სიონი – ფლამურტარი 2:3

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბოლნისის “სიონსა” და ალბანურ “ფლამურტარის” შორის სტუმრების გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

სიონი 2-3 ფლამურტარი

გოლები: ველიუ 20′ (0:1); ისიანი 27′ ; 30′ (2:1); კუქი 74′ (2:2); შეჰაი 93′ (2:3)

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, კანდელაკი, სვანიძე, იმედაშვილი, აფციაური (სამხარაძე 74′), კახელიშვილი, ცხადაია, გურეშიძე, ლობჟანიძე (უგულავა 54′), ისიანი

ფლამურტარი: ლიკა, მიჩი, ველია, არბრი (იდრიზაი 90′), მუზაკა (მეტო 86′), ლიკა, ზექირი (შეჰაი 82′), კუქი, ლენა, ტელუში, აბილალიაჯი. 

სიონი – ფლამურტარი: საქართველოში ევროსეზონი იწყება

ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბოლნისის “სიონი” ალბანნურ “ფლამურტარის” უმასპინძლებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ წილისყრაში “სიონს” გაუმართლა და განთესილი გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვდა. “ფლამურტარი” გასულ სეზონში ალბანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა. ევროსაგზური კი თასის მოგებით მოიპოვა.

ბოლნისური კლუბის მსგავსად ალბანურიც ევროასპარეზს მცირე შესვენების შემდეგ უბრუნდება. თუმცა, “სიონისგან” განსხვავებით “ფლამურტარის” მხოლოდ ერთწლიანი პაუზა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მატჩი ალბანურ კლუბს 2011 წლიდან არ აქვს მოგებული. 2009 წელს კი შოტლანდიურ “მოზერველთან” 8-1 წააგო.

“სიონთან” მატჩისთვის “ფლამურტარი” ორი ლეგიონერით გაძლიერდა. მომდევნო სეზონში ალბანური გუნდის ღირსებას დაიცავენ ბრაზილიელი მცველი დუგლას აუგუსტო და ჰოლანდიელი ფორვარდი ნასირ მააჩი.

დუგლასი საფეხბურთო კარიერას ბრაზილიურ “ბაიაში” იწეყბდა ბოლოს კი სერია С-ს წარმომადგენელ “ტრეზეს” შემადგენლობაში ასპარეზობდა.

ალბანელთა მეორე ახალწვეული “ზვოლეში” და “ლარნაკაში” ჩატარებული კარგი სეზონების შემდეგ ხვალ “სიონს” შეუტევს. ნასირ მააჩი მოროკოში ყოფილა დაბადებული, შემდეგ კი ჰოლანდიაში გადაბარგებულა და იქაური მოქალაქეც გახდა.

საპირისპირო ვითარებაა ბოლნისელთა ბანაკში. ფინანსური პრობლემების გამო “სიონმა” უცხოურ შეკრებაზე ვერ შესძლო გამგზავრება და ვერც შემადგენლობა გააძლიერა. “დილადან” გადმოსული გურეშიძის სახით გუნდს მხოლოდ ერთი ახალწვეული ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ “სიონი” დაცვის ლიდერმა, ვალერი აბრამიძემ დატოვა.

მოსამზადებელ ეტაპზე “სიონმა” სამი მატჩი გამართა. წააგო ცხინვალის “სპარტაკთან”, სომხურ “მიკასთან” ფრე ითამაშა და “ზესტაფონი” დაამარცხა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ბოლნისელები მეტოქეს ღირსეულად შეხვდებიან და გამარჯვებაც მოიპოვებენ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის წინაპირობა იქნება.

“ზესტაფონი” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ ან მალტურ კლუბს

ზესტაფონის “ზესტაფონი” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ “ჰიბერნიანსსა” და სლოვაკურ “სპარტაკს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება “ჩიხურასა” და “სიონს”, საჩხერლები მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში თურქულ “ბურსასპორს” დაუპირისპირდებიან, ხოლო ბოლნისელები რუმინულ “პეტროლულს”.

ბოლნისის სიონი ალბანურ ფლამურტარის შეხვდება

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბოლნისის “სიონი” ალბანურ “ფლამურტარის” შეხვდება.

“ფლამურტარიმ” გასულ სეზონში ალბანეთის ჩემპიონატი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. ევროსაგზური კი თასის მოგებით მოიპოვა.

პირველი შეხვედრა თბილისში 3 ივლის შედგება, ხოლო განმეორებითი მატჩი ერთი კვირიშ შემდეგ, 10 ივლისს გაიმართება.

