„მილანმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა (ვიდეო)

დასრულდა „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურის მატჩი, რომელიც ფილიპო ინძაგის გუნდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც ჟერემი მენეზი მეტოქე მცველებს გასცდა და „ნაპოლის“ საჯარიმოში შეიჭრა – ფრანგს საბოლო დარტყმის განხორციელება არ გასჭირვებია. პირველ ნახევარში უკეთესად „მილანი“ გამოიყურებოდა, ნეაპოლიტანელებს კი, რამდენიმე შანსი მხოლოდ ტაიმის მიწურულს ჰქონდათ.

მეორე გოლი მილანელებმა მეორე ტაიმის დებიუტშივე გაიტანეს – მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ჯანკომო ბონავენტურა გამოეხმაურა, რომელმაც თავური დარტყმით გოლი გაიტანა – 2:0.

დარჩენილ დროში „როსონერის“ კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში გოლის გატანის შანსი ხელიდან ანდრეა პოლიმ გაუშვა. აქტიური პირველი გოლის ავტორი მენეზიც იყო, რომელიც ნეაპოლიტანელთა საჯარიმოში კიდევ ორჯერ შეიჭრა, თუმცა დუბლის შესრულება ვეღარ შეძლო.

საბოლოოდ, 2:0 და ამ გამარჯვებით „შავ-წითლებმა“ 24 ქულა დააგროვეს, ქულებით „ნაპოლის“ გაუთანაბრდნენ და მე-6 ადგილზე ავიდნენ. ამჟამად მე-3 ადგილზე მყოფ „ლაციოს“ მილანური გუნდი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ ტურში „მილანი“ გასვლაზე მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ დაუპირისპირდება, ხოლო ბენიტესის ფეხბურთელები აუტსაიდერ „პარმას“ მიიღებენ.

„ინტერი“ ნეაპოლში დამარცხდა

დასრულდა იტალიის სერია ა-ს XVI ტურის ბოლოსწინა მატჩი, რომელშიც „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერი“ მიიღო.

ანგარიში შეხვედრის უკვე მე-6 წუთზე გონსალო იგუაინმა გახსნა. 35-ე წუთზე კამბიასომ წონასწორობა აღადგინა, თუმცა სტუმართა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ოთხ წუთში თავისი გუნდი წინ მერტენსმა გაიყვანა. ორ წუთში ნეაპოლიტანელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა – გოლი თავის ანგარიშზე ძემაილიმ ჩაიწერა. „ნერაძურის“ ფეხბურთელებმა ანგარიშის შემცირება პირველი ნახევრის დამატებითი დროის მე-2 წუთზე მოახერხეს – მეკარე რაფაელის კარი იუტო ნაგატომომ აიღო.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა რიკი ალვარესმა ყვითელი ბარათი მიიღო. 71-ე წუთზე მსაჯმა იგი მეორედ გააფრთხილა, შედეგად, „ინტერს“ მატჩის დასრულება უმცირესობაში მოუწია.

ალვარესის გაძევებიდან ათ წუთში ხოსე მარია კალეხონმა ზუსტად დაარტყა – ჰანდანოვიჩმა თავისი გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. დამატებითი დროის მე-2 წუთზე კი შეცვლაზე შესულმა გორან პანდევმა პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.

საბოლოოდ, 4:2 და „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 35 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ მინიმუმ ხვალამდე 2 ქულით მიუახლოვდა. რაც შეეხება „ინტერს“, მაცარის გუნდი 35 ქულით სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს.

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 4:2
გოლები: იგუაინი 6′, მარტენსი 39′, ჯემაილი 41′, კალეხონი 81′ – კამბიასო 35′, ნაგატომო 45+2′

„ნაპოლი“: რაფაელი, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რეველიერი (პანდევი 90+1′); ინლერი, კალეხონი, ჯემაილი; ინსინიე, მერტენსი (არმერო 85′); იგუაინი (ბერამი 78′)

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი; რანოკია, კამპანიარო (იკარდი 82′), როლანდო; ტაიდერი (კოვაჩიჩი 61′), ალვარესი, ნაგატომო, კამბიასო, ჟონათანი; გუარინი; პალასიო

გაფრთხილებები: ინსინიე, ინლერი – ალვარესი, რანოკია

გაძევება: ალვარესი 71′

ტურის სხვა მატჩების შედეგები:

„კატანია“ – „ვერონა“ 0:0
„კიევო“ – „სამპდორია“ 0:1
„ფიორენტინა“ – „ბოლონია“ 3:0
„ჯენოა“ – „ატალანტა“ 1:1
„ლაციო“ – „ლივორნო“ 2:0
„პარმა“ – „კალიარი“ 0:0
„უდინეზე“ – „ტორინო“ 0:2
„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 4:0

იტალიის პირველობის XVI ტური ხვალ, „სან-სიროზე“ დასრულდება, სადაც ერთმანეთს „მილანი“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

დი ნატალე „ნაპოლისთან“ მატჩს გამოტოვებს

„უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ თავისი გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბის ექიმებმა ვეტერან ფორვარდს დასვენების საშუალება მისცეს. აქედან გამომდინარე, ტოტო იტალიის სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი თანაგუნდელები გასვლაზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, ზემოხსენებული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი