ბონუჩის იმედი აქვს, რომ მისი ნაკრები ესპანეთს ისევ დაამარცხებს

6 სექტემბერს რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ამ ნაკრებების დაპირისპირება გასულ ზაფხულზე, პარიზში, ევროპის ჩემპიონატზე გაიმართა, სადაც “სკუადრა აძურამ” “ფურია როხა” 2-0 დაამარცხა.

იტალიელთა ერთ-ერთ ლიდერს, ლეონარდო ბონუჩის დიდი იმედი აქვს, რომ მისი გუნდი ისევ შეძლებს ესპნაეთის დამარცხებას.

“დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე პარიზში გამართულ მატჩს,” – ამბობს ლეონარდო – “მაშინ ჩვენ მსოფლიოში უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ.  ალბათ, ამის ერთ-ერთი მტავარი მიზეზი ის იყო, რომ ესპანელები ფიზიკურად დავჯაბნეთ.”

“იმედი მაქვს, რომ  პარიზული საღამო განმეორდება და ისევ შევძლებთ მათ დამარცხებას!” – განაცხადა ბონუჩიმ.

სიმეონე: “მე არ ვარ გრიზმანის აღმზრდელი”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე”, “ატლეტიკო” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს.

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

“მე გრიზმანის აღმზრდელი არ ვარ; უბრალოდ, მისი მწვრთნელი ვარ, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა, ნიჭიერ სპორტსმენს განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი და, როგორც ადამიანი.”

“ჩვენ, გრიზმანის სახით, საოცარი მოთამაშე გვყავს, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ის ამ შესაძებლობებს მთლიანად გამოიყენებს!”

“ელ ჩოლომ”, რა თქმა უნდა, ზოგადად, მატჩზეც ისაუბრა: “ბაიერნი” ძალიან ძლიერი და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ის ძალიან ჰგავს იმ კოლექტივს, რომელსაც გასულ სეზონში ვეთამაშეთ. გერმანელებს უმაღლესი დონის სპეციალისტი ჰყავთ. კარლოს დიდ პატივს ვცემ მისი პროფესიონალიზმის და საქმის სიყვარულის გამო!” – განაცხადა დიეგო სიმეონემ.

ტიაგო: “ატლეტიკოს” მსოფლიოს საუკეთესო დაცვა ჰყავს!”

ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ჯგური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. ოთხშაბათს, 22:45 საათზე აიღებს სტარტს მადრიდის “ატლეტიკოსა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირება ესპანეთში.

მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ტიაგო ალკანტარამ ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანელების მიზანი, როგორც ყველა მატჩში, ახლაც გამარჯვება იქნება.

“მოუთმენლად ველი ამ დაპირისპირებას. “ატლეტიკო” შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვდა. ეს გუნდი ყოველ წელს პროგრესირებს და ახლაც არ იქნება მათთან თამაში იოლი.”

“ჩვენ ამ კლუბს ვიცნობთ შარშანდლიდან. მათ ნახევარფინალში დაგვამარცხეს. შესაბამისად, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ წინააღმდეგ ყველა ძლიერი მხარე უნდა გამოვიყენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გამარჯვება კი არა, გოლის გატანაც კი ძალიან რთული იქნება, რადგან მადრიდელებს უძლიერესი დაცვა ჰყავთ. მათი დაცვის რგოლი ჯობს ჩვენსას, “ბარსელონასას”. ამ მხრივ “ატლეტიკო” მსოფლიოში საუკეთესოა! მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველ ღონეს ვიხმართ გამარჯვებისთვის!” – განაცხადა ალკანტარამ.

მესიმ “ატლეტიკოსთან” მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა (ვიდეო)

სამწუხარო ინფორმაცია “ბარსელონას” ფანებისთვის…

პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრაში, სადაც “ბარსელონა” და “ატელტიკო” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მასპინძელთა ლიდერმა, ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და მოედანი 59-ე წუთზე დატოვა. ჯერჯერობით, უცნობია ტრავმის დეტალები.

ვის რამდენი ჰეთრიკი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე? საუკეთესო ხუთეული… (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონამ” “სელტიკი” 7:0 გაანადგურა. მესიმ ამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. საგულისხმოა, რომ ეს არგენტინელის მეექვსე ჰეთრიკი იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

ამ მხრივ საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება

პრემიერ ლიგის გუნდი გრიზმანში რეკორდულ თანხას იხდის

Sunday Express-ი იტყობინება, რომ ლონდონის “ჩელსი” მომავალ ზაფხულზე ანტუან გრიზმანის შეძენას აპირებს.

როგორც ირკვევა, ანტონიო კონტეს “არისტოკრატების” ხელმძღვანელობასთან უკვე ჰქონდა საუბარი ფრანგის ტრანსფერის თაობაზე. ნახსენებ წყაროს თუ დავუჯერებთ, ინგლისელები საფრანგეთის ნაკრებისა და “ატლეტიკოს” შემტევში მინიმუმ 86 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

გასულ ზაფხულზე პოგბაში “მაჩესტერმა” 89 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც, ჯერჯერობით, რეკორდული თანხაა. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გამორიცხული, რომ მომავალ ზაფხულზე ეს რეკორდი გრიზმანის ტრანსფერმა მოხსნას.

