საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სპეციალურად Fanebi.Com-ისათვის ხუთი ფეხბურთელისაგან გუნდი ჩამოაყალიბა.
ხუთეულში აუცილებლად უნდა ყოფილიყო თავად მჭედლიძე და ერთი მეკარე. გუნდში მოხვედრილ ყველა ფეხბურთელს კი ლევანთან ერთად უთამაშია.
მჭედლიძის რჩეულებში “პარი სენ-ჟერმენის” ორი მოთამაშე – მეკარე სალვატორე სირიგუ და თავდამსხმელი ედინსონ კავანი მოხვდა, ისინი “პალერმოში” ქართველის თანაგუნდელები იყვნენ. ასევე, ხუთეულში მოხვდა “ემპოლის” ორი ფეხბურთელი – მცველი ლორენცო ტონელი და შემტევი ნახევარმცველი რიკარდო საპონარა, რომელიც თავის დროზე “მილანში” ირიცხებოდა.