ბათუმის სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

20 ივნისს, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონს ესტუმრნენ და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და უკვე არსებული პროგრესი შეაფასეს.

“ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის. ნამდვილად შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც საძირკვლის ჩაყრიდან დღემდე ვხედავთ. პროექტი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მიხარია, რომ ეს იქნება ბოლო ათწლეულების ერთერთი გამორჩეული მოვლენა, რომელსაც აჭარასთან ერთად მთელი საქართველო ელოდება,”- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

სტადიონზე ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონები აშენდა და მათი გადახურვა დასრულდა 10-დან 9 სექტორში.. ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 80 % შესრულებულია, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა, რომლის 70 % დასრულებულია. უახლოეს დღეებში იარუსების (სკამების)მოწყობა დაიწყება. პარალელურად მეორე სართულის კოლონების დახურვა უკვე დაწყებულია 4 სექტორში.

სექტემბრიდან სტადიონზე ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

Gff.Ge

ბათუმის “დინამოს” სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია ხვალ გაიმართება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 21 იანვრისთვისაა დაგეგმილი. 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო მოედნის მომზადების პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს

სამშენებლო სამუშაოები კი 21 იანვრიდან დაიწყება. მშენებლობას აწარმოებს შპს “ანაგი”, რომელსაც სტადიონის ასაშენებლად 34 თვის ვადა აქვს მიცემული.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში აჭარული კლუბი “რაგბი არენაზე” გამოდიოდა. საბოლოოდ, “დინამო” პლეი-ოფში დამარცხდა  და მომავალ სეზონში ეროვნული ლიგა 2-ში იასპარეზებს.

სფფ-ის წარმომადგენლები წყალტუბოს ესტუმრნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები წყალტუბოს ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი 26 მაისის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტადიონი დაათვალიერეს და ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმაზე იმსჯელეს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედნისთვის ტრიბუნისა და სხვა საჭირო ინფრასტუქტურის აშენებას აპირებს.  დავით მუჯირმა და ნიკოლოზ ჯღარკავამ მასპინძლებს დეტალურად გააცნეს საორიენტაციო მიმართულებები და სტადიონისთვის აუცილებელი მოთხოვნები.

წყარო: Gff.Ge

რატომ გაჩნდა “დილას” სტადიონის მინდორზე სოკო (ვიდეო)

როგორც გუშინ გამცნეთ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონის მინდორზე სოკოები ამოვიდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი “დილას” ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ფაქტზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. როგორც მოედნის მომვლელი გიორგი მაისურაძე ამბობს, საგანგაშო არაფერია, პირიქით, სოკოების გაჩენა იმის მანიშნებელია, რომ მინდორი ჯანსაღი და სასუქებითაა გაჯერებული.

“გარდა ამისა, სტადიონი გადაიტვირთული იყო და რამდენიმე დღე დავასვენეთ. ვრწყავთ დღეში ორჯერ. სოკო, საერთოდ, ნოყიერ ნიადაგზე ჩნდება. სინესტემ, მზემ და მინდვრის დასვენებამ ბაქტერიების მყისიერად გაცოცხლება გამოიწვია და სოკოების სახით გამოჩნდა. დღეს უკვე მოვლილია ბალახი და ვემზადებით სავარჯიშოდ”, – ციტირებს გიორგი მაისურაძის სიტყვებს qartli.ge.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბათუმის სტადიონის ტენდერი ჩაშლილია

როგორც „მთავარზე“ დაყრდნობით „აჭარის ტელევიზია“ იტყობინება, კომპანია „იბერპროქსმა“, რომელსაც ბათუმის სტადიონის პროექტზე უდნა ეზრუნა, ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

ცნობისთვის, ესპანური კომპანია რამდენიმე თვის წინ 22-კაციანმა კომისიამ აირჩია. ჯამში კონკურსში მონაწილეობა თერთმეტმა კომპანიამ მიიღო.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააუქმა და კონტრაქტის დარღვევისთვის 12 ათასი ლარით დააჯარიმა. აღსნიშნავია, რომ  როგორც სამინსიტროში განაცხადეს, კომპანიას საცდელი ვადაც მიეცა, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები არც ამ პერიოდში შესრულებულა.

პირობების მიხედვით, მშენებლობის დაწყება წელს, ხოლო დასრულება – 2017 წელს იგეგმებოდა. რაც შეეხება ტენდერს, ის კომპანიის არჩევის შემდეგ ხუთ თვეში უნდა მომზადებულიყო. სტადიონის პროექტის საწყისი ღირებულების ფასი 650 ლარს შეადგენდა.

10 ყველაზე გამორჩეული სტადიონი მსოფლიოში

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ Google Earth-იდან დანახული ათი ყველაზე გამორჩეული სტადიონი დაასახელა.

1. “სანტიაგო ბერნაბეუ”

1

2. “სტემფორდ ბრიჯი”

2

3. “კამპ ნოუ”

3

4. “ალიანს არენა”

4

5. “ემირეით სტედიუმი”

5

6. “ოლდ ტრაფორდი”

6

7. “სან სირო”

7

8. “ენფილდი”

8

9. “მარაკანა”

9

10. “უემბლი”

10

ინგლისის ყველაზე ცუდი საფეხბურთო მოედანი? (ფოტოები)

საშინელი საფეხბურთო მოედნები ისეთ ქვეყნებშიც მოიძებნება, როგორიც ინგლისია.

ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონის ბინადარ “ჰალიფაქს თაუნის” მოედანი მაგიდის ფეხბურთის მინდორს უფრო ჰგავს.

აი, რას ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ნილ ასპინი:

“მოთამაშეების გაკრტიკებას არ ვაპირებ, რადგან მოედანზე გავიარე… ძალიან რთულია, ფეხბურთელებს პასისა და რაიმე ღირებულის გაკეთება მოვთხოვოთ”.

“ჰალიფაქს თაუნმა” გუშინ “ბრისტოლ როვერსი” მიიღო და ანგარიშით 2:2 დაუზავდა.

“ბრისტოლის” ფანმა სტივ მურმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“მაგიდის ფეხბურთს უფრო ჰყავს, “ჰალიფაქსის” მოედანზე ფეხბურთელებს ამ ტრამვაის ხაზებზე მხოლოდ წინ და უკან გადაადგილება შეეძლოთ”.

The Shay1The Shay2

ათი ყველაზე დიდი სტადიონი მსოფლიოში

Football Daily-მ მსოფლიოს ათი ყველაზე დიდი სტადიონი დაასახელა:

„მილანის“ ახალი სტადიონის შესაძლო პროექტი (ვიდეო)

ინტერნეტში „მილანის“ ახალი სტადიონის შესაძლო პროექტის ამსახველი ვიდეო გაჩნდა. ხსენებული პროექტი ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის, რომელმაც, შესაძლოა, „როსონერის“ ახალი სტადიონის აშენებაში მონაწილეობა მიიღოს.

სტადიონის დიზაინი ოფიციალურად დამტკიცებული ჯერ არ არის. იგი ორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა მარკო გუალანდრისმა და ანდრეა პიატიმ შექმნა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი სწორედ მილანურ კლუბს ქომაგობს.

პროექტში ტრადიციული და ფუტურისტული ელემენტებიც შედის.

„საუთჰემპტონი“ „ევერტონს“ ორიგინალურ მოედანზე მიიღებს

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტური შაბათს, „საუთჰემპტონსა“ და „ევერტონს“ შორის გასამართი მატჩით გაიხსნება. „წმინდანები“ საკმაოდ კარგ სეზონს ატარებენ და დადებითი შედეგების გარდა, სანახაობრივი თამაშითაც გამოირჩევიან. გუნდი, დიდი ალბათობით, სეზონს ზედა ათეულში დაასრულებს, თუმცა „საუთჰემპტონი“ ყურადღებას მხოლოდ ამით არ იქცევს. კლუბის სტადიონ „სენტ მერის“ მოედნის მომვლელებმა თავის გამოჩენა გადაწყვიტეს და მინდვრის საფარი ორიგინალურად გაკრიჭეს. სწორედ ასეთი სახე ექნება „ევერტონის“ წინააღმდეგ გასამრთი მატჩისას „საუთჰემპტონის“ სტადიონის მოედანს. შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

პრიმერადივიზიონის რომელ კლუბს აქვს ყველაზე დიდი მოედანი?

საფეხბურთო წესების თანახმად, სათამაშო მოედნის ზომები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. დღევანდელი დებულებით გვერდითი ხაზის ზომა 90-120 მეტრი, კარის ხაზის ზომა კი – 45-90 მეტრი უნდა იყოს. საინტერესოა, ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოთამაშე კლუბებიდან, რომელს აქვს ყველაზე დიდი მოედანი.

გასაკვირია, მაგრამ პრიმერადივიზიონში ყველაზე დიდი მოედანი არც მადრიდის „რეალს“ და არც „ბარსელონას“ არ ეკუთვნის.

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თანახმად, ყველაზე დიდი მოედანი „ელჩეს“ აქვს. „მანუელ მარტინეს ვალეროს“ სტადიონის მოედნის ზომებია 108×70 მეტრზე. სიდიდით მეორე ადგილზეა „ბეტისის“ არენა „ბენიტო ვილამარინის“ მოედანი – 107×68 მეტრზე. მესამე–მეოთხე პოზიციებს იყოფენ „ხეტაფეს“ სტადიონ „კოლიზეუმ ალფონსო პერესისა“ და „რეალ სოსიედადის“ სტადიონ „ანოეტას“ მოედნები, რომელთა ზომებია 105×70 მეტრზე.

ყველაზე პატარა მოედნები „რაიო ვალეკანოსა“ და „ოსასუნას“ არენებზეა – შესაბამისად, 100×65 მეტრზე და 105×67.5 მეტრზე.

„სანტიაგო ბერნაბეუს“, „კამპ ნოუს“, „ვისენტე კალდერონის“ და პრიმერადივიზიონში მოთამაშე უმეტეს კლუბთა სტადიონების მოედნებს ფიფას მიერ რეკომენდირებული ზომები აქვს: 105×68 მეტრზე.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალის სტადიონზე ტრაგედია მოხდა

რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ბრაზილიაში. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი სტადიონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რამაც სამი მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „კორინთიანსის“ არენის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი ამწეს მწყობრიდან გამოსვლა გახდა. სტადიონის ნაწილი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც მასზე ლითონის კონსტრუქცია იდგმებოდა.

არენა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. არენაზე სამუშაოთა 94 პროცენტი უკვე დასრულებული იყო.

„კორინთიანსმა“ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება უკვე გაავრცელა:

„სპორტულ კლუბ „კორინთიანსის“ საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო“.

ამ დროისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბექა დოგრაშვილი