„მილანის“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ჩინელებზე ხუმრობა გადაწყვიტა.
„ჩინელი კომუნისტები საკუთარ შვილებს ჭამდნენ. დიახ, დიახ, ეს სიმართლეა! ჩინეთში დიდი შიმშილი იყო, ბავშები კვდებოდნენ, რადგან მათ დედებს რძე არ ჰქონდათ. და ახლა ჩემი „მილანი“ ჩინელებს უნდა მივყიდო? სად მიდის ეს სამყარო“, – ციტირებს ბერლუსკონის „Football Italia“.
ცნობისთვის, ბერლუსკონიმ ჩინელ ინვესტორებთან „მილანის“ აქციათა 70%-ის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო.