის თანახმადაც, ფრანგი პოლ პოგბა უკვე მანჩესტერშია. Sky Sports-ის ცნობით, “იუვეს” ნახევარმცველმა ფარულად გაიარა სამედიცინო შემოწმება და უახლოეს მომავალში კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

ბალაკი: “შვაინშტაიგერმა სანაკრებო კარიერა უნდა დაასრულოს”

მიხაილ ბალაკმა მის თანამემამულეს, ბასტიან შვაინშტაიგერს სანაკრებო კარიერის დასრულებისაკენ მოუწოდა. ბალაკმა ეს განცხადება “ბუნდესნაკრების” ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ გააკეთა.

“ვიცი, რომ ის წარმოუდგენლად ამბიციურია, თუმცა ახლა სანაკრებო კარიერის დასრულებისათვის შესაფერისი მომენტია.

მისი კარიერის ბოლო ორ წელიწადს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა შეექმნა. ამაზე ვდარდობ. მას სამუშაო “მანჩესტერ იუნაიტედშიც” საკმაო ექნება.

არ ვიცი, აპირებს თუ არა ის რუსეთში გასამართ მუნდიალზე მონაწილეობის მიღებას. საკუთარ ნაბიჯებზე ბევრი უნდა იფიქროს.”

თორნიკე ოქრიაშვილმა თავისი ფინტის ფოტოზე ბასტიან შვაინშტაიგერი “დათაგა” (ფოტო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მან ბასტიან შვაინშტაიგერი მონიშნა.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა გერმანიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ლამაზი ფინტით მოატყუა.

1

2

კანკავასა და შვაინშტაიგერის დაპირისპირება (ვიდეო)

29 მარტს, საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (0:2), ჯაბა კანკავასა და ბასტიან შვაინშტაიგერს შორის სიტუაცია დაიძაბა.

კანკავას და შვაინშტაიგერის ეპიზოდიკანკავას და შვაინშტაიგერის დაპირისპირების ეპიზოდი საქართველო – გერმანია 29.03.2015

Posted by ქართული ფეხბურთი (მულტიმედია) Georgian Football on Sunday, 29 March 2015

როგორ მოატყუა თორნიკე ოქრიაშვილმა ბასტიან შვაინშტაიგერი (ვიდეო)

29 მარტს, საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში (0:2), თორნიკე ოქრიაშვილმა ბასტიან შვაინშტაიგერი ლამაზი ფინტით მოატყუა.

მარკო როისმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა კრიშტიანო რონალდუს მიბაძეს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასრულებენ დარტყმებს მარკო როისი და ბასტიან შვაინშტაიგერი.

ბასტიან შვაინშტაიგერმა რაფინია დატროლა (ვიდეო)

13 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ალმერიასა” და “ბაიერნს” შორის გამართულ შეხვედრაში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

გაბრაზებული მიულერი ჟურნალისტს: “თქვენი “ოქროს ბუცი” უკანალზე მიიკარით”

13 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებმა არგენტინელთა დამარცხება მოახერხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტმა ბასტიან შვაინშტაიგერთან და თომას მიულერთან გასაუბრება სცადა. შვაინშტაიგერმა ჟურნალისტს სთხოვა, რომ მას კითხვა გერმანულ ენაზე დაესვა, თუმცა ის ასე არ მოიქცა.

მოგეხსენებათ, მიულერს “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში ხამეს როდრიგესმა აჯობა, რომელმაც გერმანელთან შედარებით ერთით მეტი გოლი გაიტანა.

ჟურნალისტმა მიულერს ინგლისურ ენაზე “ოქროს ბუცის” შესახებ ჰკითხა, რაზეც გაბრაზებულმა ფეხბურთელმა გერმანულად უპასუხა: “ეს სისულელე სულაც არ მაინტერესებს. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ. შეგიძლიათ, თქვენი “ოქროს ბუცი” უკანალზე მიიკრათ.”

შვაინშტაიგერი: “მინდა, ჩემპიონთა ლიგის თასის ზედიზედ მეორედ მოვიპოვოთ”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი აცხადებს, რომ მას ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება ზედიზედ მეორედ სურს.

“მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ მეორედ მოვიპოვოთ. ეს აქამდე არავის გაუკეთებია და გამიხარდება, პირველები თუ ჩვენ ვიქნებით. ცხადია, სანამ თასს მოიპოვებ, იქამდე კიდევ მატჩებია ჩასატარებელი. ნახევარფინალში ძალიან რთული მეტოქე გვყავს, თუმცა შევეცდებით, “რეალს” ვაჯობოთ”, – ამბობს შვაინშტაიგერი.