სიონის და ჩიხურას სავარაუდო მეტოქეები

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დღეს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

საჩხერის “ჩიხურა” პირველ ეტაპზე განთესილი იქნება და მისი სავარაუდო მეტოქეების სია ასე გამოიყურება:  “დიორ ეტო” (უნგრეთი), “შირაკი” (სომხეთი), “გაბალა” (აზერბაიჯანი”, “ტურნოვო” (მაკედონია), “კოლეჯ ევროპა” (გიბრალტარი).

ბოლნისის “სიონი” გათამაშებაში განუთესავის სტატუსით ჩაერთვება. ბურდულის გუნდის სავარაუდო მეტოქეები არიან:  “სპარტაკ ტრნავა” (სლოვაკეთი), “ჩუკარიჩკი” (სერბეთი), “კოპერი” (სლოვენია), “ფლამურტარი” (ალბანეთი), “ინტერი” (აზერბაიჯანი).

საქართველოს ვიცე-ჩემპიონi  “ზესტაფონo”,  გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. გეგუჩაძის გუნდის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან : “მოსკოვის” სპარტაკი ( რუსეთი) ; აპოელი “თელ-ავივი” (ისრაელი) ; კლუჟი (რუმინეთი) ; ლეხი (პოლონეთი) ; “სლოვან ლიბერეცი” (ჩეხეთი) ; “ბურსასპორი” (თურქეთი) ; “იესბერგი” (ჩეხეთი) ; “ვარეგემი” ( ბელგია) “ელფსბორგიზ” (შვედეთი) ; “ომონია” (კვიპროსი) “ჰაიდუკი” (ხორვატია) ; “მოლდე” (ნორვეგია) ; “ლუზერნი” (შვეიცარია) ; “ცსკა” სოფია (ბულგარეთი) ; “რიჯეკა” (ხორვატია) ; “გრონინგენი” (ჰოლანდია) ; “ტრიპოლისი” (საბერძნეთი) ; “მოზერვილი” (შოტლანდია) ; “ლუგანსკი” (უკრაინა) ; “მლადა ბოლესლავი” (ჩეხეთი) ; “პეტროულ პლოიესტი” (რუმინეთი) ; “ვოივოდინა” (სერბეთი) ; “დინამო მინსკი” (ბელარუსი) ; “გრიოდიგი” (აუსტრია) ; “პიოლტენი” (აუსტრია) “ჩოროზოუ” (პოლონეთი) ; “სარაევო” (ბოსნია და ჰერცოგოვინა) ; “აპოელ ბირ შევა” (ისრაელი) “შახტიორ სოლიგორსკი” (ბელარუსი) ; “გიორ ეტო” (უნგრეთი) ; “სენტ ჯონსტონი” (შოტლანდია) ; “ზავისზა” (პოლონეთი) ; “ნემან გრონდო” (ბელარუსი) ; “კიოსიცი” (სლოვაკეთი) ; “ჟაგოდინა” (სერბეთი) ; “ტრენსინი” (სლოვაკეთი) ; “გორიცა” (სლოვენია) ; “როვანიემი” (ფინეთი).

წილისყრა თბილისის დროით 16:30-ზე დაიწყება.

“ზესტაფონის” ამხანაგური მატჩი ბოლნისელებთან

2014 წლის 21 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის დაწყებისათვის ემზადება, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა.

“ზესტაფონის” დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გამოჩენის შესაძლებლობა გუნდის 21 ფეხბურთელს მისცა, შესვენების შემდეგ მარგველთა რიგებში 10 ცვლილება განხორციელდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეს ზესტაფონელთათვის დანაკლისის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია – სხვადასხვა მიზეზის გამო იმერულ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ თეიმურაზ ღონღაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ფანცულაია, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე და დავით კუპატაძე.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: პავლოვიჩი (მეშველიანი, 46), თედორე გრიგალაშვილი (თორნიკე გრიგალაშვილი, 63), ფერეირა (ჭელიძე, 46), ჩავესი, გურული (ენდელაძე, 63), ჭანტურიშვილი (შარიქაძე, 46), გეწაძე (გვალია, 46), დოლიძე (ჭანკოტაძე, 46), ჯერემია (სარდალიშვილი, 63), ტატანაშვილი (კაპანაძე, 63), დვალი (ტუღუში, 46).

შეხვედრის სადებიუტო ნაწილი იმერელთა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 30-ე წუთზე მოხერხდა – თავი “ზესტაფონის” რიგებში ახლახან დაბრუნებულმა ჯაბა დვალმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს უკვე ბოლნისელები გააქტიურდნენ და 44-ე წუთზე მათ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს. მარგველთა გოლკიპერმა ბოიან პავლოვიჩმა ქვემოქართლელთა ნახევარმცველის ალეკო გოგობერიშვილის 11-მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული კი მოიგერია, თუმცა ბურთი ისევ ბოლნისელს მიუვიდა და ანგარიშიც გათანაბრდა 1-1.

მეორე ტაიმის დებიუტში (53-ე წუთი) წინ უკვე ბოლნისელები გავიდნენ – თავი ზუსტი თავურით დავით იმედაშვილმა გამოიჩინა. 65-ე წუთზე კი ჯაბა უგულავამ ბოლნისელთა უპირატესობა კიდევ უფრო თავლსაჩინო გახადა. დარჩენილი დროში ზესტაფონელები გააქტიურდნენ, მეტოქის კარის სიახლოვეს სახიფათო მომენტებიც შექმნეს, პენალტის შესრულების უფლებაც მოიპოვეს (ბექა ტუღუშის დარტყმა “სიონის” გოლკიპერმა მოიგერია), თუმცა ანგარიში აღარ შეიცვლა – მარცხი ანგარიშით 1-3.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

სიონმა სომხურ გუნდს ვერ მოუგო

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა. ევროპა ლიგისთვის მზადების ფარგელბში ერთმანეთის წინააღმდეგ ბოლნისის “სიონი” და ერევნის “მიკა” წარსდგნენ.

მატჩი საკმაოდ ნელ ტემპში წარიმართა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმიდნარეობდა, სადაც უპირატესობას ბოლნისელები ფლობდნენ.

ერევნელები იბრძოდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანის რეალური შანსი მხოლოდ ბოლნისელებს ჰქონდათ.

ორივე მომენტი მეორე ტაიმში შეიქმნა და ორივე ეპიზოდში სტურმები გაშვებული გოლისგან კარის კარკასმა იხსნა.

პირველ შემთხვევაში სტანდარტის შემდეგ “მიკას” საჯარიმოში შექმნილი არეულობით “სიონის” ფეხბურთელებმა ისარგებლეს და კარში დაარტყეს. ხარიხას მოხვედრილი ბურთი მინდორზე დაეცა. ბოლნისელები გოლის ჩათვლას ითხოვდნენ, თუმცა შეხვედრის არბიტრმა მატჩის გაგრძელება ბრძანა.

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე “სიონს” ჯარიმის შესრულების საშუალება მიეცა. ბურთთან სამხარაძე მივიდა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა კვლავ ხარიხამ მოიგერია.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში ბოლნისელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

IMG_7764IMG_8060IMG_7981IMG_8007IMG_8005IMG_8019IMG_8053

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“სიონი” სომხურ “მიკას” შეხვდება

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ბოლნისის “სიონი” მზადებას იწყბეს. 13 ივნიის ბოლნისელები პირველ ამხანგურ შეხვედრას გამართავენ, სადაც მათი მეტოქე სომხეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, “მიკა” იქნება.

“სიონის” მსგავსად “მიკამაც” საკუთარ ჩემპიონატჩი მესამე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონს ევროპა ლიგაში ასპარეზობით გახსნის.

“სიონი” – “მიკას” მატჩს 13 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს.

მორიგი ევროსეზონის წინ

საქართველოს ეროვული ჩემპიონატი დასრულდა. კლუბები მცირე შესვენებაზე არიან. სულ მალე კი, შეიკრიბებიან და ახალი სეზონისთვის დაიწყებენ მზადებას. ყველაზე ადრე  ამას “დინამო”, “ზესტაფონი”, “სიონი” და “ჩიხურა” გააკეთებენ. 2013/14 წლების სეზონში ევროთასებზე საქართველოს სწორედ ეს კვარტეტი წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. “დინამოს” ბედი გარკვეულწილად უნგრეთის ჩემპიონატის შედეგზე იყო დამოკიდებული. სამწუხაროდ, უნგრეთში “დებრეცენის” ჩემპიობა ფაქტოვრივად გადაწყვეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ “დინამო” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავი იქნება და საკმაოდ რთულ მეტოქეს უნდა ელოდოს.

თბილისური კლუბის სავარაუდო ოპონენტები არიან: რუმინეთის “სტიაუა”, შოტლანდიის “სელტიკი”, ბელორუსის “ბატე”, ჩეხეთის “სპარტა”, ხორვატიის “დინამო”, ბულგარეთის “ლუდოგორეცი”, ისრაელის “მაქაბი” (თელ-ავივი), მოლდოვის “შერიფი”, სლოვენიის “მარიბორი”, პოლონეთის “ლეგია”, სერბეთის “ცრვენა ზვეზდა”, სლოვაკეთის “სლოვანი”, ყაზახეთის “აქტობე”, ლატვიის “ვენტსპილსი”, აზერბაიჯანის “ყარაბაღი”, ფინეთის ჰიკ-ი და (უდიდესი ალბათობით) უნგრეთის “დებრეცენი”.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 16-17 ივლისს შედგება, განმეორებითი შეხვედრები კი ერთი კვირის თავზე – 23-24 ივლისს გაიმართება.

ევროპა ლიგაზე საქართველოს ტრადიციულად სამი გუნდი წარმოადგენს. “სიონი” და “ჩიხურა” გათამაშებაში პირველივე ეტაპზე ჩაერთვებიან. “ზესტაფონი” კი, მეორე ეტაპიდან შეეცდება წარმატების მიღწევას.

საჩხერის ”ჩიხურას” პოტენციურ მეტოქეთა სია ასე გამოიყურება : მალტის ”ჰიბერნიანი” , მალტის ”სლიემა” , ალბანური ”ლაჩი” , ლატვიური ”ელგავა” და ”დაუგავა” , ყაზახეთის ”ასტანა” და ”ქაირათი” , სომხური ”მიკა” , ირლანდიური ”დანდალკსი” , ლიტვის ”ბანგა”.

ბოლნისის “სიონის” სავარაუდო მეტოქეები კი,  ნორვეგიული ”რუსენბორგი” , შვედური ”გიოტებორგი” , შოტლანდიური ”აბერდინი” , პოლონური ”იაგელონია” , ბულგარული ”ლიტექსი” , ”ბოტევი” არიან.

ამ ეტაპზე ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი “ზესტაფონია”. იმერული კლუბი პოტენციურ მეტოქეთა სია ასე გამოიყურება: “სპლიტი” (ხორვატია), “სენტ ჯონსტონი” (შოტლანდია), “ლინფილდი” (ჩრდ. ირლანდია), “ინტერი” (აზერბაიჯანი), “პიუნიკი” (სომხეთი), “აბერდინი” (შოტლანდია), “შიროკი ბრიგი” (ბოსნია), “ბოტევი” (ბულგარეთი), “ჰონკა” (ფინეთი), “სლიგო როვერსი” (ირლანდია), “ზავიშა” (პოლონეთი), “ნემანი” (ბელორუსი), “ბირკირკარა” (მალტა), “კოშიცე” (სლოვაკეთი), “ვადუცი” (ლიხტენშტაინი), “კოპერი” (სლოვენია), “ბანგორი” (უელსი), “ბრომაპოიკარნა” (შვედეთი), “ტრენჩინი” (სლოვაკეთი), “ნოვა გორიცა” (სლოვენია), “ზიმბრუ” (მოლდოვა), “მიუპა” (ფინეთი), “კალიუ” (ესტონეთი), “ჰაუგესუნდი” (ნორვეგია), “დაუგავა” (ლატვია), “ჟენესი” (ლუქსემბურგი), “რუდარი” (სლოვენია), “კუკესი” (ალბანეთი), “მეტალურგი” (მაკედონია), “როვანიემი” (ფინეთი).

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 4-11 ივლისს შედგება. მეორე ეტაპი კი – 18-25 ივლისს.

ოთხივე ქართული გუნდი თავისი მეტოქის ვინაობას 24 ივნისს, ნიონში გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.

იმედია, ჩვენი გუნებისთვის მოახლოებული ევროზაფხული წარმატებული აღმოჩნდება. თუმცა, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

ოთხიდან ორი კლუბის დაფინანსები საკითხი გარკვეული ჯერ არ არის. “სიონი” და “ჩიხურა” სახლმწიფო პროგრამის იმედზე არიან. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სპონსორებსაც აქტიურად ეძებენ.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა “დინამოსა” და “ზესტაფონში”. ამ კლუბებში ფინანსური პრობლემები არ არის, თუმცა ორივე შემთხვევაში საქმე საკადრო პრობლემებთან გვაქვს. “დინამოსაც” და “ზესტაფონსაც” გაძლირება ნამდვილად არ აწყენდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ მიზნებზე ფიქრი წარმოუდგენელი იქნება. გარდა ამისა თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება და “დინამოს” გამოცდილი ჩეხი სპეციალისტი, მიხალ ბილეკი ჩაიბარებს.

