D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ურუგვაიმ ინგლისი დაამარცხა.
ანგარიში 39-ე წუთზე ლუის სუარესმა ედისონ კავანის გადეცმით გახსნა და ტაიმიც ტაბარესის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარში ინგლისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 75-ე წუთზე რუნიმ ანგარიშის გათანაბრება შესძლო. თუმცა, ბოლო სიტყვა მაინც სუარესმა თქვა, რომელმაც ჯერარდის “საგოლე პასი” 85-ე წუთზე გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.