ხულენ ლოპეტეგის პირველი კომენტარი “რეალში” წარდგენის შემდეგ

ხულენ ლოპეტეგი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დღეს ოფიციალურად წარადგინა. ესპანეთის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

“გუშინ ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღე იყო მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა. ხოლო ახლა საუკეთესო დღე მაქვს. ვიმედოვნებ, ძალიან ემოციური არ ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტსა და “რეალს” ნდობისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც სიამაყითა და დიდი ძალით ავიღე. ვიცი, რა კლუბთან გავაფრომე კონტრაქტი. აქ მაქსიმალური მოთხოვნებია. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ იმისთვის, რომ ისტორიაში ყველაზე მაღლა ავიდეთ.”

“აქ მაშინ მოვედი, როცა 18 წლის ვიყავი. მაშინ “კასტილიაში” ვთამაშობდი. აქ ყოფნის დროს ფეხბურთელისთვის საჭირო ღირებულებები ვისწავლე. ბედნიერი ვიყავი, რომ შემდეგ “კატილიას” გაწვრთნა მომიწია. ახლა კი, უკვე “რეალს” ვუდგავარ სათავეში.”

“ხვალინდელი მატჩი? ესპანეთის თამაშს აუცილებლად ვუყურებ. იმედი მაქვს, მიუხედავად ყველაფრისა, თასის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებთ,” – ამბობს ლოპეტეგი.

“ფურია როხაში” არეულობაა: ფედერაციის პრეზიდენტი ლოპეტეგის გადაწყვეტილებამ გააბრაზა

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მადრიდის “რეალის” მწვრთნელი ახალ სეზონში ხულენ ლოპეტეგი იქნება.

როგორც ესპანური პრესა წერს, განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი. მას ესმის, რომ “ბლანკოსს” ახალი დამრიგებელი სჭირდებოდა, თუმცა, ბოსის აზრით, “ფურია როხას” მწვრთნელს ეს ამბავი მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე არ უნდა გაესაჯაროვებინა.

ესპანეთში და, ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში მიიჩნევენ, რომ ლოპეტეგი ახლა დიდი წნეხის ქვეშ მოექცევა. თუმცა, თავად მწვრთნელს სჯერა, რომ ზეწოლას თავს გაართმევს, წარმატებით გამოვა სანაკრებო ჩემპიონატზე და შემდეგ ჩაუდგება “რეალს” სათავეში.

რამდენს გადაიხდის “რეალი” ლოპეტეგის კონტრაქტის გამოსასყიდად?

დღეს ოფიციალურად გაცხადდა, რომ მადრიდის “რეალს” ახალ სეზონში ესპანეთის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი, ხულენ ლოპეტეგი უთავკაცებს. ის სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

საგულისხმოა, რომ ლოპეტეგიმ მცირე ხნის წინ გაახანგრძლივა კონტრაქტი “ფურია როხასთან”. შესაბამისად, “რეალის” მესვეურებს აღნიშნული დოკუმენტის გამოსასყიდად მოუწევთ თანხის გადახდა, რომლის რაოდენობა, სურ რაღაც, ორი მილიონი ევროა.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ “ბლანკოსმა” აქამდე ოთხი მწვრთნელის კონტრაქტი გამოისყიდა: ტოშაკი (90 მილიონი ესპანური პესეტა, ანუ 541000 ევრო), პელეგრინი (4 მილიონი ევრო), მოურინიო (8 მილიონი ევრო), ანჩელოტი (4 მილიონი ევრო).

როგორ ოთახში იცხოვრებს სერხიო რამოსი რუსეთში? (ვიდეო)

ესპანეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კრასნოდარში დაბინავდა. საგულისხმოა, რომ თითოეულ ფეხბურთელს თავისი ოთახი აქვს. “ფურია როხას” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თავისი ოთახი სოციალური ქსელის საშუალებით, გულშემატკივრებს აჩვენა.

ლოპეტეგი: “არ ვფიქრობ, რომ დიეგო კოშტა მოძრავი არაა”

გუშინ ესპანეთის ნაკრებმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრე, 1-1 ითამაშა. “ფურია როხას” მხირდან თავი მცველმა, ივარო ოდრიოზოლამ გამოიჩნა, ხოლო მას შვეიცარიელთა ფეხბურთელმა, რიკარდო როდრიგესმა უპასუხა.

დღეს აღნიშნულ მატჩზე ესპანელთა მთავარმა მწვრთნელა, ხულიენ ლოპეტეგიმ ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ კოშტა დინამიური და მოძრავი არაა. თუმცა, გვყავს ალტერნატივებიც იაგო ასპასის სახით, რომელსაც მარჯვნივ შეუძლია თამაში. ასევე გყვავს როდრიგო. ჩვენ გვაქვს არჩევანი, შეგვიძლია მათი ერთად გამოყენება, ან ცალ-ცალკე თამაშით განვითარება. შვეიცარიასთან გუნდმა ბევრი რამ კარგად გააკეთა. არ გვაკლია ინტენსიურობა და რითმი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მომავალში შექმნილი შანსების ნახევარზე მეტს გამოვიყენებთ. კარგია, რომ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც შვეიცარიაა, ამდენი მომენტი გვქონდა,” – ამბობს ლოპეტეგი.

გაირკვა: რა ნომრებით ითამაშებენ ესპანელი ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე?

დღეს ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩს შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. გაირკვა ის ნომრები, რომლებითაც ხვალ “ფურია როხას” გუნდის წერვები ითამაშებენ. ნომრები დალაგებულია თანმიმდევრობით, გამოტოვებულია, კარვახალის, სერხიო რამოსისა და ისკო ალარკონის ნომრები, შესაბამისად, 2, 15 და 22. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ჯერ ნაკრებთან ერთად არ იმყოფებიან.

დავიდ დე ხეა – 1

ხერარდ პიკე – 3

ნაჩო – 4

სერხიო ბუსკეცი – 5

ანდრეს ინიესტა – 6

საულ ნიგესი – 7

კოკე – 8

როდრიგო მორენო – 9

ტიაგო ალკანტარა – 10

ლუკას ვასკესი – 11

ალვარო ოდრიოზოლა – 12

კეპა არისაბალაგა – 13

სეზარ ასპილიკუეტა – 14

ნაჩო მონრეალი – 16

იაგო ასპასი – 17

ხორდი ალბა – 18

დიეგო კოშტა – 19

მარკო ასენსიო – 20

დავიდ სილვა – 21

პეპე რეინა – 23

ხესუს ვალიეხო – 24

როდრი – 25

იერაი ალვარესი – 26

ლოპეტეგი: “განსაკუთრებულ განწყობაზე ვართ და მშვიდად ვხვდებით მსოფლიოს ჩემპიონატს”

ხვალ ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ესპანელები როგორც აღნიშნულ მატჩში, ასევე, მთლიანად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევიან. ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი კიდევ უფრო გაიმყარეს, რაც მარტში არგენტინას ანგარიშით, 5-1 სძლიეს.

თუმცა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა, ხულიენ ლოპეტეგიმ განაცხადა, რომ წარსულზე სულაც არ ფიქრობს და მის ნაკრებს ახალი მისიები აქვს შესასრულებელი.

“არ ვფიქრობთ მარტში გამართულ მატჩებზე. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთში რისი გაკეთებაც გვსურს, არაფერი აქვს საერთო წარსულთან. ახლა კი ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი. ვეთამაშებიტ გუნდს, რომელიც FIFA-ს რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს. ისინი საქმეს გაგვირთულებენ. რეალურად, ხვალ ის შემადგენლობა უნდ აგვყავდეს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. თუმცა, ისევ არ მყავს რამდენიმე ფეხბურთელი. იმ ტურნირზე ვითამაშებთ, რომელიც უკვე მოვიგეთ. ახლა განსაკუთრებულ განწყობაზე ვართ და მშვიდად ველით მოახლოვებულ ჩემპიონატს,” – ამბობს ლოპეტეგი.

კარიკატურა: რონალდუ თუ სალაჰი?

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდება. ამ მომენტში ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მყოფთა შორის კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი არიან. ისინი ერთმანეთს ტიტულისთვის და ნახსენებ ბრძოლაში დიდი პლუსის დაწერისთვის შეებრძოლებიან.

მათ ჯახზე გთავაზობთ კარიკატურას

 

ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია ფინალის წინ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მერსესაიდის “ლივერპული” დაუპირისპირდება. გუნდები უკვე უკრაინის დედაქალაქ კეივში იმყოფებიან.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ჩემი გადასაწყვეტია, ვინ დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, სულაც არ ვფიქრობთ, რომ ისინი, ვინც სკამზე დარჩებიან, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. როგორც ისკომ თქვა, სულაც არაა სასიამოვნო, მაგრამ, მიწევს გადაწყვეტილების მიღება. ჩემი ყველა ფეხბურთელი კარგია, თუმცა გვაქვს გუნდური ფილოსოფია. შესაძლოა, ვიღაც იმედგაცრუებული დარჩეს, თუმცა ყველამ იცის, რომ გუნდის ნაწილია. ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც მოედანზე თავიდანვე ვერ გავლენ. მაგრამ, კონკრეტულ მომენტში ეს ფეხბურთელები მაინც შეიტანენ წვლილს კლუბის წარმატებაში.”

ფრანგს ჰკითხეს, რა არის ზედიზედ მესამედ ფინალში მოხვედრის საიდუმლო.

“ძალიან ბევრი შრომა და დიდი ტალანტი. ფინალში ერთხელაც რომ გახვიდე, არც ესაა მარტივი. მე ვარ სხვისი მეტოქე და მომწონს ჩემი პოზიცია. ევრი მუშაობა გვიმაგრებს ზურგს. თუ იმას გააკეთებთ, რასაც ჩვენ, ანუ იშრომებთ ბევრს, შეგიძლიათ, იმავეს მიაღწიოთ. ფავორიეტბი არ ვართ – 50-50-ზეა. თუმცა, აუცილებლად კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, რათა მოვიგოთ. საერთოდ არაფერში არ ვართ ფავორიტები. ეს ძალიან მარტივი გასაგებია, მით უმეტეს, ფეხბურთში. აქ არის ორი გუნდი. შენ კი გიწევს, გაიგო, როგორ აპირებს შენს დაზიანებას ოპონენტი. აუცილებლად უნდა აღმოფხვრა საფრთხე და აკონტროლო თამაში. როცა ბურთი გაქვს, უნდა ავნო მეტოქეს. გასულ შეხვედრებში რთული მომენტები გვქონდა. ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ვეცდებით, შევაჩეროთ და შევუქმნათ საფრთხე მეტოქეს,” – ამბობს ზიდანი.

როდრიგო: “ჩემი გეგმაა, რომ “ვალენსიაში” თამაში განვაგრძო”

“ვალენსიას” თავდამსხმელს, როდრიგო მორენოს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს. მან 37 შეხვედრაში 19 გოლს მოუყარა თავი. ბრაზილიაში დაბადებული სპორტსმენი იმედოვნებს, რომ ესპანურ გუნდში დარჩება და მომავალ სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოსხვედრასა და იქ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

“ისე, როგორც ყველა ზაფხულში, ახლაც ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი საუბარია. თუმცა, მე ერთადერთი გეგმა მაქვს – დავრჩე ამჟამინდელ კლუბში. შესანიშნავი სეზონი გქვონდა, ხოლო ახლა კი წინ დიდი გამოწვევაა ჩემპიონთა ლიგის სახით. ისეთ რამეს მივაღწიეთ, რასაც არ ველოდით. საქმე ხარისხიანად გავაკეთეთ, რაც საამაყოა. მიზანი ნამდვილად არ ყოფილა, რომ პირველ ოთხეულში მოვხვედრილიყავით. თუმცა, სეზონის შუაში უკვე მივხვდით, რა დონეც გვქონდა. ამიტომ, ეს შედეგი ნამდვილად დავიმსახურეთ,” – ამბობს როდრიგო.

კარიკატურა: რა უსაჩუქრა ულრაიხმა ბენზემას?

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს განმეორებით შეხვედრაში მადრიდის “რეალი” მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდა და მეტოქესთან ფრე, 2-2 ითამაშა. ერთ-ერთ მომენტში გერმანელთა მეკარემ, სვენ ულრაიხმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც კარიმ ბენზემამ ცარიელ კარში გაიტანა გოლი.

აღნიშნულ მომენტზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

მადრიდის “რეალმა” “ლეგანესს” გადახალისებული შემადგენლობით სძლია (ვიდეო)

დღეს მადრდიში, “სანტიაგო ბერბეუზე” ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა “რეალმა” “ლეგანესი” მიიღო.

ანგარიში მერვე წუთზე გარეთ ბეილმა გახსნა. ხოლო, ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე ბორხა მაიორალმა შეაგდო.  მეორე ნახევარში, “ლეგანესმა” ერთი ბურთი გაქვითა: 66-ე წუთზე სერბმა ნახევარმცველმა, დარკო ბრაშანაჩმა მოახერხა თავის გამოჩენა. საბოლოოდ, სამეფო გუნდმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.

გეტყვით, რომ 34 ტურის შემდეგ “რეალს” 71 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ხოლო, “ლეგანესი”  40 ქულით მეთხუთმეტე პოზიციაზეა.