სეზონის ფინიშის სწორზე

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დასასრულს მიახლოვებული ქვეყნის პირველობის ბოლო მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 17 მაისს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლებენ.

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 28 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 16 მოგება, 7 ფრე და 5 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 33:11.

უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელებს შორის 17 მაისს გასამართი დაპირისპირება, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის დასრულების შემდეგ დაგეგმილია გუნდების შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვება. ხვალინდელი შეხვედრის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ინტერნეტ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” სეზონის ბოლო მატჩისათვის მზადების შესახებ

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერული გუნდი ზესტაფონში შეიკრიბა და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, 17 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი უმასპინძლებს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი, ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრას, რომელშიც მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ “სიონს” უმასპინძლებენ.

გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC07571

DSC07578

DSC07609

DSC07612

DSC07645

DSC07646

DSC07651

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დინამო ჩემპიონია

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული ოფიციალურად გამოვლინდა. თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიგო.

პირველი სახიფათო მომენტი “დინამოს” კართან შეიქმნა, თუმცა მეკარის და მცველების შეუთანხმებელი თამაშით ბოლნისელებმა ვერ ისარგებლეს. სადებიუტო წუთები თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. მალევე პირველი გოლი ვიხილეთ. მე-12 წუთზე ჩისკოს გადაცემის შემდეგ მერლანთან პირისპირ მერებაშვილი დარჩა. “დინამოელთა” ათიანმა მეკარეც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

გაშვებული გოლის შემდეგ “სიონმა” თამაში გამოასწორა და მცირე უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. აქტიური იყო აფციაური, თუმცა მისი გადაცემები საჯარიმოში ადრესატს ვერ პოულობდნენ.

“დინამო” მეტოქის ასეთ თამაშს მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდა. აქტიურობდნენ დორინ გოგა და მარცვალაძე. გატანა ჩისკოსაც შეეძლო.

39-ე წუთზე მარცვალაძემ საჯარიმოს კუთხეში გრძელი გადაცემა მიიღო, მცველს იოლად გაუმკლავდა და თავისი მორიგი გოლი გაიტანა “დინამო” შემადგენლობაში – 0:2.

მეორე ნახევარი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. “სიონი” ძირითადად მარცხენა ფლანგიდან ცდილობა თამაშის გამწვავებას, თუმცა დამამთავრებელ ფაზაში ბოლნისელთა პრობლემები აშკარა იყო.

ერთ-ერთ ეპიზოდში ნომინალური მასპინძლები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. საჯარიმოში რეხვიაშვილთან ორთაბრძოლაში მოედანზე აფციაური აღმოჩნდა, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელების ნიშანი მისცა.

73-ე წუთზე ოთარ მარცვალაძეს დუბლის შესრულება შეეძლო. სწრაფი შეტევის შემდეგ “სიონის” საჯარიმოში აღმოჩენიმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის მცველები და მეკარე მოატყუა და ეფექტური “პარაშუტით” ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა დინამოელთა 20 ნომრის დარტყმული ხარიხას მოხვდა.

ზუსტად 5 წუთში “სიონის” კარში მესამე გოლი მაინც გავიდა. გიორგი მერებაშვილის გადაცემით თავი ჩისკომ გამოიჩინა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

დინამომ საქართველოშ ჩემპიონი ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა და მატჩის შემდეგ ერთგულ გულშემატკივრებთან ერთადაც იზეიმა.

 

სიონი  0:3  დინამო

გოლი: 0:1 მერებაშვილი 11’  0:2 მარცვალაძე 39’  0:3 ჩისკო 79’

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ქემოკლიძე (უგულავა 46), აბრამიძე, თოთაძე, კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (ადამია 46), ლობჯანიძე, აფციაური, კახელიშვილი (სამხარაძე 65)

დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ცინცაძე (პაპავა 75), ძარია, გოგა (პაპუნაშვილი 65), ჩისკო, მერებაშვილი, მარცვალაძე

 

IMG_3573IMG_3596IMG_3601IMG_3611IMG_3644IMG_3648IMG_3665IMG_3691IMG_3701IMG_3587IMG_3714IMG_3755IMG_3759IMG_3762IMG_3764IMG_3770IMG_3790IMG_3793IMG_3838IMG_3810IMG_3816

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები