“რუსთავი” კვლავ დამარცხდა – გაზაევს და მის ბიჭებს “საბურთალომ” სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ერთმანეთს რუსთავის “რუსათვი” და თბილისის “საბურთალო” დაუპირსიპირდნენ.

პირველი ტაიმი არც ისე სანახაობრივი გამოდგა. მეორე ნახევარში კი გუნდები უფრო გააქტიურნდნენ. განსაკუთრებით, ეს “საბურთალოზე” ითქმის. ტაიმის მიწურულს დედალქალქელებმა ორი ბურთი გაიტანეს. ჯერ 86-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გამოიყენა თორნიკე გორგიაშვილის გადაცემა. ხოლო, ზუსტად ექვს წუთში ვაგნერ გონსალვესი გახდა მეორე გოლის ავტორი. ლეგიონერმა ბექა გვარაძისგან მიიღო ბურთი და ბოლო გოლიც შეაგდო. საბოლოოდ, 2-0.

ამ გამარჯვების შემდეგ “რუსთავი” სამი ქულით მერვე პოზციაზეა. მან ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო. ხოლო, “საბურთალო” ცხრა ქულით პირველ ადგილს იკავებს.

“საბურთალო” წინ უდანაკარგოდ მიიწევს – გამარჯვება “დილასთან”

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართა. ადგილობრივმა “საბურთალომ” გორის “დილა” მიიღო.

მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარე თააშში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე გაიხსნა: გიორგი დიასამიძემ დავით ვოლკოვის პასით დედაქალაქელები დააწინაურა.მეორე ნახევარში სტუმრებს კოხრეიძემ შეუტია, შევიდა საჯარიმოში, თუმცა ის ალვინ ფორტისმა წააქცია. ამ მომენტში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და 22 წლის ჰოლანდეილმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო. თავად დაზარალებულმა შეასრულა თერთმეტმეტრიანი და გაიტანა კიდეც. საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით, 2:0 დასულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალოს” 9 ქულა აქვს და პირველზეა. “დილა” 4 ქულით მეხუთე ადგილზეა.

 

 

თბილსის “დინამომ” “სამტრედიას” საკუთარ მოედანზე სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩში თბილისის “დინამომ” სამტრედიის “სამტრედია” საკუთარ მოედანზე მიიღო.

დაპირისპირებაში ანგარიში მეათე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. სამ წუთში აკაკი შულაიამ ოთარ კიტეიშვილის პასით გაიტანა. უკვე მეორე ნახევარში, გიორგი კუციამ სამამდე გაზარდა “დინამოელთა” უპირატესობა. მან შორეული, უძლიერესი დარტყმით შეაგდო. ამ შემთხვევაში ასისტი ნიკა ძალამიძის ანგარიშზეა. ხოლო, ლუკას ვეილმა 89-ეზე ერთი ბურთი პენალტის ნიშნულიდან გაქვითა. საბოლოოდ, 3-1.

დედაქალაქელებს ექვსი ქულა მოუგროვდათ და ახლა მეორეზე არიან. “სამტრედია” სამი ქულით მერვე ადგილზეა.

ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში “რამაზ შენგელიაზე” ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო.

მატჩი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 37-ე წუთზე ლევან კუტლიამ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე თორნიკე კაპანაძემ გრიგოლ დოლიძის პასით შეაგდო. მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გავიდა. ჯერ კუტალიამ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ვატო არველაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. საბოლოოდ, “ტორპედომ” ანგარიშით, 4-0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ იმერლები ექვსი ქულით მესამე ადგილზე არიან. ხოლო, დედაქალაქურ გუნდს ჯერ ქულა არ აუღია და ის მეცხრეზეა.

 

“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი: “სათამაშო დისციპლინა გამოსასწორებელია”

დინამო თბილისთან წაგებული მატჩი, “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა შეაფასა.

“თამაში კარგად დავიწყეთ. საწყისი 35 წუთის მანძილზე, გარკვეული ეპიზოდების გარდა, გუნდი ისე თამაშობდა როგორც დაგეგმილი გვქონდა. შევძელით გოლის გატანა და სრულ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ და პირველი ტაიმის ბოლოს ორი გოლი გავუშვით.

სათამაშო დისციპლინა გამოსასწორებელია. გუნდს აქვს რესურსი მთელი მატჩი ისე ჩაატაროს, როგორც საწყის 35 წუთში ვთამაშობდით. აუცილებლად ვიმუშავებთ სათამაშო დისციპლინის კუთხით. ეს არის პრინციპი, რომელიც არასდროს უნდა დაირღვეს”. – ამბობს “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი.

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში გამართული თბილისური დერბი, სტუმართა გამარჯვებით, 1:4 დასრულდა.

თბილისური დერბი: “დინამომ” “ლოკომოტივს” მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მორი მატჩები იმართება. თავისი შეხვედრა ჩაატრა თბილისის “ლოკომოტივმა”, რომელიც თანაქალაქელ “დინამოს” დაუპირისპირდა.

21-ე წუთზე ანგარიში “რკინიგზელთა” ახალწვეულმა, თეიმურაზ შონიამ გახსნა ანგარიში. თუმცა, ტაიმის მიწურულს, ჯერ მე-40 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა აკაკი შულაიას პასით შეაგდო. ხოლო, 44-ეზე კიტეიშვილმა ასისტითაც დაგვამახსოვრა თავი. “დინამოს” კაპიტანმა გიორგი ივანიშვილს გაატანინა.

მეორე ნახევარში კვლავ “დინამო” დომინირებდა და 54-ე წუთზე ბუდუ ზივიზივაძემ შეაგდო. საბოლოო ანგარიში კიტეიშვილმა გიორგი კუციას გადაცემის შემდეგ დააფიქსირა 1-4.

ამ მარცხის შემდეგ “ლოკო” ნული ქულით მერვე პოზიციაზეა. “დინამოს” სამი ქულა აქვს და მეხუთე საფეხურზე იმყოფება.

 

ეროვნული ლიგა: ფოთის “კოლხეთი” მეორე მატჩშიც განადგურდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრები შედგა. ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” ფოთის “კოლხეთმა” თბილისის “საბურთალო” მიიღო.

მატჩში ანგარიში მეოცე წუთზე გაიხსნა: ლაშა გოგონაიამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მეგრელები წინ გაიყვანა. მათ პირველი ტაიმი მოიგეს. მეორე ნახევარში, 47-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ თორნიკე გორგიაშვილს გაატანინა. შვიდ წუთში კოხრეიძემ დიასამიძის პასით თავად შეაგდო. ამას მოჰყვა, 76-ე წუთზე რეხვიაშვილის მიერ მესამე გატანილი გოლი. 88-ეზე კი ტატანაშვილმა პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 1-4 დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ “კოლხეთი” ნული ქულით ბოლო პოზიციაზეა. ხოლო, “საბურთალოს” ექვსი ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს.

 

თბილისის “საბურთალო” საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” 11-15 მარტის ჩათვლით საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებს. მინი-ტურნირში, რომელიც “საბურთალოსა” და უცხოურ გუნდებს შორის გაიმართება, მონაწილეობას 2005 წელს დაბადებულები მიიღებენ.
მატჩები “ბენდელას” სახელობის სტადიონზე ჩატარდება, ტურნირზე კი “საბურთალოს”, “საბურთალო-ბენდელასა” და “საბურთალოს” სკოლის გარდა, იასპარეზებენ ყაზახეთის “ლოკომოტივი-ჯუნიორი”, ირანის ორი გუნდი – “ირანმეჰრი” და “ირანმეჰრი”-1.

ტურნირი წრიული სისტემით გაიმართება.

გაგაცნობთ ტურნირის კალენდარს:

11 მარტი:
10:00 საბურთალო – ლოკომოტივი-ჯუნიორი
11:10 საბ. ბენდელა – საბ.სკოლა
12:20 ირანმეჰრი – ირანმეჰრი-1

12 მარტი:
10:00 საბ.სკოლა – ირანმეჰრი-1
11:10 საბურთალო – საბ.ბენდელა
12:20 ლოკომოტივი-ჯუნიორი – ირანმეჰრი

13 მარტი:
10:00 საბ.ბენდელა – ირანმეჰრი
11:10 საბურთალო – საბ.სკოლა
12:20 ლოკომოტივი-ჯუნიორი – ირანმეჰრი-1

14 მარტი:
10:00 საბურთალო – ირანმეჰრი
11:10 ლოკომოტივი-ჯუნიორი – საბ.სკოლა
12:20 საბ.ბენდელა – ირანმეჰრი-1

15 მარტი:
10:00 ირანმეჰრი – საბ.სკოლა
11:10 საბ.ბენდელა – ლოკომოტივი-ჯუნიორი
12:20 საბურთალო – ირანმეჰრი-1

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური გვერდი

“სიონი” დამარცხებულია – “საბურთალოს” პირველი სამი ქულა ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა “მიხეილ მესხზე” თბილისის “საბურთალოსა” ბოლნისის “სიონს” შორის შედგა.

