ესპანეთმა პრესტიჟის მატჩი მოიგო

აუტსაიდერების მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ავსტრალია დაამარაცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

36-ე წუთზე ანგარიში დავიდ ვილიამ გახსნა, რომელიც ნაკრების მაისურით ბოლო მატჩს ატარებდა. ტორესმა სხვაობა ორამდე 69-ე წუთზე გაზარდა, ხოლო 82-ე წუთზე მატამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:3.

დავიდ ვილამ მოედნიდან გასვლის შემდეგ იტირა

23 ივნისს, ავსტრალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, დავიდ ვილა 57-ე წუთზე შეცვალეს, მან კი ცრემლები ვერ შეიკავა.

პრევიუ: ავსტრალია – ესპნაეთი

ავსტრალიელები და ესპანელები ბოლო მატჩში მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 

B ჯგუფის აუტსაიდერები ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ერთმანეთს ხდებიან. თუ ავსტრალიიას ასეთი გამოსვლა მოსალოდნელი იყო, ესპანელების კრახს თითქმის არავინ ელოდა.

ავსტრალიელები ახლა უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან და შესაძლოა სწორედ ეს ფაქტორი გახდეს მათი მნიშნველოვანი უპირატესობა დღევანდელ მატჩში.

ესპანური პრესისი ცნობით, ვისენტე დელ ბოსკეს ნაკრების მწვრთნელად დარჩენის შანსი აქვს. ამიტომ, შესაზლოა, მან დღესვე დაიწყოს ახალი გუნდის მშენებლობა და შანსი თადარიგში მყოფ ფეხბურტელებს მისცეს. პირველ რიგში ცვლილებები ცენტრალურ ზონას ეხება, სადაც ხაბი ალონსოს ნაცბლად კოკეს გამოჩენაა მოსალოდნელი. შესაძლოა, სასტარტოში პეპე რეინაც ვიხილოთ. ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არის პიკეს და ჩავის თამაში.

ავსტრალიელებს მთავარი ვარსკვლავი, ტიმ კეჰილი დისკვალიფიკაციის გამო გამო ვერ დაეხამრება. ფეხბურთელი გუნდის ნამდვილი ლიდერია და მიმდინარე მუნდიალზე ორი გოლის გატანაც მოახერხა.

ავსტრალია – ესპანეთი

სავარაუდო შემადგენლობები:

ავსტრალია: რაიანი – მაკჰოვანი, უოლკინსონი, სპირანოვიჩი, დევიდსონი – იედინაკი, მაკკაი – ლეკი, ბრეშიანო, ოარი – ტაგარტი. 

ესპანეთი: რეინა – ხუანფრანი, ალბიოლი, რამოსი, ალბა – ბუსკეტსი, ფაბრეგასი, კოკე – მატა, დიეგო კოსტა, ინიესტა. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Australia_Spain_GEO_2

რეინა: “ყოველთვის მეგობრული გუნდი გვყავს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი პეპე რეინა აცხადებს, რომ ვისენტე დელ ბოსკეს ყოველთვის მეგობრული გუნდი ყავს.

“ესპანეთის ნაკრებში ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო და კვლავაც იქნება. ამრიგად, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. დამიჯერეთ, გამარჯვება ძალიან გვსურდა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ახლა ვეღარაფერს შევცვლით. ვფიქრობ, ჩვენმა გუნდმა პატივისცემა დაიმსახურა. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაში გავიმარჯვებთ”, – ამბობს რეინა.

დელ ბოსკემ ფაბრეგასი ვარჯიშიდან დაითხოვა

21 ივნისს, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე საკმაოდ უცნაური რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ვარჯიშიდან გაუგებარი მიზეზის გამო დაითხოვა.

გამოცდილმა სპეციალისტმა ფაბრეგასს ჯერ სავარჯიშო ფორმის გახდა სთხოვა, შემდეგ კი ის ჩაბი ალონსომ ჩაიცვა. საბოლოოდ, ფაბრეგასმა სავარჯიშო მოედანი ველოსიპედით დატოვა.

პრანდელიმ ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შესახებ ისაუბრა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის შესახებ ისაუბრა.

„არ მინდა, ეს თემა ფართოდ მიმოვიხილო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ორ თვეში ესპანეთის ნაკრები კვლავ გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი. შესაძლოა, ესპანელებმა განვლილ სტრესულ სეზონსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს დიდი ძალები მიახარჯეს“, – განაცხადა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლა როხამ“ ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩიც დათმო, რითაც პლეი-ოფში თამაშის თეორიული შანსიც დაკარგა.

 

მადრიდში მყოფი ესპანელების რეაქცია, როდესაც მათი გუნდი მარცხდებოდა

18 ივნისს, ესპანეთის ნაკრები ჩილესთან დამარცხდა და ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანსი დაკარგა. რა თქმა უნდა, ამ მატჩს ესპანეთშიც უყურებდნენ.

მოურინიო: „ესპანეთის კრახი დროის ამბავი იყო“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ ესპანეთის ნაკრებს თავისი გაუმარცხებლობის სჯეროდა, რისთვისაც დაისაჯა კიდეც.