პრიმერა დივიზიონი: “რეალისა” და “ატლეტიკოს” მატჩები, შესაძლოა, გადაიდოს”

ვრცელდება ინფორმაცვია, რომ პრიმერა დივიზიონის რამდენიმე შეხვედრა, რომლებიც ამ შაბათ-კვირას უნდა გაიმართოს, შესაძლებელია, გადაიდოს. ამის საშიშროების ქვეშაა “რეალისა” და “ატლეტიკოს” მადრიდსა და ვიგოში გასამართი თამაშებიც. ამის მიზეზი ის კლიმატური პირობებია, რომელიც ესპანეთის ბევრ რეგიონშია: ძალიან მაღალი ტემპერატურა.

ზემოთ ნახსენებთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კომენტარი გააკეთა: “თუ ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს, ჩვენ ლა ლიგის რამდენიმე მატჩის გადადება მოგვიწევს.” შეუძლებელია, ითამაშო 36, 37 და 40 გრადუს სიცხეში.”

“ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და არა მარტო მომდევნო ტურის, არამედ სხვა რამდენიმე ტურის მატჩების გადადებას ვგეგმავთ. მაგალითად, დავასახალებ “ატლეტიკოსა” და “რეალის” თამაშებს, რომლებიც შაბათს შუა დღეს გაიმართება,” – განაცხადა ტებასმა.

რომელი ნომრებით იასპარეზებენ “ბარსელონას” მოთამაშეები ახალ სეზონში?

ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნომრებით ითამაშებენ კატალონიის “ბარსელონას” მოთამაშეები ახალ სეზონში…

მარკ ანდრე ტერ შტეგენი – # 1

ხერარდ პიკე – # 3

ივან რაკიტიჩი – # 4

სერხიო ბუსკეცი – # 5

დენის სუარესი – # 6

არდა თურანი – # 7

ანდრეს ინიესტა – # 8

ლუის სუარესი – # 9

ლიონელ მესი – # 10

ნეიმარი – # 11

რაფინია – # 12

იასპერ სილესენი – # 13

ხავიერ მასკერანო – # 14

პაკო ალკასერი – # 17

ხორდი ალბა – # 18

ლუკას დინიე – # 19

სერხი რობერტო – # 20

ანდრე გომეში – # 21

ალეიქს ვიდალი – # 22

სამუელ უმტიტი – # 23

ჟერემი მატიე – # 24

ხორდი მასიპი – # 25

 

 

ოფიციალურად: “არსენალმა” მცველი შეიძინა!

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალმა” გერმანიის ნაკრებისა და “ვალენისას” უკვე ყოფილი მოთამაშე, შკოდრან მუსტაფი უცნობ ფასად შეიძინა.

გეტყვით, რომ 24 წლის ფეხბურთელი 2014 წელს გადავიდა “ვალენსიაში”. ამ პერიოდშივე მოირგო ეროვნული ნაკრების ფორმაც.

მოდრიჩი: “რეალიდან” წასვლა?”

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩია. ხორვატი სპორტსმენი 2012 წელს მოვიდა კლუბში და მას შემდეგ გუნდის მთავარ დირიჟორად იქცა. მან “ბლანკოსთან” ერთად 7 ტიტული მოიგო. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის ორი თასი!

ლუკას ხორვატმა ჟურნალისტებმა მადრიდიდან წასვლაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა: “რეალის” გარდა არცერთ კლუბზე არ ვფიქრობ. ჩემს ხალხს ვეტყვი, რომ რამდენიმე გუნდისგან სულ მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ამ წინადადებებს არც კი განვიხილავ! “ბლანკოსი” ჩემი ცხოვრებაა!”

“აქ იქამდე დავრჩები, სანამ კლუბს დავჭირდები,” – განაცხადა ხორვატმა ნახევარმცველმა.

აქვე გეტყვით, რომ 30 წლის მოთამაშეს 2018 წელს ეწურება კონტრაქტი.

ესპანეთის სუპერთასი: “ბარსელონამ” “სევილიას” პირველი მატჩი მოუგო (ვიდეო)

გუშინ ესპანეთის სუპერთასის მატჩი გაიმართა. “სანჩეს პიზხუანზე” ანდალუსიის “სევილია” კატალონიურ “ბარსელონას” დაუპირისპირდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევრის დაწყებიდან 9 წუთში ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა და სტუმრად მოთამაშე გუნდი წინ გაიყვანა.

ზემოთ ნახსენების შემდეგ “სევილია” უფრო გააქტიურდა, თუმცა მასპინძლებს არაფერი გამოსდიოდათ. საბოლოოდ, ისევ “ბარსამ” გაიტანა – 81-ე წუთზე მუნირმა შეძლო სერხიო რიკოს კარის აღება და მატჩის საბოლოო ანგარიში – 0:2 – დააფიქსირა.

ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა თბილისის დროით 18 აგვისტოს, 01:00 საათზე “კამპ ნოუზე” გაიმართება.

რამდენჯერ დაუპირსპირდნენ ესპანური კლუბები ერთმანეთს სუპერთასზე?

დღეს სუპერთასის ფინალური დაპირსპირება შედგა მადრიდის “რეალსა” და ანდალუსიის “სევილიას” შორის. საგულისხმოა, რომ ეს მატჩი რიგით მეოთხე იყო, რომელიც სუპერთასზე გაიმართა და რომელშიც ესპანური გუნდები გაეჯიბრნენ ერთმანეთს.

აქვე გეტყვით, რომ პირველი ესპანური ჯახი ნახსენებ ტურნირზე 2006 წელს იყო. მაშინ “სევილიამ” “ბარსელონა” 3-0 გაანადგურა.  2014 წელს ანდალუსიელებს “რეალმა” მოუგო 2-0. ხოლო, შარშან თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული დაპირისპირება “ბლაგურნასა” და “სევილიას” შორის 5-4 დასრულდა.