მატჩში ანგარიში ზვიად სიხარულიამ გახსნა. მან ეს ალექსნადრე კოშკაძის პასით მეთექვსმეტე წუთზე მოახერხა. უკვე მეორე ნახევარში, 56-ეზე თედორე გრიგალაშვილმა გაათანბრა. ამის შემდეგ დედალაქალები უპირატესობას დაეუფლნენ და კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ დავით ვოლკოვმა მე-80 წუთზე აიღო ბოლნისლების კარი. ხოლო, მატჩის მეორე დამატებით წუთზე ვოლკოვმა დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, 3-1. “საბურთალო” სამი ქულით მეორე ადგილზეა. ხოლო, “სიონი” ნული ქულით ბოლოზე.

 

ვიტალი დარასელიას თასზე “დინამოსთან” ერთად “ესპანიოლი”, “ჯენოა” და სხვა კლუბები ითამაშებენ

24-დან 29 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას სახელობის “დინამოს” საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს.

წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ვიტალი დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში “აზ ალკმაარსა” და “დინამო კიევს” შორის გათამაშდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მოახლოებულ ტურნირზე “დინამო თბილისისა” და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა ასევე სფფ-ს აკადემია, “ესპანიოლი” (ესპანეთი), “ჯენოა” (იტალია), “ვიტესი” (ჰოლანდია), მოსკოვის “სპარტაკი” (რუსეთი) და “დინამო მინსკი” (ბელარუსი) იასპარეზებენ.

გეტყვით, რომ მატჩები “დინამოს” აკადემიისა და ბაზის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას “დინამო არენა” უმასპინძლებს.

Fcdinamo.Ge

არაბული: “ახლა მთლიანად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ არაფერს გამოვრიცხავ”

უნგრეთის “ბალმაზიუვაროშში” მოთამაშე ქართველ ლეგიონერს, რომელიც წარსულში თბილისის “საბურთალოში” გამოდიოდა, ამ უკანასკნელი კლუბის ოფიციალური გვერდი დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

ბაჩანამ საუბარი მის ამჟამინდელ კლუბში არსებულ სიტუაციაზე დაიწყო:

– თასზე და ჩემპიონატში ორი მატჩი ვითამაშეთ, სასიხარულოა, რომ ორივეში წარმატებებს მივაღწიეთ. 28 თებერვალს სათასო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გველის „დიორ ეტო“-სთან, რომელთანაც სტუმრად 3:2 გავიმარჯვეთ. კარგი შანსი გვაქვს, რომ ეს ბარიერი დავძლით, დანარჩენს უშუალოდ შეხვედრა დაგვანახებს. ასევე, წლეულს დასაწყისი კარგი გამოგვივიდა ჩემპიონატშიც, სადაც სტუმრად ევროტურნირებზე გამსვლელი კანდიდატი „დებრეცენი“ დავამარცხეთ, რომელიც მესამე ადგილზეა. მათთან გასვლაზე მოგება, კარგის ნიშანია.

– ლაშა შინდაგორიძის გარდა, კიდევ ვინ დაიმატეთ?

– შინდაგორიძის გარდა, კიდევ 3 ახალი ფეხბურთელი გვყავს, უმეტესობა შემტევითი სტილისაა. ერთ-ერთი მათგანი რუდოლფ გერგელია, რომელიც „ჯენოა“-ში კახა კალაძის გუნდელი იყო. ვფიქრობ, წლეულს საგრძნობლად გავძლიერდით.

– როგორ ფიქრობთ, მოახერხებს კლუბი უძლიერესთა რიგებში ადგილის შენარჩუნებას?

– თუ, ბოლო დროინდელ მატჩებს გადავავლებთ თვალს, ეს არ უნდა გაგვიჭირდეს. უკანასკნელი 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. თავდაპირველად, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ მდგომარეობა.

– ლაშა შინდაგორიძე ერთი თვეა, რაც კლუბში ჩაირიცხა. გვითხარით, მის მიმართ როგორ გაჩნდა ინტერესი?

– მთავარი მწვრთნელის დიდი სურვილი იყო, რომ ლაშა თავის რიგებში ეხილა. ადგილობრივებს ჰქონდათ მასზე ინფორმაცია, გარკვეული კონსულტაციები ჩემთანაც გაიარეს. ისიც ვუთხარი, რომ ამ სკოლისა და კლუბის აღზრდილი ვარ. „საბურთალოს“ ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის-მეთქი. ამის მერე გადაწყვიტეს „საბურთალოსთან“ დაკავშირება და ტრანსფერიც შედგა. ლაშა ზუსტად ისეთი სტილის ფეხბურთელია, როგორიც გუნდს სჭირდებოდა. ტესტებმა აჩვენა, რომ შინდაგორიძე გუნდში ყველაზე სწრაფია.
უნგრეთში ლეგიონერებზე თამაში შეზღუდულია, მხოლოდ 3 ფეხბურთელის თამაშის უფლება გაქვს. თუ ისე მოხდა, რომ კლუბმა 3-ზე მეტი ფეხბურთელი გაიყვანა მინდორზე, მაშინ კლუბს ჯარიმის გადახდა უწევს, ჯარიმა კი საკმაოდ სოლიდურია. გუნდს მხოლოდ 5 ლეგიონერის გაყვანა შეუძლია მინდორზე იმ შემთხვევაში, თუ მეტოქე გასული სეზონის ოთხეულის ბინადარია.

– „ბალმაზუივაროშთან“ რომელ წლამდე გაკავშირებთ კონტრაქტი?
– 2019 წლამდე. ახლა მთლიანად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული, სეზონი ახალი განახლებულია და ჩვენი დასახული ამოცანა უნდა შევასრულოთ. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს, არაფერს არ გამოვრიცხავ სეზონის დასრულების შემდეგ.

– შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს ჩემპიონატს თვალს თუ ადევნებთ?

– როცა დრო მაქვს ვუყურებ-ხოლმე მატჩებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველას, თუმცა „დინამო“-„საბურთალოსა“ და ცენტრალურ შეხვედრებს, ვუყურებ.

– ბავშვობის დიდი ნაწილი „საბურთალო“-ში გაატარეთ. რას იტყვით ამ კლუბზე, რომელიც წლეულს უძლიერესთა შორის მეოთხე სეზონს იწყებს?

– სამწუხაროდ, „საბურთალოსთან“ ერთად უმაღლეს ლიგაში არ მითამაშია, მაგრამ კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ კლუბთან. სწორედ, თბილისურ კლუბში განვითარდი და ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი. ვხედავ, რომ „საბურთალო“ ეტაპობრივად წინ მიიწევს, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე შედეგებით. გასულ წელს კლუბს ცოტა დააკლდა, რომ ევროტურნირებზე მოხვედრილიყო. ძალიან ვგულშემატკივრობ – მინდა წლეულს წარმატებები და ევროსარბიელზე მოხვედრა ვუსურვო. ეს ფაქტორი, კლუბს კიდევ უფრო განავითარებს.
მინდა ავღნიშნო, რომ „საბურთალოს“ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს – გიორგი ჭიაბრიშვილი. “საბურთალოში” ირიცხებიან პერსპექტიული ფეხბურთელები. კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთისადმი სწორი და გამორჩეული მიდგომა აქვთ, რომლებმაც იციან ფეხბურთელის ფასი.

– ბოლოს საქართველოში „საბურთალოდან“ „დინამოში გადახვედით. თქვენი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშეთ და გოლებიც გაიტანეთ. შინაგანად რას გრძნობდით?

– ამ საკითხს პროფესიონალურად ვუდგები – სადაც ვთამაშობ იმ გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯები. თუმცა, თამაშისას მქონდა ის შეგრძნება, რომ იმ კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობდი, რომელსაც ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. „საბურთალოს“ მიმართ ყოველთვის მქონდა მადლიერების გრძნობა და ასე იქნება ბოლომდე.

– ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება. ვინმე ხომ დაგკავშირებიათ?

– ჩემი საქმეა ფეხბურთი ვითამაშო, ამისთვის ბევრს ვშრომობ. თუ დამიკავშირდებიან, რა თქმა უნდა გამეხარდება.

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური გვერდი

“ლოკომოტივის” ბოლო ამხანაგური: თბილისლებმა მესამე ლიგელ “არაგვს” ვერ მოუგეს

თბილისის ლოკომოტივმა, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. 24 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი, ლიგა 3-ის წარმომადგენელ დუშეთის არაგვს დაუპირისპირდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა.

პირველ ტაიმში, გატანა მამია გავაშელიშვილსა და ლაშა ოზბეთელაშვილს შეეძლოთ, მეორე ნახევარში კი დავით ჯიქიასა და ვატო არველაძეს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი.

ლოკომოტივი ეროვნული ლიგის, 2018 წლის გათმაშების პირველ ტურში, სამტრედიას დაუპირისპირდება. მატჩი 4 მარტს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 13:30 წუთზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე (კაპ), კიკალიშვილი (გაბაძე 46), ქურდაძე (ჭანტურია 46), ხიდეშელი (შონია 46), კომახიძე (უბილავა 46), გვალია, შეწირული (სამურკასოვი 46), კობახიძე (დავითაშვილი 46), კიკაბიძე (კიკნაძე 46), ოზბეთელაშვილი (ჯიქია 46), გავაშელიშვილი (არველაძე 46)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

Fcloco.Ge