„ხალხი საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაშს სწავლობს, ხოლო როდესაც ასეთი გუნდები მუდმივად ერთი სტილით თამაშობენ, მოწინააღმდეგეები ადრე თუ გვიან მათ ამარცხებენ. ჰოლანდიელებმა და ჩილელებმა ტაქტიკურად ყველაფერი კარგად გათვალეს. „ფურია როხა“ ბოლო 4-6 წლის განმავლობაში ჩინებული იყო. ეს გუნდი იმდენად კარგად თამაშობდა, რომ სხვებს ეს თამაში აუცილებლად უნდა შეესწავლა.

თავის მხვრივ, ლუი ვან გაალმა მეტოქე სწორად შეაფასა და სწორედ ისე ითამაშა, როგორც საჭირო იყო. სამპაოლიმ კი, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტს მიაღწია. ჩემი აზრით, ესპანელთა კრიტიკის ნაცვლად, ჩილეს ნაკრების თავკაცი უნდა შევაქოთ, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას გაუმკლავდა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ჩილემ ესპანეთის ერა დაასრულა

ესპანეთის ნაკრებმა ჩილესთან მარცხის შემდეგ ჯგუფური ეტაპიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა. 

გუშინდელ შეხვედრამდე ვისენტე დელ ბოსკე ცვლილებებზე ბევრს საუბრობდა , თუმცა სასტარტოში მხოლოდ ორი ახალი სახე გამოჩნდა. ჩავის ნაცვლად მოედანზე პედრო გამოვიდა, ხოლო პიკე ხავი მარტინესმა შეცვალა.

მთავარი ცვლილება ესპანელების ტაქტიკას ეხებოდა. ესპანელთა მწვრთნელის ჩანაფიქრით “ფურია როხას” ფეხბურთელებს შეტევების დროს მოედნის მთელი სიგანე უნდა გამოეყენებინათ, რასაც ჩილელების დაცვის “გაწელვა” და შესაბამისად თავისუფალი სივრცეები უნდა მოეტანა.

თუმცა, დელ ბოსკეს ჩანაფიქრდი მოედანზე ვერ განხორციელდა. პირველივე წუთებზე ჩილელებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. დარჩენილი წუთებიც სამპაოლის შეგირდების კარნახით წარიმართა. მისი შეგირდების მთავარი პლიუსი სწრაფი თამაშია. ხშირ შემთხვევაში ესპანელები უბრალოდ ვერ ასწრებდნენ ჩილელთა ტემპიანი იერიშების შეჩერებას.

ტაიმის შუაში ჩილელებმა ბურთი მოედანის ცენტრში მოიპოვეს და სწრაფი შეტევით გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, რის შედეგადაც ვარგასი დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და ანგარიშიც გახსნა. ამ ეპიზოდში ესპანელი მცველების უსუსური თამაში უნდა აღინიშნოს.

სტანდარტული ესპანური “ტიკი-ტაკა” აღარ მუშაობდა. დიეგო კოსტაზე გაგზავნილი გრძელი გადაცემები კი ადრესატამდე ვერ აღწევდა. ჩილესთან ჰოლანდიური კოშმარი გრძელდებოდა, რაც ტაიმის ბოლოს გაშვებულმა კიდევ ერთმა გოლმაც დაადასტურა. იკერ კასილიასმა სანჩესის დარტყმული ბურთი ცუდად მოიგერია და არანგისს ფეხზე დაასვა. ამ უკანასკნელ გატანა არ გასჭირვებია – 2:0.

მეორე ტაიმში დელ ბოსკემ საყრდენი მოხსნა და მოედანზე შემტევი ტიპის ნახევარმცველი შეუშვა. ესპანეთი უფრო შემტევი და მოძრავი გახდა, თუმცა ყველასთვის საყვარელ ესპანეთამდე ჯერ კიდევ შორი იყო…

მატჩის ბოლო წუთებზე მოქმედი ჩემპიონები ვაბანკზე წავიდნენ. მოედანზე ტორესი გამოჩნდა. ესპანელებმა მეტოქე საკუთარ ნახევარზე ჩაკეტეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა რეალური შედეგი მათ გააქტიუროებას არ მოჰყოლია.

დელ ბოსკეს შეგირდებს ერთი მატჩი დარჩათ, რომელიც უკვე ფორმალურ ხასიათს ატარებს. ჩილემ კი დამსახურებულად მოიპოვა შესანიშნავი გამარჯვება და პლეი-ოფში თამაშის უფლება.

ესპანეთი 0-2 ჩილე

გოლები: ვარგასი 19′ ; არანგისი 43′

 

ესპანეთი — ჩილე (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩილეს ნაკრების თავდამსხმელი ედუარდო ვარგასი დაასახელეს, რომელმაც ბოლო სეზონის სწორედაც ესპანურ „ვალენსიაში“ გაატარა. მან დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა.

24 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 85 წუთი დაჰყო, გააკეთა 29 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.

 

ესპანეთი მუნდიალს ემშვიდობება

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრები ჩილესთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

ანგარიში მე-20 წუთზე ვარგასმა გახსნა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი არანგუისმა მეორედ დალაშქრა კასილიასის კარი.

მეორე ნახევარში ესპანელები ბევრს ეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა მუნდიალზე მეორე მატჩი წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელებმა ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგეს. ავსტრალიელებთან გასამართი შეხვედრა უბრალოდ ფორმალობად იქცა.

როგორ გამოძვრა კასილასის გვერდით მდგომი მსაჯი უხერხული სიტუაციიდან

18 ივნისს, ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის დაწყების წინ, ერთ-ერთი მსაჯი საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში მოხვდა.